2010-2019
გინდა განიკურნო?
ოქტომბერი, 2018 წ.


გინდა განიკურნო?

იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, თუ ჩვენ ვირჩევთ მონანიებას და გულის სრულად მხსნელისკენ მობრუნებას, იგი სულიერად განგვკურნავს.

როცა ჩვენი უმცროსი შვილი რამდენიმე თვე მისიაში მსახურობდა და ძმადნაფიცთან ერთად მეცადინეობდა, მან უცებ ყრუ თავის ტკივილი იგრძნო. მან უცნაურად იგრძნო თავი; ჯერ მარცხენა ხელზე კონტროლი დაკარგა, შემდეგ ენა დაუბუჟდა. სახის მარცხენა მხარემ მოშვება დაიწყო. მას გაუჭირდა ლაპარაკი. მან იცოდა, რომ რაღაც ისე არ იყო. მან არ იცოდა, რომ მას ტვინის სამ ადგილას მასიური ინსულტი უნვითარდებოდა. მას შიში დაეუფლა, როცა ნახევრად პარალიზებული გახდა. რაც უფრო მალე მიიღებს ინსულტის მსხვერპლი დახმარებას, მით უფრო კარგად წავა მისი მკურნალობა. მისმა ერთგულმა ძმადნაფიცმა გაბედულად იმოქმედა. მან 911-ში დარეკა და კურთხევა მისცა მეგობარს. საბედნიეროდ სასწრაფო დახმარების მანქანა ხუთ წუთშიადგილზე იყო.

მას შემდეგ, რაც ჩვენი შვილი საავადმყოფოში მიიყვანეს, პერსონალმა სწრაფად შეაფასა სიტუაცია და გადაწყვიტა, მიეცათ ჩვენი შვილისთვის წამალი,1რომელიც პოტენციურად დროის განმავლობაში შეაბრუნებდა ინსულტის პარალიზებულ ეფექტს. თუმცა, რომ არა ინსულტი, წამალი, რომელიც ჩვენს შვილს გამოუწერეს, გამოიწვევდა მძიმე შედეგს, როგორიცაა ტვინში სისხლის ჩაქცევა. ჩვენი შვილი არჩევანის წინაშე დადგა. მან არჩია, მიეღო წამალი. სრული გამოჯანმრთელება მოითხოვდა ოპერაციებს და მრავალ თვეს განსკურნებისთვის, მაგრამ ჩვენმა შვილმა მაინც მოახერხა მისიაში დაბრუნება. მან დაასრულა იგი, მას შემდეგ, რაც ინსულტის შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ჩვენს მამაზეციერს აქვს სრული ძალა და ცოდნა. მან იცის ჩვენი ფიზიკური სირთულეები. მან იცის ავადმყოფობით, დაავადებით, ასაკით, უბედური შემთხვევით ან თანდაყოლილი დაავადებით გამოწვეული ჩვენი ფიზიკური ტკივილი. მან იცის ემოციური სირთულეების შესახებ, რაც უკავშირდება მღელვარებას, მარტოობას, დეპრესიას ან მენთალურ ავადმყოფობას. მან იცის ყოველი ადამიანის შესახებ, რომელმაც გადაიტანა უსამარლობა ან შეურაცხყოფა. მან იცის ჩვენი სისუსტეები, მიდრეკილებები და ცდუნებები, რომლებსაც ვებრძვით.

მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ ყველანი გავდივართ გამოცდას, რათა ვარჩიოთ ბოროტს კეთილი. ისინი, ვინც იცავენ უფლის მცნებებს, იცხოვრებენ მის გარემოცვაში „უსასრულო ბედნიერების მდგომარეობაში“.2 იმისთვის, რომ დაგვეხმაროს თავის დამსგავსების პროცესში წარმატების მიღწევაში, მამაზეციერმა მისცა ყოველი ძალა და ცოდნა თავის ძეს, იესო ქრისტეს. არ არსებობს ფიზიკური, ემოციური ან სულიერი დაავადება, რომელსაც ქრისტე ვერ განკურნავს.3

წმინდა წერილში მოიპოვება მრავალი საოცარი მოვლენა მხსნელის მიწიერი მსახურებიდან, სადაც იესო ქრისტემ გამოიყენა ღვთიური ძალა მათ განკურნებისთვის, ვინც ფიზიკურად იტანჯებოდა.

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ ერთი კაცის შესახებ, რომელიც 38 წლის განმავლობაში ხეიბარი იყო.

„იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: გინდა განიკურნო?

უძლურმა უპასუხა, რომ არავინ არ იყო მასთან ახლოს, როცა მას ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.

