მორმონის წიგნის როლი რწმენაზე მოქცევაში
ჩვენ საბოლოოდ ვკრებთ ისრაელს და ამას ვახდენთ მორმონის წიგნის დახმარებით, რომელიც რწმენაზე მოქცევის ერთ-ერთი ყვალაზე ძლიერი საშუალებაა.
მრავალი ადამიანი დღეს ფიქრობს ღმერთის რეალობასა და მასთან ურთიერთობაზე. ბევრმა მცირედი რამ იცის ან საერთოდ არაფერი არ იცის მისი ბედნიერების დიადი გეგმის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ეზრა ტაფთ ბენსონმა აღნიშნა, რომ „დღეს … სამყარო მეტ წილად უარყოფს მხსნელის ღვთაებრიობას. ეჭვის ქვეშ აყენებენ მის საოცარ შობას, სრულყოფილ ცხოვრებას და დიდებულ აღდგომას“.1
ჩვენს დროში ეჭვი უჩნდებათ არა მხოლოდ მხსნელის შესახებ, არამედ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ აღდგენილი უფლის ეკლესიის - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის შესახებაც. ეს შეკითხვები ხშირად ეხება ისტორიას, სწავლებებს ან მხსნელის ეკლესიის საქმიანობას.
მორმონის წიგნი გვეხმარება დამოწმების გაძლიერებაში.
იქადაგე ჩემი სახარება-ში ვკითხულობთ: „გახსოვდეთ, რომ ჩვენი წვდომა [მამაზეციერისა და მისი ბედნიერების გეგმის შესახებ] მოდის თანამედროვე წინასწარმეტყველებისგან - ჯოზეფ სმითისა და მისი მემკვიდრეებისგან - რომლებიც იღებენ პირდაპირ გამოცხადებას ღმერთისგან. ასე რომ, პირველი შეკითხვა, რომელსაც ვინმემ უნდა უპასუხოს, არის: იყო თუ არა ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველი და ამ კითხვაზე პასუხი შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ მორმონის წიგნის წაკითხვითა და ლოცვით“.2
ჩემი დამოწმება წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის შესახებ გაძლიერდა მორმონის წიგნი: კიდევ ერთი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ-ის ლოცვით შესწავლის მეშვეობით. მე მივყევი მორონის მოწვევას: „ჰკითხეთ ღმერთს, მარადიულ მამას, იესო ქრისტეს სახელით“, რათა შეიტყოთ მორმონის წიგნის ჭეშმარიტება.3 მე ვმოწმობ, რომ ვიცი: იგი ჭეშმარიტია. ეს ცოდნა მოვიდა ჩემთან ისე, როგორც შესაძლოა, მოვიდეს თქვენთანაც - სულიწმინდის ძალით“.4
მორმონის წიგნის შესავალი ამბობს: „ისინი, რომელნიც მიიღებენ ამ ღვთიურ მოწმობას [მორმონის წიგნის შესახებ] სულიწმინდისგან, ასევე შეიცნობენ იმავე ძალის მეშვეობით, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი, რომ ჯოზეფ სმითი არის მისი განმცხადებელი და წინასწარმეტყველი ამ უკანასკენელ დრეებში და რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის უფლის სასუფეველი, რომელიც კვლავ დაარსდა დედამიწაზე, მესიის მეორე მოსვლამდე“.5
როცა ჩილეში მისიაში მივდიოდი, ვისწავლე ცხოვრების შემცვლელი გაკვეთილი მორმონის წიგნის მოქცევის ძალის შესახებ. მისტერ გონსალესი მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა თავის ეკლესიაში საპატიო პოზიციაზე. მას მრავალმხრივი რელიგიური ცოდნა ჰქონდა, თეოლოგიაში ხარისხის ჩათვლით. იგი საკმაოდ ამაყობდა იმით, რომ ბიბლიის ექსპერტი იყო. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ რელიგიის მკვლევარი იყო.
