გენერალური კონფერენცია
მოთმინებას ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება და ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ!
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მოთმინებას ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება და ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ!

როცა მოთმინებას ვავლენთ, ჩვენი რწმენა იზრდება. რწმენის ზრდასთან ერთად კი იზრდება ჩვენი სიხარული.

ორი წლის წინ ჩემი ყველაზე უმცროსი ძმა, ჩედი, საბურველს მიღმა გავიდა. მისმა მეორე მხარეს გადასვლამ დიდი სიცარიელე დაუტოვა გულში ჩემს რძალს, სტეფანის, მათ ორ პატარა ბავშვს - ბრადენსა და ბელას, ასევე ოჯახის დანარჩენ წევრებს. ჩვენ ნუგეში ვიპოვეთ უხუცეს ნილ ლ. ანდერსენის სიტყვებში გენერალური კონფერენციიდან, ერთი კვირით ადრე ჩედის გარდაცვალებამდე: „მიწიერი განსაცდელების წნეხში მოთმინებით იარეთ წინ და მხსნელის განკურნების ძალა მოგიტანთ სინათლეს, წვდომას, სიმშვიდესა და იმედს“ (“Wounded,Liahona, Nov. 2018, 85).

გამოსახულება
ჩედ იაგი ოჯახთან ერთად

ჩვენ გვაქვს რწმენა იესო ქრისტეში; ჩვენ ვიცით, რომ ჩედთან ვიქნებით ოდესღაც, მაგრამ ძალიან მტკივნეულია, რომ ფიზიკურად ის აღარ არის ჩვენთან! მრავალმა დაკარგა საყვარელი ადამიანი. ძნელია, იქონიო მოთმინება და ელოდო იმ დროს, როცა შეუერთდები მათ.

მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს შავი ღრუბელი გადმოგვეფარა. ჩვენ თავს ვაფარებდით წმინდა წერილის კითხვას, უფრო მხურვალედ ვლოცულობდით და უფრო ხშირად დავდიოდით ტაძარში. ამ ჰიმნის სიტყვებმა იმ დროს ჩვენს გრძნობებში გამოძახილი ჰპოვა: „ცის კარი იხსნება, სამყარო იღვიძებს, ღამის სიბნელის ღრუბლები იფანტება“ („The Day Dawn Is Breaking,“ Hymns, no. 52).

ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ 2020 წ. იქნებოდა გამოფხიზლების წელი! ჩვენ ვსწავლობდით გაკვეთილს მომყევი მე -ში ახალი აღთქმიდან, იაკობის წიგნიდან 2019 წ. ნოემბრის ბოლოს, როცა ასეთმა თემამ იჩინა თავი. იაკობი თავი 1 მუხლი 2: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით.“ [ იაკობი 1:2, სქოლიო ]). სურვილით, დაგვეწყო ახალი წელი, ახალი დეკადა, სიხარულით, ჩვენ გადავწყიტეთ, რომ 2020 წ ჩვენ „ყოველივეს სიხარულად ჩავთვლიდით“. ჩვენ ისე ვიყავით ამაში დარწმუნებულები, რომ შობას ჩვენს და-ძმებს ვაჩუქეთ მაისურები წარწერით „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ“. 2020 წ. რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო სიხარულის და გახარების წელი.

და აი, 2020 წ. ამის ნაცვლად მოგვიტანა გლობალური COVID-19 -თან დაკავშირებული პანდემია, სამოქალაქო არეულობა, მეტი სტიქია და ეკონომიკური გამოწვევები. ჩვენი მამაზეციერი ალბათ მოგვცემს დროს, დავფიქრდეთ და განვიხილოთ მოთმინების მცნება და შეგნებულად ავირჩიოთ სიხარული.

იაკობის წიგნი მას შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობის გახდა ჩვენთვის. იაკობი თავი 1 მუხლი 3 და 4 აგრძელებს:

„რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.

„მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი“.

ჩვენს მცდელობებში, ვიპოვოთ სიხარული განსაცდელისას, დაგვავიწყდა, რომ მოთმინების მოპოვება არის გასაღები იმისთვის, რომ ეს განსაცდელები ჩვენს სასარგებლოდ გადაიქცნენ.

მეფე ბენჯამინი გვასწავლიდა, დაგვეთმო ხორციელი ადამიანი და გავმხდარიყავით „წმინდანი უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით და [გავმხდარიყავით], როგორც ბავშვი -- მორჩილი, თვინიერი, თავდმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღსავსე, მზადმყოფნით დაემორჩილოს ყველაფერს “ (მოსია 3:19).

თავი 6 იქადაგე ჩემი სახარება -დან გვასწავლის ქრისტეს ძირითად დახასიათებას, რომლის გამოვლინება შეგვიძლია: „მოთმინება არის უნარი, აიტანო დაგვიანება, პრობლემა, წინააღმდეგობა ან ტანჯვა გაბრაზების, გულგატეხილობის და აღელვების გარეშე. ეს არის უნარი, შეასრულო ღვთის ნება და მიიღო მისი ვადა. როცა მომთმენი ხართ, წნეხის ქვეშ იმყოფებით და შეგიძლიათ, შეხვდეთ უბედურებას მშვიდად და იმედით“.(იქადაგე ჩემი სახარება: მისიონერთა სამსახურის გზამკვლევი, rev. ed. [2019], 126).