“ეუბნება მას იესო: ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე.

„და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა4

ყურადღება მიაქციეთ ამ გვერდიგვერდ არსებულ მოვლენებს - რაოდენ დიდხანს იტანჯებოდა ეს კაცი (38 წელი) და რაოდენ სწრაფად განიკურნა იგი, როცა ამაში მხსნელი ჩაერია. განკურნება as “მაშინვე“ მოხდა.

მეორე შემთხვევაში, ქალი, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა დენისგან, რომელიც მთელი ცხოვრება დადიოდა ექიმებთან, … მიუახლოვდა მას ზურგიდან და მისი ტანსაცმლის კიდეს შეეხო და მაშინვე შეწყდა სისხლდენა. …

„ხოლო იესომ თქვა: ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან.

„ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, … საჯაროდ განაცხადა, … როგორ უცბად განიკურნა“.5

მსახურებისას იესო ასწავლიდა, რომ მას ჰქონდა ძალა ფიზიკურ სხეულზე. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ დროს, რომლის განმავლობაშიც ქრისტეს მიერ განკურნება მოხდება. განკურნება ხდება მისი ნებისა და სიბრძნის მიხიდვით. წმინდა წერილში ზოგი ათწლეულების განმავლობაში იტანჯებოდა, ზოგი კი მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. მიწიერ უძლურებანს შეუძლია ჩვენი განწმენდა და ღმერთზე უფრო ღრმა დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მაგრამ როცა ქრისტეს ვრთავთ ნებას, ჩაერთოს, იგი ყოველთვის სულიერად გვაძლიერებს, ასე რომ უფრო უნარიანნი ვხდებით ჩვენი ტვირთის ზიდვის ატანაში.

საბოლოოდ, ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ფიზიკური დაავადება ან არასრულყოფილება განიკურნება აღდგომის დროს. ეს არის იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძღვენი კაცობრიობისთვის.6

იესო ქრისტეს შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ ჩვენი ფიზიკური სხეულის განკურნება. მას ჩვენი სულის განკურნებაც შეუძლია. წმინდა წერილიდან ვიცით, როგორ დაეხმარა ქრისტე მათ, ვინც სულით სუსტნი იყვნენ და განკურნა ისინი.7 როცა ასეთ შემთხვევებს ვუფიქრდებით, იზრდება ჩვენი იმედი და რწმენა მხსნელის ძალაში, რომელიც დალოცავს ჩვენს ცხოვრებას. იესო ქრისტეს შეუძლია, შეგვიცვალოს გული, განგვკურნოს უსამართლობისა ან შეურაცხყოფის შედეგებისგან და გაგვიძლიეროს დანაკარგისა და გულისტკივილის ატანის უნარი, მოგვიტანს რა სიშვიდეს, რომელიც გაგვაძლებინებს, ბოლომდე ავიტანოთ ცხოვრებისეული გასაჭირი და ემოციურადაც განგვკურნავს.

ქრისტეს ასევე შეუძლია ჩვენი განკურნება, როცა ვცოდავთ. ჩვენ ვცოდავთ, როცა შეგნებულად ვარღვევთ ღმერთის რომელიმე კანონს.8 როცა ვცოდავთ, ჩვენი სული ბინძურდება. ღმერთის გარემოცვაში კი ვერაფერი ბინძური ვერ იარსებებს.9 ცოდვისგან განწმენდა ნიშნავს სულიერ განკურნებას.10

მამაღმერთმა იცის, რომ შევცოდავთ, მაგრამ მან მოგვიმზადა გამოსყიდვის გზა. უხუცესი ლინ ჯ. რობინსი გვასწავლიდა: „მონანიება არ არის [ღმერთის] უკან დასახევი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შეცდომას დავუშვებთ. მოანანიება არის მისი გეგმა, რადგან იცის, რომ დავუშვებთ შეცდომებს“.11 როცა ვცოდავთ, ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ავირჩიოთ კეთილი და არა ბოროტი. მას შემდეგ, რაც შევცოდეთ, მოვინანიებთ და ვირჩევთ სიკეთეს. იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მსხვერპლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ ცოდვებისგან და თუ მოვინანიებთ, კვლავ მოვხვდებით მამაღმერთის გარემოცვაში. სულიერი განკურნება ცალმხრივი არ არის. საჭიროა მხსნელის გამოსყიდვის ძალა, ცოდვილისგან კი და გულწრფელი მონანიება. ვინც ირჩევს, არ მოინანიოს - უარს ამბობს ქრისტეს მიერ შემოთავაზებულ განკურნებაზე. მათთვის გამოსყიდვა თითქოს არც ყოფილა.12

როცა ვთათბირობდი მათთან, ვინც ეძიებდა მონანიებას, გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ ადამიანები, რომლებიც ცოდვაში ცხოვრობენ, ძნელად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. სულიწმინდა აღარ იყო მათთან და ისინი ხშირად ვერ აკეთებდნენ ისეთ არჩევანს, რომელიც მათ ღმერთთან ახლოს მიიყვანდა. ისინი თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში იბრძოდნენ, მათ ეშინოდათ ან რცხვენოდათ ცოდვების შედეგების. ხშირად ისინი გრძნობდნენ, რომ ვერასდროს ვერ შეიცვლებოდნენ და ვერ მიიღებდნენ მიტევებას. ისინი ხშირად მიზიარებდნენ იმის შიშს, რომ მათ საყვარელ ადამიანებს რომ გაეგოთ, რაც ჩაიდინეს, მიატოვებდნენ მათ ან აღარ ეყვარებოდათ ისინი. როცა ისინი ასე ფიქრობდნენ, უბრალოდ ჩუმდებოდნენ და გვერდზე დებდნენ მონანიებას. ისინი შეცდომით ფიქრობდნენ, რომ ჯობდა არ მოენანიებინათ, რათა გული არ ეტკინათ საყვარელი ადამიანებისთვის. მათი აზრით ჯობდა, არ გაევლოთ მონანიების პროცესი ახლა და დატანჯულიყვნენ ამ ცხოვრების შემდეგ. დებო და ძმებო, არასდროს არ არის კარგი მონანიების გადადება. მოწინააღმდეგე ხშირად იყენებს შიშს, რათა უმალვე არ ვიმოქმედოთ ჩვენი იესო ქრისტეში რწენით.

როცა საყვარელი ადამიანები ცოდვის შესახებ გაიგებენ, მათ შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნონ, მაგრამ ხშირად მათ სურთ, დაეხმარონ გულწრფელად მომნანიებელ ცოდვილს, შეიცვალოს და შეურიგდეს ღმერთს. მართლაც, სულიერი განკურნება იზრდება, როცა ცოდვის ჩამდენი გამოტყდება ამაში და მის ირგვლივ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან მას ცოდვების მიტოვებაში. გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტე ძლიერია ცოდვის უდანაშაულო მსხვერპლის განკურნებაში, როცა იგი მას ამას სთხოვს.13

უხუცესმა ბოიდ კ. პაკარმა განაცხადა: „როცა შეცდომებს ვუშვებთ და ცოდვას ვიდენთ სული გვიზიანდება“. მაგრამ მოკვდავი სხეულისგან განსხვავებით, მონანიების პროცესის შემდეგ იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო არ გვრჩება იარები. დაპირება ასეთია: ‘ვინც ცოდვებს მოინანიებს – მიეტევება და უფალს აღარ ეხსომება ისინი“ [მოძღვრება და აღთქმები 58:42].”14

როცა მოვინანიებთ „გულის სრული წადილით“, გამოსყიდვის დიადი გეგმა15მაშინვე“ თავს იჩენს ჩვენს ცხოვრებაში.16 უფალი განგვკურნავს.

ძმადნაფიცი მისიონერი და სამედიცინო პერსონალი, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს შვილს ინსულტის დროს, სწრაფად მოქმედებდნენ. ჩვენმა შვილმა გადაწყვიტა ინსულტის საწინააღმდეგო წამლის მიღება. ინსულტით გამოწვეული პარალიჩის ეფექტი, რომელიც შესაძლოა, მთელი ცხოვრება ჰქონოდა მას, უკუაქციეს. ამის მსგავსად, რაც უფრო მალე მოვინანიებთ და იესო ქრისტეს გამოსყიდვას გამოვიყენებთ ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო მალე განვიკურნებით ცოდვის შედეგებისგან.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიპატიჟა: „თუ გზიდან გადახვედით, … მე გიწვევთ, … დაბრუნდეთ. რაც არ უნდა გაწუხებდეთ, რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა იდგეთ, თქვენ ამ უფლის ეკლესიაში საკუთარი ადგილი გაქვთ. თქვენც და მომავალი თაობებიც დალოცვილნი იქნებიან იმის გამო, რომ თქვენ ახლა დაუბრუნდით აღთქმის ბილიკს.17

ჩვენი სულიერი განკურნება მოითხოვს, დავემორჩილოთ პირობებს, რომლებიც მხსნელმა დაგვისახა. ჩვენ არ უნდა გადავდოთ! ჩვენ დღეს უნდა ვიმოქმედოთ! ახლავე იმოქმედეთ, რათა სულიერმა პარალიჩმა არ დაგაკავოთ მარადიული პროგრესისგან. თუ ჩემი საუბრის დროს იგრძენით, რომ ვინმეს რაღაც დაუშავეთ და პატიება უნდა სთხოვოთ, მე გიწვევთ, იმოქმედოთ. უთხარით, რა ჩაიდინეთ. სთხოვეთ მათ პატიება. თუ ისეთი ცოდვა ჩაიდინეთ, რომელიც ხელს უშლის სატაძრო ღირსებას, მე გიწვევთ, დღსვე სთხოვეთ რჩევა თქვენს ეპისკოპოსს. არ გადადოთ.

