2010-2019
იცხოვრეთ წინასწარმეტყველთა სიტყვების შესაბამისად
ოქტომბერი 2014


იცხოვრეთ წინასწარმეტყველთა სიტყვების შესაბამისად

იმისათვის, რომ ღვთიურ ზეციურ მიზანთან ჰარმონიაში ვიყოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ წინასწარმეტყველს და ვირჩევთ მისი სიტყვების მიხედვით ცხოვრებას.

ჩვენს ზეციურ მამას უყვარს ყველა თავისი შვილი და სურს, რომ მათ იცოდნენ და ესმოდეთ მისი ბედნიერების გეგმა. მაშასადამე, იგი ირჩევს წინასწამეტყველებს, რომლებიც ხელდასხმულნი არიან უფლებამოსილებითა და ძალით, იმოქმედონ ღმერთის სახელით მისი შვლების გადარჩენის მიზნით. ისინი არიან პატიოსნების მაუწყებლები, იესო ქრისტესი და მისი გამოსყიდვის ძალის მოწმენი. ისინი ფლობენ ღვთის სასუფევლის გასაღებებს დედამიწაზე და უფლებამოსილნი არიან, ჩაატარონ ხსნის წეს-ჩვეულებები.

უფლის ჭეშმარიტ ეკლესიაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი დედამიწაზე იმ გარკვეული დროის მონაკვეთში, რომელსაც გააჩნია ეს ძალა და მღვდლობის გასაღებები.1 ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ს. მონსონს, როგორც წინასწარმეტყველს, წინასწარმჭვრეტელსა და განმცხადებელს. იგი უცხადებს უფლის სიტყვას მთლიან ეკლესიას და უძღვება მას. როგორც პრეზიდენტმა რუბენ კლარკ ჯუნიორმა აგვიხსნა: „მხოლოდ ეკლესიის პრეზიდენტს ... აქვს უფლება მიიღოს გამოცხადება ეკლესიისთვის“.2

ცოცხალი წინასწარმეტყველის შემთხვევაში უფალი უბრძანებს თავის ეკლესიის ხალხს:

„ყური დაუგდეთ მის ყოველ სიტყვას და ბრძანებას, რომლებსაც იგი გადმოგცემთ მიღებისთანავე, როცა სიწმინდეში ივლის ჩემს წინაშე;

„რადგან მის სიტყვას ისევე მიიღებთ, როგორც ჩემი პირიდან, მთელი მოთმინებითა და რწმენით.

„რამეთუ ასეთი საქციელით ჯოჯოხეთის კარიბჭე ვერ დაგძლევთ“.3

იმისთვის, რომ ვიყოფ ჰარმონიაში ზეციურ მიზნებთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ წინასწარმეტყველს და ვირჩევთ ცხოვრებას მისი სიტყვების მიხედვით.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მონსონის მრჩევლებს და თორმეტ მოციქულთა ქვორუმს, როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებსა და განმცხადებლებს. მათ აქვთ უფლება, ძალა და მოსილება, განუცხადონ უფლის ნება და აზრი ეკლესიის პრეზიდენტს.4 ისინი ქრისტეს სახელით საუბრობენ. ისინი ქადაგებენ ქრისტეს სახელით. ისინი ყველაფერს აკეთებენ იესო ქრისტეს სახელით. მათ სიტყვებში ჩვენ უფლის ხმა გვესმის და მხსნელის სიყვარულს ვგრძნობთ. „და რაც არ უნდა თქვან, როცა მათ სულიწმინდა აღძრავთ, ეს იქნება წმინდა წერილი და ხსნისკენ წარმმართავი ღვთის ძალა. 5 თავად უფალმა თქვა: „გინდ ჩემი ხმა ყოფილა და გინდ ჩემი მსახურისა, ეს ერთი და იგივეა“.6

ჩვენ მადლობლები ვართ ეკლესიისთვის, რომელიც „დაშენებულია მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი“.7 უფლის სახლი არის წესრიგის სახლი და ჩვენ არასოდეს არ უნდა მოვტყუვდეთ იმის გამო, სად ვეძებოთ კითხვებზე პასუხები ან ეჭვი გვეპარებოდეს იმაზე, თუ რომელ ხმას მივყვეთ. არ უნდა იყოს, რომ „გვარყევს და გვიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი“.8 ღმერთი გვიცხადებს საკუთარ სიტყვას თავის მიერ არჩეული წინასწარმეტყველების საშუალებით, წმინდანების სრულყოფილებისთვის, მსახურებისთვის, „რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობას“.9 როცა ვაკეთებთ არჩევანს, ვიცხოვროთ წინასწარმეტყველების სიტყვების მიხედვით, ჩვენ ვდგებით აღთქმის იმ გზაზე, რომელსაც მივყავართ მარადიულ სრულყოფილებამდე.

ჩვენ ვსწავლობთ, მარტოხელა დედის მაგალითზე, რომელიც ცდილობს შიმშილის დროს თავის გატანას, რას ნიშნავს მხარი დაუჭირო წინასწარმეტყველს. უფალმა ურჩია წინასწარმეტყველ ელიას, წასულიყო ცარფათში, სადაც იპოვიდა ქვრივ ქალს, რომელსაც ღმერთმა უბრძანა, მხარი დაეჭირა მისთვის. ელიამ, როცა უახლოვდებოდა ქალაქს, დაინახა, რომ იგი შეშას აგროვებდა. მან დაუძახა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო“. 10

„და წავიდა ქალი მოსატანად, მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.

„და თქვა ქალმა: უფალს, შენს ღმერთს, გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს. ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ ორ გუდურა შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით კიდეც“.

და უთხრა ელიამ: „ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხე“.11

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულ რამეს სთხოვდა წინასწარმეტყველი მოშიმშილე დედას. რა თქმა უნდა, თავად ღმერთს შეეძლო თავისი ერთგული მსახურისთვის უზრუნველეყო საკვები. მაგრამ როცა უფლის სახელით მოქმედებდა, ელიამ სთხოვა ღვთის საყვარელ შვილს, შეეწირა ის, რაც ჰქონდა, წინასწარმეტყველის მხარდასაჭერად.

მაგრამ ელია ასევე შეპირდა მას დალოცვას მორჩილებისათვის: „რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს“.12 უფალმა მისცა ქვრივ ქალს იმის საშუალება, გაეკეთებინა არჩევანი – დაეჯერებინა და დამორჩილებოდა წინასწარმეტყველის სიტყვებს.

სამყაროში, სადაც პატიოსნებისა და სულიერების შიმშილია, ჩვენ გვიბრძანეს, მხარი დავუჭიროთ წინასწარმეტყველს. როცა ყურს ვუგდებთ, მხარს ვუჭერთ და ვამტკიცებთ წინასწარმეტყველურ სიტყვას, ჩვენ ვხდებით მოწმენი იმისა, რომ გვაქვს რწმენა დავემორჩლოთ უფლის ნებას, სიბრძნესა და დროს.

ჩვენ ყურს ვუგდებთ წინასწარმეტყველის სიტყვას მაშინაც კი, როცა ეს უგუნურად და მოუხერხებლად გვეჩვენება. მსოფლიოს სტანდარტების მიხედვით, წინასწარმეტყველის გაყოლა შეიძლება მიაჩნდეთ არაპოპულარულად, პოლიტიკურად არასწორად ან სოციალურად მიუღებლად. მაგრამ ყოველთვის სწორია, გაჰყვე წინასწარმეტყველს. „ რადგან როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ასე ჩემი გზებია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე“.13 „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი“.14

უფალი პატივს სცემს და უყვარს ისინი, ვინც ყურს უგდებს წინასწარმეტყველის მითითებებს. რამეთუ ცარფათის ქვრივის შემთხვევაში, ელიასადმი დამორჩილებამ სიკვდილისგან იხსნა საკუთარი თავიც და შვილიც. როგორც წინასწარმეტყველი შეგვპირდა, „და ჭამდა თვითონ, მისი სახლიც, და ელიაც რამდენიმე ხანს … უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა, ელიას ხელით“.15

უფალი ასაზრდოვებს იმას, ვინც მას ენდობა.16 წინასწარმეტყველის სიტყვები შეიძლება შევადაროთ ჩვენი სულის მანანას. როცა ვიღებთ მას, ვართ დალოცვილნი, დაცულნი, სულიერად და ფიზიკურად დაცულნი. როცა ვნადიმობთ მათი სიტყებით, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ მოვიდეთ ქრისტესთან და ვიცხოვროთ მასში.

