2010-2019
მარადიული სიცოცხლე – ჩვენი მამაზეციერისა და იესო ქრისტეს შესაცნობად
ოქტომბერი 2014


მარადიული სიცოცხლე – ჩვენი მამაზეციერისა და იესო ქრისტეს შესაცნობად

ღმერთი და ქრისტე არიან ზუსტად მამა და ძე, განსხვავებული სხვადასხვა არსებები რომლებიც გაერთიანებულნი არიან თავიანთი მიზნით.

მრავალი წლის წინ მქონდა შესაძლებლობა შემესწავლა ყოველი დარიგების წინასწარმეტყველთა ბოლო დამოწმებები, ყოველმა მათგანმა დაგვიტოვა ძლიერი დამოწმება მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს შესახებ.

როდესაც ვკითხულობდი ამ და ბევრ სხვა დამოწმებებს, წლების განმავლობაში ეს ყოველთვის გულს მიღელვებდა, შეგრძნება იმისა, თუ როგორ ღრმად უყვარს მამაზეციერს თავისი უხუცესი შვილი და როგორ იჩენს იესო მამამისის ნებისადმი სიყვარულსა და მორჩილებას. მე ვმოწმობ, როდესაც ვაკეთებთ იმას რაც საჭიროა რათა ჩავწვდეთ მათ და ერთმანეთის მიმართ მათ სიყვარულს, ჩვენ მივიღებთ „ღმერთის უდიდეს ძღვენებს“ მარადიულ სიცოცხლეს.1 ვინაიდან, „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინა — იესო ქრისტე“.2.

როგორ შეგვიძლია ეს ძღვენი მივიღოთ? ეს მიიღება პირადი გამოცხადებით, რომელზეც ამ დილით ითქვა.

გახსოვთ, როდესაც პირველად გაიგეთ ღმერთის არსებობა და იგრძენით მისი სიყვარული? ყმაწვილობისას მე ვაკვირდებოდი ვარსკვლავებიან ზეცას ვფიქრობდი და ვგრძნობდი მის არსებობას. აღტაცებული ვიყავი ღმერთის ქმნილებათა მომაჯადოებელი სილამაზის გამოკვლევით, პატარა მწერებიდან უზარმაზარ ხეებამდე. როდესაც ჩავწვდი დედამიწის ამ სილამაზეს, ვიცოდი, რომ მამაზეციერს ვუყვარვარ. ვიცოდი, რომ ვიყავი მისი პირდაპირი სულიერი პირმშო, რომ ყველა ჩვენ ვართ ღმერთის შვილები და ქალიშვლები.

შეგიძლიათ იკითხოთ თუ საიდან ვიცი ეს? წმინდა წერილები გვასწავლიან, „ზოგიერთს ეს ეძლევა სულიწმინდით, რათა შეიცნონ რომ იესო ქრისტე არის ღმერთის ძე და სხვებს, ეძლევათ ეს, რათა იწამონ მათი სიტყვები, რათა მათაც შეძლონ მარადიული სიცოცხლის მიღება, თუ დარჩებიან ერთგულნი“3 ჩემი შეხედულებით, ეს არ ნიშნავს რომ ზოგოერთი ადამიანები ყოველთვის დამოკიდებულნი იქნებიან სხვათა დამოწმებებზე.

ჩემი პირადი დამოწმება გაიზარდა, როდესაც ჩემი მშობლებისგან, მასწავლებლებისა და წმინდა წერილების ბეჯითად კითხვიდან და განსაკუთრებით სულიწმინდისგან ჩავწვდი მამაზეციერსა და მხსნელის შესახებ სწავლებებს და დამოწმებებს. იმ დროს როგორც ვაღრმავებდი რწმენას და ვიცავდი მცნებებს, სულიწმინდა მიმოწმებდა, რომ რასაც ვსწავლობდი იყო ჭეშმარიტება, აი ასე მივედი ჩემით ამის ცოდნამდე.

ამ პროცესში პირადი გამოცხადების ძიება არის გასაღები. ნეფი მოგვიხმობს: „ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“4

ჩემი მერვე დაბადების დღის წინ, მე ვფიქრობდი, რომ ბევრი ვიცოდი ნათლობის შესახებ, წავიკითხე წმიინდა წერილები და ვილოცე. გავიგე რომ მივიღებდი სულიწმინდის ძღვენს ნათლობის შემდეგ დამტკიცებისას. ასევე დავიწყე იმის გააზრება, რომ ღმერთი და ქრისტე იყვნენ სწორედ მამა და შვილი, სხვადასხვა, გამორჩეული არსებები, რომლებიც თავიანთი მიზნით არიან ერთიანნი. „ჩვენ გვიყვარს ისინი, იმიტომ, რომ პირველად შეგვიყვარეს“.5 და კვლავ და კვლავ ვაკვირდებოდი, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი და ერთად ჩვენს სასიკეთოდ მოღვაწეობენ. მოისმინეთ რამოდენიმე ნაკვეთი მრავალი წმინდა წერილებიდან, რომლებიც ჭეშმარიტებას ასწავლიან.

