თქვენს მთავარ პრიორიტეტად გახადეთ რწმენის გამომჟღავნება
მიუხედავად ყველა უარყოფითი სირთულისა, რაც ცხოვრებაში გვაქვს, უნდა გამოვძებნოთ დრო ჩვენი რწმენის აქტიური გამომჟღავნებისთვის.
როცა ადამი და ევა ედემის ბაღში იმყოფებოდნენ, უხვად ჰქონდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მათ არ ჰქონდათ არც სირთულეები, არც პრობლემები, არც ტკივილი. იმის გამო, რომ არასოდეს არ ჰქონიათ მძიმე ჟამი, მათ არ იცოდნენ, რომ შეეძლოთ ბედნიერები ყოფილიყვნენ. მათ არასდროს არ უგრძვნიათ შფოთვა, ამიტომაც ვერ გრძნობდნენ სიმშვიდესაც.
საბოლოო ჯამში ადამმა და ევამ შეცოდეს – მათ დაარღვიეს მცნება, არ ეჭამათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან. რადგან ასე არ მოიქცნენ, ისინი აღარ იყვნენ უმანკონი. მათ საპირისპირო პრინციპების გამოცდა დაიწყეს. მათ ავადმყოფობამ ჯანმრთელობა შეურყია. მათ სიხარულთან ერთად სევდაც შემოეპარათ.
ადამისა და ევას მიერ აკრძალული ნაყოფის დაგემოვნების წყალობით, სამყაროს კეთილისა და ბოროტის ცოდნა გააცნეს. მათმა არჩევანმა ყოველი ჩვენგანისთვის შესაძლებელი გახადა, მოვევლინოთ ამ დედამიწას და გავიაროთ გამოცდები. 1 ჩვენ დალოცვილნი ვართ თავისუფალი არჩევანით, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილებანი და პასუხი ვაგოთ მათზე. დაცემამ შესაძლებელი გახადა ცხოვრებაში გვეგრძნო როგორც ბედნიერება, ასევე სევდა. ჩვენ გვესმის სიმშვიდის ფასი, რადგან ვგრძნობთ შფოთვას. 2
ჩვენმა ზეციერმა მამამ იცოდა, რომ ეს დაგვემართებოდა. ეს ყველაფერი მისი სრულყოფილი ბედნიერების გეგმის ნაწილია. მან, თავისი სრულყოფილად მორჩილი ძის, იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის, ცხოვრების მეშვეობით, მოგვიმზადა გამოსყიდვის გზა, რათა გადაგველახა ყოველი სირთულე, რომელის მიწიერ ცხოვრებაში წინ დაგვხვდებოდა.
ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. არ არის საჭირო, ჩამოვთვალო ბოროტის ყველა წყარო ამ სამყაროში. არ არის აუცილებელი აღვწერო ყველა შესაძლებელი სირთულე და გულისტკივილი, რაც მიწიერი ცხოვრების ნაწილია. ყოველმა ჩვენგანმა იცის საკუთარი ბრძოლის ველი, თავისი ცდუნებით, ტკივილითა და სევდით.
ჩვენ გვასწავლეს წინამიწიერ ცხოვრებაში, რომ დედამიწაზე მოვლენის მიზეზი იყო ჩვენი გამოცდა და ზრდა. 3 ჩვენ ვიცოდით, რომ მეტოქის გამო შექმნილიბოროტების წინაშე აღმოვჩნდებოდით. ზოგჯერ ჩვენ მიწიერი უარყოფითის შეგრძნება უფრო შეგვიძლია, ვიდრე დადებითის. წინასწარმეტყველმა ლეხიმ გვასწავლა, რომ საჭირო იყო ყველაფერში საპირისპირო ყოფილიყო. 4 მიუხედავად ყველა უარყოფითი სირთულეებისა, რაც ცხოვრებაში გვაქვს, უნდა გამოვძებნოთ დრო ჩვენი რწმენის აქტიური გამომჟღავნებისთვის. ასეთი გამომჟღავნება იწვევს დადებით, იესო ქრისტეს რწმენით სავსე გამოსყიდვას ჩვენს ცხოვრებაში.