მან კარგად იცოდა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს მისიონერების შესახებ, რადგან ისინი პერუში, მის მშობლიურ ქალაქში, ლიმაში, მსახურობდნენ. მას ყოველთვის სურდა მათთან შეხვედრა, რათა ბიბლია ესწავლებინა მათთვის.
ერთხელ, როგორც ზეცის საჩუქარი (ასე ფიქრობდა იგი) იგი ორმა მისიონერმა გააჩერა ქუჩაში და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მასთან სახლში მისვლა და წმინდა წერილის გაზიარება. აი აუხდა ოცნება! ეს ლოცვაზე პასუხი იყო. როგორც იქნა, იგი შეძლებდა ამ ახალგაზრდა ბიჭების შეცდომების გამოსწორებას. მან უპასუხა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მათ სახლში წმინდა წერილის განსახილველად.
იგი სულმოუთქმელად ელოდა ამ შეხვედრას. მზად იყო, გამოეყენებინა ბიბლია იმისთვის, რომ მათი მრწამსი უარეყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ბიბლია ნათლად, პუნქტების მიხედვით გამოაჩენდა შეცდომებს მათ სწავლებაში. დადგა შეხვედრის დღე და მისიონერებმა დააკაკუნეს მის კარებზე. მას უხაროდა. როგორც იქნა, მისი დრო დადგა.
მან კარი გააღო და მისიონერები სახლში მიიპატიჟა. ერთ-ერთმა მისიონერმა მას ლურჯი წიგნი მისცა და გულწრფელი მოწმობა გაუზიარა, რომ ეს წიგნი შეიცავდა ღვთის სიტყვას. მეორე მისიონერმა დაამატა თავისი ძლიერი დამოწმება ამ წიგნის ჭეშმარიტებაზე, მოწმობდა რა, რომ იგი გადაითარგმნა ღვთის თანამედროვე წინასწარმეტყველის მიერ სახელად ჯოზეფ სმითი და რომ ის წიგნი ქრისტეზე ასწავლიდა. მისიონერებმა ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ.
მისტერ გონსალესი ხელმოცარული დარჩა. მაგრამ მან წიგნი გადაშალა და დაიწყო მისი გადაფურცვლა. მან წაიკითხა პირველი გვერდი. იგი მიყოლებით კითხულობდა და მეორე დღის შუადღემდე ვერ გაჩერდა. მან მთლიანი წიგნი წაიკითხა და იცოდა, რომ იგი ჭეშმარიტი იყო. მან იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. მან მისიონერებს დაურეკა, გაიარა გაკვეთილები და მთელი ცხოვრება შეწირა უკანსკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობას.
ეს კარგი ადამიანი პროვოში, იუტას შტატში, მმც-ში ჩემი მასწავლებელი იყო. ძმა გონსალესის მოქცევის ისტორიამ და მორმონის წიგნის ძალამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
როცა ჩილეში ჩამოვედი, ჩემმა მისიის პრეზიდენტმა, როიდენ ჯ. გლეიდმა, მოგვიწვია, ყოველ კვირას წაგვეკითხა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მოწმობა, რომელიც ჩაწერილია ჯოზეფ სმითი - ისტორია-ში. მან გვასწავლა, რომ პირველი ხილვის დამოწმებას აქვს პირდაპირი კავშირი ჩვენს დამოწმებასთან სახარებისა და მორმონის წიგნის შესახებ.
