წმინდა წერილი
ეფერი 5


თავი 5

სამი მოწმე და თავად საქმე წარსდგება მორმონის წიგნის ჭეშმარიტების დასამოწმებლად.

1 და ახლა, მე მორონიმ, დავწერე ეს სიტყვები, რომლებიც ნაბრძანები მქონდა, დამეწერა ჩემი მეხსიერებისამებრ; და გითხარი იმის შესახებ, რაც ჩავბეჭდე; ამიტომ, არ შეეხო მას გადათარგმნის მიზნით; ვინაიდან ეს აკრძალულია შენთვის, სანამ არ მოგეცემა ამის ნება ღმერთის სიბრძნით.

2 და აჰა, ალბათ მოგეცემა, რომ დაანახო ფირფიტები მათ, რომლებიც დაგეხმარებიან ამ საქმის განხორციელებაში;

3 და ღმერთის ძალით ისინი ნაჩვენები იქნება სამისთვის; ამიტომ, მათ ნამდვილად ეცოდინებათ, რომ ეს არის ჭეშმარიტება.

4 და ყოველივე ეს სამი მოწმის პირით ჩამოყალიბდება; და სამის დამოწმება და ეს საქმე, რომლითაც ნაჩვენები იქნება ღმერთის ძალა და ასევე მისი სიტყვა, რომელზეც მოწმობენ მამა, ძე და სულიწმინდა – და უკანასკნელ დღეს ყოველივე ეს დადგება, როგორც დამოწმება ამა ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

5 და თუ იქნება ისე, რომ მოინანიებენ და მოვლენ მამასთან იესოს სახელით – მიღებულნი იქნებიან ღვთის სასუფეველში.

6 და ახლა, თუ არ მაქვს უფლებამოსილება ამ სიტყვებზე – თქვენ განსაჯეთ; ვინაიდან გაიგებთ, რომ მაქვს უფლებამოსილება, როდესაც მიხილავთ და ჩვენ წარვსდგებით ღმერთის წინაშე უკანასკნელ დღეს. ამინ.