ჩვენმა ზეციურმა მამამ მოგვცა იარაღი, რომელც დაგვეხმარება მივიდეთ ქრისტესთან და გამოვამჟღავნოთ რწმენა მის გამოსყიდვაში. როცა ეს იარაღი ჩვენს ძირითად ჩვევებში გადავა, ის ამ მიწიერი ცხოვრების სირთულეებში გვაპოვნინებს სიმშვიდეს ყველაზე მარტივი გზით. დღეს მე გავაკეთე არჩევანი, განვიხილო ოთხი ამგვარი იარაღი. ჩემი საუბრის დროს შეაფასეთ თქვენს მიერ ყოველი ამ იარაღის გამოყენება, შემდეგ ეძიეთ მითითება უფლისგან, რათა განსაზღვროთ, როგორ გამოიყენოთ ყოველი ეს იარაღი კიდევ უფრო ეფექტურად.
ლოცვა
პირველი იარაღი არის ლოცვა. ხშირად ესაუბრეთ თქვენს ზეციურ მამას. ყოველდღიურად გამონახეთ დრო იმისთვის, რომ გაუზიაროთ მას თქვენი აზრები და გრძნობები. უამბეთ მას ყველაფერი, რაც გაწუხებთ. მას აინტერესებს თქვენი ცხოვრების როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე ჩვეულებრივი ფაქტები. გაუზიარეთ მას თქვენი გრძნობებისა და გამოცდილების სრული სპექტრი.
ვინაიდან მამაზეციერი პატივს სცემს თქვენს არჩევანს, იგი არასდროს არ დაგაძალებთ ლოცვას. მაგრამ როცა თქვენ ამჟღავნებთ თავისუფალ არჩევანს და ღმერთს თქვენი ცხოვრების ყოველდღიურ ასპექტში რთავთ, გული გამამხნევებელი სიმშვიდით დაიწყებს ავსებას. ეს სიმშვიდე თქვენს სირთულეებს მარადიულ სინათლეს დაანათებს. იგი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ სირთულეებს მარადიული პერსპექტივის თვალსაზრისით.
მშობლებო, დაიცავით თქვენი შვილები, შემოსეთ ისინი დილისა და ღამის ოჯახური ლოცვის ჯავშანით. ბავშვები ყოველდღიურად ხდებიან ვნებიანი სურვილების, სიხარბის, ამპარტავნობისა და მრავალი სხვა ცოდვილი საქციელის შემოტევის სამიზნე. დაიფარეთ ბავშვები ყოველდღიური ამქვეყნიური გავლენისგან, გააძლიერეთ ისინი ოჯახური ლოცვის შედეგად მიღებული ძლიერი კურთხევებით. ოჯახური ლოცვა უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების უეჭველი პრიორიტეტი.
წმინდა წერილის შესწავლა
მეორე იარაღია წმინდა წერილიდან და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან ღვთის სიტყვის შესწავლა. ჩვენ ღმერთს ლოცვის საშუალებით ვესაუბრებით. იგი ყველაზე ხშირად გვპასუხობს თავისი დაწერილი სიტყვის მეშვეობით. იმისთვის, რომ იცოდეთ, როგორ ჟღერს და რა შეგრძნებას იწვევს ღვთიური ხმა, წაიკითხეთ მისი სიტყვები, ისწავლეთ წმინდა წერილი, გაიაზრეთ იგი. 5 გახადეთ იგი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა ამოიცნონ, გაიგონ და იმოქმედონ სულიწმინდის კარნახით, თქვენ მათთან ერთად უნდა ისწავლოთ წმინდა წერილი.
