გენერალური კონფერენცია
გაძლების ძალა
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გაძლების ძალა

მხოლოდ რწმენა და ღმერთის სიტყვა, რომელიც ავსებს ჩვენს სულს, საკმარისია იმისთვის, რომ მხარი დაგვიჭიროს და ნება დაგვრთოს მისი ძალის წვდომაზე.

ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გამოსვლების გადამეორებისას აღმოვაჩინე სიტყვა, რომელსაც იგი ხშირად იყენებს მრავალ გამოსვლაში. ეს სიტყაა ძალა.

პირველ გენერალურ კონფერენციაზე, როცა მას მხარი დაუჭირეს როგორც მოციქულს, პრეზიდენტმა ნელსონმა ისაუბრა ძალის შესახებ.1 იგი წლების განმავლობაში აგრძელებდა ძალის შესახებ სწავლებას. მას შემდეგ, რაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ნელსონს როგორც წინასწარმეტყველს, მან გვასწავლა ძალის პრინციპის შესახებ - კონკრეტულად კი ღმერთის ძალის და მასზე წვდომის საშუალებებზე. მან გვასწავლა, როგორ დავეყრდნოთ ღმერთის ძალას სხვებისთვის მზრუნველობის გაწევისას,2 როგორ იწვევს მონანიება იესო ქრისტეს ძალასა და მის გამოსყიდვას ჩვენს ცხოვრებაში3 და როგორ ლოცავს მღვდლობა - ღვთის ძალა და უფლებამოსილება ყველას, ვინც დებს აღთქმებს უფალთან და იცავს მათ.4 პრეზიდენტი ნელსონი მოწმობდა, რომ ღმერთის ძალა მიედინება ყველასთან, ვინც ტაძარში შემოსილია, თუკი ისინი აღთქმებს იცავენ.5

მე განსაკუთრებით გული ამიჩუყა 2020 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე გაჟღერებულმა პრეზიდენტ ნელსონის გამოწვევამ. მან გვირჩია: „ისწავლეთ და ილოცეთ, რათა მეტი შეიტყოთ იმ ძალისა და ცოდნის შესახებ, რომლითაც უკვე შეიმოსეთ ან შეიმოსებით“.6

ამ გამოწვევის პასუხად მე ვსწავლობდი და ვლოცულობდი, რამდენიმე სასარგებლო რამეც შევიტყვე ცოდნისა და ძალის შესახებ, რომლითაც უკვე შევიმოსე ან შევიმოსები.

იმის გაგება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრებაში მივიღოთ ღვთის ძალაზე წვდომა, არ არის ადვილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, თუკი ამას გავიაზრებთ და ვილოცებთ, რომ სულიწმინდამ გაგვინათოს გონება.7 უხუცესმა რიჩარდ გ. სკოტმა გასაგებად განგვიმარტა, რა არის ღმერთის ძალა: ეს არის „ძალა აკეთო იმაზე მეტი, ვიდრე დამოუკიდებლად შეძლებდი გაკეთებას“.8

გულისა და სულის ღვთის სიტყვით აღვსება, ასევე იესო ქრისტეს რწმენის საფუძვლად ქცევა გადამწყვეტია ღვთის ძალაზე დასაყრდნობად ამ გამოწვევებით სავსე დროში მისგან დახმარების მისაღებად. ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს რწმენის ღრმად გულში მიღების გარეშე ჩვენმა დამოწმებებმა და რწმენამ შესაძლოა მარცხი განიცადოს და არ არის გამორიცხული, დავკარგავთ წვდომას იმ ძალაზე, რომლის ბოძებაც სურს ჩვენთვის ღმერთს. ზედაპირული რწმენა არ არის საკმარისი. მხოლოდ რწმენა და ღმერთის სიტყვა, რომელიც ავსებს ჩვენს სულს, საკმარისია იმისთვის, რომ მხარი დაგვიჭიროს და ნება დაგვრთოს მისი ძალის წვდომაზე.

როცა მე და და ჯონსონი შვილებს ვზრდიდით, ჩვენ ვაგულიანებდით მათ, რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ესწავლათ დაკვრა. მაგრამ ჩვენ გავუშვებდით მათ მუსიკის გაკვეთილებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყოველ დღე ივარჯიშებნენ დაკვრაში. ერთ შაბათს ჩვენი მესამე ქალიშვილი მზად იყო, მეგობრებთან ერთად სათამაშოდ წასულიყო, მაგრამ მას ჯერ პიანინოზე არ დაეკრა. იცოდა რა, რომ ვალდებულება ჰქონდა აღებული, ყოველ დღე 30 წუთი დაეკრა, მან მოინდომა ტაიმერის დაყენება, რადგან არ სურდა დაპირებულზე არც ერთი წუთით მეტი დაეკრა.

გზად პიანინოსკენ იგი მიკროტალღურ ღუმელთან შეჩერდა, რაღაც ღილაკებს დააჭირა. ტაიმერის ნაცლვად მან მიკროტალღური ჩართო 30 წუთით. დაახლოებით 20 წუთის დაკვრის შემდეგ იგი უკან სამზარეულოში დაბრუნდა, რათა ენახა, რამდენი დრო დარჩა და დაინახა, რომ მიკროტალღურს ცეცხლი ეკიდა.

იგი სახლის უკან ბაღში გამოვარდა, სადაც მე ვმუშაობდი და დაიყვირა, რომ სახლში ხანძარი იყო. მე სწრაფად შევირბინე სახლში და მართლაც, დავინახე, რომ მიკროტალღურს ცეცხლი ეკიდა.

ვცდილობდი რა, სახლი დაწვისგან გადამერჩინა, მიკროტალღურს უკანა მხრიდან მივწვდი, დენიდან გავთიშე, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებული ღუმელი შნურით ავწიე მაგიდიდან. მინდოდა რა გმირობა ჩამედინა და სახლიც ხანძრისგან მეხსნა, ცეცხლმოკიდებული ღუმელის წრეზე ტრიალით, რათა ის ჩემს სხეულს არ შეხებოდა, ბაღამდე მივაღწიე და ღუმელი გაზონზე მოვისროლე. იქ კი უკვე შევძელით შლანგით ცეცხლის ჩაქრობა.

რა მოხდა? მიკროტალღურისთვის საჭიროა, რამეს გადასცემდეს ენერგიას და როცა მასში არაფერი არ დევს, იგი თავად შთანთქავს ენერგიას, ხურდება და შესაძლოა ცეცხლი მოეკიდოს და ჩაიფერფლოს.9 ჩვენი მიკროტალღური მთლიანად ჩაიფერფლა, რადგან შიგნით არაფერი არ იდო.

ამის მსგავსად ისინი, ვისაც ღრმად გულში აქვთ რწმენა და ღვთის სიტყვა შეძლებენ, შთანთქონ და დაძლიონ ცეცხლოვანი ისრები, რომლებსაც ჩვენი განადგურების მიზნით აუცილებლად გვტყორცნის მოწინააღმდეგე.10 სხვაგვარად ჩვენმა რწმენამ, იმედმა და დარწმუნებულობამ შეიძლება ვერ გაუძლოს და ცარიელი მიკროტალღური ღუმელის მსგავსად მსხვერპლად გვაქციოს.

მე შევიტყვე, რომ როცა ღვთის სიტყვა ღრმად გულში მაქვს და იგი გაორკეცებულია იესო ქრისტეს რწმენითა და გამოსყიდვით, მე შემიძლია დავეყრდნო ღვთის ძალას და გავუმკლავდე მოწინააღმდეგეს და ნებისმიერ რამეს, რასაც იგი მესვრის. როცა სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით, შეგვიძლია დავეყრდნოთ უფლის დაპირებას, რომელიც პავლემ გვასწავლა: „ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულის და თავშეკავების“.11

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვობაში მხსნელი „იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე“12 ჩვენ ასევე ვიცით, რომ ასაკთან ერთად „იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე“.13 და ისიც ვიცით, რომ თავისი მსახურების დაწყებამდე ისინი, ვინც უსმენდნენ მას, „გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.“

მომზადების მეშვეობით მხსნელის ძალა იზრდებოდა და მას შეეძლო, შეწინააღდეგებოდა სატანის ყოველ ცდუნებას.15 როცა მივყვებით მხსნელის მაგალითს, ვემზადებით, ვსწავლობთ რა ღვთის სიტყვას და ვაღრმავებთ რწმენას, ჩვენ ასევე შეგვიძლია, დავეყრდნოთ ღვთის ძალას, რათა შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას.

ამ დროს, როცა გვეზღუდება ერთად შეკრება, შეუძლებელი ხდება ტაძარში სიარული და ამიტომ გადავწყვიტე, მეტი ვისწავლო ღვთის ძალის შესახებ, რომელიც მოდის ჩვენთან, თუკი ვდებთ სატაძრო აღთქმებს და ვიცავთ მათ. როგორც კირტლანდის ტაძრის მიძღვნით ლოცვაშია დაპირებული, ჩვენ ტაძრიდან ღვთის ძალით შეიარაღებულნი გამოვდივართ.16 ღვთის ძალაზე არ ვრცელდება მოქმედების ვადა, თუკი მისი მიმღებნი დებენ სატაძრო აღთქმებს და იცავენ მათ; არც პანდემიის დროს არ ვრცლდება მის წვდომაზე შეზღუდვები. მისი ძალა იკლებს ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ, როცა ვარღვევთ აღთქმებს და არ ვცხოვრობთ ისე, რომ მუდამ ღირსნი ვიყოთ მისი ძალის მიღებისა.

როცა ჩემს ძვირფას მეუღლესთან ერთად ტაილანდში, ლაოსში და მიანმაში მისიის ხელმძღვანელად ვმსახურობდი, ჩვენ უშუალოდ ვხედავდით, რომ ღვთის ძალა მოდიოდა მათთან, ვინც დებდა და იცავდა წმინდა აღთქმებს ტაძარში. ტაძარში მოსიარულეთა დახმარების ფონდმა შესაძლებელი გახადა მრავალი წმინდანისთვის ამ სამ ქვეყანაში, წასულიყვნენ ტაძარში მას შემდეგ, რაც მათ ყველაფერი იღონეს ამისთვის, გაიღეს პირადი მსხვერპლი და მოემზადნენ საამისოდ. მახსოვს შეხვედრა 20 ერთგულ წმინდანთან ლაოსიდან ბანგკოკის აეროპორტში, ტაილანდში. მე უნდა დავხმარებოდი მათ ტაილანდის ერთიდან მეორე აეროპორტში გადასვლაში, რათა ჰონკონგში გაფრენილიყვნენ. ეს წევრები აღვსილნი იყვნენ სიხარულით, რადგან როგორც იქნა უფლის სახლში მოხვდებოდნენ.

გამოსახულება
წევრები ლაოსში

როცა ამ კარგ წმინდანებს დაბრუნების შემდეგ შევხვდით, მათ აშკარად ეტყობოდათ სახარებით მიღებული დამატებითი სიბრძნე და მასთან დაკავშირებული ძალა, რაც იყო სატაძრო შემოსვისა და ღმერთთან აღთქმების დადების შედეგი. ცხადი იყო, რომ ეს წმინდანები გამოვიდნენ ტაძრიდან „[მისი] ძალით შეიარაღებულნი“.17 ამ ძალამ, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე დამოუკიდებლად გააკეთებდი, გააძლიერა ისინი ისე, რომ გაუძლეს ეკლესიის წევრობის გამოწვევებს მშობლიურ ქვეყანაში და მიდიოდნენ წინ, „ძალზედ დიადი და ბრწყინვალე ამბები[თ}, ჭეშმარიტებაში“18 და აგრძელებდნენ უფლის სასუფევლის შენებას ლაოსში.