უხუცესმა ბრუს რ. მაკონკიმ დაწერა, რომ წინასწარმეტყველების საშუალებით „უფალი გვიმხელს ხსნის ჭეშმარიტებას; ... იმ ხსნას, რომელიც ქრისტეშია; და იგი ადგენს... მარშრუტს, რომელიც მარადიულ ცხოვრებამდე მიგვიყვანს. ... ყველა დროში: უფალი აძლევს თავის ხალხს რჩევას, რომელიც მათ სჭირდებათ ხიფათისა და საშიშროების ჟამს. და მომავალში იქნება დრო, როცა ვერაფერი ვერ გადაარჩენს ღვთის ხალხს, გარდა ღვთის სიბრძნისა, რომელიც ჩამოდის ზეციდან და გადმოდის წინასწარმეტყველის პირიდან.17

ჩემთვის, წინასწარმეტყველის სიტყვებმა, რომლებიც მე ახალგაზრდა ქალების მასწავლებელმა მასწავლა, დამანახა, თუ როგორი შეიძლება იყოს აღთმის ქორწინების ურთიერთობანი. წინასწარმეტყველის სიტყვებმა ჩამინერგა იმის სურვილი და რწმენა, რომ შემეძლო მოვმზადებულიყავი და შემექმნა ბედნიერი ოჯახი. წინასწარმეტყველების სწავლებების სისტემატურმა შესწავლამ ( როგორც ძველი დროის, ასევე თანამედროვე) მხარი დამიჭირა მძიმე, გადაღლილობის წლებში, როცა მუცლით ვატარებდი, ვასწავლიდი და ვზრდიდი შვიდ შვილს. წინასწარმეტყველების სიტყვები წმინდა წერილში და კათედრიდან ნათქვამი სიტყვები ნუგეშის, სიყვარულის, ძალისა და გამხნევების სიტყვებია, რომლებიც ყველას გულში გვიკრავენ.

როცა ჩვენ ყურს ვუგდებთ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ამით სახლებსა და ცხოვრებას ვაშენებთ მარადიულ საძირკველზე, „გამომსყიდველის კლდეზე, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა, ..; როცა ეშმაკი გამოაგზავნის ძლიერ ქარს, დიახ, ისრებს ქარბორბალით, დიახ, როცა მთელი მისი სეტყვა და ძლიერი ქარიშხალი დაგატყდებათ თავს, მას არ ექნება ძალა, ჩაგითრიოს ... უბედურებაში და გაუთავებელ მწუხარებაში“.18

ჩვენ გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია ავირჩიოთ ქრისტეს მიერ არჩეული მსახურების ნათქვამი სიტყვების იგნორირება, უგულებელყოფა, გათელვა ან აჯანყება. მაგრამ მხსნელმა გვასწავლა, რომ ვინც ასე მოიქცევა, მოკვეთილი იქნება მისი აღთქმული ხალხისაგან.19

როცა ლოცვით ვკითხულობთ და ვსწავლობთ წმინდა წინასწარმეტყველურ სიტყვას ქრისთეში რწმენით, ჭეშმარიტი მონდომებით, სულიწმინდა გვეტყვის გულში და გონებაში სიმართლეს. დაე გავხსნათ ყურები გასაგონად და გულები გასაგებად, გონება - იმისთვის, რომ ღმერთის საოცრებანი გადაგვეშალოს თვალწინ.20

მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითი იყო და არის დედამიწაზე იესო ქრისტეს სახარებისა და მისი მღვდლობის აღსადგენად ღვთის მიერ არჩეული წინასწარმეტყველი. მე ვმოწმობ, რომ პრეზიდენტი მონსონი, რომელიც დღეს წინ მიგვიძღვის, ღმერთის წინასწარმეტყველია. დაე გავაკეთოთ არჩევანი, ვიდგეთ წინასწარმეტყველებთან და ვიცხოვროთ მათი სიტყვების თანახმად, სანამ არ გავხდებით ერთიანნი რწმენაში, არ განვიწმინდებით ქრისტეში და არ ავივსებით ღვთის ძის ცოდნით. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.