უწყვეტი გამოცხადება
ადამიანური მსჯელობა და ლოგიკური აზროვნება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მოიპოვო პასუხები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ გვჭირდება გამოცხადება ღმერთისგან.
მე იმედი მაქვს, რომ დღეს ყველანი ვიგრძნობთ ღმერთის სინათლესა და სიყვარულს. დღეს მსმენელთა შორის არიან მრავალნი, ვისაც ძლიერ ესაჭიროება ეს პირადი გამოცხადების დალოცვა ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერისგან.
მისიის პრეზიდენტებისთვის ეს შეიძლება იყოს ლოცვა იმის ვედრებით, რომ გაიგოს, როგორ დაეხმაროს გასაჭირში მყოფ მისიონერს. იმ მამისთვის ან დედისთვის, რომელნიც იმყოფებიან ისეთ ადგილას, სადაც ომია გაჩაღებული, ეს იქნება სასოწარკვეთილი საჭიროება, შეიტყონ, წაიყვანონ ოჯახი უსაფრთხო ადგილას თუ დარჩნენ ადგილზე. პალოს ასობით პრეზიდენტი და ეპისკოპოსი ლოცულობს დღეს იმისთვის, რომ შეიტყოს, როგორ გადაარჩინოს დაკარგული ცხვარი. წინასწარმეტყველისთვის ეს არის ცოდნა იმაზედ, რომ უფალი ათქმევინებს მას სათქმელს ეკლესიისთვის და მშფოთვარე სამყაროსთვის.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადამიანური მსჯელობა და ლოგიკური აზროვნება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მოიპოვო პასუხები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ გვჭირდება გამოცხადება ღმერთისგან. ჩვენ დაგვჭირდება არა მხოლოდ ერთი გამოცხადება სტრესურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, არამედ მუდმივად განახლებული ნაკადი. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთ ჯერად სინათლის გაელვება და ნუგეში, არამედ ღმერთთან საუბრის უწყვეტი ლოცვა-კურთხევები.
თვით ეკლესიის არსებობა მოდის მოზარდი ბიჭისგან, რომელმაც იცოდა, რომ იგი ჭეშმარიტი იყო. ახალგაზრდა ჯოზეფ სმითმა იცოდა, რომ თავად ვერ გაიგებდა, რომელ ეკლესიაში გაწევრიანებულიყო, ასე რომ მან ჰკითხა ღმერთს, როგორც ეს იაკობის წიგნიდან შეიტყო. მამა ღმერთი და მისი საყვარელი ძე გამოეცხადნენ მას პატარა ტყეში. მათ უპასუხეს ჯოზეფის იმ კითხვას, რომელზეც პასუხის გაცემა მის ძალებს აღენატებოდა.
შემდეგ ღმერთმა იგი აირჩია არა მხოლოდ იესო ქრისტეს ეკლესიის დასაარსებლად, არამედ ამით აღდგენილ იქნა ძალა სულიწმინდის დახმარებით ეს გამოცხადებები ყოფილიყო უწყვეტი.
პრეზიდენტმა ბოიდ კ. პაკერმა ასე აღწერა ეკლესიის ჭეშმარიტების დასადგენი ნიშანი: „გამოცხადება გრძელდება ეკლესიაში: წინასწარმეტყველი იღებს მას ეკლესიისთვის; პრეზიდენტი თავისი პალოსთვის, მისიისთვის ან ქვორუმისთვის; ეპისკოპოსი თავისი მეურვეობისთვის; მამა – ოჯახისთვის; ინდივიდუალური პირი – თავისთვის“.1
გამოცხადებების ეს მშვენიერი პროცესი იწყება, მთავრდება და გრძელდება პირადი გამოცხადების მიღებისას. მოდით მაგალითად ავიღოთ შესანიშნავი ნეფი, ლეხის ვაჟი. მამამისს ჰქონდა ხილვა. ნეფის ოჯახის სხვა წევრები უყურებდნენ ლეხის ხილვას, როგორც გონებრივი არეულობის მტკიცებულებას. ხილვა მოიცავდა ღმერთის ბრძანებას ლეხის შვილებისადმი, დიდი რისკის ფასად დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში იმ ფირფიტების წამოსაღებად, რომლებიც მოიცავდნენ ღმერთის სიტყვას, რათა მათ შეეძლოთ აღთქმული მიწისკენ მოგზაურობაში მათი თან წაღება.
ჩვენ ხშირად ვახდენთ ციტირებას ნეფის გულითადი განცხადების შესახებ, როცა მამამ სთხოვა მათ იერუსალიმში დაბრუნება. თქვენ იცით ეს სიტყვები: „მე წავალ და გავაკეთებ იმას, რაც უფალმა მიბრძანა“.2
როცა ლეხიმ გაიგო ნეფის ეს სიტყვები, როგორც წერია წმინდა წერილში, მას „ძლიერ გაუხარდა“.3 გაუხარდა, რადგან იცოდა, რომ ნეფი დალოცვილი იყო დამადასტურებელი გამოცხადებით, რომ მამამისის ხილვა იყო ჭეშმარიტი საუბარი ღმერთთან. ნეფის არ უთქვამს: „წავალ და გავაკეთებ იმას, რაც მამამ მიბრძანა“. მან თქვა: „წავალ და გავაკეთებ იმას, რაც უფალმა მიბრძანა“.
თქვენი საკუთარი ოჯახური გამოცდილებიდან იცით, რატომ იყო ლეხი „ძალზედ გახარებული“. მისი სიხარული მოვიდა იმის ცოდნით, რომ ნეფიმ დამადასტურებელი გამოცხადება მიიღო.
მრავალ ოჯახში არსებობს ოჯახური წესები იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაბრუნდეს სახლში მოზარდი შვილი. მაგრამ იფიქრეთ იმ სიხარულის შესახებ, როცა მშობელი შეიტყობს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე კვირის წინ, რომ შვილი, რომელმაც ახლახანს დატოვა სახლი არა მხოლოდ სახლში დაბრუნების დრო დააწესა თავისთვის, არამედ ისევე იცავს კვირა დღის სიწმინდეს, როგორც ეს მას სახლში ასწავლეს. მშობლის გამოცხადებას აქვს ხანგრძლივი გავლენა პირად გამოცხადებაზე, რომელიც გრძელდება შვილში.
დედაჩემს აშკარად ესმოდა გამოცხადების ეს პრინციპი. ახალგაზრდობისას, გვიან დაბრუნებისას, ჩუმად ჩავკეტავდი ხოლმე უკანა კარს. ჩემს ოთახში მოსახვედრად დედის საძინებლის გვერდით უნდა ჩამევლო. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ რაოდენ ჩუმად მივიპარებოდი თითის წვერებზე, როცა მის ნახევრად ღია კარებამდე მივიდოდი, ჩემს სახელს გავიგონებდი, სულ ისე ჩუმად რომ დამიძახებდა: “ჰალ, ერთი წუთით შემოდი“.
მე შევიდოდი ხოლმე და მისი საწოლის კიდეზე ვჯდებოდი. ოთახში ბნელოდა. რომ მოგესმინათ, იფიქრებდით, რომ ეს უბრალოდ მეგობრული საუბარი იყო ცხოვრებაზე. მაგრამ დღემდეც მახსენდება მისი ნათქვამი, იმავე ძალით, რომელსაც ვგრძნობ, როცა პატრიარქალური დალოცვის ტექსტს ვკითხულობ.
მე არ ვიცი, რას სთხოვდა დედა ლოცვებში, როცა იმ ღამეებში ჩემს შინ დაბრუნებას ელოდა. მე მჯერა, რომ ნაწილობრივ ეს ჩემს უსაფრთხო დაბრუნებას უკავშირდებოდა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ლოცულობდა ზუსტად ისე, როგორც პატრიარქი აკეთებს ამას, სანამ ლოცვა-კურთხევას მისცემს. იგი ლოცულობს იმისთვის, რომ მისი სიტყვები მივიდეს მიმღებთან, როგორც ღვთის სიტყვა და არა მისი საკუთარი. დედაჩემის ლოცვები ამ დალოცვისთვის საკუთარ თავზე გამოვცადე. იგი უკვე 40 წელზე მეტია სულების სამყაროში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, მას უზომოდ უხაროდა, რომ მე დალოცვილი ვიყავი იმით, რომ მის რჩევებში ღმერთის ბრძანება მესმოდა. მე ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც დედას სურდა.
მე მინახავს მსგავსი უწყვეტი გამოცხადების საოცრება პალოს პრეზიდენტებისა და ეპისკოპოსებს შორის. და ისე, როგორც ეს ჭეშმარიტია ოჯახის წევრების უფროსების გამოცხადებებისთვის, ამ გამოცხადებების ფასეულობა დამოკიდებულია მათზე, ვინც იღებს დამადასტურებელ გამოცხადებებს.
