გენერალური კონფერენცია
ახალი ნორმა
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ახალი ნორმა

მე გიწვევთ, მოაბრუნოთ გული, გონება და სული მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტესკენ.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, კონფერენციის ეს ორი დღე დიდებული იყო. მე ვეთანხმები უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდს. როგორც მან აღნიშნა, გზავნილები, ლოცვები და მუსიკა - ყოველივე ეს შთაგონებული იყო უფლის მიერ. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამა თუ იმ სახით მონაწილეობა მიიღო.

ამ სხდომების დროს წარმოგიდგინეთ, როგორ უსმენთ კონფერენციას. მე ვთხოვე უფალს, დამხმარებოდა გამეგო, რას გრძნობთ, რა გაწუხებთ ან რის მოგვარებას ცდილობთ. ვფიქრობდი, რისი თქმა შემეძლო ამ კონფერენციის დასასრულს, რაც დაგმუხტავდათ მომავლის ოპტიმიზმით, რომელიც ვიცი, უფალს სურს, რომ იგრძნოთ.

ჩვენ ვცხოვრობთ დიდებულ დროში, რომელიც წინასწარმეტყველებმა საუკუნეების წინ იწინასწარმეტყველეს. ეს არის ის წყობა, როცა მართალთ მიეცემათ ნებისმიერი დალოცვები.1 მიუხედავად იმ არეულობისა, რომელიც დღეს მსოფლიოშია,2 უფალს სურს, „ვიყუროთ წინ, მომავალში სიხარულის მოლოდინით“.3 მოდით, ნუ დავატრიალებთ გუშინდელი მოგონებების ბორბალს. ისრაელის შეკრება წინ მიიწევს. უფალი იესო ქრისტე თავისი ეკლესიის საქმიანობას განაგებს და იგი მიაღწევს თავის ღვთიურ მიზნებს.

თქვენი და ჩემი გამოწვევაა, დავრწმუნდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი მიაღწევს თავის ღვთიურ პოტენციალს. დღეს ჩვენ ხშირად გვესმის „ახალი ნორმა“. თუ ნამდვილად გსურთ, მიიღოთ „ახალი ნორმა“, გიწვევთ, უფრო მეტად და მეტად მოაბრუნოთ გული, გონება და სული მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტესკენ. დაე, ეს იყოს თქვენი „ახალი ნორმა“.

მიიღეთ „თქვენი ახალი ნორმა“ ყოველდღიური მონანიებით. ეძიეთ, მეტად და მეტად განიწმინდოთ აზრებში, სიტყვებში, საქმეებში. გაუწიეთ სხვებს მზრუნველობა. გქონდეთ მარადისობის ხედვა. განადიდეთ თქვენი მოწოდებები. და რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა დადგეთ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ყოველ დღე ისე იცხოვრეთ, რომ უფრო მეტად იყოთ მზად, შეხვდეთ თქვენს შემქმნელს.4

ამისთვის გვაქვს ტაძრები. უფლის წეს-ჩეულებები და აღთქმები გვამზადებს მარადიული ცხოვრებისთვის, რაც ღვთის ყველაზე დიდი დალოცვაა.5 როგორც იცით, COVID -თან დაკავშირებულმა პანდემიამ მოითხოვა ჩვენი ტაძრების დროებითი დახურვა. შემდეგ დავიწყეთ ფრთხილი, კოორდინირებული ნაწილობრივი გახსნა. ამჟამად, მრავალი ტაძარი მეორე ფაზაშია და ათასობით წყვილი ჩაიბეჭდა და კიდევ ათასობით ადამიანი შეიმოსა ბოლო რამდენიმე თვეში. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ეკლესიის ყველა ღირსეული წევრი კვლავ შეძლებს წმინდა ტაძარში წინაპრებისთვისა და ღმერთის მსახურებას.

ახლა, სიამოვნებით ვაცხადებ ექვსი ახალი ტაძრის მშენებლობას შემდეგ ადგილებში: ტარავა, კირიბატი; პორტ ვილა, ვანუატუ; ლინდონი, იუტა; გრეატა გვატემალა ცითი, გვატემალა; სან პაულუ, ბრაზილია და სანტა კრუზი, ბოლივია.

ამ ტაძრების აშენებისას და მათი შენახვისას ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყოველმა თქვენგანმა ააშენოს და შეინახოს საკუთარი თავი, რათა იყოთ ტაძარში შესვლის ღირსნი.

ახლა, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გლოცათ, აღივსოთ უფალ იესო ქრისტეს სიმშვიდით. მისი სიმშვიდე ჩვენი მიწიერი წვდომის ჩარჩოებს სცდება.6 მე გლოცავთ გაზრდილი სურვილითა და შესაძლებლობით, დაემორჩილოთ ღმერთის კანონებს. მე გპირდებით, რომ როცა ასე მოიქცევით, თქვენზე უხვად გადმოიღვრება დალოცვები, მათ შორის მომატებული გამბედაობა, პირადი გამოცხადება, უფრო მეტი ჰარმონია ოჯახში და სიხარული, გაურკვევლობის ჟამსაც კი.

დაე, ვიაროთ წინ ჩვენი ღვთიური დავალების შესასრულებლად - მოვამზადოთ საკუთარი თავი და სამყარო უფლის მეორე მოსვლისთვის. მე ამაზე ვლოცულობ სიყვარულით თქვენდამი, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა