გენერალური კონფერენცია
უფლის მოიმედენი
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


უფლის მოიმედენი

რწმენა ნიშნავს, გწამდეს ღმერთი კარგ და ცუდ დროში, მაშინაც კი, როცა ტანჯვა გიწევს, სანამ ვერ ვიხილავთ მის მკლავს, ჩვენი გულისთვის გამოვლენილს.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩვენ ყველანი, მე კი ისე, როგორც არავინ, სულმოუთქმელად ველით დასკვნით სიტყვას ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისგან. ეს შესანიშნავი კონფერენცია იყო, მაგრამ უკვე მეორედ COVID-19 -მა შეცვალა ჩვენი შეკრების ტრადიციული ფორმა. ჩვენ ისე დავიღალეთ ამ ვირუსისგან, ლამის თმები დავიგლიჯოთ. და როგორც ჩანს, ზოგიერთმა ჩემმა ძმამ ეს უკვე მოიმოქმედა. გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ გამუდმებით ვლოცულობთ მათთვის, ვისაც ეს ვირუსი ასე თუ ისე შეეხო, განსაკუთრებით მათზე, ვინც ახლობლები დაკარგეს. ყველანი ვეთანხმებით, რომ ეს მეტისმეტად დიდ ხანს გაგრძელდა.

რამდენ ხანს ველოდოთ ამ რთული მდგომარეობის შემსუბუქებას, რომელიც თავს დაგვატყდა? რა ვქნათ, როცა პირად განსაცდელში ვართ, ველით და ველით დახმარებას და იგი ასე ნელა მოდის? რატომ იგვიანებს, როცა ტვირთი იმდენად მძიმე ჩანს, რომ არ შეგვიძლია მისი ზიდვა?

ასეთი კითხვების დასმისას ჩვენ შეგვიძლია, თუკი ვეცდებით, გავიგონოთ ტირილი ცივი, ბნელი ციხის საკნიდან ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთრის დროს, როგორიც იმ ადგილას ოდესმე ყოფილა.

„ო, ღმერთო, სად ხარ? გვესმის ლიბერთი ციხის სიღრმიდან. „და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს? რამდენი ხანი შეაკავებ შენს ხელს“?1 როდემდე, უფალო, როდემდე?

ასე რომ, ჩვენ არ ვართ არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ასეთ შეკითხვებს სვამს, როცა მწუხარება მოგვაწვება ან როცა გულის ტკივილი არ ჩერდება. მე ახლა არ ვსაუბრობ პანდემიებზე ან ციხეებზე, მე ვსაუბრობ თქვენზე, თქვენს ოჯახზე და თქვენს მოყვასზე, რომლებსაც უამრავი მსგავსი გამოწვევა აქვთ. მე ვსაუბრობ მრავალ მათგანზე, ვისაც სურს დაქორწინება და არ არის დაქორწინებული ან მათზე, ვინც დაქორწინებულია მაგამ სურს, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი უფრო ზეციური იყოს. მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც არასასურველი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - იქნებ განუკურნებელიც კი ან ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძვის გენეტიკურ ნაკლს, რომლისთვისაც წამალი არ არსებობს. მე ვსაუბრობ უწყვეტ ბრძოლაზე ემოციურ ან გონებრივ დაავადებებთან, რომლებიც მძიმე ტვირთად ადევს ამდენი ადამიანის სულს და იმ ადამიანთა გულებზე, ვისაც ისინი უყვართ და იტანჯებიან მათთან ერთად. მე ვსაუბრობ ღარიბებზე, რომელთა შესახებაც მხსნელმა გვითხრა, არასოდეს არ დაგვევიწყა ისინი და თქვენზე, ვინც ელის შვილის დაბრუნებას, მიუხედავად მისი ასაკისა, რომელმაც აირჩია სულ სხვა გზა და არა ის, რომელზედაც თქვენ ლოცულობდით მათთვის.