მე ვიხილე გამოცხადების საოცრება 1976 წ. აიდაჰოში ტეტონ დამბის დანგრევის შემდეგ. მრავალმა თქვენგანმა იცის ეს ამბავი. მაგრამ იმ უწყვეტი გამოცხადების მაგალითს, რომელიც გადმოგვეცა პალოს პრეზიდენტის მიერ, შეუძლია სიცოცხლის ბოლომდე დალოცოს ყოველი ჩვენგანი .
ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რადგან მათი სახლები განადგურდა. დაზარალებულებზე ზრუნვა პალოს პრეზიდენტის, ფერმერის, მხრებს დააწვა. მე რიკს კოლეჯის საკლასო ოთახში ვიმყოფებოდი მაგ უბედურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. უბედური შემთხვევების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი მოვიდა. იგი და მისი მთავარი ასისტენტები დიდ ოთახში შემოვიდნენ, სადაც პალოს პრეზიდენტმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სხვა რელიგიების ადგილობრივი მსახურებიც. მე იქ ვიყავი, ვინაიდან მრავალი გადარჩენილი ადამინი შეასახლეს იმ კოლეჯის კორპუსში, სადაც მე პრეზიდენტი ვიყავი.
შეხვედრის დაწყებისთანავე უბედური შემთხვევების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელი ადგა და როგორც შეეფერებ უფლებამოსილ პირს, დაიწყო იმის თქმა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. მას შემდეგ, რაც პალოს პრეზიდენტმა მოისმინა ხუთი თუ ექვსი დავალება, რაც მისი თქმით, აუცილებლად უნდა შესრულებულიყო, პრეზიდენტმა ჩუმად უპასუხა წარმომადგენელს: „ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ“.
რამდენიმე წუთის შემდეგ, კაცმა ფედერალური სააგენტოდან თქვა: „ვფიქრობ, რომ უბრალოდ დავჯდები და ცოტახანს დავაკვირდები“. იგი თავის ასისტენტებთან ერთად უსმენდა ეპისკოპოსებისა და უხუცესთა ქვორუმების პრეზიდენტების ანგარიშს გაკეთებული საქმის თაობაზე. ისინი მოყვნენ, რა ინსტრუქციები მიიღეს თავიანთი ხელმძღვანელებისგან და მიჰყვნენ მათ. მათ ასევე ისაუბრეს იმაზე, რას აკეთებდნენ შთაგონებით, როცა ასრულებდნენ დავალებას ეპოვათ ოჯახები, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას და დახმარებოდნენ მათ. უკვე გვიანი იყო. ისინი ყველანი ძალიან დაღლილები იყვნენ ემოციების გამოსახატავად, გარდა მათი ხალხის მიმართ სიყვარულისა.
პალოს პრეზიდენტმა რამდენიმე ბოლო მითითება მისცა ეპისკოპოსებს და ანგარიშის წარდგენისთვის შემდეგი დილა დანიშნა.
მეორე დილით ფედერალური გუნდის ხელმძღვანელი ანგარიშის ჩასაბარებელ და დავალებების მისაღებ შეკრებაზე დანიშნულ დროზე 20 წუთით ადრე მივიდა. მე იქვე ვიდექი და გავიგე, რომ მან ჩუმად უთხრა პალოს პრეზიდენტს: „პრეზიდენტო, რას დაგვავალებთ მე და ჩემი გუნდის წევრებს“?
ის, რაც ამ კაცმა დაინახა, მე მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ცდების და უბედურებების დროს მინახავს. პრეზიდენტი პაკერი მართალი იყო. პალოს პრეზიდენტები იღებენ უწყვეტ გამოცხადებას იმისთვის, რომ ამაღლდნენ თავიანთ სიბრძნეზე და უნარებზე. და ამის გარდა, უფალი აძლევს მათ, ვისაც პრეზიდენტი წინ უძღვება, დასტურს იმისა, რომ მისი ბრძანება სულიწმინდის მეშვეობით მოდის ღმერთისგან არასრულყოფილი ადამიანისთვის.
მე დალოცვილი ვიყავი ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილში, მივყოლოდი შთაგონებულ ხელმძღვანელებს. ახალგაზრდა ვიყავი, როცა მომიწოდეს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტის მრჩეველი ვყოფილიყავი. მე ასევე გახლდით ოლქის ორი პრეზიდენტის მრჩეველი, ეკლესიის თავმჯდომარე ეპისკოპოსის, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრი და ეკლესიის ორი პრეზიდენტის მრჩეელი. მე მინახავს, რომ მათ გამოცხადება მიუღიათ და შემდეგ იგი თავიანთი მიმდევრებისთვის გადაუციათ.
მიღების ეს პირადი გამოცხადება, რომელიც ყველას ასე ძალიან გვსურს, არ მოდის ადვილი გზით, არც მაშინ მოვა, თუ ამას უბრალოდ მოითხოვ. უფალმა ღმერთისგან ასეთი დასტურის მისაღებად დააწესა ეს სტანდარტი. ეს არის მითითება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ეძებს პირად გამოცხადებას და ჩვენ ყველანი უნდა ვაკეთბდეთ ამას.
უფალმა თქვა, რომ ჩვენი შიგნეულობა უნდა აივსოს მოწყალებით ყოველი ადამიანის მიმართ და მათთვის, ვინც რწმენაში არიან, და ჩვენს აზრებს მუდამ სათნოება უნდა ამშვენებდეს. მერე ჩვენი თავდაჯერებულობა ღმერთის გარემოცვაში გაიზრდება და მღვდლობის დოქტრინა მოეფინება ჩვენს სულებს, როგორც ცის ნამი.
და სულიწმინდა იქნება ჩვენი მარადიული თანამგზავრი.4
აქედან მე ჩვენთვის რჩევა მივიღე. ნუ მიიღებთ მსუბუქად იმ სიყვარულის გრძნობას, რომელიც თქვენ ღვთის წიანასწარმეტყველის მიმართ გიჩნდებათ. სადაც არ უნდა ვიყო ეკლესიაში, ვინც არ უნდა იყოს იმ დროს წინასწარმეტყველი, წევრები მთხოვენ: „როცა ეკლესიის ცენტრალურ ოფისში დაბრუნდებით, გთხოვთ, გადაეცით წინასწარმეტყველს, რომ ჩვენ იგი ძალიან გვიყვარს“.
ეს იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე გრძნობები, რომლებიც ზოგჯერ ვარსკვლავების მიმართ გვიჩნდება. ეს არის ღვთის ძღვენი. ამასთან ერთად თქვენ უფრო ადვილად მიიღებთ დამადასტურებელ გამოცხადებას მაშინ, როცა იგი გვესაუბრება უფლის წინასწარმეტყველის როლში. სიყვარული, რომელსაც თქვენ გრძნობთ, არის უფლის სიყვარული ნებისმიერი პიროვნების მიმართ, რომელიც მისი მაუწყებლის როლშია.
არ არის ადვილი მუდამ გრძნობდე ამას, რადგან უფალი ხშირად სთხოვს თავის წინასწარმეტყელებს ადამიანებისთვის ისეთი რჩევის მიცემას, რომლის მიღებაც მათ უჭირთ. ჩვენი სულის მტერი ეცდება, წყენის გრძნობა დაგვებადოს ან ეჭვი შეგვეპაროს წინასწარმეტყველის ღვთისგან მოწოდების თაობაზე.
მე მინახავს, როგორ შეეხო სულიწმინდა მომბალ გულს, რათა დაეცვა იესო ქრისტეს მორჩილი მოწაფე დამადასტურებელი გამოცხადების წყალობით.
წინასწარმეტყველმა გამაგზავნა შორს, ერთ პატარა ქალაქში ერთ-ერთი ადამიანისთვის წმინდა ჩაბეჭდვის ძალის მისანიჭებლად. მხოლოდ ღვთის წინასწარმეტყველს აქვს გასაღებები იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ მიიღებს იმ წმინდა ძალას, რომელიც უფალმა უფროს მოციქულს, პეტრეს უბოძა. მე მივიღე ისეთივე ჩაბეჭდვის ძალა, მაგრამ მხოლოდ ეკლესიის პრეზიდენტის განკარგულებით შემიძლია ვუბოძო იგი სხვას.
ასე რომ, სოლთ ლეიქისგან შორს, სამლოცველოს ერთ-ერთ ოთახში, ჩაბეჭდვის ძალის მისაღებად მე ხელი დავასხი წინასწარმეტყველის მიერ არჩეულ ადამიანს. მას ხელებზე მიწაზე მუშაობის მძიმე შრომის კვალი აჩნდა. მისი პატარა ტანის მეუღლე გვერდით ეჯდა. მასაც ხელებზე, როგორც მის მეუღლეს, ძლების მძიმე შრომის კვალი აჩნდა.