არ მოექცეთ სატანის სიცრუის ქვეშ და არ თქვათ, რომ წმინდა წერილის სწავლისთვის არ გაქვთ დრო. გააკეთეთ არჩევანი იპოვოთ იმის დრო, რომ ისწავლოთ წმინდა წერილი. ღვთის სიტყვებით ყოველდღიური ნადიმი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძილი, სკოლა, სამსახური, სატელევიზიო პროგრამები, ვიდეო თამაშები ან სოციალური მედია. შეიძლება საჭირო გახდეს პრიორიტეტების ამოცნობა, რათა ღვთის სიტყვის სასწავლებლად გამოძებნოთ დრო.
წმინდა წერილის ყოველდღიური სწავლების შესახებ არსებობს დალოცვის მრავალი წინასწარმეტყველური დაპირება. 6
მე სიტყვას ამ დაპირებასაც ვამატებ: თუ თქვენ ყოველდღიურად პირადად და ოჯახთან ერთად მიუძღვნით დროს ღვთის სიტყვის შესწავლას, თქვენს ცხოვრებაში მოგეჭარბებათ სიმშვიდე. ეს სიმშვიდე არ შემოვა გარე სამყაროდან. სიმშვიდე თქვენი სახლიდან, ოჯახიდან, თქვენი გულიდან მოვა. ეს იქნება სულიწმინდის ძღვენი. თქვენ მას აირეკლავთ და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე გავლენას მოახდენთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვნად შემატებთ სამყაროში არსებულ სიმშვიდის წყაროს.
მე არ ვაცხადებ იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში აღარ იქნება სირთულეები. გახსოვდეთ, რომ როცა ადამი და ევა ბაღში ცხოვრობნენ, მათ არ ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ მაინც ვერ იძენდნენ ბედნიერების, სიხარულისა და სიმშვიდის გამოცდილებას. 7გამოცდები მიწიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველდღიური, თანმიმდევრული წმინდა წერილის შესწავლით თქვენს ირგვლივ არსებულ შფოთვაში შეძლებთ სიმშვიდის პოვნას და იპოვით ძალას, გაუმკლავდეთ ცდუნებას. თქვენ განავითარებთ ღვთის მადლის ძლიერ რწმენას და გეცოდინებათ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო ყველაფერი გამოსწორდება ღმერთის ვადის შესაბამისად.
ოჯახური საღამო
როცა მუშაობთ ოჯახისა და სიმშვიდის გაძლიერებაზე, გახსოვდეთ მესამე იარაღი: ყოველკვირეული ოჯახური საღამო. ფრთხილად იყავით, რათა არ გახადოთ ოჯახური საღამო უბრალოდ დატვირთული დღის დაბოლოებად. გადაწყვიტეთ თქვენთვის, რომ ორშაბათს საღამოს თქვენი ოჯახი ერთად შეიკრიბება. არ დააყენოთ სამსახურის ვალდებულებანი, სპორტი, დამატებითი ღონისძიებები, საშინაო დავალება ან კიდევ სხვა რამე ოჯახთან ერთად გატარების დროზე წინ.
ასეთი საღამოსთვის თანმიმდევრობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, მთავარია ოჯახთან გატარებული დრო. სახარებას უნდა ასწავლიდეთ ოფიციალურად და არაოფიციალურად. მოახდინეთ ის, რომ ეს საღამო თქვენი ოჯახის ყოველი წევრისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდეს. ოჯახური საღამო არის ძვირფასი დრო, როცა უსაფრთხო გარემოში შეგიძლიათ მოწმობა გაუზიაროთ; შეიძინოთ სწავლების, დაგეგმარებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევები; განამტკიცოთ ოჯახური კავშირი; განავითაროთ ოჯახური ტრადიციები; ესაუბროთ ერთმანეთს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გაატარეთ ერთად საოცარი დრო!
აპრილის ბოლო კონფერენციაზე და ლინდა ს. რივსმა თამამად განაცხადა: „მე უნდა დავამოწმო, რომ წმინდა წერილის ყოველდღიურ კითხვასა და ლოცვას, ასევე ყოველკვირეულ ოჯახურ საღამოს, დალოცვები მოაქვს. ეს არის ის ღონისძიებები, რომლებიც დაგვეხმარება სტრესის მოხსნაში, მისცემენ ჩვენს ცხოვრებას მიმართულებას და შემატებენ მას უსაფრთხოებას“. 8 და რივსი ბრძენი ქალბატონია. მე დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან, მოიპოვოთ პირადი მოწმობა ამ სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვევის შესახებ.
ტაძარში სიარული
მეოთხე იარაღია ტაძარში სიარული. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს დედამიწაზე ღვთის ტაძარზე უფრო მშვიდი ადგილი. თუ თქვენ არ გაქვთ სატაძრო რეკომენდაცია, გახდით ღირსნი მისი მიღებისა. როცა მიიღებთ ამ რეკომენდაციას, ხშირად გამოიყენეთ იგი. .9 დაგეგმეთ ტაძარში წასასვლელი სპეციალური დრო. არავის და არაფერს არ მისცეთ იმის საშუალება, რომ ტაძარში წასასვლელად შეგიშალონ ხელი.
ტაძარში ყოფნისას უსმინეთ წეს-ჩვეულებების დროს წარმოთქმულ სიტყვებს, გაიაზრეთ ისინი, ილოცეთ ამ სიტყვებზე და ეძიეთ, გაიგოთ მათი მნიშვნელობა. ტაძარი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ჩაწვდეთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალას. ეძიეთ .იგი იქ. გახსოვდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ლოცვა-კურთხევანი გელით, თუ ტაძარს წარუდგენთ თქვენი წინაპრების სახელებს.
ეს ოთხი იარაღი წარმოადგენს ძირითად ჩვევას, რომელიც დაგიცავთ ცხოვრებაში იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალით. გახსოვდეთ, რომ ჩვენი მხსნელი არის მშვიდობის მთავარი. მშვიდობა ამ მიწიერ ცხოვრებაში მოდის მისი გამოსყიდვის მსხვერპლიდან. როცა ჩვენ გამუდმებით ვლოცულობთ, დილით და საღამოს, ყოველდღიურად ვსწავლობთ წმინდა წერილს, ყოველ კვირას ვატარებთ ოჯახურ საღამოს, სისტემატურად დავდივართ ტაძარში, ჩვენ ამით აქტიურად ვპასუხობთ მის მოწვევას „მოდით ჩემთან“. რაც უფრო მეტად ვანვითარებთ ამ ჩვეულებებს, მით უფრო მონდომებულია სატანა, რომ დაგვაზიანოს, თუმცა ამ შემთხვევაში მისი უნარი ყველაზე სუსტია. ამ იარაღების გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვამჟღავნებთ ჩვენს თავისუფალ არჩევანს – მივიღოთ უფლის გამოსყიდვის მსხვერპლის სრული ნობათი.
მე არ გეუბნებით, რომ ასე მოქცევით მთელი თქვენი ცხოვრების ბრძოლები გაქრება. ჩვენ მოვევლინეთ ამქვეყნად ზუსტად იმისთვის, რომ გავიზარდოთ ამ გამოცდებისა და სირთულეების ხარჯზე. სირთულეები გვეხმარება იმაში, რომ დავემსგავსოთ მამაზეციერს, იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალა კი შესაძლებელს ხდის ამ სირთულეების ბოლომდე ატანას. .10 მე ვმოწმობ, რომ როცა ჩვენ ფაქტიურად მივალთ მასთან, ჩვენ შევძლებთ ყოველი ცდუნების, გულისტკივილისა და სიძნელის ატანას, რაც კი წინ დაგვიდგება ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.