გენერალური კონფერენცია
მიანდეთ ღმერთს პირველობა
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მიანდეთ ღმერთს პირველობა

თქვენ თანახმა ხართ, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში? თქვენ თანახმა ხართ, ღმერთს ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ცხოვერბაზე?

ჩემო ძვირფადო დებო და ძმებო, რაოდენ მადლიერი ვარ ამ კონფერენციის საოცარი გზავნილებისთვის და პრივილეგიისთვის, გესაუბროთ დღეს.

ჩემი 36 წელზე მეტი მოციქულობის პერიოდში, ჩემს ყურადღებას იპყრობს ისრაელის შეკრება.1 ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ამას ეხებოდა,2 აბრამის, ისაკისა და იაკობის სახელებისა და მსახურების ჩათვლით; ასევე მათი ცხოვრება და მეუღლეები; აღთქმა, რომელიც ღმერთმა დადო მათთან და გააგრძელა მათ შთამომავლობაზე;3 თორმეტი ტომის გაფანტვა და უამრავი წინასწარმეტყველება მათ შეკრებაზე ჩვენს დროში.

მე ვსწავლობდი შეკრებას, ვლოცულობდი ამის შესახებ, ვნადიმობდი ყოველი წმინდა ჩანაწერით ამ საკითხთან დაკავშირებით და ვთხოვდი უფალს, გაეღრმავებინა ჩემი წვდომა.

ასე რომ, წარმოიდგინეთ ჩემი აღფრთოვანება, როცა ცოტა ხნის წინ ახალ შთაგონებამდე მიმიყვანეს. ორი ებრაელი მეცნიერის დახმარებით შევიტყვე, რომ სიტყა ისრაელი -ს ერთ-ერთი მნიშვნელობა ძველ ებრაულად არის „მიანდეთ ღმერთს პირველობა“.4 ასე რომ, თავად სიტყვა ისრაელი უკავშირდება პიროვნებას, რომელიც თანახმაა, მიანდოს ღმერთს პირველობა თავის ცხოვებაში. ეს კონცეფცია შეძრავს ჩემს სულს!

სიტყვა თანახმა გადამწყვეტია ისრაელის5ამ ინტერპრეტაციისთვის. ჩვენ ყველას გვექნება თავისუფალი არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ იმაზედ, ვიყოთ ისრაელის ნაწილი თუ არა. ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ იმაზედ, მივანდოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში თუ არა. ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ იმაზედ, ჰქონდეს ღმერთს ყველაზე ძლიერი გავლენა ჩვენს ცხოვებაზე თუ არა.

მოდით, ერთი წუთით გავიხსენოთ აბრამის შვილიშვილის, იაკობის, ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი. ადგილში, რომელსაც იაკობი უწოდებს პენიელი (რაც ნიშნავს „ღვთის სახე“),6 იაკობი ებრძვოდა სერიოზულ გამოწვევას. მის თავისუფალ არჩევანს ცდიდნენ. ამ ბრძოლაში იაკობმა დაამტკიცა, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მან გამოამჟღავნა, რომ მზად იყო, მიენდო ღმერთისთვის პირველობა თავის ცხოვებაში. [პასუხად ღმერთმა შეუცვალა იაკობს სახელი და დაარქვა მას ისრაელი,7 რაც ნიშნავს „მიანდე ღმერთს პირველობა“. შემდეგ ღმერთი დაპირდა ისრაელს, რომ ყველა დალოცვა, რაც აბრამის თავზე იყო გამოცხადებული, ასევე მისი იქნებოდა.8

სამწუხაროდ, ისრაელის შთამომავლობამ დაარღვია ღმერთთან დადებული აღთქმა. მათ ჩაქოლეს წინასწარმეტყველები და არ იყვნენ მზად, მიენდოთ ღმერთისთვის პირველობა თავიანთ ცხოვრებაში. შემდგომში, ღმერთმა გაფანტა ისინი დედამიწის ოთხივე კუთხეში.9 მოგვიანებით, მოწყალედ იგი დაპირდა, რომ შეკრიბავდა მათ, როგორც ეს ესაიაში არის გადმოცემული: „“.10