მე სერიოზულად მივიღე ეს მოწვევა. წავიკითხე პირველი ხილვაც და მორმონის წიგნიც. მე ვილოცე, როგორც მორონმა გვიკარნახა და ვკითხე: „ ღმერთო, მარადიულო მამავ, იესო ქრისტეს სახელით“6 არის თუ არა მორმონის წიგნი ჭეშმარიტი. მე ვმოწმობ დღეს, რომ ვიცი, როგორც ეს წინასწამეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა, ‘რომ ეს წიგნი არის დედამიწის ზურგზე არსებულ წიგნთა შორის ყველაზე ჭეშმარიტი წიგნი და ჩვენი რელიგიის სომის ქვა და რომ ადამიანი ყველაზე ახლოს მივა ღმერთთან ამ წიგნის რჩევა-დარიგებათა დაცვით, ვიდრე სხვა რომელიმე წიგნის მცნებებით ცხოვრების მიხედვით.“7 წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა ასევე განაცხადა: „გამორიცხეთ მორმონის წიგნი და გამოცხადებები და სად იქნება ჩვენი რელიგია? აღარ იქნება“.8
პირადი მოქცევა
როცა ჩვენ უკეთ გვესმის მორმონის წიგნის მიზნები და ის, ვინ ვართ, ჩვენი მოქცევა უფრო მკაფიო და ღრმა ხდება. უფრო მტკიცდება ჩვენი ვალდებულება - დავიცვათ ღმერთთან დადებული აღთქმები.
მორმონის წიგნის ძირითადი როლია გაფანტული ისრაელის შეკრება. ეს შეკრება აძლევს ღვთის ყოველ შვილს საშუალებას, დადგეს აღთქმის გზაზე და ამ აღთქმების დაცვით დაბრუნდეს უკან, ღმერთის გარემოცვაში. როცა ვასწავლით მონანიებას და ვნათლავთ მოქცეულებს, ჩვენ ამით ვკრებთ გაფანტულ ისრაელს.
მორმონის წიგნში 108 ჯერ არის ნახსენები ისრაელის სახლი. მორმონის წიგნის დასაწყისში ნეფი ასწავლის: „რამეთუ ჩემი ზრახვის სისრულეა დავარწმუნო ადამიანები, მოვიდნენ აბრამის, ისააკისა და იაკობის ღმერთთან და გადარჩნენ“.9 აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი არის იესო ქრისტე, ძველი აღთქმის ღმერთი. ჩვენ გადავრჩებით, როცა მოვალთ ქრისტესთან მისი სახარების მეშვეობით.
მოგვიანებით, ნეფიმ დაწერა:
„დიახ, მამაჩემმა ბევრი ილაპარაკა წარმართებსა და ასევე ისრაელის სახლზე, რომ ის შეიძლება შეადარონ ზეთისხილის ხეს, რომლის რტოებს მოტეხავენ და მთელ დედამიწის ზედაპირზე გაფანტავენ. …
„და მას შემდეფ, რაც ისრაელის სახლი გაიფანტება, ის კვლავ შეიკრიბება; ანუ მას შემდეგ, რაც წარმართები მიიღებენ სახარების სისავსეს, ზეთისხილის ხის ბუნებრივი რტოები ანუ ისრაელის სახლის ნარჩენი დაეყრდნობა ანუ შეიცნობს ჭეშმარიტ მესიას, თავის უფალსა და გამომსყიდველს“.10
ამის მსგავსად, მორმონის წიგნის ბოლოს, წინასწარმეტყველი მორონი გვახსენებს ჩვენს აღთქმებს და გვეუბნება: „რომ აღარ იყო შერცხვენილი, რათა ახდეს მარადიული მამის აღთქმები, რომლებიც მან შენთან დადო, ისრაელის სახლო“11
მარადიული მამის აღთქმები
რა არის მორონის მიერ ნახსენები „მარადიული მამის აღთქმები“? ჩვენ ვკითხულობთ აბრაამის წიგნში:
„მე მქვია იეღოვა და ვიცი დასაბამი და დასასრული; ასე რომ, ხელი მექნება თქვენზედ.
„და გახდებით დიადი ერი და დაგლოცავთ ზომაზე მეტს და თქვენი სახელი ცნობილი იქნება ყოველ ერში და თქვენ იქნებით დალოცვა თქვენი შთამომავლობისთვის და ყოველ ერს გაუწევენ მზრუნველობასა და მღვდლობას“.12
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა ბოლო საერთაშორისო გადაცემაში, რომ „ეს არის უკანასკნელი დღეები და უფალი აჩქარებს თავის საქმეს ისრაელის შეკრებაში. ეს შეკრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. ვერაფერი ვერ შეედრება სიდიადით, მნიშვნელობითა და დიდებულებით. და თუ აირჩევთ ამას, მოინდომებთ ამას, თქვენ გახდებით ამის ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ რაიმე დიდი, დიდებული, დიადის ნაწილი!
„როცა ვსაუბრობთ შეკრებაზე, ჩვენ უბრალოდ ვაცხადებთ ამ ფუნდამენტალურ ჭეშმარიტებას: ჩვენი მამაზეციერის ყოველი შვილი, საბურველის ორივე მხარეს, იმსახურებს იმას, რომ მოისმინოს აღდგენილი სახარების გზავნილი. ისინი თავიანთთვის იღებენ გადაწყვეტილებას, უნდათ თუ არა, შეიტყონ მეტი“.13
ამას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები: ჩვენ ვცდილობთ, მივიყვანოთ სამყარო იესო ქრისტეს სახარების წვდომამდე და მასზე მოქცევამდე. ჩვენ ვართ „უკანასკნელი დღეების შემკრებნი“.14 ჩვენი მისია ცხადია. დებო და ძმებო, დაე, გვიცნობდნენ, როგორც მათ, ვინც გულთან მიიტანა მორონის დაპირება, ილოცა და მიიღო პასუხი მორმონის წიგნის ჭეშმარიტებაზე და შემდეგ გაუზიარა ეს ცოდნა სხვებს სიტყვიერად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმით.
მორმონის წიგნის როლი მოქცევაში
მორმონის წიგნი შეიცავს იესო ქრისტეს სახარების სისრულეს.15 მას მივყავართ მამაზეცირის აღთქმებამდე, რომელთა დაცვის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მის დიდებულ ძღვენს - მარადიულ სიცოცხლეს.16 მორმონის წიგნი არის მამაზეციერის შვილებისთვის რწმენაზე მოქცევის ქვაკუთხედი.
და კვლავ, ციტატა პრეზიდენტ ნელსონისგან: „როცა … ყოველდღიურად წაიკითხავთ მორმონის წიგნს, თქვენ ისწავლით შეკრების დოქტრინას, ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს შესახებ, მის გამოსყიდვაზე და მისი სახარების სისრულეს, რასაც ვერ იპოვით ბიბლიაში. მორმონის წიგნი ისრაელის შეკრების ცენტრია. ფაქტობრივად, მორმონის წიგნის გარეშე ვერ მოხდებოდა ისრაელის შეკრება“.17
ნება მიბოძეთ, დავასრულო მხსნელის სიტყვებით, რომლებითაც იგი ასწავლიდა ნეფიელებს დაპირებულ დალოცვებზე: „თქვენ ხართ წინასწარმეტყველების შვილები; და თქვენ ხართ ისრაელის სახლისა; და თქვენ ხართ იმ აღთქმისა, რომელიც მამაზეციერმა დადო თქვენს მამებთან, უთხრა რა აბრაამს: და შენს შთამომავლობაში დალოცვილი იქნება დედამიწის ყოველი ტომი“.18
მე ვმოწმობ, რომ ჩვენ ვართ ღვთის ძენი და ასულნი, აბრაამის შთამომავლობა, ისრაელის სახლი. ჩვენ საბოლოოდ ვკრებთ ისრაელს და ვაკეთებთ ამას მორმონის წიგნის მეშვეობით, წიგნით, რომელიც უფლის სულიწმინდასთან ერთად არის მოქცევის ყველაზე ძლიერი იარაღი. ჩვენ წინ მიგვიძღვის ღვთის წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი ნელსონი, რომელიც ხელმძღვანელობს ისრაელის შეკრებას დღეს. მორმონის წიგნი ჭეშმარიტია. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე გპირდებით, როგორც მორონი და საუკუნეების მანძილზე სხვა წინასწარმეტყველები, რომ მას თქვენი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია.19 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.