მამაზეციერმა მიმართა იესო ქრისტეს როგორც „ჩემი საყვარელი ძე, რომელიც დასაბამიდანვე იყო ჩემი საყვარელი და გამორჩეული.“6 როდესაც მამამ შექმნა დედამიწა, მან ეს გააკეთა მისი მხოლოდშობილი ძით.7

იესოს დედას, მარიამს, ეუწყა, რომ გააჩენდა „ძე უზენაესისას“8 და როდესაც იესო იყო ახალგაზრდა კაცი, მან დედამისს უთხრა, „რომ მამის სახლში უნდა ვიყო“9 წლების შემდეგ, როდესაც მხსნელი მოინათლა, მამაზეციერმა მიმართა ზეციდან სიტყვებით: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“10

რათა ესწავლებინა თავის მოციქულებისთვის ლოცვა იესომ თქვა ეს სიტყვები:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი.

„მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“11

იგი ასწავლიდა ნიკოდემუს, „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე.“12 და მან განმარტა თავისი საოცრებები სიტყვებით: „ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.“13

როდესაც ერთი მოციქული მიუახლოვდა იესოს, იესო ლუცულობდა სიტყვებით: „მამაო, დადგა ჟამი. … მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.14 შემდეგ, ჩვენი ცოდვებით დამძიმებულმა, მან შესთხოვა, „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“15 ჯვარზე თავისი ბოლო წუთებისას, იესომ შელოცა, „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან რას აკეთებენ“, და შეჰღაღადა, „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს“16

იგი შემდეგ ეწვია გარდაცვლილთა სულებს, სულთა სამყაროში, რათა ძალა მიეცა ამაღლებულიყვნენ მისი აღდგომის შემდეგ, რომ მამის სასუფეველში შესულიყვნენ.“17 მხსნელი აღდგომის შემდგომ, გამოეცხადა მარიამ მაგდალენელს სიტყვებით: „ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან.“18

როდესაც იგი ეწვია ადამიანებს ამერიკის კონტინენტზე, მამამ იგი წარმოადგინა სიტყვებიით: „აჰა, ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე, რომელშიც ვადიდე სახელი ჩემი“19 როდესაც იესო ადამიანებს შორის ტაძარში ჩამოვიდა, მან თავი წარმოადგინა სიტყვებით: „აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, … განვადიდე მამა, ავიღე რა ამ ქვეყნის ცოდვები“20 როდესაც იგი ასწავლიდა თავის მოძღვრებას მან განმარტა:

„ეს არის მოძღვრება, რომელიც მამამ მომცა; და ვმოწმობ მამაზე და ჩემზე მოწმობს მამა“21

„ჭეშმარიტად … მამა და მე ვართ ერთნი“22

თუ ვხედავთ ჩვენ ამ წმინდა წერილებში ნიმუშს, რომელიც მოწმობს მამას და ძეზე, როგორც განსხვავებულ პირებზე და არსებებზე? მაშინ როგორ არიან ისინი ერთნი? არა იმიტომ, რომ არიან იგივე პირები, არამედ იმიტომ, რომ გაერთიანებულნი არიან მიზნით, ერთნაიირად მოწადინებულნი, რათა „მოუტანონ ადამიანს უკვდავება და მარადიული სიცოცხლე.“23

ესო არის ღმერთი, ამავე ჟამს იგი ყოველთვის წარმოადგენს თავის თავს, როგორც ცალკე პიროვნებას, საკუთარი მამისადმი ლოცვისას და სიტყვებით, რომ ასრულებს თავისი მამის ნებას, ნეფიელებთან მსახურობის ჟამს, მან თხოვნით მიმართა: „მამაო, ვლოცულობ არა ამქვეყნისთვის, არამედ მათთვის, რომლებიც ამქვეყნიდან, …რათა ვიყო მათში, როგორც შენ, მამაო, ხარ ჩემში, რათა ვიყოთ ერთნი, რათა მათში განვდიდდე“24