სიტყვა ისრაელი -ს ძველი ებრაული განმარტების გათვალისწინებით ისრაელის შეკრებას დამატებით მნიშვნელობა ენიჭება. უფალი შეკრებს მათ, ვინც მზად არის, მიანდოს ღმერთს პირველობა თავის ცხოვრებაში. უფალი შეკრებს მათ, ვინც არჩევანს გააკეთებს, ღმერთს ყველაზე ძლიერი გავლენა ჰქონდეს მის ცხოვებაზე.

საუკუნეების მანძილზე წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ ამ შეკრებას11 და ეს ამჟამად ხდება! ეს უფლის მეორედ მოსვლამდე აუცილებელი შესავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა ამ სამყაროში!

ეს ათასწლეულამდე წინა შეკრება მილიონობით ადამიანისთვის რწმენისა და სულიერი სიმამაცის ზრდის ინდივიდუალური საგაა. და როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები ანუ „უკანასკნელ დღეთა აღთქმული ისრაელი“,12 ჩვენ დაგვაკისრეს ვალდებულება, დავეხმაროთ უფალს ამ ძირითად საქმეში.13

როცა ვსაუბრობთ საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შეკრებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, მისიონერულ, სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმეს. ჩვენ ასევე ვგულისხმობთ რწმენისა და დამოწმების ზრდას მათ გულებში, ვისთანაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვმსახურობთ. ყოველთვის, როცა ვაკეთებთ რამეს, რაც ეხმარება სხვებს - საბურველის ერთსა ან მეორე მხარეს - დადონ და დაიცვან აღთქმები ღმერთთან, ჩვენ ამით ისრაელის შეკრებაში ვეხმარებით.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი ჩვენი შვილიშვილის მეუღლე სულიერად იტანჯებოდა. მოდით, პირობითად მას „ჯილს“ დავარქმევ. მიუხედავად მარხვის, ლოცვის და სამღვდელოების დალოცვებისა ჯილის მამა კვდებოდა. ჯილი იმის შიშმა შეიპყრო, რომ მამასაც და დამოწმებასაც დაკარგავდა.

ერთხელ გვიან საღამოს ჩემმა მეუღლემ, და ვენდი ნელსონმა, მითხრა ჯილის სიტუაციის შესახებ. მეორე დილით ვენდიმ იგრძნო, რომ უნდა გაეზიარებინა ჯილისთვის ჩემი ერთ სიტყვიანი პასუხი მის სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს სიტყვა იყო მიოპია.

მოგვიანებით ჯილი გამოუტყდა ვენდის, რომ თავიდან ჩემმა პასუხმა გაანადგურა იგი. მან თქვა: „იმედი მქონდა, რომ პაპა მამასთან დაკავშირებით სასწაულს დამპირდებოდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, რატომ გახდა იძულებული, გამოეყენებინა სიტყვა მიოპია “.

მას შემდეგ, რაც ჯილის მამა გარდაიცვალა, მას ისევ და ისევ ახსენდებოდა სიტყვა მიოპია . მან გული გახსნა საიმისოდ, რომ უფრო ღრმად გაეგო, რომ მიოპია ნიშნავს „ახლომხედველობას“. და მისმა აზროვნებამ შეცვლა დაიწყო. მაშინ ჯილიმ თქვა: სიტყვამ „მიოპია გამაჩერა, დამაფიქრა და განმკურნა. ახლა ეს სიტყვა სიმშვიდით მავსებს. იგი მახსენებს იმას, რომ ხედვა უნდა გავაფართოვო და მარადიული ვეძიო. ეს მახსენებს იმას, რომ არსებობს ღვთიური გეგმა და რომ მამა ისევ ცოცხალია, ჩვენ მას ვუყვარვართ და იგი ჩემზე ზრუნავს. მიოპიამ ღმერთისკენ წამიყვანა“.