მე წარმოვთქვი წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი სიტყვები: „ვარ რა უფლებამოსილი“ შემდეგ წინასწარმეტყველის სახელი, „რომელიც ამჟამად ფლობს სამღვდელოების ყველა გასაღებს დედამიწაზე, მე გიბოძებ ჩაბეჭდვის ძალას“ და ვთქვი ამ კაცის სახელი და იმ ტაძრის სახელი, სადაც მას ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებებში უნდა ემსახურა.
მას ცრემლები წამოუვიდა. მისი მეუღლე ქვითინებდა. მე მივეცი მათ იმის დრო, ემოციებს გამკლავებოდნენ. ქალბატონი ფეხზე ადგა და მორცხვად თქვა, რომ ბედნიერი იყო და იმავე დროს დამწუხრებული. მან თქვა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლესთან ერთად ტაძარში სიარული, მაგრამ ეხლა ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ აღარ უნდა ევლო მასთან ერთად, რადგან ღმერთმა გამოიჩინა მის მიმართ ასეთი დიდებული და წმინდა ნდობა. შედმეგ დააყოლა, რომ ეს გრძნობა, რომ იგი არ იყო მეუღლის სწორი, ყოფილიყო მისი ტაძრის მეწყვილე, გაუჩნდა იმის გამო, რომ მან წერა-კითხვა არ იცოდა.
მე დავარწმუნე, რომ მისი მეუღლისთვის პატივია მისი მეწყვილეობა ტაძარში მისი დიდი სულიერი ძალის გამო. მისი ენა კარგად არ მესმოდა, მაგრამ ვეცადე შეძლების დავარად კარგად ამეხსნა მისთვის, რომ ღმერთმა გამოუცხადა მას ყოველივე, რაც მიწიერ განათლებას აღემატებოდა.
მან იცოდა სულიწმინდის ძღვენის წყალობით, რომ ღმერთმა, თავისი წინასწარმეტყველის საშუალებით, უბოძა მის საყვარელ ქმარს ზეციური ნდობა. მან იცოდა, რომ ჩაბეჭდვის ძალის მიღების გასაღებები ეჭირა ადამიანს, რომელიც მას არასოდეს არ უნახავს და მან ასევე იცოდა, რომ ეს ადამიანი იყო ღვთის წინასწარმეტყველი. მან იცოდა და არ სჭირდებოდა ამისთვის არანაირი მოწმე, რომ წინასწარმეტყველმა ილოცა მისი მეუღლის სახელზე. მან იცოდა, რომ ეს არჩევანი ღმერთმა გააკეთა.
მან ასევე იცოდა, რომ ის წეს-ჩვეულებანი, რომლებსაც მისი მეუღლე ჩაატარებდა, შეკრავდა ადამიანებს სამარადისოდ ცელესტიალურ სამყაროში. მან იცოდა გულში და გონებაში, რომ უფლის მიერ პეტრესთვის მიცემული დაპირება გრძელდება ეკლესიაში: „რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება“.5 მან ეს იცოდა ღმერთისგან, გამოცხადების წყალობით.
მოდით დავუბრუნდეთ დასაწყისს. „გამოცხადება გრძელდება ეკლესიაში: წინასწამეტყველი იღებს მას ეკლესიისთვის; პრეზიდენტი – თავისი პალოსთვის, მისიისთვის ან ქვორუმისთვის; ეპისკოპოსი თავისი მეურვეობისთვის; მამა – ოჯახისთვის; ინდივიდუალური პირი – თავისთვის“.6
მე ვმოწმობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. მამაზეციერს ესმის თქვენი ლოცვები, თქვენ მას უყვარხართ, იგი თქვენ სახელით გიცნობთ. იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და ჩვენი გამომსყიდველი. თქვენ მას უყვარხართ იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ღმერთი სულიწმინდის საშუალებით გადმოღვრის გამოცხადებებს თავის შვილებზე. იგი ესაუბრება თავის წინასწარმეტყველს დედამიწაზე, ამჟამად თომას ს. მონსონს. მე ვმოწმობ, რომ იგი ფლობს და მის განკარგულებაშია მღვდლობის ყველა გასაღები დედამიწაზე.
როცა თქვენ ამ კონფერენციაზე მოუსმენთ მათ, ვინც ღმერთმა აირჩია თავის მაუწყებლად, მე ვლოცულობ, რომ მიიღოთ დამადასტურებელი გამოცხადება იმაზედ, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ ამ მოგზაურობაში იპოვოთ შინ დასაბრუნებელი გზა, რათა ჩაბეჭდილ ოჯახთან ერთად არსებობდეთ ღმერთის გარემოცვაში. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.