2010-2019
სცადეთ, სცადეთ, სცადეთ
ოქტომბერი, 2018 წ.


სცადეთ, სცადეთ, სცადეთ

მხსნელი თავის სახელს თქვენს გულებში ათავსებს. და თქვენ გრძნობთ ქრისტეს წმინდა სიყვარულს სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, სიტყვით მოგმართოთ. ეს კონფერენცია ჩემთვის სულის ასამაღლებელი და ჭკუის სასწავლებელი იყო. სულიწმინდის მეშვეობით მუსიკამ და გაჟღერებულმა სიტყვებმა გულში შეაღწია. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ იმავე სულმა მოიტანოს თქვენამდე ის, რასაც ვიტყვი.

მრავალი წლის წინ მე შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილის ოლქის პრეზიდენტის პირველი მრჩეველი ვიყავი. მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, როცა ჩვენს პატარა მრევლებისკენ ვმოგზაურობდით: „ჰალ, როცა ვინმე შეგხვდება და მას მოექცევი ისე, თითქოს ის დიდ გასაჭირშია, ნახევარზე მეტ შემთხვევაში ეს ასეც იქნება“. ის არა მხოლოდ მართალი აღმოჩნდა, არამედ წლების განმავლობაში გაირკვა, რომ პროპორციულად ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალი იყო. დღეს მინდა გაგამხნევოთ იმ სირთულეების გამო, რომლების წინაშეც აღმოჩნდით.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება შექმნა მოსიყვარულე ღმერთმა, როგორც გამოცდა და ჩვენი ზრდის საშუალება. თქვენ გახსოვთ ღმერთის სიტყვები თავის შვილებისადმი სამყაროს შექმისას: „და ჩვენ გამოვცდით მათ აქ, რათა დავინახოთ, შეასრულებენ თუ არა ყველაფერს ისე, როგორც უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ“.1

დასაბამიდანვე გამოცდები არ იყო ადვილი. ჩვენ ვდგებით ისეთი სირთულეების წინაშე, რომლებიც გამომდინარეობს მოკვდავი სხეულების გამო. ყველანი ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სატანას ომი ჭეშმარიტებისა და პირადი ბედნიერების წინააღმდეგ უფრო და უფრო მძაფრდება. სამყარო და თქვენი პირადი ცხოვრება შეიძლება მოგეჩვენოთ უფრო და უფრო არეული.

მე გარწმუნებთ: მოსიყვარულე ღმერთმა, რომელმაც დაუშვა ეს გამოცდები თქვენს ცხოვრებაში, ასევე შექმნა მათი ჩაბარების საშუალება. მამაზეციერმა ისე შეიყვარა სამყარო, რომ გამოგზავნა თავისი საყვარელი შვილი ჩვენს დასახმარებლად.2 მისმა ძემ, იესო ქრისტემ, ჩვენთვის სიცოცხლე შეწირა. იესო ქრისტემ იტვირთა ჩვენი ცოდვების სიმძიმე გეთსიმანიასა და ჯვარზე. მან გადაიტანა მწუხარება, ტკივილი და ჩვენი ცოდვების შედეგები, რათა შეძლებოდა ჩვენი ნუგეშის ცემა და გავეძლიერებინეთ ცხოვრების ყოველი გამოცდის დროს.3

თქვენ გახსოვთ, უფალმა უთხრა თავის მსახურებს:

„მამა და მე ვართ ერთნი. მე ვარ მამაში, მამა კი ჩემში; და რამდენადაც მიმიღეთ მე, იმდენად ხართ ჩემში და მე - თქვენში.

„ასე რომ, მე თქვენს შორის ვარ და ვარ მწყემსი კეთილი, ასევე ისრაელის კლდე. ის, ვინც ამ კლდეზე ააშენებს, არასდროს არ დაიღუპება“.4

ჩვენმა წინასწარმეტყველმა, უხუცესმა რასელ მ. ნელსონმა, ზუსტად იგივე თქვა. იმაზე მეტიც, მან ახსნა, როგორ უნდა ავაშენოთ კლდეზე და მოვათავსოთ უფლის სახელი გულში, რათა ის წინ მიგვიძღვოდეს განსაცდელის ჟამს.

მან თქვა: „თქვენ, რომლებიც ამ წუთას გულგატეხილნი ხართ, გახსოვდეთ: ცხოვრება არც უნდა იყოს ადვილი. სირთულეებიც და გლოვაც უნდა აიტანოთ. როგორც გახსოვთ, ‘ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი’ (ლუკა 1:37). იცოდეთ, რომ იგი თქვენი მამაა. თქვენ ხართ მის ხატად შექმნილი მისი ძენი და ასულნი, რომლებსაც, თუ ხართ ღირსნი, გეძლევათ გამოცხადება, რათა გაუმკლავდეთ მართალ მცდელობებს. თქვენ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე უფლის სახელი. თქვენ მოგეცემათ უფლება, ილაპარაკოთ ღმერთის წმინდა სახელით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:20)“.5

პრეზიდენტ ნელსონის სიტყვები გვახსენებს იმ დაპირებას, რომელიც გვაქვს ზიარების ლოცვაში და ეს არის დაპირება მამაზეციერისგან, რომელსაც იგი შეასრულებს, თუკი ჩვენ, ჩვენი მხრიდან, შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს.

მოუსმინეთ სიტყვებს: „ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს პური ყველა იმ არსებისათვის, ვინც მიიღებს მას შენი ძის სხეულის მოსაგონებლად, და იყვნენ მოწმენი შენს წინაშე ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ ისინი მზად არიან მიიღონ შენი ძის სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ და დაიცვან მის მიერ მიცემული მცნებანი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ.6

ყოველთვის, როცა ვამბობთ სიტყვას ამინ როცა ამ ლოცვას წარმოთქვამენ ჩვენთვის, ჩვენ ვდებთ ფიცს, რომ პურის მიღებით მზად ვართ, ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს წმინდა სახელი, ყოველთვის გვახსოვდეს იგი და დავიცვათ მისი მცნებები. ამის სანაცვლოდ იგი კი გვპირდება, რომ მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან. ამ დაპირებების გამო მხსნელი არის კლდე, რომელზეც შეგვიძლია, უსაფრთხოდ და შიშის გარეშე წინ აღვუდგეთ ქარიშხალს.

როცა ვუფიქრდებოდი აღთქმის სიტყვებს და შესაბამის დალოცვებს, ვფიქრობდი, რას ნიშნავს, მზად იყო, აიღო საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი.

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა აგვიხსნა: „მნიშვნელოვანია ის, რომ როცა ვიღებთ ზიარებას, ჩვენ არ ვმოწმობთ, რომ ვიღებთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს. ჩვენ ვმოწმობთ ჩვენს მზადებას. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77). ის ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ ვმოწმობთ ჩვენს მზადებას, გვაფიქრებს იმაზე, რომ კიდევ რაღაც უნდა მოხდეს, სანამ ნამდვილად ავიღებთ საკუთარ თავზე ამ წმინდა სახელს ყველაზე მნიშვნელოვანი გაგებით“.7

მტკიცებულება, რომ მზად ვართ, ავიღოთ საკუთარ თავზე მისი სახელი გვეუბნება, რომ როცა პირველად მოვინათლეთ და ავიღეთ საკუთარ თავზე მისი სახელი, ეს ამით არ დამთავრებულა. ჩვენ ცხოვრების განმავლობაში მუდამ უნდა ვიღებდეთ მის სახელს, მაშინაც კი, როცა ვანახლებთ აღთქმას ზიარების მაგიდასთან და ვდებთ აღთქმებს უფლის წმინდა ტაძრებში.

ასე რომ, ყოველმა ჩვენგანმა უნდა უპასუხოს კითხვას: „რას უნდა ვაკეთებდე იმისთვის, რომ ავიღო საკუთარ თავზე მისი სახელი“? და „როგორ გავიგო, რომ მაქვს წინსვლა“?

პრეზიდენტ ნელსონის განცხადება გვაწვდის კარგ პასუხს. მან თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ მხსნელის სახელი საკუთარ თავზე და მისი სახელით ვისაუბროთ. როცა მისი სახელით ვსაუბრობთ, ჩვენ მას ვემსახურებით. „აბა, როგორ ეცოდინება ადამიანს ბატონი, რომელსაც არ ემსახურა და რომელიც უცხოა მისთვის და შორს არის მისი აზრებიდან და გულის წადილიდან“?8

მისი სახელით საუბარი მოითხოვს რწმენის ლოცვას. საჭიროა მხურვალე ლოცვა მამაზეციერისადმი, რათა გავიგოთ, რა სიტყვები უნდა ვთქვათ, რომ დავეხმაროთ მხსნელს მის საქმეში. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ დაპირების ღირსნი: „გინდა ჩემი ხმით ითქვას და გინდა ჩემი მსახურების ხმით - ეს ერთი და იგივეა“.9

დიახ, საკუთარ თავზე მისი სახელის აღება მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ მისი სახელით საუბარი. იმისთვის, რომ მის მსახურებად ვითვლებოდეთ, გულში გარკვეული გრძნობები უნდა ვიქონიოთ.