მოთმინების სრულყოფილი მოქმედება“ შეიძლება ასევე გამოიხატოს ქრისტეს მოწაფის, სიმონ კანანელის, ცხოვრებით. ზელოტები იყვნენ ებრაელთა ნაციონალისტების ჯგუფი, რომელიც ძლიერად ეწინააღმდეგებოდა რომაელთა კანონს. ზელოტების მოძრაობა იცავდა ძალადობას რომაელებზე, მათ ებრაელ თანამშრომლებზე და სადუკევლებზე, არბევდნენ რა მათ სურსათის გამო და ახდენდნენ სხვა მოქმედებებს თავიანთი საქმის დასახმარებლად (see Encyclopedia Britannica, “Zealot,” britannica.com). სიმონ კანანელი ზელოტი იყო (იხ. ლუკა 6:15). წარმოიდგინეთ სიმონი, რომელიც ცდილობს, დააჯეროს მხსნელი, აიღოს იარაღი, გაუძღვეს შეიარაღებულ ჯგუფს ან შექმნას იერუსალიმში ქაოსი. იესო გვასწავლიდა:

და ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

და ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან შეწყალებულ იქნებიან.

„და ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი: ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“. (მათე 5:5, 7, 9).

სიმონმა შესაძლოა მიიღო და მხარს უჭერდა თავის ფილოსოფიას მონდომებითა და მხურვალედ, მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მხსნელის მაგალითითა და გავლენით მისი მიზანი შეიცვალა. ქრისტეს მოწაფეობა გახდა მისი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი.

როცა ვდებთ ღმერთთან აღთქმებს და ვიცავთ მათ, მხსნელს შეუძლია, დაგვეხმაროს, „ხელახლად ვიშვათ“; დიახ, ვიშვათ ღვთისგან, შევიცვალოთ ხორციელი და დაცემული მდგომარეობა სამართლიანით, ვიქნებით რა გამოსყიდულნი ღმერთის მიერ, ვიქცევით მის ვაჟებად და ასულებად.(მოსია 27:25).

ჩვენი დროის ყველა გულმოდგინე სოციალურ, რელიგიურ და პოლიტიკურ მცდელობებში, დაე, იესო ქრისტეს მოწაფეობა იყოს ის, რაც ყველაზე ხშირად გაისმის და რასთანაც გვაკავშირებენ. „ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“მათე 6:21). მოდით ასევე ნუ დავივიწყებთ, მას შემდეგ, რაც ყველაზე ერთგულმა მოწაფეებმა აღასრულეს „ღვთის ნება“, მათ „მოთმინება მართებდათ“ (ებრაელთა 10:36).

ზუსტად ისე, როგორც ჩვენი რწმენის გამოცდა ბადებს ჩვენში მოთმინებას, მოთმინების გამომჟღავნებისას ჩვენი რწმენა იზრდება. რწმენის ზრდასთან ერთად კი იზრდება ჩვენი სიხარული.

მარტში ჩვენი მეორე ქალიშვილი, ემა, მრავალი სხვა მისიონერის მსგავსად, იძულებულ იზოლაციაში იმყოფებოდა. მრავალი მისიონერი შინ დაბრუნდა. მრავალი მისიონერი კი ახალ დანიშნულებას ელოდებოდა. ბევრმა ვერ მიიღო ტაძრის დალოცვები შრომის ველზე გასვლამდე. გმადლობთ, უხუცესებო და დებო. გვიყვარხართ!

ემა თავის დადნაფიცთან ერთად ნიდერლანდებში ამ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან დაძაბული იყო, ხშირად თითქმის ცრემლებამდე. მათ მხოლოდ ხანმოკლე პირისპირ შეხვედრები და შეზღუდული გარეთ გასვლები ჰქონდათ, მაგრამ ემას დამოკიდებულება ღმერთზე გაიზარდა. ჩვენ ვლოცულობდით მასთან ერთად ონლაინ რეჟიმში და ვკითხეთ, როგორ შეგვეძლო, დავხმარებოდით მას. მან გვთხოვა, დავკაშირებოდით მეგობრებს, რომლებსაც იგი ონლაინ რეჟიმში ასწავლიდა.