მე ძალიან ვამაყობ ჩვემი უძვირფასესი შვილიშვილის მეუღლით. მისი ცხოვრების ამ სულისშემძვრელ პერიოდში ძვირფასი ჯილი სწავლობს ღვთის ნების მიღებას მამასთან დაკავშირებით, საკუთარი ცხოვრების მარადიულ ხედვასთან ერთად. თავისი არჩევანით, მიანდოს ღმერთს პირველობა, იგი სიმშვიდეს იძენს.

თუ მოვინდომებთ, ისრაელი -ს ეს ძველი ებრაული ინტერპრეტაცია დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ, ამ კონცეფციით როგორ შეიცვლება ჩვენი ლოცვები მისიონერებისთვის და ჩვენი საკუთარი მცდელობებისთვის, შევკრიბოთ ისრაელი. ჩვენ ხშირად ვლოცულობთ, რომ ჩვენ და მისიომერები მიგვმართონ მათკენ, ვინც მზადაა, მიიღოს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტება. საინტერესოა, ვისკენ მიგვმართავენ, როცა ვემუდარებით, ვიპოვოთ ისინი, ვინც მზად არიან, მიანდონ ღმერთს პირველობა თავიანთ ცხოვრებაში.

შეიძლება მიგვიყვანონ მათთან, ვისაც არასოდეს არ სჯეროდა ღმერთის ან იესო ქრისტესი, მაგრამ ამჟამად ილტვიან, შეიცნონ ისინი და მათი ბედნიერების გეგმა. სხვები შეიძლება „აღთქმაში დაიბადნენ“14 მაგრამ მას შემდეგ ჩამოშორდნენ აღთქმის გზას. შესაძლოა ისინი არ არიან მზად, მოინანიონ, დაბრუნდნენ და მიანდონ ღმერთს პირველობა. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, მივესალმოთ გაშლილი მკლავებითა და გახსნილი გულით. და ზოგიერთნი, ვისთანაც მივალთ, შეიძლება ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მათ რაღაც აკლდათ ცხოვრებაში. ისინიც ილტვიან მთლიანობისკენ და სიხარულისკენ, რომელიც მოდის მათთან, ვინც მზად არიან, მიანდონ ღმერთს პირველობა თავიანთ ცხოვრებაში.

სახარების ქსელი ისრაელის შესაკრებად ვრცელია. ყოველი ადამიანისთვის, ვინც სრულად მიიღებს იესო ქრისტეს სახარებას, მოიძებნება ადგილი. ყოველი მოქცეული ხდება ღვთის აღთქმის ერთ-ერთი შვილი,15 დაბადებით ან შვილად აყვანით. ყოველი მათგანი ხდება სრული მემკვიდრე იმისა, რასაც ღმერთი დაპირდა ისრაელის ერთგულ შვილებს!16

ყოველ ჩვენგანს აქვს ღვთიური პოტენციალი, რადგან ყოველი ჩვენგანი ღვთის შვილია. ყველანი თანასწორნი არიან მის თვალში. ამ ჭეშმარიტების შედეგები ღრმაა. დებო და ძმებო, გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ. ღმერთს არ უყვარს ერთი რასა მეორეზე მეტად. მისი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადია. იგი იწვევს ყველას მოვიდნენ მასთან, „შავკანიანი თუ თეთრი, დატყვევებული თუ თავისუფალი, კაცი თუ ქალი“.17

გარწმუნებთ, რომ თქვენი ღვთის წინაშე წარდგენა არ განისაზღვრება თქვენი კანის ფერის მიხედვით. ღმერთის კეთილგანწყობა ან უკმაყოფილება დამოკიდებულია თქვენს ღვთისადმი და მის მცნებებისადმი ერთგულებაზე და არა თქვენი კანის ფერზე.

მე ვწუხვარ, რომ ჩვენს შავკანიან დებსა და ძმებს მთელ მსოფლიოში უწევთ რასიზმისა და ცრურწმენის დისკრიმინაციის ატანა. დღეს მე მოვუწოდებ ჩვენს წევრებს ყველგან, წინ გაუძღვნენ ცრურწმენის განწყობებისა და მოქმედებების უგულებელყოფის საქმეში. გევედრებით, მხარი დაუჭირეთ ღვთის ყოველი შვილის მიმართ პატივისცემის გამოხატვას.

ყველას, რასისგან განურჩევლად, ერთი და იგივე შეკითხვას დაგისვამთ: თქვენ თანახმა ხართ, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში? თქვენ თანახმა ხართ, ღმერთი ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ცხოვერბაზე? დართავთ ნებას მის სიტყვებს, მცნებებსა და აღთქმებს, იქონიონ გავლენა თქვენს ყოველდღიურ ქმედებებზე? ნებას დართავთ იმას, რომ მისი ხმა ყველაზე პრიორიტეტული გახდეს? თანახმა ხართ, საკუთარ ამბიციებზე ზემოთ დააყენოთ ის, რისთვისაც მას სჭირდებით? თანახმა ხართ, თქვენი ნება შთაინთქას მის ნებაში?18

წარმოიდგინეთ, როგორ დაგლოცავთ ასეთი თანხმობა. თუ დასაოჯახებელი ხართ და მარადიულ მეწყვილეს ეძებთ, თქვენი სურვილი - „ეკუთვნოდეთ ისრაელს“ დაგეხმარებათ გადაწყეტილებაში, ვისთან და როგორ იაროთ პაემანზე.

თუ ოჯახი შექმენით ადამიანთან, რომელმაც დაარღვია აღთქმები, თქვენი თანხმობა - მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში, ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენი აღთქმები ღმერთთან შეუხებელი დარჩეს. მხსნელი განკურნავს თქვენს ნატკენ გულს. ზეცა გაიხსნება, როცა ეძიებთ, გაიგოთ, როგორ წაიწიოთ წინ. არ გჭირდებათ კითხვა ან ხეტიალი.

თუ გაქვთ გულწრფელი შეკითხვები სახარებისა ან ეკლესიის შესახებ, როცა აკეთებთ არჩევანს, მიანდოთ ღმერთს პირველობა, თქვენ წინ გაგიძღვებიან, რათა იპოვოთ აბსოლუტური და მარადიული ჭეშმარიტება, რომელიც წარმართავს თქვენს ცხოვრებას და დაგეხმარებათ, მტკიცედ დარჩეთ აღთქმის გზაზე

როცა ცდუნების წინაშე დგახართ - მაშინაც კი, როცა ცდუნება მოგაკითხავთ დაქანცულობის, მარტოობის ან გარიყულობის მომენტში - წარმოიდგინეთ, რა სიმამაცის მიღწევას შეძლებთ, როცა მიანდობთ ღმერთს პირველობას თქვენს ცხოვრებაში და შეევედრებით, გაგაძლიეროთ.

როცა თქვენი ყველაზე დიდი სურვილია, მიანდოთ ღმერთს პირველობა და იყოთ ისრაელის ნაწილი, იმდენი გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდებათ. იმდენი საკითხი მოგიგვარდებათ! თქვენ იცით, როგორ მოუაროთ თავს. თქვენ იცით, რას უყუროთ და რა წაიკითხოთ, რას დაახარჯოთ დრო და ვისთან იურთიერთობოთ. თქვენ იცით, რას უნდა მიაღწიოთ. თქვენ იცით, რანი გინდათ გახდეთ სინამდვილეში.

