დარჩით ნავში და ჩაეჭიდეთ მას!
თუ მთელ ყურადღებას გადავიტანთ უფალზე, ჩვენ შეპირებისამებრ შეუდარებელ დალოცვას მივიღებთ.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩემმა მეგობარმა შვილი იუტას სამხრეთ ნაწილში მდებარე მდ.კოლორადოს კატარაქტ კანიონში ტივებით სასეირნოთ წაიყვანა. ეს კანიონი ცნობილია თავისი სწრაფი დინებებით, რაც ზოგჯერ განსაკუთრებით სარისკოა.
ამ თავგადასავლის მომზადებისას მათ ყურადღებით შეისწავლეს ეროვნული პარკის ვებგვერდი, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს პირადი მომზადების შესახებ და ჩვეულებრივ, ფარულ ხიფათებზე.
მოგზაურობის დასაწყისში ერთმა გამოცდილმა გამცილებელმა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინსტრუქცია გადაგვამეორებინა. მან ხაზი გაუსვა სამ წესს, რაც მთლიანად ჯგუფის უსაფრთხეობას ეხებოდა ჩქერებში გავლისას. „წესი პირველი: დარჩით ნავში! წესი მეორე: არ გაიხადოთ სამაშველო ჟილეტი! წესი მესამე: ყოველთვის ორი ხელით ჩაეჭიდეთ ნავს“! შემდეგ მან გაიმეორა, კიდევ უფრო ხაზგასმით: „და რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ პირველი წესი: ყოველთვის დარჩით ნავში“!
ეს თავგადასავალი მახსენებს ჩვენს მიწიერ მოგზაურობას. მრავალი ჩვენგანი განიცდის ცხოვრებაში ისეთ პერიოდებს, როცა ცხოვრების წყნარი დინებისთვის მადლიერნი ვართ. სხვა დროს, წავაწყდებით სწრაფ „ჩქერს, რაც მეტაფორულად შეიძლება შევადაროთ იმ 14 მილიან კატარაქთ კანიონის მარშრუტს, თავისი სირთულეებით– ფიზიკური და გონებრივი, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, დამსხვრეული ოცნებები და იმედები და ზოგიერთისთვის რწმენის კრიზისიც კი, როცა ცხოვრების პრობლემების, შეკითხვებისა და ეჭვების წინაშე დადგებიან.
უფალი თავისი სიკეთით გვეხმარება, იგი ნავსაც, საჭირო აღჭურვილობას, როგორიცაა სამაშველო ჟილეტი და გამოცდილ გამცილებელსაც კი უზრუნველყოფს ჩვენთვის, რომელიც მოგვცემს რჩევას და უსაფრთხოების ინსტრუქციებს იმისთვის, რომ ცხოვრების მდინარეზე ცხოვრების საბოლოო დანიშნულებამდეუსაფრთხოდ მივიდეთ.
მოდით ვიფიქროთ პირველ წესზე: „დარჩით ნავში“!
პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა ზოგადად გამოიყენა „ძველი გემი, სიონი“ როგორც მეტაფორა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიისთვის.
მან ერთხელ თქვა: „ჩვენ ოკეანეს შუაგულში ვართ. იწყება ქარიშხალი და მეზღვაურები გეუბნებიან, რომ გემს უჭირს. ერთი ამბობს: ‘მე აქ არ დავრჩები; მე არ მწამს, რომ ეს „გემი სიონია“ მაგრამ ჩვენ ოკენეში ვართ. არ მაინტერესებს, მე აქ არ დავრჩები. იგი იხდის სამაშველო ჟილეტს და ხტება გემიდან. განა არ დაიხრჩობა? რა თქმა უნდა, კი. ასე მოუვა მათ, ვინც ამ ეკლესიას მიატოვებს. ეს არის „ძველი ნავი სიონი“, მოდით დავრჩეთ მასზე.1
სხვა დროს პრეზიდენტმა იანგმა თქვა, რომ დარდობდა მათზე, ვინც გზიდან გადაუხვიეს მაშინ, როცა დალოცვილნი იყვნენ, ანუ კარგი ცხოვრება რომ ჰქონდათ: „წყნარ ამინდში სიონის ძველ გემს ნაზი სიო მიაცურებს და გემბანზე სიჩუმეა და ზოგიერთმა ძმამ მოინდომა კანჯოთი ... ზღვაში გასვლა; ზოგი დაიხრჩო, ზოგი დინებამ წაიღო და ზოგი უკან გემზე დაბრუნდა. მოდით არ მოვშორდეთ ძველ გემს და იგი უსაფრთხოდ ნავსაყუდელში მიგვიყვანს. თქვენ არ უნდა წუხდეთ“.2
და ბოლოს, პრეზიდენტმა იანგმა შეახსენა წმინდანებს: „ჩვენ ძველ გემზე, სიონზე ვიმყოფებით. ... საჭევართან ღმერთი დგას და იგი არსად არ წავა. ... ყველაფერი კარგადაა. იმღერეთ ალილუია; რადგან უფალი აქ არის. იგი გვკარნახობს, მიმართულებას გვაძლევს და წინ მიგვიძღვის. ადამიანებს ღმერთი რომ უპირობოდ სწამდეთ, აღთქმებისა და ღმერთის ერთგულნი რომ იყვნენ, იგი სწორად გვატარებდა.3
ყველა იმ სირთულეებით, რის წინაშეც ვდგავართ, როგორ უნდა დავრჩეთ ძველ გემზე, სიონზე?
აი როგორ! ჩვენ გვჭირდება განუწყვეტელისაუბარი და ეს შესაძლებელია, თუ იესო ქრისტეს მიმართ გავზრდით რწმენას და მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი სახარების ერთგულნი ვიქნებით. ერთხელ კი არა, მუდამ. ალმამ ჰკითხა თავის დებსა და ძმებს, იგრძძნეს თუ არა გულის შეცვლა და დაებადათ თუ არა სურვილი, იმღერონ სიმღერა ხსნის სიყვარულზე და თუ ეს აქამდე არ უგრძვნიათ, ახლა მაინც თუ გრძნობენ ამას?4
გამოცდილი გამცილებლები მდინარეზე დღეს შეიძლება შევადაროთ ეკლესიის მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, შთაგონებულ სამღვდელოებას და დამხმარე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ისინი გვეხმარებიან, მშვიდად მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე.
ცოტა ხნის წინ მე გამოვედი სიტყვით მისიის ახალი პრეზიდენტის სემინარზე და დავმოძღვრეიქ მყოფი ხელმძღვანელები:
„მისიონერებმა თვალი უნდა მიაპყრონ ეკლესიის ხელმძღვანელებს. ჩვენ არ გადაგახვევინებთ გზიდან და ვერც გადაგახვევინებთ“.
„და თუ თქვენ ასწავლით მისიონერებს, თვალი მოგვაპყრონ ჩვენ, ასწავლეთ, არასდროს არ მიჰყვნენ მათ, ვინც ფიქრობს, რომ მამაზეციერზე და იესო ქრისტეზე უკეთ იციან, როგორ მართონ ეკლესიის საქმიანობა სამღვდელოების ხელმძღვანელების მეშვეობით, რომლებიც ფლობენ თავმჯდომარეობის გასაღებებს.
„მსახურების დროს მე აღმოვაჩინე, რომ ვინც დაიბნა ან დაიკარგა, როგორც წესი, არის ის, ვისაც ხშირად ... ავიწყდება, რომ პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი ლაპარაკობს ერთი ხმით და როცა ეს ხდება ეს უფლის ხმაა. უფალი გვახსენებს, რომ როცა იგი თავისი მსახურების მეშვეობით საუბრობს, ეს იგივეა, რომ იგი თავად მოგვმართავს“. [მოძღვრება და აღთქმები 1:38].”5
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ისინი ძველ გემს, სიონს, დატოვებენ – განუდგებიან. სამწუხაროდ ისინი ხშირად განიცდიან მოკლე და წინასწარ დაუგეგმავ შედეგებს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თავიანთი ოჯახებისთვისაც.
ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელები, როგორც გამცილებლები მდინარეზე, გამოწვრთნილნი არიან ცხოვებისეული გამოცდილებით; ისინი მოციქულებმა, წინასწარმეტყველებმა და ეკლესიის სხვა მსახურებმა განასწავლეს და დამოძღვრეს; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი თვით უფალმა განასწავლა.
იყო სხვა შემთხვევაც ამ წელს, მე ვესაუბრე ეკლესიის ახალგაზრდებს მაისში ჩატარებულ საეკლესიო განათლების სისტემასთან დაკავშირებულ გადაცემაში. მე მათ ვუთხარი:
„მე მსმენია, რომ ზოგიერთებსჰგონიათ, რომ ეკლესიის ხელმძღვანელები „ჭურში ზიან“. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ გამოცდილების ადამიანები ვართ და მრავალ ადგილას გვიცხოვრია და გვიმუშავია სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებთან. ამჟამინდელ დავალებათა გამო ჩვენ მთელ დედამიწაზე გვიწევს მოგზაურობა, სადაც ჩვენ შევხვედრივართ პოლიტიკურ, რელიგიურ, ბიზნესისა და ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძვანელებს. ჩვენ ასევე ნამყოფები ვართ თეთრ სახლში ვაშინგტონის ოლქში და შევხვედრივართ ერებისა და რელიგიების ხელმძღვანელებს მთელს მსოფლიოში, ამის გარდა მოგვინახულებია ყველაზე მოკრძალებული ოჯახები და ადამიანები დედამიწის ზურგზე. ...
„როცა ყურადღებით განიხილავთ ჩვენს ცხოვრებასა და მსახურებას, დაეთანხმებით იმას, რომ არც თუ ისე ბევრი ადამიანი მოიძებნება ამ ქვეყნად, ვისაც ჩვნნაირი გამოცდილება ექნება. თქვენ მიხვდებით, რომ ჩვენ უმეტესობასთან შედარებით ყველაზე ნაკლებათ ვზივართ „ჭურში“. ...
„... არის რაღაც განსაკუთრებული ეკლესიის ხელმძვანელების ცალკეულ და ჯგუფურ სიბრძნეში, რაც სიმშვიდის მომგვრელი უნდა იყოს. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვცადეთ, სხვადასხვა საზოგადო კანონებისა და პოლიტიკის, გულგატეხილობის, ტრაგედიებისა და ოჯახში უბედური შემთხვევების ჩათვლით. თქვენი ცხოვრება ჩვენი ყურადღების ქვეშ იმყოფება“.6
პირველ წესთან ერთად, როგორც მე ეს დავსახე, გაიხსენეთ წესი მეორე და მესამე: ყოველთვის გეცვათ სამაშველო ჟილეტი და ორი ხელით ჩაეჭიდეთ ნავს. უფლის სიტყვები, როგორც მათ წმინდა წერილში ვპოულობთ, უზრუნველყოფს მითითებასა და რჩევას და როცა მათ მივყვებით, ისინი სამაშველო ჟილეტებივით იქნება და დაგვეხმარება იმის ცოდნაში, თუ როგორ ჩავეჭდოთ ნავს ორი ხელით.
ჩვენ უნდა დავემსგავსოთ მოსიას შვილებს, რომლებიც „განმტკიცნენ შეშმარიტების ცოდნაში“. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ „საღი აზროვნების ადამიანები“. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ წმინდა წერილის ბეჯითი ძიებით, რათა ვიცოდეთ ღვთის სიტყვა“.7
წმინდა წერილისა და წარსულისა და ამჟამინდელი წინასწარმეტყველების სიტყვების ძიებისას ჩვენ მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ქრისტეს დოქტრინის სწავლაზე, მისი მიხედვით ცხოვრებაზე და სიყვარულზე.
წმინდა წერილის პირადი წაკითხვის ჩვევის გამომუშავებასთან ერთად, საჭიროა დავემსგავსოთ მოსიას შვილებს და მივეცეთ“ბევრ ლოცვასა და მარხვას“.8
ის, რაც ადვილად არ იზომება, ძალზედ მნიშვნელოვანია. დარჩით ფოკუსირებულნი ამ უბრალო რამეებზე და არ გაიფანტოფ ყურადღება.
როგორც ვიცი, ისინი, ვინც არ დარჩნენ ნავში და ორი ხელით არ ჩაეჭიდნენ მას სირთულეებისა და მღელვარების დროს ან არ დარჩნენ ნავში შედარებით მშვიდობიან დროს, ჩემი დაკვირვებით, მრავალმა მათგანმა დაკარგა ფოკუსი სახარების ჭეშმარიტების ცენტრალურ ნაწილზე - იმ მიზეზებზე, რის გამოც ისინი ეკლესიას შეუერთდნენ; ის მიზეზები, რომელთა გამოც ისინი დარჩნენ სრულად ვალდებულნი და აქტიურნი სახარების სტანდარტების მიმართ და ლოცავდნენ სხვებს თავდადებული მსახურებით; ეკლესია კი მათ ცხოვრებაში არის „სულიუერი საზრდოსა და ზრდის“ ადგილი“.9
ჯოზეფ სმითმა გვასწავლა ეს ძირითადი ჭეშმარიტება: „ჩვენი რელიგიის ფუნდამენტური პრინციპებია წინასწარმეტყველების და მოციქულების მოწმობები იესო ქრისტეს შესახებ, ‘რომ იგი მოკვდა, დაკრძალულ იქნა, მესამე დღეს აღსდგა და ამაღლდა; და დანარჩენი მხოლოდ დანართია იმაზედ, რაც ჩვენი რელიგიის ნაწილს წარმოადგენს“.10
თუ მთელ ყურადღებას გადავიტანთ უფალზე, ჩვენ შეპირებისამებრ შეუდარებელ დალოცვას მივიღებთ. „ჩვენ უნდა მივიწევდეთ წინ სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სიკაშკაშით და ღმერთისა და ყოველი ადამიანის მიმართ სიყვარულით. ასე რომ, თუ ჩვენ წინ უნდა მივიწევდეთ და ქრისტეს სიტყვით ვნადიმობდეთ ბოლომდე გაძლებით, აჰა, ამას ამბობს მამა: უნდა ვიქონიოთ მარადიული ცხოვრება“.11
ზოგჯერ ერთგული უკანასკნელი დღეების წმინდანი და გულწრფელი მოსწავლე ფოკუსირებას ახდენს „დანართებზე“ და არა ფუნდამენტურ პრინციპებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სატანა გვაცდუნებს, რათა ჩვენი ყურადღება ჩამოაშოროს უბრალო და ნათელი აღდგენილი სახარების გზავნილს. ასე სხვა რამეზე გადართულნი, ხშირად არ იღბენ ზიარებას, რადგან ფოკუსირებულნი არიან და მეტიც, მთლიანად ჩაფლულნი არიან ნაკლებად მნიშვნელოვან სწავლებებსა და მოქმედებებში.
სხვები შეიძლება ფოკუსირებულნი იყვნენ იმ კითხვებსა და ეჭვებზე, რომელთა წინაშეც დგებიან. რა თქმა უნდა, კითხვების და ეჭვების გაჩენა არ ნიშნავს თავდადებულ მოწაფეობასთან შეუსაბამობას. ბოლო ხანებში პირველი პრეზიდდენტობის საბჭომ და თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა განაცხადა: „ჩვენ გვესმის, რომ დროდადრო ეკლესიის წევრებს გაუჩნდებათ შეკითხვები ეკლესიის დოქტრინის, ისტორიისა ან საქმიანობისშესახებ. წევრებს არ ეკრძალებათ კითხვების დასმა და წვდომის გულწრფელი გაღრმავება“.12
გახსოვდეთ, რომ თავად ჯოზეფ სმითს ჰქონდა შეკითხვები, რომლებმაც დაიწყო აღდგენა. იგი იყო მაძიებელი და მან, აბრამის მსგავსად, იპოვა პასუხები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
მნიშვნელოვანი საკითხები უკავშირდება ყველაზე აქტუალურ თემას – მამაზეციერის გეგმას და მხსნელის გამოსყიდვას. ჩვენმა ძიებამ უნდა გაგვხადოს კეთილ, რბილ, მოსიყვარულე, მომთმენ და თავდადებულ მოწაფეებად. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, როგორც პავლე გვასწავლიდა, „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“.13
სხვისი ტვირთის ტარება მოიცავს დახმარებას, მხარში დგომასა და ყოველი ადამიანის გაგებას, მათ შორის: ავადმყოფთა, უძლურთა, სულითა და სხეულით ღარიბთა, მაძიებელთა და აღელვებულთა, ასევე სხვა მოწაფე-წევრთა, მათ შორის ეკლესიის ხელმძღვანელებისა, რომლებიც უფალმა აირჩია მსახურებისთვის ამ დროში.
დებო და ძმებო, დარჩით ნავში, გამოიყენეთ სამაშველო ჟილეტები, ორივე ხელით ჩაეჭიდეთ ნავს. ნუ გაფანტავთ ყურადღებას! და თუ რომელიმე თქვენგანი გადმოვარდა ნავიდან, ჩვენ ძებნას დაგიწყებთ, გიპოვით და გემსახურებით და უკან, ძველ გემზე, სიონზე, დაგაბრუნებთ, სადაც ჩვენი მამა ღმერთი და უფალი იესო ქრისტე იმავე საჭევართან არიან და სწორი მიმართულებით წაგვიყვანენ, და ამას მორჩილად ვმოწმობთ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.