2010-2019
გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები
ოქტომბერი, 2018 წ.


გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები

გიტოვებთ ჩემს სიყვარულსა და დალოცვებს, რათა შეძლოთ უფლის სიტყვით ნადიმი და გამოიყენოთ მისი სწავლება პირად ცხოვრებაში.

ეს იყო შთამაგონებელი ისტორიული კონფერენცია. ჩვენ ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს. ჩვენ მივიღეთ მოტივაცია, უკეთ ვიმოქმედოთ და უკეთესი პიროვნებები გავხდეთ. კათედრიდან ჩვენი მთავარი ხელმძღვანელებისა და მაღალი წოდების პირთა მიერ გაჟღერებული გზავნილები და ასევე მუსიკა დიდებული იყო. მე მოგიწოდებთ, ამ კვირიდან დაიწყოთ მოსმენილი გზავნილების შესწავლა.1 ეს გამოსვლები გამოხატავს უფლის ნებასა და აზრს დღეს, თავისი ხალხისადმი.

ახალ, ოჯახზე ორიენტირებულ, ეკლესიის მიერ მოწონებულ ინტეგრირებულ სასწავლო გეგმას აქვს ოჯახების ძალის გახსნის პოტენციალი, თუკი ყოველი ოჯახი შეგნებულად მიჰყვება მას და გულმოდგინედ აქცევს თავის სახლს რწმენის თავშესაფრად. მე გპირდებით, რომ თუ ბეჯითად იმუშავებთ თქვენი ოჯახის გარდაქმნაზე და მას სახარების შესწავლის ცენტრად აქცევთ, დროთა განმავლობაში თქვენი შაბათის დღე სიხარულით სავსე იქნება. თქვენი შვილები ინტერესით შეისწავლიან მხსნელის სწავლებას და იცხოვრებენ მისი მიხედვით; მოწინააღმდეგის გავლენა თქვენს ცხოვერბაზე და თქვენს ოჯახზე კი შესუსტდება. ცვლილებები თქვენს ოჯახში მდგრადი და გასაოცარი იქნება.

ამ კონფერენციის მსვლელობისას ჩვენ გავაძლიერეთ გადაწყვეტილება, გავწიოთ იმისთვის აუცილებელი ძალისხმევა, რომ პატივი ვცეთ უფალ იესო ქრისტეს ყოველ ჯერზე, როცა მის ეკლესიას მივმართავთ. მე გპირდებით, რომ როცა მკაცრად გავაკონტროლებთ იმას, რომ გამოვიყენოთ მხსნელის ეკლესიისთვის და მისი წევრებისთვის სწორი სახელწოდება, გაიზრდება ეკლესიის წევრების რწმენა და უფრო დიდი სულიერი ძალა გახდება მათთვის ხელმისაწვდომი.

ახლა, მოდით, დავუბრუნდეთ ტაძრების თემას. ჩვენ ვიცით, რომ ტაძარში გატარებული დრო გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ოჯახების ხსნისა და ამაღლებისთვის.

მას შემდეგ, რაც მივიღებთ ჩვენს საკუთარ სატაძრო წეს-ჩვეულებებს და დავდებთ წმინდა აღთქმებს ღმერთთან, ყოველ ჩვენგანს დასჭირდება უწყვეტი სულიერი გაძლიერება და განსწავლა, რაც შესაძლებელია მხოლოდ უფლის სახლში. ჩვენს წინაპრებს ვჭირდებით მათთვის შემცვლელი წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად.

დაფიქრდით ღვთის დიად მოწყალებასა და სამართალზე, რომელმაც სამყაროს შექმნამდე უზრუნველყო სატაძრო დალოცვები იმ გარდაცვლილთათვის, რომლებიც ამ ქვეყნიდან სახარების ცოდნის გარეშე წავიდნენ. ეს წმინდა რიტუალები უძველესია. ჩემთვის ეს სიძველე ამაღელვებელია და არის კიდევ ერთი მტკიცებულება მათი უტყუარობისა.2

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მოწინააღმდეგის იერიში უფრო და უფრო იზრდება თავისი ინტენსიურობითა და მრავალფეროვნებით.3 არასდროს არ ყოფილა ამაზე დიდი საჭიროება, სისტემატიურად ვიაროთ ტაძარში. გევედრებით, ლოცვით გადახედეთ იმას, როგორ ხარჯავთ დროს. მიუძღვენით დრო თქვენი და თქვენი ოჯახის მომავალს. თუკი გაქვთ ტაძარში სიარულის საშუალება, გარწმუნებთ, იპოვოთ დრო და სისტემატიურად დაუნიშნეთ ღმერთს შეხვედრა მის წმინდა სახლში და იარეთ ამ შეხვედრებზე სიზუსტითა და სიხარულით. მე გპირდებთ, რომ უფალი მოავლენს იმ საოცრებებს, რომლებიც თქვენ გესაჭიროებათ, რამეთუ მან იცის, რომ თქვენ მსხვერპლს გაიღებთ მის ტაძარში მსახურებისთვის.

ამჟამად გვაქვს 159 მიძღვნილი ტაძარი. ამ ტაძრებზე ზრუნვა და მათი შენახვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდაუვალია, რომ დროთა განმავლობაში ტაძრებს ესაჭიროება განახლება და ხელის შევლება. ამის გამო ახლა ვადგენთ სოლთ ლეიქ ტაძრისა და სხვა პიონერთა თაობის ტაძრების განახლების გეგმებს. ამ პროექტთან დაკავშირებული დეტალები გაჟღერდება პროექტების განვითარებისთანავე.

დღეს სიამოვნებით ვაცხადებთ კიდევ 12 ტაძრის მშენებლობას. ეს ტაძრები აშენდება შემდეგ ადგილებში: მენდოზა (არგენტინა); სალვადორი (ბრაზილია); იუბა სითი (კალიფორნია); პნომ პენი (კამბოჯა); პრაია (კაპე ვერდე); იგო (გუამი); პუებლა (მექსიკა); აუქლენდი (ახალი ზელანდია); ლაგოსი (ნიგერია); დავაო (ფილიპინები); სან ხუანი (პუერტო რიკო) და ვოშინგტონ ქაუნთი (იუტა).

ტაძრების მშენებლობით შეიძლება არ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება თქვენ მიერ ტაძარში გატარებული დრო. მინდა გავამხნევო ისინი, ვინც დიდი ხანია არ ყოფილან ტაძარში: მოემზადეთ და რაც შეიძლება მალე წადით იქ. შემდეგ, გიწვევთ, თაყვანი სცეთ ტაძარში ღმერთს და ილოცოთ, რომ ღრმად იგრძნოთ მხსნელის უსასრულო სიყვარული თქვენ მიმართ, რათა ყოველმა თქვენგანმა მიიღოს საკუთარი მოწმობა იმაზედ, რომ იგი აგრძელებს ამ წმინდა, დროის გარეშე საქმის მართვას.4

დებო და ძმებო, მადლობას გიხდით რწმენისთვის და მხარში დგომის ძალისხმევისთვის. გიტოვებთ ჩემს სიყვარულსა და დალოცვებს, რათა შეძლოთ უფლის სიტყვით ნადიმი და გამოიყენოთ მისი სწავლება პირად ცხოვრებაში. გარწმუნებთ, რომ გამოცხადება გრძელდება ეკლესიაში და გაგრძელდება, „სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიდი იეღოვა არ გვეტყვის, რომ საქმე შესრულდა“.5

მე გლოცავთ უფალ იესო ქრისტესა და მისი წმინდა საქმის მიმართ უფრო დიდი რწმენითა და მოთმინებით, რათა ბოლომდე გაუძლოთ პირად სირთულეებს ცხოვრებაში. მე გლოცავთ, გახდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანნი. მე გლოცავთ და ვმოწმობ: ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე. ეს მისი ეკლესიაა. ჩვენ ვართ მისი ხალხი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. გენერალური კონფერენციის გზავნილები ინტერნეტში LDS.org და სახარების ბიბლიოთეკაში. ისინი დაიბეჭდება ჟურნალებში Ensign და Liahona. საეკლესიო ჟურნალები - New Era ან Friend, ფოსტით გამოგზავნილი თუ ინტერნეტიდან გადმოტვირთული, ოჯახზე ორიენტირებული სახარების სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია.

  2. იხ. მაგ. გამოსვლა 28; 29; ლევიანები 8.

  3. იხ. მოსია 4:29.

  4. იხ. უილფორდ ვუდროფი: “The Law of Adoption,” discourse delivered at the general conference of the Church, Apr. 8, 1894. პრეზიდენტმა ვუდროფმა თქვა: „გამოცხადებები არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ღვთის საქმე. … ეს საქმე არ შეწყდება, სანამ არ მივა სრულყოფილებამდე“ (Deseret Evening News, Apr. 14, 1894, 9).

  5. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 142.

ამობეჭდვა