იმ დროს, როცა არ შეგვეძლო ტაძარში სიარული, ეყრდნობოდა ყოველი ჩვენგანი აღთქმებს, რომლებიც დავდეთ ტაძარში - დაგვესახა ცხოვრების ცხადი, უცვლელი კურსი? ეს აღთქმები, თუკი მათ იცავენ, გვაძლევს ხედვას და მოლოდინებს მომავალთან დაკავშირებით და მკაფიო გადაწყვეტილებას - ვიყოთ ღირსნი, მივიღოთ ყოველივე, რასაც უფალი დაგვპირდა ჩვენი ერთგულებით.

მე გიწვევთ, ეძიოთ ძალა, რომლის მოცემაც სურს თქვენთვის ღმერთს. მე ვმოწმობ, რომ როცა ვეძიებთ ამ ძალას, ჩვენ მივიღებთ დალოცვას - უფრო ღრმად გავიგოთ მამაზეციერის სიყვარული, რომელიც მას აქვს ჩვენთვის.

მე ვმოწმობ, რომ რადგან მამაზეციერს ვუყვარვარ მეც და თქვენც, მან გამოაგზავნა თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, რათა გამხდარიყო ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. მე ვმოწმობ იესო ქრისტეს შესახებ, რომელსაც აქვს სრული ძალა,19 და ამას ვაკეთებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See Russell M. Nelson, “Protect the Spiritual Power Line,” Ensign, Nov. 1984, 30–32.

  2. See Russell M. Nelson, “Ministering with the Power and Authority of God,” Liahona, May 2018, 68–75.

  3. See Russell M. Nelson, “Closing Remarks,” Liahona, May 2019, 112.

  4. See Russell M. Nelson, “Ministering with the Power and Authority of God,” 68–69.

  5. See Russell M. Nelson, “Go Forward in Faith,” Liahona, May 2020, 115.

  6. Russell M. Nelson, “Go Forward in Faith,” 115.

  7. იხ. მოძღვრება და აღთქმები 9:7-9.

  8. Richard G. Scott, “For Peace at Home,” Liahona, May 2013, 30.

  9. „მიკროტალღური იყენებს ბგერის მიკრო ტალღების ენერგიას საკვების ან სითხეების გასათბობად. მიკროტალღურში უნდა მოთავსდეს რამე, რაც შთანთქავს ამ ტალღებს. სხვაგვარად, მიკროტალღური თავად შთანთქავს ტალღებს. ტალღები გააცხელებენ ღუმელის შიდა ნაწილს, რადგან ისინი რაღაცით უნდა შთაინთქას. ეს ტალღები საბოლოო ჯამში მიწვდებიან ღუმელის მაგნეტრონს, რაც წარმოქმნის ტალღებს. მაგნეტრონი ვერ მოერევა ენერგიის დიდ წყაროს და ამიტომ გადააგზავნის მას ღუმელის სხვა ნაწილებში. ასე რომ მიკროტალღური ღუმელის ჩართვა, როცა მასში არაფერი არ დევს, გააფუჭებს მაგნეტრონს და ღუმელის სხვა ნაწილებს. უარეს შემთხვევაში ღუმელის ნაწილები გადახურდება და ცეცხლი გაუჩნდება“.(Abacus Appliance Service Corporation, “Will I Destroy My Microwave If It Runs Empty?” Aug. 16, 2012, abacusappliance.com; see also Julie R. Thomson, “13 Things You Should Never Put in the Microwave,” June 13, 2014, huffpost.com).

  10. იხ. 1 ნეფი 15:24.

  11. 2 ტიმოთე 1:7.

  12. ლუკა 2:40.

  13. ლუკა 2:52.

  14. ლუკა 4:32.

  15. იხ. მათე 4:1–11; ლუკა 4:1–14; მოძღვრება და აღთქმები 20:22.

  16. იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:22.

  17. მოძღვრება და აღთქმები 109:22.

  18. მოძღვრება და აღთქმები 109:23.

  19. იხ. მათე 28:18.

ამობეჭდვა