ჩვენმა ოჯახმა სათითაოდ დაიწყო ონლაინ დაკავშირება ემას მეგობრებთან ნიდერლანდებში. ჩვენ მოვიწვიეთ ისინი, შემოგვიერთდნენ ჩვენს ყოველკვირეულ, ონლაინ ნათესაურ მომყევი მე -ს სწავლაში. ფლორი, ლაურა, რენსკე, ფრიკი, ბენჯამინი, სტალი და მუჰამედი - ისინი ყველანი ჩვენი მეგობრები გახდნენ. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ნიდერლანდებიდან „ვიწრო კარიბჭეში შემოვიდა“ (3 ნეფი 14:13). სხვებს „ბილიკის სისწორეს“ და „კარიბჭის სივიწროვეს“ უჩვენებენ, „რომელშიც ისინი უნდა შევიდნენ“ (2 ნეფი 31:9). ისინი ჩვენი ქრისტეში დები და ძმები არიან. ყოველ კვირას ჩვენ „ყოველივეს სიხარულად ვთვლით“ როცა ერთად ვმუშაობთ წინსვლაზე აღთქმის გზად.

ჩვენ ვაცდით „მოთმინებას ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება“ (იაკობი 1:4) ამ შეზღუდვისას, როცა ვერ ვხვდებით ერთმანეთს პირადად როგორც მეურვეობა ან ოჯახი. მაგრამ ჩვენ სიხარულად ვთვლით ჩვენი ოჯახების რწმენის გაზრდას ახალი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მოდი და გამომყევი -ს მეშვეობით მორმონის წიგნის შესწავლას.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი დაგვპირდა: „თქვენი უწყვეტი მცდელობები - იმ მომენტებშიც კი, როცა გრძნობთ, რომ დიდად წარმატებულები არ ხართ - შეცვლის თქვენსა და თქვენი ოჯახის ცხოვრებას და სამყაროსაც კი“. (“Go Forward in Faith,” Liahona, May 2020, 114).

ადგილი, სადაც ღმერთთან წმინდა აღთქმებს ვდებთ - ტაძარი - დროებით დაკეტილია. ადგილი, სადაც ღმერთთან წმინდა აღთქმებს ვიცავთ - სახლი - ღიაა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სახლში ვისწავლოთ და ვიფიქროთ სატაძრო წეს-ჩვეულებების განსაკუთრებულ სილამაზეზე. მაშინაც კი, როცა ამ წმინდა ფიზიკურ სივრცეში ვერ შევდივათ, ჩვენი „გულები [იხარებენ] კურთხევების შედეგად, რომლებიც გადმოიღვრება„ (მოძღვრება და აღთმები 110:9).

მრავალმა სამსახური დაკარგა; სხვებმა შესაძლებლობები დაკარგეს. თუმცა ჩვენ ვხარობთ პრეზიდენტ ნელსონთან ერთად, რომელმაც ბოლოს განაცხადა: „ნებაყოფლობითი მარხვის შემოწირულობანი წევრებისგან გაიზარდა, ისევე როგორც ნებაყოფლობითი შემოწირულობანი ჩვენი ჰუმანიტარული ფონდისთვის. … ჩვენ ერთად დავძლევთ ამ რთულ დროს. უფალი დაგლოცავთ, თუკი თქვენ სხვების დალოცვას განაგრძობთ“ (რასელ მ. ნელსონის Facebook გვერდი, 2020 წ. 16 აგვისტოს პოსტი facebook.com/russell.m.nelson).

უფლის ბრძანებაა „გამხნევდით“ და არა გეშინოდეთ (მათე 14:27).

ზოგჯერ ჩვენ მოთმინებას ვკარგავთ, როცა ვფიქრობთ, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ და მაინც არ ვიღებთ იმ დალოცვებს, რომლებსაც ვიმსახურებთ. ენოქი ღმერთთან ერთად დადიოდა 365 წლით იმაზე ადრე, სანამ მისი ხალხი ცაში იქნებოდა აყვანილი. სამას სამოცდახუთ წლიანი მცდელობა, ყველაფერი სწორად აკეთო და აი, აღსრულდა! (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:49.)

ჩემი ძმა ჩედი გარდაიცვალა რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ჩვენ იუტას ოგდენის მისიის თავმჯდომარეობიდან გაგვანთავისუფლეს. საოცარია, რომ სანამ სამხრეთ კალიფორნიაში ვცხოვრობდით, არსებული 417 მისიიდან ჩვენ 2015 წ. ჩრდილოეთ იუტაში გაგვამწესეს. მისიის სახლიდან ჩედის სახლამდე მანქანით 30 წუთში ჩავდიოდით. ჩედს დაუდგინდა კიბო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ მისიაში მოწოდება. ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი ვიცოდით, რომ ჩვენი მამაზეციერი ზრუნავდა ჩვენზე და გვეხმარებოდა სიხარულის პოვნაში.

მე ვმოწმობ მხსნელ იესო ქრისტეს გამომსყიდველ, განმწმენდ, დამამორჩილებელ და სიხარულის მომტან ძალაზე. მე ვმოწმობ, რომ როცა ვლოცულობთ მამაზეციერისადმი იესოს სახელით, იგი გვიპასუხებს. მე ვმოწმობ, რომ თუ ჩვენ გვესმის, ყურს ვუგდებთ და ვითვალისწინებთ უფლისა და მისი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ხმას, „მოთმინებას ექნება სრულყოფილი მოქმედება“ და „ყოველივეს სიხარულად ჩავთვლით“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა