2010-2019
გავხდეთ მწყემსები
ოქტომბერი, 2018 წ.


გავხდეთ მწყემსები

იმედია, რომ ისინი, ვისაც მზრუნველობას უწევთ, თქვენში მეგობარს ხედავენ და ხვდებიან, რომ თქვენი სახით მათ ჰყავთ ჩემპიონი და მესაიდუმლე.

ერთი წლის წინ ჩილეში შევხვდი ბავშვს დაწყებითი საზოგადოებიდან, რომელმაც მაიძულა, გამეღიმა. „გამარჯობა“, - მითხრა მან. „მე დევიდი ვარ. თქვენ ჩემზე ისაუბრებთ გენერალურ კონფერენციაზე“?

სიმარტოვეში, მე დევიდის მოულოდნელ მისალმებაზე დავფიქრდი. ჩვენ ყველას გვსურს აღიარება. ჩვენ გვსურს, ვიყოთ მნიშვნელოვანნი, ვახსოვდეთ და ვუყვარდეთ.

დებო და ძმებო, ყოველი თქვენგანი მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენზე არ ისაუბრებენ გენერალურ კონფერენციაზე, მხსნელი გიცნობთ და უყვარხართ. თუ ამის ჭეშმარიტებაში ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ ის, რომ თქვენ მისი ხელისგულებზე ხართ ამოტვიფრულნი“.1

როცა ვიცით, რომ მხსნელს ვუყვარვართ, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ გამოვხატოთ საუკეთესოდ ჩვენი სიყვარული მის მიმართ.

მხსნელი ეკითხება პეტრეს: „გიყვარვარ …“?

პეტრე პასუხობს: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები“.

როცა კითხვა: „გიყვარვარ“? პეტრეს მეორედ და მესამედ დაუსვეს, იგი დაღონდა, მაგრამ მაინც დაუდასტურა თავისი სიყვარული: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ. უპასუხა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები “.2

განა პეტრემ უკვე არ დაამტკიცა, რომ იყო ქრისტეს მოსიყვარულე მიმდევარი? პირველივე შეხვედრიდან ზღვის პირას მან „მაშინვე“ მიატოვა ბადეები და გაჰყვა მხსნელს.3 პეტრე ადამიანთა მებადურე გახდა. იგი მხსნელთან ერთად დადიოდა მისი პირადი მსახურების დროს და ეხმარებოდა მას იესო ქრისტეს სახარების გაზიარებაში.

მაგრამ ახლა აღმდგარმა უფალმა იცოდა, რომ აღარ იქნებოდა პეტრეს გვერდში, რათა ეჩვენებინა, როგორ და როდის ემსახურა. მხსნელის არყოფნაში პეტრეს სჭირდებოდა სულიწმინდის მითითებები, გამოცხადების მიღება და შემდეგ მოქმედებისთვის რწმენა და გამბედაობა. მხსნელს, ფიქრობდა რა თავის ცხვარზე, სურდა, პეტრეს ეკეთებინა ის, რასაც თავად გააკეთებდა, იქ რომ ყოფილიყო. მან სთხოვა პეტრეს, გამხდარიყო მწყემსი.

აპრილში პრეზიდენტმა ნელსონმა მოგვმართა მსგავსი თხოვნით - ვაძოვოთ მამაზეციერის ცხვრები უფრო წმინდა გზით და ვაკეთოთ ეს მზრუნველობის მეშვეობით.4

იმისთვის, რომ ეს თხოვნა შედეგიანი იყოს, ჩვენ უნდა განვავითაროთ მწყემსის გული და გვესმოდეს უფლის სამწყსოს საჭიროებები. როგორ უნდა გავხდეთ ისეთი მწყემსი, როგორიც უფალს სურს, რომ ვიყოთ?

როგორც ყველა სხვა შეკითხვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მხსნელს, იესო ქრისტეს, კეთილ მწყემსს. მხსნელის სამწყსოს იცნობდნენ და დათვლილი ჰყავდათ; მას უვლიდნენ და ღვთის ფარაში იყო შეკრებილი.

იცნობენ და დათვლილი ჰყავთ

როცა ვცდილობთ, მივყვეთ მხსნელის მაგალითს, ჩვენ უნდა პირველ რიგში გავიცნოთ და დავითვალოთ მისი ცხვარი. ჩვენ მიგვამაგრეს კონკრეტულ პირებთან და ოჯახებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ უფლის მთელი ფარა აღრიცხულია და არავინ არ დავიწყებიათ. თუმცა დათვლა ციფრებისთვის არ ხდება; ამას ვახდენთ იმისთის, რომ ყოველმა ადამიანმა იგრძნოს მხსნელის სიყვარული იმ პირის მეშვეობით, ვინც უფლისთვის მსახურობს. ამგვარად, ყველას შეუძლია, დაინახოს, რომ მათ იცნობს მოსიყვარულე მამაზეციერი.

მხსნელი ცხვრებთან

მე ცოტა ხნის წინ შევხვდი ახალგაზრდა ქალს, რომელიც მიამაგრეს მზრუნველობის გასაწევად დასთან, რომელიც მასზე ხუთჯერ უფროსია. მათ ერთად აღმოაჩინეს საერთო ინტერესი - მუსიკა. როცა ეს ახლგაზრდა ქალი მოდის სტუმრად, ისინი ერთად მღერიან და საყვარელ ნაწარმოებებს უზიარებენ ერთმანეთს. მათი მეგობრობა ორივეს ცხოვრებას ლოცავს.

იმედია, ვისაც მზრუნველობას უწევთ, თქვენში მეგობარს ხედავენ და ხვდებიან, რომ თქვენი სახით მათ ჰყავთ ჩემპიონი და მესაიდუმლე ანუ ადამიანი, რომელმაც იცის მათი პირობები და მხარს უჭერს მათ იმედებსა და მისწრაფებებს.

ცოტა ხნის წინ მივიღე დავალება, გამეწია მზრუნველობა დისთვის, რომელიც არც ჩემი მეწყვილე იყო და არც კარგად არ ვიცნობდი. როცა ჩემი 16 წლის მზრუნველობის დასთან, ჯესთან, ვთათბირობდი, მან ბრძნული წინადადება შემოიტანა: „ჩვენ უნდა გავიცნოთ იგი“.

და კორდონი და მისი მზრუნველობის კომპანიონი

ჩვენ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ სელფი და გაცნობის ტექსტი უადგილო არ იქნებოდა. მე ტელეფონი დავიკავე, ჯესმა ღილაკს დააჭირა და ფოტო გადაიღო. ჩვენი მსახურების პირველი შესაძლებლობა ერთობლივი მცდელობა იყო.

პირველი ვიზიტის დროს ვკითხეთ ჩვენს დას, იყო თუ არა მის ცხოვრებაში რამე, რისთვისაც შეგვეძლო, გველოცა. მან გაგვიზიარა პირადი პრობლემა და გვითხრა, რომ სჭირდება ჩვენი ლოცვები. მისმა პატიოსნებამ და ნდობამ მაშინვე სიყვარული აღძრა ჩვენ შორის. რა უპირატესობაა, მოვიხსენიო იგი ყოველდღიურ ლოცვებში.

ლოცვის დროს თქვენ იგრძნობთ იესო ქრისტეს სიყვარულს მათ მიმართ, ვისაც მზრუნველობას უწევთ. გაუზიარეთ მათ ეს სიყვარული. განა რა უნდა იყოს მისი ფარის მწყემსობის იმაზე კარგი ხერხი, ვიდრე დაეხმარო მათ, თქვენი მეშვეობით იგრძნონ უფლის სიყვარული.

ზრუნვის ქვეშ

მწყემსის გულის განვითრების მეორე ხერხია უფლის ფარაზე ზრუნვა. ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, შეგვიძლია თითქმის ყველაფრის გადაადგილება, შეკეთება, გამოსწორება და აშენება. ჩვენ სწრაფად ვუწოდებთ დახმარების ხელს ან თეფშით ნამცხვარს. მაგრამ იქნებ ამაზე მეტიც არსებობს?

იცის ჩვენმა ფარამ, რომ ვზრუნავთ მასზე სიყვარულით და საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით?

მათე 25 ვკითხულობთ:

„მოდით, მამაჩემის რჩეულნო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის მომზადებული სასუფეველი … .

„ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,

„მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?

„როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ?5

დებო და ძმებო, აქ მთავარი სიტყვაა გიხილეთ. მართლებმა იხილეს გასაჭირში მყოფნი, რადგან ისინი აკვირდებოდნენ და ამჩნევდნენ. ჩვენც შეგვიძლია, თვალი გვეჭიროს და სადაც საჭიროა, დავეხმაროთ, ვანუგეშოთ, ვიზეიმოთ და ვიოცნებოთ მათთან ერთად. და როცა ვიმოქმედებთ, შეგვიძლია მათეს დაპირების იმედი გვქონდეს: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს … , მე გამიკეთეთ“.6

მხსნელი ზრუნავს ცხვარზე

ერთმა მეგობარმა (დავარქვათ მას ჯონი) გამიზიარა, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ვხედავთ ვიღაცის ნაკლებად შესამჩნევ საჭიროებას: „ერთ დას ჩემს მეურვეობაში თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა. ორი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქვორუმიდან არც ერთი ადამიანი არ გამოეხმაურა იმ ქალის მეუღლეს ტრავმის გამო. სამწუხაროდ, არც მე არ მიმოქმედია. ბოლოს და ბოლოს, მე ის მამაკაცი ლანჩზე მოვიწვიე. იგი მორცხვი, გულჩათხრობილი ადამიანი იყო. მაგრამ როცა ვთქვი: ‘თქვენმა მეუღლემ თავის მოკვლა სცადა. ეს ალბათ ძალიან მძიმე იყო თქვენთვის. გინდათ, ვისაუბროთ ამაზე’? - იგი აქვითინდა. ჩვენ გულახდილი, პირადი საუბარი გვქონდა და სულ რამდენიმე წუთში არაჩვეულებრივი სიახლოვე და ნდობა ჩამოვაყალიბეთ“.

ჯონმა დაამატა: „ვფიქრობ, ჩვენთან ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ნაცვლად იმისა, ვეცადოთ ისეთ მომენტს სიყვარულითა და გულახდილობით შევეხოთ, ჩვენ იმ ადამიანისთვის ნამცხვარი მიგვაქვს“.7

ჩვენი ცხვარი შეიძლება გულნატკენი, დაკარგული ან საერთოდ გზიდან გადასულია; ჩვენ, როგორც იმათ მწყემსებს, შეგვიძლია, პირველებმა დავინახოთ მათი გასაჭირი. ჩვენ შეგვიძლია განკითხვის გარეშე მოვისმინოთ და გვიყვარდეს, შევთავაზოთ დახმარება და იმედი სულიწმინდის ამოცნობის მითითების მეშვეობით.

დებო და ძმებო, სამყარო უფრო იმედიანი და ხალისიანი ხდება თქვენ მიერ ჩადენილი სიკეთის შთაგონებული მოქმედებებისგან. როცა ეძიებთ უფლის მითითებას იმაზე, როგორ გადმოსცეთ მისი სიყვარული და იხილოთ მათი საჭიროებები, ვისაც მზრუნველობას უწევთ, თქვენ თვალები აგეხილებათ. თქვენი მზრუნველობის წმინდა დავალება გაძლევთ შთაგონების ღვთიურ უფლებას. შეგიძლიათ დაჯერებულად ეძიოთ ეს შთაგონება.

ღვთის ფარაში შეკრებილნი

მესამე: გვსურს, ჩვენი ცხვარი შეიკრიბოს ღვთის ფარაში. ამისათვის უნდა განვიხილოთ, სად იმყოფებიან ისინი აღთქმის ბილიკზე და მზად ვიყოთ, ვიაროთ მათთან ერთად მათი რწმენის გზაზე. ჩვენ გვაკისრია წმინდა უპირატესობა, შევიცნოთ მათი გული და მივმართოთ ისინი მხსნელისკენ.

ცხვარი მიჰყვება კეთილ მწყემსს

და ჯოსივინის ფიჯიდან, სიტყვის სრული მნიშვნელობით უჭირდა აღთქმის გზაზე წინ ყურება. მეგობარმა შენიშნა, რომ ჯოსივინის უჭირდა წმინდა წერილის წაკითხვა მხედველობის გამო. მან ჯოსივინის ახალი სათვალე და ღია ყვითელი ფერის ფანქარი მიუტანა, რათა მას შეძლებოდა იესო ქრისტეს სახელი მოენიშნა მორმონის წიგნში. მზრუნველობის უბრალო სურვილმა - დაეხმაროს წმინდა წერილის შესწავლაში, გამოიღო შედეგი - ჯოსივინი ნათლობიდან 28 წლის შემდეგ პირველად წავიდა ტაძარში.

და ჯოსივინი
და ჯოსივინი ტაძარში

ძლიერია თუ სუსტი ჩვენი ცხვარი, იტანჯება თუ ხარობს - ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ იმაში, რომ არავინ არ მიაბიჯებს ამ გზაზე მარტო. ჩვენ შეგვიძლია, გვიყვარდეს ისინი, სადაც არ უნდა იყვნენ სულიერების გზაზე, მხარი დავუჭიროთ მათ და გავამხნევოთ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. როცა ჩვენ ვლოცულობთ და ვეძიებთ, შევიცნოთ მათი გული, მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერი წინ გაგვიძღვება და მისი სული ჩვენთან იქნება. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიყოთ „მათ შორის ანგელოზები“, როცა იგი წინ მიუძღვის მათ.8

მწყემსი კეთილი თავის ცხვართან ერთად

უფალი გვიწვევს, ვაძოვოთ მისი ცხვარი და ვწყემსოთ მისი ფარა მის მსგავსად. იგი გვიწვევს, ვიყოთ ყოველი ერისა და ქვეყნის მწყემსები. (დიახ, უხუცესო უხტდორფ, ჩვენ გვიყვარს გერმანული ნაგაზები). და მისი სურვილია, ახალგაზრდებიც ჩაერთონ ამ საქმეში.

ჩვენი ახალგაზრდები შეიძლება გახდნენ ჩვენი ყველაზე ძლიერი მწყემსები. ისინი არიან, როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა, „იმ საუკეთესოთა შორის, რომლებიც უფალს ოდესმე გამოუგზავნია დედამიწაზე“. ისინი არიან „კეთილშობილი სულები“, „ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები“, რომლებიც მიჰყვებიან მხსნელს.9 შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ის ძალა, რომელსაც ასეთი მწყემსები გამოავლენენ უფლის ფარის მწყემსობისას? მათ გვერდიგვერდ მზრუნველობის გაწევით ჩვენ სასწაულებს ვიხილავთ.

ახალგაზრდა ქალებო და მამაკაცებო, გვჭირდებით. თუ ჯერ არ გაქვთ მზრუნველობის დავალება, დაელაპარაკეთ მოწყალების საზოგადოების ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტებს. მათ გაუხარდებათ თქვენი მზადყოფნა, შეიცნოთ უფლის ცხვარი, დაითვალოთ იგი, იზრუნოთ მასზე და შეკრიბოთ იგი ღვთის ფარაში.

როცა მოვა ის დღე, როდესაც მუხლს მოვიდრეკთ ჩვენი საყვარელი მხსნელის ფერხთით, გვეცოდინება რა, რომ ვწყემსეთ მისი ფარა, ვლოცულობ, რომ შევძლოთ პეტრეს მსგავსად ვუპასუხოთ: „დიახ, უფალო; შენ იცი, რომ გიყვარვარ“.10 შენი ცხვარი გვიყვარს, უსაფრთხოდაა და შინაა . იესო ქრისტეს სახელით, ამინ.