2010-2019
არ ეთამაშოთ იმას, რაც წმინდაა
ოქტომბერი 2014


არ ეთამაშოთ იმას, რაც წმინდაა

გადახედეთ თქვენს არჩევანს მარტივი შეკითხვის დასმით: „არის ჩემი გადაწყვეტილებანი მყარად ჩარგული იესო ქრისტეს სახარების ნოყიერ ნიადაგში“?

დებო და ძმებო, ამ ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილებები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს მარადიულ ცხოვრებაზე. გადაწყვეტილებების მიღებაზე დიდ გავლენას ახდენენ როგორც ხილული, ისე უხილავი ძალები. მე ეს გავიაზრე დაახლოებით ხუთი წლის წინ, და ეს გააზრება კინაღამ ძვირად არ დამიჯდა.

მე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ომანის სამხრეთ ნაწილში ვმოგზურობდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ინდოეთის ოკეანეს სანაპიროს პლიაჟზე დაგვესვენა. მალევე, ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენმა ქალიშვილმა, ნელიმ, გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა ქვიშის ნარიყისკენ გაეცურა. შევნიშნე რა იმ ადგილას აღელვებული ზღვა, ვუთხარი, რომ ჯერ თავად გავცურავდი, რადგან ვიფიქრე, რომ იქ შესაძლოა საშიში დინებები ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც კარგა ხანი ვიცურავე, მეუღლეს გავძახე და ვკითხე, ახლოს ვიყავი ნარიყთან თუ არა. მან მიპასუხა: „დიდიხანია გასცდი მას“. ჩემდა უნებურად მე ჩქერში მოვყევი1 და სწრაფად მივყავდი მას ზღვისკენ.

მე ზუსტად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ერთადერტი რაც აზრად მომივიდა – დავბრუნდე და ნაპირისკენ გავცურო, მაგრამ ზუსტად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. თავი უსუსურად ვიგრძზენი. ძალები, რომლებიც მე არ მექვემდებარებოდა, შორს, ზღვისკენ მითრევდნენ. საქმე კიდევ უფრო იმით დამძიმდა, რომ მეუღლე, რომელიც ასე მენდობოდა, უკან მომყვებოდა.

დებო და ძმებო, მე ვიფიქრე, რომ ალბათ ვერ გადავრჩებოდი და რომ ჩემს გადაწყვეტილებას ჩემი მეუღლეც შეეწირებოდა. დიდი ძალისხმევისა და როგორც მწამს, ღვთური ძალის ჩარევის შემდეგ, ჩვენ ფეხებით ქვიშის ფსკერს შევეხეთ და უსაფრთხოდ დავბრუნდით მეგობრებთან და ქალიშვილთან.

ამ ცხოვრებაში არსებობს მრავალი დინებები; ზოგი ერთი მათგანი უსაფრთხოა, ზოგი კი – არა. პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალი გვასწავლიდა, რომ ძლიერი ძალები ჩვენს ცხოვრებაში ჰგავს ოკეანის უხილავ დინებებს.2 ეს ძალები რეალურია. ჩვენ არასდროს არ უნდა უგულებელვყოთ ისინი.

ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ სხვა დინების შესახებ, ღვთიური დინების, რომელიც ჩემი ცხოვრების დიდი დალოცვა გახდა. მე მოქცეული ვარ ეკლესიაში. მოქცევამდე, ჩემი ცხოვრების ამბიცია იყო თხილამურები და ამის გამო სკოლის დამთავრების შემდეგ ევროპაში გადავედი საცხოვრებლად. რამდენიმე თვის, როგორც მეგონა, იდეალური ცხოვრების შემდეგ, ვიგრძენი, რომ უნდა წავსულიყავი. იმ დროს არ მესმოდა იმ გრძნობის წყარო, მაგრამ ვარჩიე მივნდობოდი მას. ასე აღმოვჩნდი იუტაში, პროვოში, რამდენიმე კარგ მეგობართან ერთად, რომლებიც ჩემნაირად სხვადასხვა რწმენის ადამიანები იყვნენ.