ახლა, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, იმას, რომ მიანდოთ ღმერთს პირველობა, რწმენა და სიმამაცე სჭირდება. მონანიება და ხორციელი ადამიანის დათმობა იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, მოითხოვს შეუპოვარ, მკაცრ სულიერ სამუშაოს .19 იგი მოითხოვს თანმიმდევრულ, ყოველდღიურ მცდელობას, განავითაროთ პირადი ჩვევები იმისთვის, რომ შეისწავლოთ სახარება, შეიტყოთ მეტი მამაზეციერისა და იესო ქრისტეს შესახებ და ეძიოთ პასუხი პირად გამოცხადებებზე.

ამ სახიფათო დროში, რომელზედაც პავლე მოციქული წინასწარმეტყველებდა,20 სატანა აღარც კი ცდილობს, შენიღბოს შეტევები ღვთის გეგმაზე. ჭარბობს ღია ბოროტება. ასე რომ, სულიერად გადარჩენის ერთადერთი გზაა მივიღოთ გადაწყვეტილება, დავუთმოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში, ვისწავლოთ მისი ხმის გაგონება და მოვახმაროთ ჩვენი ენერგია ისრაელის შეკრაბას.

უფალი რას გრძნობს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიანდო ღმერთს პირველობა? ნეფიმ კარგად შეაჯამა ეს: „[უფალს] უყვარს ისინი, ვისაც სურს, რომ იყოს მათი ღმერთი. აჰა, მან შეიყვარა ჩვენი მამები და დადო მათთან აღთქმები, დიახ, აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან; და მას ახსოვს აღთმები, რომლებიც მან დადო“.21

და რისი გაკეთების სურვიალი აქვს ღმერთს ისრაელისთვის? უფალმა დაიფიცა, რომ იგი „იბრძოლებს [ჩვენს] ბრძოლებში, [ჩვენი] შვილების ბრძოლებში და ასევე მათი შვილების [ბრძოლებში]“!22

როცა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ისწავლით წმინდა წერილს, მინდა შეგაგულიანოთ, ჩამოწეროთ ყოველივე, რასაც ღმერთი შეპირდა აღთქმულ ისრაელს. ვფიქრობ, გაოგნდებით! დაფიქრდით ამ დაპირებებზე. ისაუბრეთ მათზე თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან. შემდეგ იცხოვრეთ და იხილეთ ამ დაპირებების ახდენა თქვენს ცხოვრებაში.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, როცა აკეთებთ არჩევანს, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში, თქვენ დარწმუნდებით, რომ ღმერთი არის „საოცრებების ღმერთი“.23 ჩვენ, როგორც ხალხი, მისი აღთქმული შვილები ვართ და ჩვენ მის სახელს დაგვიძახებენ. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდ სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ჩემი მოციქულობის 36 წლის მანძილზე 800 მეტი გზავნილიდან სულ მცირე 378 გზავნილში ვისაუბრე ისრაელის შესახებ.

  2. ებრაულად აბრამი ნიშნავს „ამაღლებული მამა“. მაგრამ როცა ღმერთმა შეუცვალა მას სახელი და დაარქვა აბრაამი ამ სახელს უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცა: „მრავალთა მამა“. ჭეშმარიტად, აბრაამი უნდა გამხდარიყო „მრავალი ერის მამა“. (იხ. დაბადება 17:5; ნეემია 9:7.)

  3. უფალმა ღმერთმა, იეჰოვამ, დადო აბრაამთან აღთქმა, რომ სამყაროს მხსნელი დაიბადებოდა მის შთამომავლობაში, გარკვეული მიწები გადავა მემკვიდრეობაში და ყოველი ერი დაილოცება აბრაამის მემკვიდრეობით (Bible Dictionary, “Abraham, covenant of”).

  4. See Bible Dictionary, “Israel.”

  5. სიტყვა ისრაელი წმინდა წერილში ათასზე მეტჯერ არის ნახსენები. ეს შეიძლება ეხებოდეს იაკობის (ისრაელის) ოჯახს, რომელშიც თორმეტი ვაჟი იყო, გარდა ამისა ასულები (იხ. დაბადება 35:23–26; 46:7). დღეს ამას გეოგრაფიულად შეიძლება დაერქვას ადგილი პლანეტა დედამიწაზე. მაგრამ მისი დოქტრინალური გამოყენება ეხება ადამიანებს, რომლებიც თანახმანი არიან, მიანდონ ღმერთს პირველობა თავიანთ ცხოვრებაში.

  6. იხ. დაბადება 32:30; პენუელ დაბადებაში 32:31.

  7. იხილე დაბადება 32:128.

  8. იხილე დაბადება 35:11-12.

  9. For further study, see Topical Guide, “Israel, Scattering of.”

  10. ესაია 54:7.

  11. იხ. ესაია 11:11–12; 2 ნეფი 21:11–12; მოსია 15:11.

  12. See Encyclopedia of Mormonism (1992), “Covenant Israel, Latter-Day,” 1:330–31.

  13. მაშინ, როცა ჩვენ ისრაელის შეკრებაში ვიღებთ მონაწილეობას, უფალი შესანიშნავად აღწერს მათ, ვისაც ვკრებთ: იგი ყველას გვიწოდებს „განსაკუთრებულ ძვირფასეულობას“, (გამოსვლა 19:5; ფსალმუნი 135:4), როგორც მის „ძვირფასეულობას“ (მალაქია 3:17; მოძღვრება და აღთქმები 101:3), და როგორც „წმინდა ერს” (გამოსვლა 19:6; იხ. ასევე მეორე რჯული 14:2; 26:18).

  14. ეს აღთქმა უფალმა დადო აბრაამთან, სიტყვებით: „შენს თესლში კურთხეული იქნება დედამიწის ყოველი ტომი“3 ნეფი 20:27). „იყო დაბადებული აღთქმაში ნიშნავს, რომ ამ პიროვნების მშობლები ბავშვის დაბადებამდე ტაძარში იყვნენ ჩაბეჭდილნი.

  15. ეს დაპირება მისცა ღმერთმა აბრაამს: „იმდენი, რამდენიც მიიღებს ამ სახარებას, მიიღებს შენს სახელს და ჩაითვლება შენი თესლის შორის და გაიზრდებიან ისინი და დაგლოცავენ, როგორც მამას“ (აბრაამი 2:10; იხ. ასევე რომაელთა 8:14-17; გალატელთა 3:26-29).

  16. ყოველ ღირსეულ წევრს შეუძლია, მოითხოვოს პატრიარქის დალოცვა. სულიწმინდის შთაგონებით, პატრიარქი აცხადებს, ისრაელის რომელი ტომიდანაა პიროვნება. ეს არ არის განაცხადი პიროვნების რასის, ეროვნების ან გენეტიკური კუთვნილების შესახებ. ეს უფრო ნიშნავს იმას, რომ ამ ტომიდან ეს პიროვნება მიიღებს თავის დალოცვებს.

  17. იხ.2 ნეფი 26:33.

  18. იხ. მოსია 15:7. გულმხდალი ვერ იქნება ისრაელი. იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა აბრაამის თესლისთვის დაპირებული დალოცვა, ჩვენ ყველამ უნდა გავიაროთ უნიკალური „აბაამული ტესტი“. ღმერთი გამოგვცდის, როგორს ამას გვასწავლიდა წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი. (See recollection of John Taylor in Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 231.)

  19. იხ. მოსია 3:19.

  20. იხ. 2 ტიმოთე 3:1–13.

  21. 1 ნეფი 17:40;

  22. მოძღვრება და აღთქმები 98:37; იხ. ასევე ფსალმუნი 31:23; ესაია 49:25; მოძღვრება და აღთქმები 105:14.

  23. მორმონი 9:11.

ამობეჭდვა