ამის ცოდნით, არ გვიკვირს, რომ სახარების აღდგომა დაიწყო არა ერთის არამედ ორი განდიდებული არსების გამოცხადებით. თავისი პირველი ხილვის შესახებ წინასწარმეტყველმა იოსებ სმითი მოწმობდა „ერთმა დამელაპარაკა, სახელით მომმართა და მიუთითა მეორეზე და თქვა —ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას!25

ახლაგაზრდა წინასწარმეტყველი, რომელიც პატარა ტყეში წავიდა ურყევი რწმენით იმის გასაგებად თუ რომელ ეკლესიაში შესულიყო, დაბრუნდა ცოდნითა და დამოწმებით, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთსა და იესო ქრისტეზე, რომელიც ღმერთმა მოავლინა. იოსები როგორც მანამდე მყოფი წინასწარმეტყველები, იყო ინსტრუმენტი რათა აღმდგარიყო მსოფლიოსთვის ცოდნა, რომელსაც მარადიული სიცოცხლისკენ მიჰყავს.

თქვენც შეგიძლიათ ასევე ეძიოთ მამაზეციერი და „ეს იესო, რომელზეც წერდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები,“26 წმინდა წერილებში და ამ გენერალურ კონფერენციაზე. პირადი დამოწმებისა და ხილვის ძებნისას თქვენ აღმოაჩენთ, რომ მამაზეციერმა მოგცათ განსაკუთრებული გზა, რათა თავად ჩაწვდეთ ჭეშმარიტებას, წმინდა ღვთაების მესამე წევრით, სულიერი არსებით, რომელსაც ვუწოდებთ სულიწმინდას.

„და როდესაც მიიღებ ყოველივე ამას“ იმის ჩათვლით რაც მე დღეს გაგიზიარეთ, „მე მოგიწოდებთ, რათა ღმერთს, მარადიულ მამას ქრისტეს სახელით შეეკითხოთ, ჭეშმარიტია თუ არა ყოველივე ეს; და თუ შეეკითხებით გულრწფელი გულით, ნამდვილი მოწადინებითა და ქრისტეში რწმენით, სულიწმინდის ძალით იგი გამოგიცხადებთ ჭეშმარიტებას.

და სულიწმინდის ძალით თქვენ ჩასწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ“27

ძმებო და დებო, მე ვმოწმობ, რომ ჩვენ მამაზეციერს სურს, რათა, ახლა ვეძიოთ ეს ცოდნა. წინასწარმეტყველი ჰელემანის სიტყვები მტვრიდან ღაღადებს: „გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გამომსყიდველის კლდეზე, რომელიც არის ქრისტე, ღვთის ძე, უნდა ააგოთ თქვენი საკუთარი საძირკველი; საძირკველი, … , საძირკველი რომელზეც თუ ადამიანი ააგებს, არ წაიქცევა,.“28 ნამდვილად, არ წავიქცევა.

ეს მყარი საძირკველი არის იესო ქრისტე, იგი არის „ზეცის კლდე“29 როდესაც ავაგებთ ჩვენ სახლს მასზე, უკანასკნელი დღეების წვიმები შეიძლება წამოვიდეს, მოვარდეს ღვარცოფი და ქარებმა დაუბერონ, მაგრამ ჩვენ არ დავეცემით, ვინაიდან ჩვენი სახლი და ოჯახი ქრისტეზე იქნება აგებული.30

მე ვმოწმობ, რომ ასეთი სახლი არის „სახლი სიდიადის“31 სადაც ვიკრიბებით რათა ვილოცოთ ჩვენი მამაზეციერისადმი მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს სახელით. სადაც ვადიდებთ და მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ. სადაც ვიღებთ სულიწმინდას და „აღთქმას, რომელსაც იგი გვაძლევს, მარადიული სიცოცხლისა, ცელესტიალური სამეფოს დიდებას“32

მე გიზიარებთ ჩემ განსაკუთრებულ დამოწმებას, რომ ჩვენი მხსნელი არის იესო ქრისტე, რომ იგი ცოცხალია, ჩვენ მამაზწციერს ვუყვარვართ და გვფარავს. რომ ჩვენ გვყავს ამ დაიგების წინასწარმეტყველი, თომას ს. მონსონი, რათა გავიძღვეს და გვიხელმძღვანელოს. სულიწმინდა მოწმობს, რომ ეს არის ჭეშმარიტება, ყველასთვის რომელიც წავა ცოდნის საძიებლად. იესო ქრისტეს სახელით ამინ.