ჩვენი პირადი მსახურება
იესო ქრისტეს სიყვარული უნდა იყოს ჩვენი წინამძღოლი, თუ გვსურს გავიგოთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც საჭიროებენ დახმარებას
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ჩვენ გვეძლევა მსახურების შესაძლებლობა და მსახურებისთვის პირადი დალოცვა. ჩემი წევრობის დროს მე მიმსახურია მრავალ მოწოდებაში. ამის გარდა. როგორც ძმა უდინე ფალაბელა, უხუცესი ენრიკე რ. ფალაბელას მამა, ამბობდა: „ის, ვინც რაღაცაში მსახურობს, რაღაცისთვის ვარგა; ის, ვინც არაფერში არ მსახურობს, არაფრისთვის არ ვარგა“. ეს სიტყვები უნდა ვიქონიოთ გონებაშიც და გულშიც.
მსახურებისთვის რჩევის მიღების ძიებაში ნუგეშს ვპოულობდი იმის გახსენებით, რომ მხსნელს მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ინდივიდუალურ პირზე და ოჯახზე. მისმა სიყვარულმა და მზრუნველმა ყურადღებამ ინდივიდუალური პირის მიმართ მასწავლა, რომ იგი აღიარებს მამაზეციერის ყოველი შვილის ღირებულებას და ჩვენთვის აუცილებელია დავრწმუნდეთ იმაში, რომ იესო ქრისტეს სახარება აძლიერებს და ემსახურება ყოველ ინდივიდუალურ პირს.
წმინდა წერილში ვკითხულობთ:
გახსოვდეთ, რომ დიდია სულთა ფასეულობა ღვთის თვალში. ...
და თუ იქნებ ასე, რომ თქვენ უნდა იშრომოთ თქვენს ყველა დღეებში… და მოიყვანთ ჩემთან თუნდაც ერთსულს, რაოდენ დიდი იქნება თქვენი სიხარული მასთან ერთად მამაჩემის სასუფეველში“! 1
ყოველი სული ღმერთისთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ჩვენ მისი შვილები ვართ და გვაქვს იმის პოტენციალი, რომ დავემსგავსოთ მას.2
იესო ქრისტეს სიყვარული უნდა იყოს ჩვენი წინამძღოლი, თუ გვსურს გავიგოთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც საჭიროებენ დახმარებას. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სწავლებანი გვიჩვენებს ამ გზას. და ასე იწყება ჩვენი პირადი მსახურება: გასაჭირის აღმოჩენა, შემდეგ დახმარების გაწევა. როგორც მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, და ლინდა კ. ბერტონმა თქვა: „ჯერ დააკვირდი, მერე ემსახურე“. 3
პრეზიდენტი თომას ს.მონსონი ამ პრინციპის დიადი მაგალითია. 2005 წ. იანვარში იგი თავმჯდომარეობდა სამღვდელოების ხელმძღვანელების კონფერენციას პუერტო რიკოში, სადაც გვიჩვენა, როგორ ემსახურებობდნენ მხსნელი და მისი მსახურები სხვებს. ამ მშვენიერი შეკრების შემდეგ პრეზიდენტმა მონსონმა დაიწყო იქ მყოფი სამღვდელოების ყველა ხელმძღვანელისადმი მისალმება. უცებ მან შენიშნა, რომ ერთი მათგანი მარტო იდგა და ყველაფერს შორიდან უყურებდა.
პრეზიდენტი მონსონი გაეცალა ჯგუფს, მივიდა იმ ძმასთან და გამოელაპარაკა მას. ხოსე რ. ზაისმა ძალიან ემოციურად უთხრა მას, რომ ეს იყო სასწაული და მის ლოცვაზე პასუხი, რადგან ამ შეკრებამდე მან და მისმა მეუღლემ, იოლანდამ, ამაზე ილოცეს. მან უთხრა პრეზიდენტ მონსონს რომ მათი ქალიშვილი ძალიან ავად იყო და რომ მას მეუღლის წერილი ჰქონდა თან, რომლის გადაცემაც მას პრეზიდენტი მონსონისთვის სურდა. ძმა ზაიასმა უთხრა მეუღლეს, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან პრეზიდენტი მონსონი ძალიან დაკავებული იქნებოდა. პრეზიდენტმა მონსონმა მოისმინა ეს ამბავი და წერილი მოითხოვა. მან იგი თავისთვის წაიკითხა, შემდეგ პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო და თქვა, რომ მიხედავდა ამ საქმეს.
ასეთი გზით ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, ამ ოჯახს შეეხო თავისი მსახურის მეშვეობით. მე მწამს, რომ მხსნელის სიტყვები კეთილი სამარიელის შესახებ ჩვენ გვეხება: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.4
1998 წ. 21 სექტემბერს პუერტო რიკოს თავს დაატყდა ქარიშხალი „ჯორჯი“, რამაც დიდი დანაკარგი გამოიწვია. და მარტინესი, ჩვენი ხუთი შვილი და მე გადავურჩით ამ ქარიშხალს იმის გამო, რომ სახლში დავრჩით. თუმცა, ორი კვირა წყლისა და სინათლის გარეშე ვცხოვრობდით.
როცა წყლის მარაგი დაგვიმთავრდა, ძნელი იყო მისი შევსება. არასდროს არ დამავიწყდება ის ძმები, რომლებმაც მსახურება გაგვიწიეს და ეს ძვირფასი სითხე მოგვაწოდეს, არც ის მოსიყვარულე მსახურების გზა არ დამავიწყდება, რომელიც დებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ.
გერმან კოლონმა „პიკაპით“ სახლში მოგვაკითხა წყლის დიდი პლასტმასის კონტეინერით. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ:”ვიცი, პატარები გყავთ და წყალი გჭირდებათ“. „რამდენიმე დღის შემდეგ ძმა ნოელ მუნოსმა და ჰერმინიო გომესმა სატვირთო მანქანაზე სამი დიდი წყლის ცისტერნა დადეს და მოულოდნელად ჩვენთან სახლში მოვიდნენ. მათ ყოველი ცარიელი ბოთლი სასმელი წყლით აავსეს და მეზობლებსაც შესთავაზეს წყალი.
ჩვენს ლოცვებზე პასუხი პირადი მსახურების გზით მოვიდა. ამ სამი ძმის სახეზე იესო ქრისტეს სიყვარული აირეკლებოდა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა და მათმა მსახურებამ (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათმა პირადმა მსახურებამ) წყალზე მეტი რამ შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ღვთის ყოველი ძისა და ასულისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ ადამიანები ინტერესდებიან მათი კეთილდღეობით.
მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერი და ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, გვიცნობენ პიროვნულად და ცალ-ცალკე. ამის გამო ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ მივწვდეთ ღვთიურ პოტენციალს. ჩვენ გზაში ისინი შეგვახვედრებენ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან. შემდეგ, როცა ვიქცევით იარაღად მათ ხელში, ჩვენ შევძლებთ ვემსახუროთ სხვებს და დავეხმაროთ მათ, ვისაც ისინი დაგვანახებენ გამოცხადების სახით.
ამ ხერხით უფალი იესო ქრისტე მისწვდება მამაზეციერის ყოველ შვილს. კეთილი მწყემსი შეაგროვებს თავის ცხვარს. ის ასე მოექცევა ყველას სათითაოდ იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი თავიანთ თავისუფალ არჩევანს მას შემდეგ, რაც გაიგებენ უფლის მსახურების ხმას და მიიღებენ მათ მსახურებას. შემდეგ ისინი მის ხმას ამოიცნობენ და მიჰყვებიან მას. ასეთი პირადი მსახურება მნიშვნელოვანია ჩვენი ნათლობის აღთქმებისთვის.
ამის მსგავსად, იყო იესო ქრისტეს მოწაფის კარგი მაგალითი არის საუკეთესო რეკომენდაცია მათთვის, ვისაც შეგვიძლია გავუზიაროთ უფლის სახარება. როცა ვხსნით ბაგეს და ვუზიარებთ სხვებს იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებას, ჩვენ ვხდებით მისი ქვემწყემსები, რომლებსაც აკისრიათ ვალდებულება კვებონ მის საძოვარზე ცხვარი და უფლის ფარის კრავები5; ჩვენ ვხდებით სუსტნი და უბრალონი6, „ადამიანთა მებადურნი“.7
ჩვენი მსახურება არ შემოიფარგლება ამ მიწიერი ცხოვრებით. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევასრულოთ სამუშაო მკვდართათვის – მათთვის, ვინც სულების სამყაროშია და მიწიერი ცხოვრების დროს არ ჰქონდათ საშუალება, მიეღო იესო ქრისტეს სახარების ხსნის წეს-ჩვეულებანი. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩანაწერები დღიურში და ჩავწეროთ იქ ჩვენი ოჯახური ისტორიები, რათა ცოცხალთა გულები მივაბრუნოთ ცოცხლებისკენ, მათ შორის ცოცხალთა გულები მათი წინაპრებისკენ. ეს ყველაფერი ეხება ჩვენს ოჯახს, თაობიდან თაობამდე, მარადიულ კავშირში. ამგვარად ჩვენ გავხდებით „მხსნელნი ... სიონის მთაზე“.8
ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საშუალება ვიყოთ იარაღი მის ხელში. ეს შეიძლება გამოვამჟღავნოთ ქორწინებაში, ოჯახში, მეგობრებთან და ახლობლებთან. ეს არის ჩვენი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტეს მიმდევრების, პირადი მსახურება.
„და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.
„და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ.
„მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
„ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
„შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ’.
მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან:’უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
„როდის გიხილეთ შენ სნეული ან საპყრობილეში მყოფი და მოგიკითხეთ’?
„მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“. 9
მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენც შევძლოთ ამის გაკეთება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.