გარდა ამისა, მე ვაღიარებ, რომ არაფერი ამ გრძელი ჩამონათვალიდან, რასაც პირადად ველით, არ ეხება იმ დიდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს, რომლებიც ერთობლივად გვიპირისპირდება. ჩვენი ზეციური მამა აშკარად ელოდება იმას, რომ გავუმკლავდეთ ამ მწვავე საზოგადოებრივ და პირად საკითხებს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში იქნება ისეთი პერიოდები, როდესაც ჩვენი საუკეთესო სულიერი ძალისხმევა და გულწრფელი ლოცვები არ მოგვიტანს იმ გამარჯვებებს, რომლებისკენაც ვილტვოდით, იქნება ეს გლობალური თუ მცირე პირადული საკითხები. ასე რომ, სანამ ერთად ვმუშაობთ და ჩვენს ლოცვებზე პასუხებს ველით, მე გაძლევთ მოციქულის დაპირებას და გეუბნებით, რომ თქვენს ლოცვებს ისმენენ და პასუხობენ, უბრალოდ სავარაუდოდ არა იმ ხერხით და არა იმ დროს, თქვენ რომ გინდათ. მაგრამ ყოველთვის ამ ლოცვებზე პასუხი მოდის იმ დროს და იმ ხერხით, როგორც ამას მარადიული ყოვლისმცოდნე მშობელი უნდა აკეთებდეს. ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, გთხოვთ, გაიგოთ, რომ ის, ვისაც არასოდეს არ სძინავს და არ თვლემს2 ყველაზე მეტად, რაზედაც ღვთიური არსება უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს თავისი შვილების ბედნიერებასა და საბოლოო ამაღლებაზე. იგი არის სუფთა სიყვარული, დიდებით განსახიერებული და მისი სახელი მოწყალე მამაა.

„თუ ასეა“ - შეიძლება იფიქროთ თქვენ, „რატომ არ გაპობს მისი სიყვარული და მოწყალება ჩვენს პირად წითელ ზღვას და არ გაგვატარებს ამ ყველა პრობლემაში მშრალ მიწაზე? განა არ უნდა გამოგვიგზავნოს 21 -ე საუკუნის თოლიები საიდანმე, რათა მათ 21-ე საუკუნის მოსაბეზრებელი კალიები შეჭამონ?

პასუხი ასეთ კითხვაზე არის „კი, ღმერთს შეუძლია დაუყოვნებლივ მოახდინოს სასწაული, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენ ვისწავლით, რომ ჩვენი მიწიერი მოგზაურობის დროსა და ჟამს იგი და მხოლოდ იგი განაგებს“. ის მართავს ამ კალენდარს ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალურად. რამეთუ ყოველი უძლური უმალვე იკურნებოდა, როცა ბეთეზდას აუზში ჩასვლას ელოდებოდა,3 ვიღაცას კი 40 წელი უდაბნოში ლოდინი მოუწევდა, რათა აღთქმულ მიწაზე მოხვედრილიყო.4 რადგან ყოველ ნეფის და ლეხის მათი რწმენის გამო ღვთიური ცეცხლი გარშემოერტყმევა,5 ჩვენ გვყავს აბინადი, რომელსაც ცეცხლზე წვავდნენ მისი რწმენისთვის.6 და ჩვენ გვახსოვს, რომ ელია, რომელმაც მყისიერად მოიწვია ზეციდან ცეცხლი, რათა დაემოწმებინა ბაყალის მღვდლების წინააღმდეგ,7 არის იგივე ელია, რომელმაც გადაიტანა ის დრო, როცა წლების განმავლობაში წვიმა არ იყო და ვინც გარკვეული დროის განმავლობაში იკვებებოდა მხოლოდ იმ მწირი საკვებით, რომელიც ყორნის კლანჭი დაეტეოდა.8 ჩემი შეფასებით ეს არ იქნებოდა ის, რასაც „ბედნიერ სადილს“ დავარქმევდით.

რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რწმენა ნიშნავს, გწამდეს ღმერთი კარგ და ცუდ დროში, მაშინაც კი, როცა ტანჯვა გიწევს, სანამ ვერ ვიხილავთ მის მკლავს, ჩვენი გულისთვის გამოვლენილს.9 ეს შეიძლება ძნელი იყოს ჩვენს თანამედროვე სამყაროში, როცა მრავალს სჯერა, რომ კეთილდღეობის მწვერვალია - არანაირი ტანჯვა და არავინ არასდროს არ უნდა იტანჯებოდის რაიმეს გამო.10 მაგრამ ასეთი რწმენა არასოდეს არ მიგიყვანთ „ქრისტეს სისავსის ასაკის ზომამდე“.11

ბოდიშის მოხდით შევცვლი და დავამატებ უხუცეს ნილ ა. მაქსველის სიტყვებს, რომლებიც მან ერთხელ თქვა და ვიტყვი, რომ „ადამიანის ცხოვრება … არ შეიძლება იყოს ერთდროულად რწმენით სავსე და სტრესისგან თავისუფალი“. არ გამოვა ”ცხოვრაბის წყლებზე გულუბრყვილოდ სრიალი” მორიგი ჭიქა ლიმონათის წრუპვით: ”უფალო, მომეცი ყველა შენი რჩეული სათნოება, მაგრამ დარწმუნდი, რომ არ მომცემ მწუხარებას, სევდას, ტკივილსა და წინააღმდეგობას. გთხოვ, ამაცილე ისინი, ვისაც არ მოვწონვარ ან მიღალატებენ, და რაც მთავარია, არასოდეს არ მაგრძნობინო, რომ შენ ან საყვარელმა ადამიანებმა მიმატოვეს. ფაქტობრივად, უფალო, ფრთხილად იყავი და ამარიდე ყველა ის გამოცდილება, რომელმაც ღვთიური გაგხადა. და შემდეგ, როცა სხვების უხეში სრიალი დამთავრდება, ნება დამრთე, მოვიდე და შენთან ვიცხოვრო, სადაც შევძლებ დავიკვეხნო, რამდენად ვგევართ ერთმანეთს ძალითა და დახასიათებით, და ამ დროს კომფორტული ქრისტიანობის ღრუბელზე სიხარულით ვცურავ.12

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ქრისტიანობა ნუგეშისმომტანია, მაგრამ ხშირად არაკომფორტული. გზა სიწმინდისკენ და ბედნიერებისკენ აქ და შემდგომ იმქვეყნად არის გრძელი და ზოგჯერ ქვიანი. მის გავლას დრო და სიმტკიცე სჭირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე ჯილდო უზარმაზარია. ამ ჭეშმარიტებას ნათლად და დაბეჯითებით გვასწავლიან მორმონის წიგნში ალმას 32-ე თავში . იქ ეს დიდი მღვდელმთავარი გვასწავლის, რომ თუ ღვთის სიტყვა ჩვენს გულში ჩაითესება თესლის მსგავსად და თუ ჩვენ მოვრწყავთ, გავმარგლავთ, მოვუვლით და ხელს შევუწყობთ მის ზრდას, იგი მომავალში მოგვიტანს ნაყოფს, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი … უტკბესი ტკბილთა შორის“ და მისი დაგემოვნებით ჩვენ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა აღარ მოგვწყურდება და აღარ მოგვშივდება.13

ამ თავში მრავალი მნიშვნელოვანი გაკვეთილია მოცემული, მაგრამ ყველას ერთი მთავარი აქსიომა აერთიანებს: ამ თესლს უნდა მოუარო და აცალო გაზრდა; ჩვენ „მოუთმენლად უნდა გვეჭიროს მასზე რწმენის თვალი და ველოდებოდეთ მის ნაყოფს“.14 ჩვენი მოსავალი, - ამბობს ალმა, თანდათან მოდის“.15 საკვირველი არ არის, რომ იგი ასრულებს თავის საოცარ დარიგებას 3-ჯერ მოწოდებით სიბეჯითისკენ და მოთმინებისკენ ღვთის სიტყვის ჩვენს გულებში აღსაზრდელად, „ლოდინით“ - როგორც იგი ამბობს, „სულგრძელობ[ით იმისთვის] - როდის მოისხამს ეს ხე თქვენთვის ნაყოფს“.16

COVID -ი, კიბო, ეჭვი და შეშფოთება, ფინანსური სირთულეები და ოჯახური პრობლემები. როდის მოგვშორდება ეს ტვირთი? პასუხია: „თანდათან“.17 იქნება ეს დიდი დრო თუ პატარა - ყოველთვის ჩვენი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ღვთის მადლით, დალოცვები მოვა მათთან, ვინც მაგრად ჩაეჭიდება იესო ქრისტეს სახარებას. ეს საკითხი გადაწყდა ცნობილ ბაღში, ძალიან განთქმულ მთაზე იერუსალიმში დიდი ხნის წინ.

ახლა, როცა მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს ამ კონფერენციის დასასრულს, დაე, გვახსოვდეს, როგორც რასელ ნელსონი ამჟღავნებდა ამას მთელი ცხოვრება, რომ „უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“.18 მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ეს “თანდათან“ ადრე თუ გვიან, ეს დალოცვები მოვიდეს ყოველ თქვენგანთან, ვინც ეძიებს სევდის შემსუბუქებას და მწუხარებისგან განთავისუფლებას. მე ვმოწმობ ღვთის სიყვარულზე და მისი დიდებული სახარების აღდგენაზე, რომელიც ასე თუ ისე არის პასუხი ყოველ საკითხზე, რომლის წინაშეც დავდგებით ცხოვრებაში. უფალ იესო ქრისტეს გამომსყიდველი სახელით, ამინ.

ამობეჭდვა