პროვოში ყოფნისას, შევხდი ადამიანებს, რომლებიც ჩემზე გაცილებით სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მე ისინი მიზიდავდნენ, თუმცა თვითონაც არ ვიცოდი, რატომ. მე დავიწყე ამ განსხვავებული დინების მიღება, იმ დინების, რომელმაც მიმიყვანა იმის წვდომამდე, რომ არსებობს მოსიყვარულე მამაზეციერი და მისი ძე, იესო ქრისტე.

მე მეგობრებთან ერთად 1972 წ. მოვინათლე. ამ ახალმა დინებამ, რომელიც მე ავირჩიე, იესო ქრისტეს სახარებამ, ჩემს ხცხოვრებაში მიმართულება და აზრი შემოიტანა, თუმცა ამას თავისი სირთულეები ჰქონდა. ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო. ზოგჯერ დაბნეულად და დაკარგულად ვგრძნობდი თავს. როგორც მეგობრებისგან, ასევე ოჯახიდან, მოდიოდა სირთულეები და შეკითხვები.

მე არჩევანის წინაშე ვიდექი. ზოგიერთი მათი შეკითხვა ეჭვსა და გაურკვევლობას ბადებდა. არჩევანი კი მნიშვნელოვანი იყო, სად წავსულიყავი პასუხებისთვის? იყვნენ მრავალნი, ვისაც უნდოდათ დავერწმუნებინე, რომ შევცდი, რომ ჩქერში მოვყევი და რომ მას მივყავდი იმ მშვიდი დინებისგან, რომელიც ბედნიერების წყარო იყო ჩემთვის. მე ძალიან კარგად ვისწავლე პრინციპი: „ყველაფერში არსებობს საპირისპირო“ და საკუთარი არჩევანის გაკეთების მნიშვნელობა და არა მისი მინდობა სხვებისთვის.3

მე ვკითხე საკუთარ თავს: „რატომ შევაქციო ზურგი იმას, რამაც ასეთი დიდი სიმშვიდე მომგვარა“? როგორც უფალმა შეახსენა ოლივერ ქაუდერის, „განა არ მოვუტანე შენს გონებას სიმშვიდე ამ საქმესთან დაკავშირებით“?4 მეც მსგავსი გამოცდილება მქონდა. მაშასადამე, კიდევ უფრო დიდი ვალდებულებით მივუბრუნდი მოსიყვარულე მამაზეციერს, წმინდა წერილს და სანდო მეგობრებს.

თუმცა ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე არ მქონდა პასუხი. როგორ გავმკლავებოდი იმ გაურკვევლობას, რომელიც მათ შექმნეს? იმის ნაცვლად, რომ მიმეცა მათთვის ნება, დაენგრიათ ჩემს ცხოვრებაში შემოსული სიმშვიდე და ბედნიერება, მე ვარჩიე, გარკვეული დროით გვერდზე გამეწია ისინი იმის რწმენით, რომ უფლის მიერ დანიშნლ დროს, იგი ყველაფერს გამიმხელდა. მე ნუგეში ვიპოვე მის მიერ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი ნათქვამში: „აჰა, თქვენ ჩვილნი ხართ და ყველაფრის ატანა არ შეგიძლიათ ახლა; უნდა გაიზარდოთ ჭეშმარიტების მადლში და ცოდნაში“.5 მე ავირჩიე არ მიმეტოვებინა ის, რაც ვიცოდი, რომ იყო ჭეშმარიტი და გავყოლოდი უცნობ და საეჭვო დინებას – პოტენციურ „ჩქერს“. პრეზიდენტმა ნ. ელდონ ტანერმა გვასწავლა: „რაოდენ ბრძნული და კარგია ადამიანისთვის, მიიღოს სახარების უბრალო ჭეშმარიტება ... და მიიღოს რწმენით ის ... რაც ჯერ არ ესმის“.6

ნიშნავს ეს იმას, რომ პატიოსან ძიებას არ აქვს ადგილი? ჰკითხეთ მოზარდს, რომელიც ეძებდა თავშესაფარს წმინდა ტყეში, რათა სურდა გაეგო, იმ მრავალი ეკლესიებიდან რომელში უნდა გაწევრიანებულიყო. დაიჭირეთ ხელში „მოძღვრება და აღთქმები“ და იცოდეთ, რომ დიდი ნაწილი იმისა, რაც განცხადებულია ამ შთაგონებულ ჩანაწერში, მორჩილი ჭეშმარიტების ძიების შედეგია. როგორც ჯოზეფმა აღმოაჩინა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად ... გამცემს, და მიეცემა“.7 გულწრფელი შეკითხვების დასმით და ღვთიური პასუხების ძებნით, ჩვენ ვსწავლობთ „ხაზი ხაზზე, მცნება მცნებაზე“8 და გვემატება ცოდნა და სიბრძნე.

შეკითხვა ის კი არ არის: „პატიოსან, გულწრფელ ძიებას აქვს ადგილი“?, არამედ „სად წავიდე ჭეშარიტების მოსაძებნად, როცა კითხვები მიჩნდება“? იქნება ბრძნული ჩავეჭიდო იმას, რაც ვიცი, რომ არის ჭეშმარიტი, მიუხედავად იმ მცირეოდენი კითხვებისა, რაც შეიძლება მქონდეს“? მე ვმოწმობ, რომ არსებობს ღვთიური წყარო – ის, ვინც ყველაფერი იცის დასაბამიდან დასასრულამდე. ყველაფერი მის თვალწინ არის.9 წმინდა წერილი მოწმობს, რომ ღმერთი მრუდე გზით არ დადის, არც თავის ნათქვამს არ შეცვლის.10

ამ მიწიერი მოგზაურობის დროს ჩვენ არასდროს არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი არჩევანი მხოლოდ ჩვენზე ახდენს გავლენას. ცოტა ხნის წინ ჩემთან სახლში ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა. იგი კარგი სულისგანწყობაზე იყო, თუმცა ვიგრძენი, რომ სრულად არ მონაწილეობდა საეკლესიო ღონიძიებებში. მან მითხრა, რომ გაიზარდა სახლში, სადაც სახარებას ძირითადი ადგილი ეკავა, სანამ მამამ დედას არ უღალატა, რამაც მათი გაყრა გამოიწვია; ამან გავლენა მოახდინა მის და-ძმაზე, რომლებმაც ეჭვის ქვეშ დააყენეს ეკლესიის ჭეშმარიტება და განუდგნენ მას. გული დამიმძიმდა, როცა ველაპარაკებოდი ამ ახალგაზრდა მამას. რომელიც თავისი მშობლის აჩევანის გამო ზრდიდა ამ ძვირფას სულებს იესო ქრისტეს სახარების ლოცვა-კურთხევაბის გარეშე.

მეორე კაცს, რომელსაც ვიცნობ, თავის დროზე ეკლესიის აქტიური წევრს, შეკითხვები ჰქონდა გარკვეული დოქტრინის შესახებ. იმის ნაცვლად, რომ მამაზეციერისთვის მიემართა პასუხისთვის, მან გააკეთა არჩევანი, დაყრდნობოდა მხოლოდ მიწიერ წყაროს. მისი გული მცდარი მიმართულებით წავიდა იმისკენ, რაც მას ადამიანთა პატივად მიაჩნდა. ალბათ მან დაიკმაყოფილა საკუთარი ღირსების გრძნობა, დროებით მაინც, მაგრამ ზეცის ძალა აღარ იყო მისთვის ხელმისაწვდომი. 11 ჭეშმარიტების ძიების ანცვლად მან რწმენა დაკარგა და იგივე დაემართა მისი ოჯახის ყველა წევრს.