წინასწარმეტყველმა მორმონმა აღწერა ის გრძნობები, რომლებიც ღირსად გვხდის, საკუთარ თავზე ავიღოთ მისი სახელი. ეს გრძნობები მოიცავს რწმენას, იმედსა და მოწყალებას, რაც ქრისტეს წმინდა სიყვარულია.

მორმონმა ახსნა:

„მაგრამ, აჰა, ჩემო ძმებო, უკეთესად ვიმსჯელებ თქვენზე, ვინაიდან განვსჯი, რომ გაქვთ ქრისტეში რწმენა, თქვენი თვინიერების გამო; ვინაიდან თუ არ გექნებათ მასში რწმენა არ შეესაბამებით იმას, რომ ითვლებოდეთ მისი ეკლესიის ხალხს შორის.

„და კიდევ, ჩემო საყვარელო ძმებო, მინდა გითხრათ იმედის შესახებ. როგორ შეგიძლიათ, მოიპოვოთ რწმენა, თუ არ გექნებათ იმედი?

“და რა არის ის, რისი იმედიც უნდა გქონდეთ”? “აჰა, გეუბნებით, რომ უნდა იქონიოთ იმედი ქრისტეს გამოსყიდვისა და მისი აღდგომის ძალის მეშვეობით, რათა აღსდგეთ მარადიული ცხოვრებისთვის და ეს თქვენი მასში რწმენის გამო”.

„ამითომ, თუ ადამიანს აქვს რწმენა, მას უნდა ჰქონდეს იმედი; ვინაიდან რწმენის გარეშე შეუძლებელია რაიმე იმედი.

„და კვლავ, აჰა, მე გეუბნებით: მას ვერ ექნება რწმენა და იმედი, თუ არ იქნება თვინიერი და გულით მდაბალი.

„თუ ასეა, ამაოა მისი რწმენა და იმედი, ვინაიდან არავინ არ არის ღმერთის წინაშე მისაღები, გარდა გულში თვინიერისა და მდაბლის; და თუ ადამიანი გულში თვინიერი და მდაბალია და აღიარებს სულიწმინდის ძალით, რომ იესო არის ქრისტე - უნდა ჰქონდეს მოწყალება; ვინაიდან, თუ არ აქვს მოწყალება, იგი არის არარაობა; ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს მოწყალება.

მას შემდეგ, რაც მორმონმა ახსნა მოწყალება, იგი აგრძელებს:

„მაგრამ მოწყალება არის ქრისტეს წმინდა სიყვარული და გრძელდება მარად; და ვისაც ექნება ის უკანასკნელ დღეს, კეთილი იქნება მასთან.

„ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ილოცეთ მამისადმი გულის მთელი ძალით, რათა აღივსოთ ამ სიყვარულით, რომელიც მან უბოძა თავისი ძის, იესო ქრისტეს, ყოველ ჭეშმარიტ მიმდევარს; რომ იქცეთ ღვთის შვილებად; რათა მისი გამოცხადებისას ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი, ვინაიდან მას ვიხილავთ, როგორც არის; დაე, გვქონდეს ეს იმედი; დაე, განვიწმინდოთ ისე, როგორი წმინდაც არის იგი. ამინ“.10

მე ვმოწმობ, რომ მხსნელი თავის სახელს თქვენს გულებში ათავსებს. მრავალი თქვენგანისთვის რწმენა მასში იზრდება. თქვენ უფრო იმედიანად და ოპტიმისტურად გრძნობთ თავს. და თქვენ გრძნობთ ქრისტეს წმინდა სიყვარულს სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ.

მე ამას ვხედავ მისიონერებში მთელს მსოფლიოში. ასევე წევრებში, რომლებიც ესაუბრებიან მეგობრებს და ოჯახის წევრებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ელესიის შესახებ. კაცები, ქალები, ახალგაზრდები და ბავშვებიც კი მსახურობენ მხსნელისა და მოყვასის სიყვარულის გამო.