ჩემო დებო და ძმებო, ღმერთი ჩვენი მოსიყვარულე მამაა ზეცაში. მან მთელი ცოდნა და ძალა მისცა თავის საყვარელ შვილს, იესო ქრისტეს. მისი მადლით მთელი კაცობრიობა სამუდამოდ განიკურნება ყოველი ფიზიკური დაავადებისგან. იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, თუ ჩვენ ვირჩევთ მონანიებას და გულის სრულად მხსნელისკენ მობრუნებას, იგი სულიერად განგვკურნავს. ეს განკურნება შეიძლება ამწუთიდანვე დაიწყოს. არჩევანი ჩვენზეა.გინდა განიკურნო?

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტემ გადაიხადა იმის საფასური, რომ ჩვენ შევძლოთ განკურნება. მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი - ავიღოთ განკურნების წამალი, რომელსაც იგი გვთავაზობს. აიღეთ იგი დღესვე. არ გადადოთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. წამლის დასახელებაა tPA (ქსოვილების პლაზმინოგენური აქტივატორი).

  2. მოსია 2:41.

  3. იხ. მათე 4:24. ქრისტე კურნავდა ყველას, იმათაც კი, ვინც „სხვადასხვა სნეულებებისგან იტანჯებოდა“, „ეშმაკეულნებს“, „მთვარეულნებს“.

  4. იხ. იოანე 5:5–9.

  5. იხ. ლუკა 8:43-47.

  6. იხ. ალმა 40:23; ჰელამანი 14:17.

  7. იხ. ლუკა 5:20, 23–25; იხ. ასევე ჯოზეფ სმითის თარგმანი, ლუკა 5:23 ( ლუკას 5:23, შენიშვნა a): „ცოდვების მიტევებას უფრო დიდი ძალა სჭირდება თუ ავადმოფის ფეხზე დაყენებას“?

  8. იხ. 1 იოანე 3:4.

  9. იხ. 3 ნეფი 27:19.

  10. იესო ქრისტეს სახარება, „იქადაგე ჩემი სახარება: მისიონერთა სამსახურის სახელმძღვანელო, rev. ed. (2018), lds.org/manual/missionary.

  11. ლინ გ. რიბონსი, „Until Seventy Times Seven” Liahona, May 2018, .

  12. იხ. მოსია 16:5.

  13. მრავალ შემთხვევაში მე მოწმე ვიყავი იმისა, რომ ადამიანები უფრო სწრაფად იკურნებოდნენ, როცა ოჯახის წევრები თავს ევლებოდნენ იმას, ვინც ნდობისა და ერთგულების ფიცი გატეხა. თუ ჭეშმარიტად მომნანიებელ სულს სურს, შეიცვალოს, ოჯახის წევრები, ვინც ეხმარებიან მას სახარების სწავლებაში, გულწრფელ ლოცვაში და ქრისტეს მსგავსად მსახურებაში არა მხოლოდ ეხმარებიან ცოდვილს, შეიცვალოს, არამედ ფართოდ უღებენ კარს საკუთარ განკურნებას. უდანაშაულო მსხვერპლს, რომელიც რჩება ტაძარში შესვლის ღირსი, შეუძლია, დაეხმაროს პიროვნებას, რომელმაც შემთხვევით ჩაიდინა ცოდვა, თუ იგი ეძიებს ზეციურ მითითებებს იმის შესახებ, რა ისწავლონ ერთად, როგორ იმსახურონ და როგორ ჩართონ ოჯახის წევრები მომნანიებელი სულის შეცვლის პროცესში, ამოუდგნენ მას მხარში და გააძლიერონ ისინი, რათა მიიღონ იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალის მადლი.

  14. Boyd K. Packer, “The Plan of Happiness,” Liahona, May 2015, 28.

  15. 3 ნეფი 18:32.

  16. ალმა 34:31.

  17. Russell M. Nelson, “As We Go Forward Together,” Liahona, Apr. 2018, 7.