გენერალური კონფერენცია
სიმართლის ქმნა და წყალობის სიყვარული, მოწიწებით სიარული უფლის წინაშე
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სიმართლის ქმნა და წყალობის სიყვარული, მოწიწებით სიარული უფლის წინაშე

სამართლის ქმნა ნიშნავს, იქცეოდე პატივისცემით. ჩვენ პატივისცემით ვექცევით ღმერთს, როცა მოწიწებით დავდივართ უფლის წინაშე. ჩვენ პატივისცემით ვექცევით სხვებს, როცა წყალობა გვიყვარს.

ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები და უკანასკნელ დღეთა წმინდანები, ვცდილობთ და გვაგულიანებენ კიდევაც, ვეცადოთ, უფრო და უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები.1 ალბათ თქვენც, ჩემს მსგავსად, გიფიქრიათ: „სწორედ ვიქცევი“? ან „როგორ შემიძლია მე, ნაკლოვანების მქონე პიროვნებას, ვიყო ღირსი იმისა, რომ „ვიმყოფებოდე ღმერთთან მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“?2

წინასწარმეტყველმა მიქამ ძველი აღთქმიდან ასე დასვა ეს შეკითხვა: „რით წარვდგე უფალთან და თაყვანი ვცე მაღალ ღმერთსო“?3 მიქა ირონიით ინტერესდებოდა, იქნებოდა თუ არა უზომო შესაწირი საკმარისი ცოდვის დასაფარად და თქვა: „ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ“?4

პასუხია - არა. ღმერთის საქმენი არ არის საკმარისი. ხსნა არ არის საკმარისი.5 მიქასთვის ცნობილ დიდ მსხველპლშეწირვასაც კი არ შეუძლია უმცირესი ცოდვის გამოსყიდვა. მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულებით ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებელი შესაძლებლობა უიმედოა.6

მამაზეციერისა და იესო ქრისტესგან ნაბოძები დალოცვების გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვერ გავაკეთებთ საკმარისს და ვერც თავად ვერ ვიქნებით საკმარისად კარგები. თუმცა კარგია ის, რომ იესო ქრისტეს გამო და მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ საკმაოდ კარგი პიროვნება.7 ყოველი ადამიანი ღვთის მადლის წყალობით გადაურჩება ფიზიკურ სიკვდილს, იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მეშვეობით.8 და თუ ჩვენ გულს ღმერთისკენ შემოვაბრუნებთ, ხსნა სულიერი სიკვდილისგან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის „[იესო] ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით … სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებებისადმი დამორჩილებით.9 ჩვენ შეგვიძლია, გამოგვისყიდონ ცოდვისგან და წარვსდგეთ სუფთანი ღვთის წინაშე. როგორც მიქამ ახსნა, „[ღმერთისგან] გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.“?10

მიქას რჩევა - შემოვაბრუნოთ გული ღმერთისკენ და ვიყოთ ღირსნი ხსნისა, მოიცავს სამ ურთიერთკავშირში მყოფ ნაწილს. სამართლის ქმნა ნიშნავს, მოექცე პატივისცემით ღმერთს და სხვა ადამიანებს. ჩვენ პატივისცემით ვექცევით ღმერთს, როცა მოწიწებით დავდივართ უფლის წინაშე. ჩვენ პატივისცემით ვექცევით სხვებს, როცა წყალობა მოგვწონს. ამიტომ, სამართლის ქმნა არის პრაქტიკაში გამოსაყენებელი პირველი და მეორე უდიდესი მცნება - „გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით … [და] შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.11

სამართლის ქმნა და მოწიწებით სიარული უფლის წინაშე ნიშნავს, შეგნებულად განერიდებოდე უსამართლობას, იცხოვრო უფლის კანონით და დარჩე ერთგული.12 სამართლიანი ადამიანი ზურგს აქცევს ცოდვას, ღმერთისკენ კი სახით ტრიალდება, დებს მასთან აღთქმებს და ერთგულია ამ აღთქმების. სამართლიანი ადამიანი ირჩევს, დაიცვას ღვთის მცნებები, ინანიებს, როცა ცოდავს და არ წყვეტს ამის მცდელობებს.

