2010-2019
სანამ ისევ შევხვდებით
ოქტომბერი 2014


სანამ ისევ შევხვდებით

დაე ყველანი დავფიქრდეთ იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც მოვისმინეთ დღეს, რათა გავხდეთ უფრო გულადი მოწაფენი.

ჩემო დებო და ძმებო, ჩვენ ორი დიდებული დღე გავატარეთ შთაგონებული გზავნილების მოსმენაში. ყველას გულზე შეგვეხო და რწმენა განგვიმტკიცდა იმ სულიწმინდის საზრდოთი, რაც ამ კონფერენციის სესიებზე სუფევდა. ახლა, როცა დასასრულს მივუახლოვდით, მინდა მადლობა გადავუხადო მამაზეციერს მრავალი დალოცვისთვის.

სესიებზე გაჟღერებულმა მშვენიერმა მუსიკამ შთაგვაგონა და აგვამაღლა . აღვლენილმა ლოცვებმა ზეცასთან დაგვაახლოვა.

ნება მიბოძეთ, მთელი ეკლესიის სახელით, გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ძმებს, რომლებიც კონფერენციის დროს განთავისუფლებულნი იყვნენ წოდებებისგან. ჩვენ სინი დაგვაკლდება. მათი წვლილი უფლის საქმეში განუზომელია და საგრძნობი იქნება მომავალ თაობებში.

დაე დავბრუნდეთ სახლებში გულში იმ გადაწყვეტილებით, რომ ვიქნებით ცოტათი იმაზე უკეთესნი, რაც ვიყავით წარსულში. დაე ვიყოთ ცოტა უფტო კეთილნი და მზრუნველნი. დაე გავუწოდოთ დახმარების ხელი არა მხოლოდ მათ, ვინც ჩვენი რწმენისაა, არამედ იმათაც, ვინც არ არიან ჩვენი რწმენის. მოდით, მათთან ურთიერთობაში გამოვხატოთ პატივისცემა.

არიან ისინი, ვისაც ყოველდღიურად სირთულეების გადალახვა უწევთ. მოდით დახმარების ხელის გაწევასთან ერთად გამოვხატოთ ჩვენი მწუხარებაც. ერთმანეთზე ზრუნვა მოგვიტანს დალოცვას.

დაე გვახსოვდეს მოხუცები და ისინი, ვინც სახლიდან ვერ გადიან. როცა მათ მოსანახულებლად დროს გამოვნახავთ, მათ ეცოდინებათ, რომ აფასებენ და ისინი უყვართ. დაე მივყვეთ დავალებას – დავეხმაროთ სუსტებს, ავწიოთ ჩამოშვებული ხელები და გავაძლიეროთ სუსტი მუხლები“.1

დაე ვიყოთ პატიოსნებისა და მიზანდასახულობის ადამიანები, ვეცადოთ ყველგან და ყოველთვის სწორედ მოვიქცეთ. დაე ვიყოთ ქრისტეს ერთგული მიმდევრები, პატიოსნების მაგალითი და ყოველივე ამით გავხდეთ „სამყაროს სინათლე“.2

ჩემო დებო და ძმებო, მადლობას გიხდით ჩემს სახელზე ლოცვებისთვის. ისინი მაძლიერებენ და ამამაღლებენ მაშინ, როცა მთელი გულითა და ძალით ვცდილობ, შევასრულო ღვთის ნება და ვემსახურო მას და თქვენ.

ამ კონფერენციის დასასრულს, მე ვევედრები ზეციურ ლოცვა-კურთხევას თვენთვის. დაე ისინი, ვინც ხართ სახლიდან შორს, უსაფრთხოდ დაბრუნდეთ და ყველაფერი რიგზე დაგხვდეთ. დაე ყველანი დავფიქრდეთ იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც მოვისმინეთ დღეს, რათა გავხდეთ უფრო გულადი მოწაფენი, ვიდრე კონფერენციის დაწყებამდე ვიყავით.

მე ვევედრები უფალს, დაგლოცოთ თქვენ და ყოველი ჩვენგანი, ჩვენს შემდეგ შეხვედრამდე ექვსი თვის შემდეგ, და მე ამას ვაკეთებ უფლის წმინდა სახელით, თავად იესო ქრისტეს, მხსნელის სახელით, ამინ.