როგორც კი სადმე მსოფლიოში სტიქიაა, წევრები აწყობენ გეგმებს, წავიდნენ ადამიანების გადასარჩენად, ზოგჯერ ოკეანის მიღმაც კი, როცა მათ ამას არც კი სთხოვენ. ზოგჯერ მათ რთული ეჩვენებათ ლოდინი იმისთვის, რომ დაზარალებულმა მხარემ მიიღოს ისინი.

მე მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი, ვინც დღეს მისმენს, იგრძნობს, რომ მისი რწმენა და იმედი სირთულეებმა გადაფარა. და თქვენ შეიძლება ძლიერ გსურთ, იგრძნოთ სიყვარული.

დებო და ძმებო, უფალს აქვს თქვენთვის მისი სიყვარულის შეგრძნებისა და გაზიარების საშუალებები. თქვენ შეგიძლიათ დაჯერებულად ილოცოთ უფლისადმი, რათა წინ გაგიძღვეთ მის ნაცვლად სხვისთვის სიყვარულის გაზიარებაში. იგი თქვენი მსგავსი მორჩილი მოხალისეების ლოცვებს პასუხობს. თქვენ იგრძნობთ ღმერთის სიყვარულს თქვენთვის და იმ პიროვნებისთვის, რომელსაც უფლისთვის ემსახურებით. როცა ეხმარებით ღვთის შვილებს მათ გასაჭირში, თქვენი გაჭირვება თითქოს უფრო მსუბუქი ხდება. თქვენი რწმენა და იმედი გაძლიერდება.

მე ამ ჭეშმარიტების მოწმე ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი მეუღლე უფლის სახელით საუბრობდა და ემსახურებოდა ხალხს უფლისთვის. როგორც ამის წინ ვთქვი, ერთხელ ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა მითხრა: „გაოცებული ვარ. ყოველთვის, როცა გავიგებ, რომ ჩვენს მეურვეობაში ვიღაცა გასაჭირშია, ვჩქარობ, დავეხმარო. ყოველთვის, როცა ადგილზე მივდივარ, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თქვენი მეუღლე იქ უკვე იყო. ეს ასე იყო ყველგან, სადაც ვცხოვრობდით 56 წლის განმავლობაში.

ახლა მას დღეში რამდენიმე სიტყვის თქმა შეუძლია. მას ინახულებენ ისინი, ვისაც იგი უფლის სიყვარულს უზიარებდა. ყოველ დილით და საღამოს მე მასთან ერთად ვმღერი ჰიმნებს და ვლოცულობ. ლოცვებსა და სიმღერებს მე ვაჟღერებ. ზოგჯერ ვხედავ, როგორ იმეორებს იგი გულში ჰიმნის სიტყვებს. მას საბავშვო სიმღერები ურჩევნია. ყველაზე მეტად მას მოსწონს ჰიმნში „ვცდილობ, დავემსგავსო ქრისტეს“ თავმოყრილი აზრი.11

ცოტა ხნის წინ, როცა მისამღერს მღეროდა: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტეს უყვარდით. ეცადეთ, გამოხატოთ სიკეთე ყველაფერში, რასაც აკეთებთ“, მან რბილად, თუმცა გარკვევით, თქვა: „სცადეთ, სცადეთ, სცადეთ“. ვფიქრობ, იგი აღმოაჩენს, როცა დაინახავს მას, რომ მხსნელმა თავისი სახელი მის გულში მოათავსა და იგი უფალს დაემსგავსა. მას იგი გასაჭირში ხელით ატარებს ისე, როგორც გატარებთ იგი თქვენ თქვენს გასაჭირში.

მე ვმოწმობ, რომ მამა ღმერთი გიცნობთ და მას უყვარხართ. მან იცის თქვენი სახელი ისე, როგორც თქვენ იცით მისი. მან იცის თქვენი მწუხარება. მან გამოიარა ყოველივე ეს. თავისი გამოსყიდვით მან სძლია სოფელს. და რადგან თქვენი სურვილით აიღეთ საკუთარ თავზე მისი სახელი, თქვენ უამრავი ადამიანის ტვირთს შეამსუბუქებთ. და დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ უკეთ შეიცანით მხსნელი და უფრო მეტად შეგიყვარდათ იგი. მისი სახელი იქნება თქვენს გულებში და დაგრჩებათ მეხსიერებაში. ამ სახელით თქვენ მოგმართავენ. მე ამას ვმოწმობ მადლიერებით მისი მოსიყვარულე სიკეთის გამო ჩემი, ჩემი ახლობლებისა და თქვენ მიმართ, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.