ეს ორი მამაკაცი უხილავად „ჩქერში“ მოყვა და თან მრავალნი გაიყოლია.

მეორე მხრივ, მე ვფიქრობ ლარუ და ლუის მილერებზე, ჩემი მეუღლის მშობლებზე, რომლებსაც მიწიერი ქონების თვალსაზრისით ბევრი რამ არ ჰქონდათ, მაგრამ მათ გააკეთეს არჩევანი ასწავლონ შვილებს აღდგენილი სახარების წმინდა დოქტრინა და ცხოვრების ყოველი დღე იცხოვრონ მის მიხედვით. ასეთი საქციელით მათ დალოცეს შთამომავლობა სახარების ნაყოფითა და მარადიული ცხოვრების იმედით.

სახლში მათ დააწესეს მაგალითი, რომლის მიხედვითაც სამღვდელოებას პატივს სცემდნენ, სადაც უხვად იყო სიხარული და ჰარმონია და სადაც სახარების პრინციპები მათ ცხოვრებას წინ უძღოდნენ. ლუისი და ლა რუ, გვერდი-გვერდ, იყვნენ დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს იცხოვრო ქრისტეს მიერ დატოვებული მაგალითის მიხედვით. მათი შვილები ნათლად ხედავდნენ, ცხოვრების რომელი დინება მოუტანდა მათ სიმშვიდესა და ბედნიერებას. და მათაც შესაბამისი არჩევანი გააკეთეს. როგორც პრეზიდენტი კიმბალი გვასწავლიდა, „თუ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ... ძლიერი, მდგრადი დინება, რომელიც მიედინება ჩვენი პატიოსანი ცხოვრების მიზნისკენ, ჩვენ და ჩვენს შვილებს შეუძლიათ მიჰყვენ მას, საპირისპირო ქარებისა და სირთულეების, გულგატეხილობისა და ცდუნებების მიუხედავად.12

აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ავირჩევთ? ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება? მტკიცედ დავსახეთ ჩვენი კურსი აღდგენილი სახარების დინებაში?

დროდადრო მე საშინელი ხილვა მიჩნდება. რა მოხდებოდა მაშინ, სექტემბერში, როცა ინდოეთის ოკეანის პლიაჟზე დასვენების დროს მე მეთქვა ჩემი ქალიშვილისთვის: „კი, წადი. გაცურე ნარიყამდე“. ან მასსაც რომ ჩემთვის მიებაძა და უკან ვეღარ დაბრუნებულიყო? რა მოხდებოდა, ეხლა რომ მეცხოვრა იმ განცდით, რომ ჩემმა მაგალითმა ის ჩქერში შეითრია და იგი ზღვიდან ვეღარ გამოვიდა?

არის მნიშვნელოვანი დინება, რომელსაც ვირჩევთ? ჩვენი მაგალითი მნიშვნელოვანია?

მამაზეციერმა დაგვლოცა ღვთიური ძღვენით – სულიწმინდით, რომელიც უძღვება ჩვენს აღჩევანს. იგი შეგვპირდა შთაგონებას და გამოცხადებას, თუკი ვიცხოვრებთ ისე, რომ ვიყოთ ამის ღირსნი. მე გიწვევთ, ისარგებლოთ ამ ღვთიური ძღვენით და გადახედოთ თქვენს არჩევანს მარტივი შეკითხვის დასმით: „არის ჩემი გადაწყვეტილებანი მყარად ჩარგული იესო ქრისტეს სახარების ნოყიერ ნიადაგში“?

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. მე ვმოწმობ, რომ აღთქმები, რომლებსაც მასთან ვდებთ, წმინდაა. ჩვენ წმინდა არასდროს არ უნდა გავხადოთ ხელის წამოსაკრავი.13 დაე მარადის ვიყოთ ერთგულნი. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.