2010-2019
უფალს ჩვენთვის აქვს გეგმა!
ოქტომბერი 2014


უფალს ჩვენთვის აქვს გეგმა!

თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, ახდება შეპირებული ლოცვა-კურთხევები?

ო, რა პრივილეგიაა იყო ამ ისტორიული მომენტის ნაწილი, როდესაც გამომსვლელებს გენერალურ კონფერენციაზე ეძლევათ საშუალება, ისაუბრონ მშობლიურ ენაზე. ბოლოს, როცა ამ კათედრასთან ვიდექი, ვნერვიულობდი ჩემი აქცენტის გამო. ახლა კი ვღელავ პორტუგალიურის გამო. არ მინდა სუბტიტრებზე სწრაფად ვისაუბრო.

ყოველ ჩვენგანს აქვს ან წინ ელის გამოცდილება, როცა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ კარიერას უნდა გავყვე თუ იმას? მისიაში უნდა ვიმსახურო? ეს ის ადამიანია, რომელზეც უნდა დავქორწინდე?

ეს არის ის სიტუაციები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან, სადაც პატარა ცვლილებას მიმართულებაში შეიძლება მოჰყვეს მნიშვნელოვანი შედეგები მომავალში. პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფის სიტყვებიდან: „წლების მანძილზე უფლისთვის მსახურებიდან ... დავასკვენი, რომ სხვაობა ბედნიერებისა და უბედურების შორის პიროვნულად, ქორწინებაში და ოჯახში,ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ სულ რამდენიმე გრადუსით შევცდით გათვლებში“ (“A Matter of a Few Degrees,” Ensign orLiahona, May 2008, 58).

როგორ ავარიდოთ თავი ამ პატარა შეცდომებს გათვლებში?

ჩემი გზავნილისსაილუსტრაციოდ გამოვიყენებ პირად გამოცდილებას.

1980 წლების ბოლოს ჩვენი ახალგაზრდა ოჯახი შედგებოდა ჩემი მეუღლის მონიკასა და ოთხი შვილისგან. ჩვენ ბრაზილიაში, სან-პაულუში ვცხოვრობდით; მე კარგ კომპანიაში ვმუშაობდი, დავამთავრე უნივერსიტეტი და ეს-ესაა გამანთავისუფლეს მეურვეობის ეპისკოპოსის თანამდებობიდან იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. კარგად ვცხოვრობდით და ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, სანამ ერთხელ ჩვენ ძველი მეგობარი არ გვესტუმრა.

ვიზიტის ბოლოს მან კომენტარი გააკეთა და დაგვისვა კითხვა, რომელმაც ჩამოყალიბებული აზრი შემაცვლევინა. მეგობარმა მითხრა: „კარლოს, ყველაფერი თითქოს კარგად მიდის შენს პირად ცხოვრებაში, კარიერაში, შენს ეკლესიაში მსახურებაშიც კი, მაგრამ“ – და მან დამისვა კითხვა: „თუ ასე გააგრძელებ ცხოვრებას, ახდება ის ლოცვა-კურთხევები, რომლებიც შეგვპირდნენ საპატრიარქო დალოცვაში“?

მე არასოდეს აქამდე არ მიფიქრია საპატრიარქო დალოცვაზე ამ თვალსაზრისით. მე მას დროდადრო ვკითხულობდი, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ განაპირობებს მომავალში დაპირებულ დალოცვებს ამჟამინდელი ცხოვრება.

ამ ვიზიტის შემდეგ მე ყურადღება პატრიარქალურ დალოცვას მივაბყარი და ვფიქრობდი: „თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, ახდება ის ლოცვა-კურთხევები, რომლებიც შეგვპირდნენ პატრიარქალურ დალოცვაში? მცირე ჩაფიქრების შემდეგ, მე დამებადა გრძნობა, რომ საჭირო იყო რაღაც ცვლილებები, განსაკუთრებით განათლებისა და პროფესიის მიმართებაში.

ეს სწორისა და მცდარის შორის გასაკეთებელი არჩევანი კი არა, არამედ კარგსა და საუკეთესოს შორის ასარჩევი რამ იყო. როგორც უხუცესმა დალინ ჰ.ოუქსმა თქვა: „როცა განვიხილავთ სხვადასხვა არჩევანს, უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საკმარისი რაიმე იყოს კარგი. არსებობს უკეთესი არჩევანი და მაინც, არსებობს საუკეთესო“(“Good, Better, Best,” Ensign orLiahona, Nov. 2007, 104–5).

მაშინ როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ იმაში, რომ ვაკეთებთ სწორ არჩევანს?

აი რამდენიმე პრინციპი, რომელიც მე ვისწავლე.

პრინციპი ნომერი პირველი: ჩვენ უნდა განვიხილოთ ვარიანტები ისე, რომ შეგვეძლოს საბოლოო შედეგის წარმოდგენა.

ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ჩვენზე და მათზე, ვინც გვიყვარს, სარისკოა. თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგებს გადავიტანთ მომავალზე, შეგვიძლია უფრო ნათლად დავინახოთ აწმყოში სასიარულოდ საუკეთესო გზა.

იმის გააზრება, თუ ვინ ვართ ჩვენ, რატომ ვართ აქ და რას ელოდება ჩვენგან უფალი, დაგვეხმარება გავაფართოვოთ ხედვა.

ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ წმინდა წერილში მაგალითები, სადაც ფართო ხედვამ ნათლად აჩვენა, თუ რა გზა უნდა აერჩიათ.

მოსე ელაპარაკებოდა უფალს პირისპირ, მან შეიტყო ხსნის გეგმის შესახებ და უკეთ გაიგო თავისი, როგორც მოციქულის, როლი, ისრაელის შეკრების საქმეში.

და მიმართა მოსეს ღმერთმა და უთხრა მას: აჰა, მე ვარ უფალი, ყოვლისშემძლე ღმერთი. ...

„გაჩვენებ შენ ჩემი ხელის ნამოქმედარს. ...

„მოსე, შვილო ჩელო, მე შენთვის მაქვს საქმე“(Moses 1:3–4, 6).

ამ წვდომით მოსეს შეეძლო მრავალი წლის განმავლობაში უდაბნოში ტანჯვისთვის გაეძლო და ისრაელი უკან, თავის სახლში წაეყვანა.

ლეხიმ, დიდმა წინასწარმეტყველმა მორმონის წიგნიდან, იხილა ხილვა, სადაც შეიტყო თავისი მისიის შესახებ – წაეყვანაოჯახი აღთქმულ მიწაზე.

„და იყო ასე, რომ უფალმა უბრძნა მამაჩემს ხილვაში, რომ უნდა წაეყვანა თავისი ოჯახი და წასულიყო უდაბნოში.

„… და მან დატოვა საკუთარი სახლი და მემკვიდრეობის მიწა და თავისი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასეულობა“(1 ნეფი 2:2–4).

ლეხი თავისი ხილვის ერთგული დარჩა მიუხედავად მოგზაურობის ყველა სირთულეებისა და იერუსალიმში კომფორტული სახლის დატოვებისა.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი არის მეორე დიდი მაგალითი. მრავალი გამოცხადების შედეგად, რომლებიც დაიწყო მისი პირველი ხილვით, მან მოახერხა ყოველივეს აღდგენის დავალების შესრულება (იხ.Joseph Smith—History 1:1–26).

ჩვენ? რას ელის უფალი ჩვენგან?

წვდომის მისაღებად არ არის აუცილებელი ანგელოზის დანახვა. ჩვენ გვაქვს წმინდა წერილი, ტაძრები, ცოცხალი წინასწარმეტყველები, პატრიარქალური დალოცვა, შთაგონებული ხელმძღვანელები და რაც ყველაზე მთავარია, პირადი გამოცხადების მიღების უფლება, რომელიც წინ გვიძღვება გადაწყვეტილებების მიღებაში.

პრინციპი მეორე: უნდა მოვემზადოთ მომავლის სირთულეებისთვის

ცხოვრების საუკეთესო გზები იშვიათადაა ყველაზე მარტივი. ხშირად, პირიქითაა. ეს შეგვიძლია დავინახოთ იმ წინასწარმეტყველების მაგალითებზე, რომლებიც ახლა ვახსენე.

მოსეს, ლეხისა და ჯოზეფ სმითის ამქვეყნიური მოგზაურობა სულაც არ იყო იოლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი გადაწყვეტილებები სწორი იყო.

მზად ვართ, გადავიხადოთ ჩვენი გადაწყვეტილებების ფასი? მზად ვართ, დავტოვოთ ჩვენი კომფორტის ზონა იმისთვის, რომ უკეთეს ადგილას აღმოვჩნდეთ?

რაც შეეხება ჩემს პატრიარქალურ დალოცვას: მე მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მიმეღო დამატებითი განათლება და ამერიკის უნივერსიტეტისთვის უნდა მიმემართა თხოვნით, გრანტის მისაღებად. თუ ამირჩევდნენ, სამსახური უნდა დამეტოვებინა, ყველაფერი გამეყიდა და ორი წლით, გრანტის მიღებული სტუდენტის სტატუსით შეერთებულ შტატებში უნდა წავსულიყავი საცხოვრებლად.

პირველი დაბრკოლება, რომელიც უნდა გადამელახა, იყო TOEFL-ის და GMAT-ის გამოცდები. სანამ უნივერსიტეტში მიმიღებდნენ, სამი წელი მომზადებაზე დამჭირდა, მრავალი „არა“ და „შესაძლებელია“ მომისმენია. ჯერ კიდევ მახსოვს ის სატელეფონო ზარი, როცა მესამე წლის ბოლოს დამირეკა გრანტებზე პასუხისმგებელმა პირმა.

მან თქვა: „კარლოს, მე შენთვის კარგი და ცუდი ამბავი მაქვს. კარგი ამბავია ის, რომ შენ ამ წლის სამ ფინალისტთან ერთად სიაში მოხვდი“ (იმ დროს მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი იყო). „ცუდი ამბავია ის, რომ მათ შორის ერთი არის გავლენიანი კაცის შვილი, მეორე – ნაკლებად გავლენიანის და მესამე ხარ შენ“.

მე სწრაფად მივუგე: „და მე ... ღვთის შვილი ვარ“.

საბედნიეროდ, მიწიერი მშობლები არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი და იმ წელს, 1992-ში, მე სასწავლებელში მიმიღეს.

ჩვენ ყოვლისშემძლე ღმერთის შვილები ვართ. იგი ჩვენი მამაა, მას ჩვენ ვუყვარვართ და აქვს ჩვენთვის გეგმა. ჩვენ აქ დედამიწაზე დროის გასატარებლად, დასაბერებლად და მოსაკვდომად კი არ ვართ მოსულნი. ღმერთს სურს ჩვენი ზრდა და პოტენციალის მიღწევა.

პრეზიდენტი თომას ს. მონსონის თქმით: „ყოველ თქვენგანს, მარტოხელასა თუ დაქორწინებულს, ასაკის მიუხედავად, აქვს სწავლისა და ზრდის საშუალება. გააღრმავეთ თქვენი ცოდნა, როგორც ინტელექტუალური, ისე სულიერი, თქვენ ღვთიურ პოტენციალამდე“. (“The Mighty Strength of the Relief Society,” Ensign, Nov. 1997, 95).

მესამე პრინციპი: ჩვენ უნდა გავუზიაროთ ეს ხილვა იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს

ლეხის არა ერთი მცდელობა ჰქონდა იმისთვის, რომ დახმარებოდა ლამანსა და ლამუილს იმ ცვლილების წვდომაში, რომელსაც ისინი ახდენდნენ. იმის გამო, რომ მათ არ გაიზიარეს თავიანთი მამის ხილვა, ისინი მოგზაურობის დროს ბუზღუნებდნენ. მეორე მხრივ ნეფი ეძებდა უფალს, რათა ენახა ის, რაც მამამისმა ნახა.

და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მე, ნეფიმ, გავიგე მამაჩემის სიტყვები, რაც ეხებოდა იმას, რაც იხილა ხილვაში, ... მე ... მოვისურვე, რომ მეც მეხილა, მომესმინა და მცოდნოდა ყოველივე ის, სულიწმინდის ძალით“(1 ნეფი 10:17).

იმ ხილვის წყალობით, ნეფიმ შეძლო არა მხოლოდ იმ მოგზაურობის სირთულეების გადალახვა, არამედ თავისი ოჯახის გაძღოლა, როცა ეს საჭირო გახდა.

მოსალოდნელია, რომ როცა გადავწვეტთ გარკვეულ გზაზე სიარულს, ეს ჩვენს საყვარელ ადამიანებზეც მოახდენს გავლენას, ზოგიერთი კი ამ არჩევანის შედეგებსაც კი გაიზიარებენ ჩვენთან ერთად. იდეალურ მდგომარეობაში მათ უნდა დაინახონ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და გაიზიარონ ის, რაც ჩვენ გვწამს. ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ როცა ასე ხდება, მოგზაურობა ბევრად უფრო ადვილია.

იმ პირად გამოცდილებაში, რომელიც ილუსტრაციისთვის გამოვიყენე, მე უეჭველად მჭირდებოდა მეუღლის მხარდაჭერა. ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ და ბევრი რამ არ ჰქონდათ სათქმელი, მაგრამ ჩემი მეუღლის მხარდაჭერა აუცილებელი იყო. მე მახსოვს, რომ თავიდან მე და მონიკას გვჭირდებოდა გეგმების გადახედვა და შეცვლა, სანამ თვითონაც არ იგრძნო თავი კომფორტულად და არ აიღოსაკუთარ თავზე ეს ვალდებულება.

მე ვიცი, რომ უფალს ჩვენთვის აქვს გეგმა. იგი გვიცნობს ჩვენ. მან იცის, რა არის ჩვენთვის უკეთესი. მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, არ ნიშნავს, რომ დროდადრო არ უნდა განვიხილოთ უკეთესი ვარიანტი. თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, ახდება შეპირებული ლოცვა-კურთხევები?

ღმერთი ცოცხლობს. იგი ჩვენი მამაა. მხსნელი იესო ქრისტე ცოცხალია და მე ვიცი, რომ მისი გამოსყიდვის მსხვერპლის მეშვეობით ჩვენ შევიძენთ ძალას ყოველდღიური სიძნელეების გადასალახავად. იესო ქრისტეს სახელით, ამინ