როდესაც აღმდგარი ქრისტე ეწვია ნეფიელებს მან ახსნა, რომ მოსეს კანონი შეიცვალა უფრო მაღალი კანონით. მან მისცა მათ მითითებები, „აღარ შეწირონ“… დასაწვავი, მაგრამ შეწირონ … „მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული“. მან ასევე მისცა მათ დაპირება: „და ვინც მოვა ჩემთან, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მას მოვნათლავ ცეცხლითა და სულიწმინდით“.13 როცა ნათლობის შემდეგ ჩვენ ვიღებთ და შემდგომ ვიყენებთ სულიწმინდის ძღვენს, ჩვენ შეგვიძლია მუდამ დავტკბეთ სულიწმინდის თანხლებით და ვისწავლოთ ყველაფერი, რაც უნდა ვაკეთოთ,14 იმის ჩათვლით, როგორ ვიაროთ მოწიწებით უფლის წინაშე.

იესო ქრისტეს მსხვერპლი ცოდვისთვის და სულიერი სიკვდილისგან ხსნა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული.15 მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული გვიბიძგებს, სიხარულით მოვინანიოთ და ვეცადოთ, უფრო დავემსგავსოთ ჩვენს მამაზეციერს და იესო ქრისტეს. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ვიღებთ მხსნელის განმწმენდ, განმკურნებელ და გამაძლიერებელ ძალას. ჩვენ არა მხოლოდ სამართლიანად ვიქვევით და მოწიწებით დავდივართ უფლის წინაშე, ჩვენ ასევე ვსწავლობთ წყალობის სიყვარულს მამაზეციერისა და იესო ქრისტეს მსგავსად.

ღმერთი ხარობს წყალობით და უხვად გასცემს მას. როგორც მიქამ უთხრა იეჰოვას: „რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება … შეგვიბრალებს ჩვენ; … ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ … ცოდვას“.16 წყალობის სიყვარული ღმერთის მსგავსად განუყოფლად უკავშირდება სხვების მიმართ სამართლიანად მოქცევას და კარგად მოპყრობას.

სხვების კარგად მოპყრობის მნიშვნელობა გამოიხატება ერთ ანეკდოტში უხუცეს ჰილელზე, ებრაელ სწავლულზე, რომელიც ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ერთ-ერთი მისი სტუდენტი გაბრაზებული იყო თორას სირთულის გამო - მოსეს ხუთი წიგნი თავისი 613 მცნებით და მასთან დაკავშირებული რაბინების ნაწერებით. სტუდენტმა გამოიწვია ჰილელი, აეხსნა თორა იმ დროის მონაკვეთში, რომლის განმავლობაშიც იგი შეძლებდა ცალ ფეხზე დგომას. ჰილელს შეიძლება წონასწორობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მან მაინც მიიღო გამოწვევა. მან მოახდინა ლევიანთა ციტირება და თქვა: „არ იძიო შური და არ იღვარძლო შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი როგორც თავი შენი“.17 შემდეგ ჰილელმა დაასკვნა: „ნუ გაუკეთებ მოყვასს იმას, რაც თავად გძულს“. აი ეს არის მთლიანი თორა; დანარჩენი კომენტარებია. წადი და ისწავლე“.18

ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდე სხვებს - ეს არის წყალობის სიყვარულის ნაწილი. რამდენიმე ათეული წლის წინ შეერთებულ შტატებში, ბალტიმორში, მერილენდში, ჯონ ჰოფკინსის ჰოსპიტალის სასწრაფო განყოფილებაში, შემთხვევით მოვისმინე საუბარი. პაციენტი, ბ-ნი ჯექსონი, თავაზიანი, სასიამოვნო მამაკაცი იყო, რომელსაც კარგად იცნობდა საავადმყოფოს პერსონალი. იგი ადრე არაერთხელ მოუყვანიათ საავადმყოფოში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. ამჯერად ბ-ნი ჯექსონი, სიმპტომებიდან გამომდინარე, საავადმყოფოში დაბრუნდა პანკრეასის ანთების გამო, რაც ალკოჰოლის მიღებამ გამოიწვია.

მორიგეობის ბოლოს ექიმმა კოჰენმა, ძალიან მშრომელმა, დიდად პატივისცემულმა მკურნალმა, გასინჯა ბ-ნი ჯექსონი და გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო მისი საავადმყოფოში დატოვება. ექიმმა კოჰენმა მიამაგრა იგი ექიმ ჯოუნსს, მკურნალს, რომელიც მის შემდეგ იბარებდა მორიგეობას, რათა მას ბ-ნი ჯექსონი მიეღო საავადმყოფოში და თვალ-ყური ედევნებინა მისი მკურნალობისთვის.

ექიმმა ჯოუნსმა დაამთავრა პრესტიჟული სამედიცინო სასწავლებელი და ეს-ესაა იწყებდა ასპირანტურაში სწავლას. ეს კი ნიშნავდა ძილის უკმარისობასთან დაკავშირებულ დამქანცველ ტრენინგებს, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა ექიმ ჯოუნსის ნეგატიური პასუხი . ეს მისი მეხუთე ღამის მორიგეობა იყო და ამიტომაც ექიმმა ჯოუნსმა ხმამაღლა შესჩივლა ექიმ კოჰენს. მისი აზრით უსამართლო იყო ის, რომ იგი მრავალი საათის განმავლობაში უნდა ყოფილიყო მიჯაჭვული ბატონ ჯექსონზე, მიუხედავად იმისა, რომ მან თავად შეიქმნა ეს პრობლემა.

ექიმმა კოჰელმა თითქმის ჩურჩულით გასცა მას ემპათიური პასუხი. მან თქვა: „ექიმო ჯოუნს, თქვენ გახდით მკურნალი იმისთვის, რომ იზრუნოთ ადამიანებზე და იმუშაოთ, რათა განკურნოთ ისინი. თქვენ ხომ მათ განკითხვისთვის არ გამხდარხართ ექიმი. თუ თქვენ ეს განსხვვავება არ გესმით, მაშინ არ გაქვთ ამ დაწესებულებაში პრაქტიკის გავლის უფლება“. ამ კორექტული პასუხის შემდეგ ექიმი ჯოუნსი ბეჯითად მოემსახურა ბატონ ჯექსონს საავადმყოფოში დაწოლის დროს.

ბატონი ჯექსონი უკვე აღარ არის ცოცხალი. ორივეს - ექიმ ჯოუნსს და ექიმ კოჰენს ბრწყინვალე კარიერა აქვთ. მაგრამ პრაქტიკის დროს კრიტიკულ მომენტში ექიმ ჯოუნსს დასჭირდა იმის შეხსენება, რომ უნდა სიმართლე ქმნას, წყალობა უყვარდეს და მოწიწებით იაროს უფლის წინაშე და იზრუნოს ბატონ ჯექსონზე განკითხვის გარეშე.19

წლების მანძილზე ეს შეხსენება მადგებოდა. მოსიყვარულე წყალობა ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ გვიყვარს ღმერთის მიერ გამოვლენილი წყალობა; ჩვენ გვიხარია, რომ ღმერთი იგივე წყალობას ავლენს სხვების მიმართ. ჩვენ კი მის მაგალითს მივყვებით. „ყველა ერთია ღვთისთვის“,20 და ჩვენ ყველას გვჭირდება სულიერი მკურნალობა, რათა განვიკურნოთ და მივიღოთ დახმარება. უფალმა თქვა: „არ განადიდებთ ერთ ხორციელს მეორეზედ ანუ ერთმა კაცმა არ უნდა დააყენოს საკუთარი თავი მეორეზე მაღლა“.21

იესო ქრისტე არის მაგალითი იმისა, რას ნიშნავს, სიმართლე ქმნა და წყალობა გიყვარდეს. იგი ნებაყოფლობით ეკონტაქტებოდა ცოდვილებს და პატივისცემით ეპყრობოდა მათ. იგი გვასწავლიდა, რომ ღვთის მცნებების დაცვით მოდის სიხარული და ეძიებდა, აემაღლებლინა და არა განეკითხა ისინი, ვისაც ეს უჭირდა. თუმცა იგი გაუწყრა მათ, ვინც მას ბრალი დასდო იმ ადამიანების მსახურებისთვის, რომლებსაც ისინი უღირსად თვლიდნენ.22 ასეთი საკუთარი თავის მართლება სწყინდა მას მაშინ და ახლაც სწყინს.23

იმისთვის, რომ ქრისტეს მსგავსი იყოს, ადამიანს მართებს, სიმართლე ქმნას და პატივისცემით მოექცეს ღმერთს და სხვა ადამიანებსაც. სამართლიანი ადამიანი ცივილურია საუბარშიც და საქციელშიც; მას ესმის, რომ განსხვავებული მრწამსი და ჩაცმულობა არ გვაძლევს სიკეთისა და მეგობრობის გამორიცხვის საფუძველს. იმ პირებს, რომლებიც სამართალს ქმნიან, „ერთმანეთისათვის ზიანის მიყენება კი არა, არამედ მშვიდობიანად ცხოვრება ექნებათ ჩაფიქრებული“24 .

იმისთვის, რომ ქრისტეს მსგავსი იყო, წყალობა უნდა შეიყვარო. ადამიანები, რომლებსაც წყალობა უყვართ არ განიკითხავენ; ისინი გამოხატავენ თანაგრძნობას სხვების მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა; ისინი დიდსულოვნები, კეთილი და პატივცემული ადამიანები არიან. ასეთი პიროვნებები ყველას სიყვარულითა და გაგებით ექცევიან რასის, სქესის, რელიგიური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური სტატუსის, თემის, კლანისა თუ ეროვნული განსხვავების მიუხედავად. ყოველივე ამას ანაცვლებს ქრისტეს მსგავსი სიყვარული.

იმისთვის, რომ ქრისტეს დაემსგავსოს, ადამიანი ირჩევს ღმერთს,25 მოწიწებით დადის უფლის წინაშე, ეძიებს, გაახაროს იგი და იცავს მასთან დადებულ აღთქმებს. პიროვნებებს, რომლებიც მოწიწებით დადიან უფლის წინაშე ახსოვთ, რა გააკეთეს მათთვის მამაზეციერმა და იესო ქრისტემ.

პირადად მე საკმარისს ვაკეთებ? კიდევ რას უნდა ვაკეთებდე? ის, რასაც ამ კითხვებზე პასუხად მოვიმოქმედებთ წარმოადგენს ამ ცხოვრებაში და მარადისობაში ჩვენი ცხოვრების ცენტრალურ ნაწილს. მხსნელს სულაც არ სურს, რომ ჩვენ ხსნა მივიღოთ როგორც თავისთავად არსებული. იმის შემდეგაც კი, როცა წმინდა აღთქმებს დავდებთ, არსებობს იმის შანსი, რომ „[მოვწყდეთ] მადლს და [განვუდგეთ] ცოცხალ ღმერთს“. ასე რომ, ჩვენ უნდა „ვიყოთ ყურადღებით და ყოველთვის ვილოცოთ“ , რათა არ ჩავცვივდეთ „ცდუნებაში“26

ამავე დროს ჩვენს მამაზეციერს და იესო ქრისტეს არ სურთ, მუდმივი გაურკვევლობის გამო გაშეშებულნი ვიყოთ ჩვენი მიწიერი მოგზაურობის დროს იმაზე ფიქრით, ყველაფერი მოვიმოქმედეთ თუ არა ჩვენი ხსნისა და ამაღლებისთვის. მათ რა თქმა უნდა, არ სურთ, დავიტანჯოთ იმ შეცდომების გამო, რომელნიც უკვე მოვინანიეთ და ვფიქრობთ მათზე, როგორც შეუხორცებელ ჭრილობებზე27 ან გამუდმებით იმის გვეშინოდეს, რომ ისევ წავიბორძიკებთ.

ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ საკუთარ წინსვლას. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ „ცხოვრების კურსი, [რომელსაც] მივყვებით, ღვთის ნებას უკავშირდება“,28 როცა სიმართლეს ვქმნით, გვიყვარს წყალობა და მოწიწებით დავდივართ უფლის წინაშე. ჩვენ ვაიგივებთ მამაზეციერისა და იესო ქრისტეს დახასიათებებს საკუთარ ხასიათთან და გვიყვარს ერთმანეთი.

როცა ამას აკეთებთ, თქვენ მიყვებით აღთქმის გზას და ხდებით ღირსნი იმისა, რომ „იყოთ ღმერთთან მარადიულ ბედნიერების მდგომარეობაში“.29 თქვენი სული გაიჟღინთება ღვთის დიდებითა და მარადიული ცხოვრების სინათლით.30 თქვენ აღივსებით უჩვეულო სიხარულით.31 მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ცოცხალია და რომ იესო არის ქრისტე, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი და იგი სიხარულით გვიბოძებს ყველას თავის წყალობას. განა ეს არ მოგწონთ? იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა