2010-2019
„არჩეულნი იმისთვის, რომ დაამოწმონ ჩემი სახელი“
ოქტომბერი 2015


„არჩეულნი იმისთვის, რომ დაამოწმონ ჩემი სახელი“

შესანიშნავი იყოლიო იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის მსახურებაში ხელმძღვანელობის მაღალ პოზიციაზე უფროსი ასაკის, დიდი სულიერი სიმწიფისა და განსჯის უნარის მქონე ადამიანები.

1996 წ. პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი გამოჩნდა ეროვნული ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამაში 60 წუთი. მაიკ უოლესე, გამოცდილი და შეუპოვარი ჟურნალისტი, ესაუბრებოდა პრეზიდენტ ჰინკლის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.

მათი საუბრის დასასრულს ბ-მა უოლესმა თქვა: „არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: ეს არის მოხუცებულთა მმართველობა. ეს ეკლესია იმართება მოხუცი ადამიანების მიერ“.

პრეზიდენტმა ჰინკლიმ მხიარულად და ყოყმანის გარეშე უპასუხა: „განა შესანიშნავი არ არის, იყოლიო სათავეში სიმწიფეში შესული ადამიანი, განსჯის უნარით, რომელსაც არ იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი“? (1996 წ. 7 აპრილის ტრანსლიაცია)

ჩემი მიზანია აგიხსნათ, რატომ არის მართლაც შესანიშნავი იყოლიო იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის მსახურებაში ხელმძღვანელობის მაღალ პოზიციაზე უფროსი ასაკის, დიდი სულიერი სიმწიფისა და განსჯის უნარის მქონე ადამიანები და რატომ უნდა „მოვუსმინოთ“ და „ყურად ვიღოთ“ (მოსია 2:9) ამ ადამიანების სწავლებანი, რომლებიც უფლის მიერ არიან “არჩეულნი იმისთვის, რომ ატარონ [მისი] სახელი“... ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხებს შორის“ (მოძღვრება და აღთქმები 112:1)

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ ყველანი დაგვმოძღვროს სულიწმინდამ ამ მნიშვნელოვანი საკითხის ერთად განხილვისას.

ცხოვრებისეული გაკვეთილი

მე ამ თემას განსაკუთრებული კუთხით ვუდგები. ბოლო 11 წლის განმავლობაში მე ვიყავი თორმეტ მოციქულთა ქვორუმში ყველაზე ახალგაზრდა წევრი. მსახურების წლების განმავლობაში პირველ პრეზიდენტობაში და თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მომსახურე მამაკაცთა საშუალო ასაკი იყო 77 წელი - ეს არის ამ ჟამთა წყობაში მოციქულთა საშუალო ასაკაის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 11 წლიან ინტერვალში.

მე დალოცვილი ვარ ამ ერთობლივი სამოციქულო, პირადი და პროფესიონალური გამოცდილებით და ქვორუმის იმ წევრთა გამჭრიახობით, რომლებთან ერთადაც ვმსახურობ. ერთ-ერთი მაგალითი ჩემი ურთიერთობიდან უხუცეს რობერტ დ. ჰეილსთან თვალსაჩინოს ხდის იმ არაჩვეულებრივ საშუალებებს, რომლებიც მეძლევა იმისთვის, რომ ვისწავლო ამ უხუცესებისგან და ვიმსახურო მათთან.

რამდენიმე წლის წინ, კვირას, მე ვიმყოფებოდი სახლში უხუცეს ჰეილსთან, როცა იგი სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ ძალას იკრებდა. ჩვენ ვისაუბრეთ ოჯახებზე, ქვორუმის ვალდებულებებზე და მნიშვნელოვან გამოცდილებებზე.

რაღაც მომენტში მე ვკითხე უხუცეს ჰეილსს: „თქვენ ხართ წარმატებული მეუღლე, მამა, სპორტსმენი, მფრინავი, საქმის მწარმოებელი და ეკლესიის ხელმძღვანელი. რა გაკვეთილები ისწავლეთ ასაკის მომატებასთან ერთად, როცა ფიზიკური შესაძლებლობები შეგიმცირდათ“?

უხუცესი ჰეილსი ერთი წუთით დაფიქრდა და მითხრა: „როცა ვეღარ აკეთებ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი, მაშინ იწყებ იმის კეთებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

მე გამაოცა მისი პასუხის სიმარტივემ და სისრულემ. ჩემმა საყვარელმა მოციქულმა კოლეგამ გამიზიარა თავისი ცხოვრების გაკვეთილი - გაკვეთილი, რომელიც მან ფიზიკური ტანჯვისა და სულიერი ძიების მძიმე განსაცდელის შედეგად მიიღო.

ადამიანური შეზღუდულობები და სისუსტეები

შეზღუდულობები, რომლებიც ბუნებრივად მოჰყვება ასაკს, ფაქტიურად შეიძლება გახდეს სულიერი შესწავლისა და გამჭრიახობის მნიშვნელოვანი წყარო. იგივე ფაქტორები, რაც მრავალი ადამიანის აზრით, ზღუდავს ამ მსახურების ეფექტურობას, შეიძლება გახდეს მათი უდიდესი ძალა. ფიზიკურ შეზღუდულობებს შეუძლია გააფართოვონ ხედვა. შეზღუდული გამძლეობა უფრო მკაფიოდ აჩენს პრიორიტეტებს. მრავალი საქმის კეთების უუნარობა უბიძგებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გადატანისკენ.

ზოგიერთმა ადამიანმა გამოთქვა აზრი, რომ უფრო ახალგაზრდა და ენერგიული ხელმძვანელები სჭირდება ეკლესიას, რათა ეფექტურად უპასუხონ თანამედროვე სამყაროს სერიოზულ სირთულეებს. მაგრამ უფალი არ იყენებს ხელმძღვანელობის თანამედროვე ფილოსოფიას და პრაქტიკას თავისი მიზნის მისაღწევად (იხილეთ ესაია 55:8–9). ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ პრეზიდენტი და ეკლესიის სხვა უფროსი ხელმძღვანელები იქნებიან ასაკოვანი და სულიერად გამოცდილი ადამიანები.

უფლის მიერ ეკლესიისთვის გაცხადებული, თათბირის სახით ხელმძღვანელობის მაგალითი, ითვალისწინებს ადამიანურ სისუსტეებს და ამცირებს მათ გავლენას. საინტერესოა, რომ ამ ადამიანთა მიწიერი შეზღუდვები ფაქტიურად ამტკიცებს გამოცხადებების ღვთიურ წყაროს, რომლებიც მათი მეშვეობით მიიღება. ჭეშმარიტად, ეს ადამიანები არიან მოწოდებულნი ღმერთის მიერ წინასწარმეტყველებით (იხილეთ რწმენის სიმბოლოები 1:5).

მზადების ნიმუში

მე შემიმჩნევია საძმოში, რომ უფლის მიზანია, ნაწილობრივ მაინც, ეკლესიის ხალმძღვანელობის მაღალ პოზიციებზე უფროსი ასაკის, სიმწიფეში შესული და განსჯის უნარის მქონე მამაკაცთა დანიშვნა. ეს ადამიანები დროთა განმავლობაში განისწავლებოდნენ უფლის მიერ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ემსახურებიან და უყვართ. მათ ისწავლეს სულიწმინდის ღვთიური ენის გაგება და დაეუფლნენ გამოცხადების მისაღებად უფლის ნიმუშს. ამ ჩვეულებრივმა ადამიანებმა ყველაზე უჩვეულო განვითარების პროცესი გაიარეს, რამაც მათი ხედვა გააღრმავა, გავლენა მოახდინა მათ გამჭრიახობაზე, გამოავლინა მათში ყოველი ერისა და ყოველგვარ ვითარებაში მყოფი ადამიანების მიმართ სიყვარული და დაუდასტურა აღდგენის რეალობა.

მე არაერთხელ მინახავს, რომ ჩემი ძმები ბეჯითად ცდილობდნენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას და განდიდებას იმ დროს, როცა სერიოზული ფიზიკური პრობლემების წინაშე იდგნენ. ეს ადამიანები არ არიან დაზღვეულნი ტანჯვისგან. ისინი პირიქით, დალოცვილნი არიან და ძლიერდებიან, რათა განსაცდელში მყოფნი, მამაცად წინ მიიწევდნენ.

ამ უფლის წარმომადგენლებთან მსახურობისას მე მივხვდი, რომ მათი ყველაზე დიდი სურვილია ამოიცნონ და შეასრულონ მამა ზეციერისა და მისი საყვარელი ძის ნება. ჩემს ძმებთან თათბირისას მიგვიღია ისეთი შთაგონება და გადაწყვეტილებები, რომლების ანარეკლია ისეთი სინათლისა და ჭეშმარიტების, რაც აღემატება ადამიანის გონებას, მსჯელობასა და გამოცდილებას. რთულ პრობლემებზე ერთობლივი მუშაობისას, კონკრეტული საკითხის ჩვენი კოლექტიური წვდომა სასწაულად გაზრდილა სულიწმინდის ძალის მეშვეობით.

მე დალოცვილი ვარ შევნიშნო ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ხელმძღვანელების პირადი ხასიათი, უნარი და კეთილშობილება. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ძმების ადამიანური ნაკლი შემაწუხებელი და რწმენის დამაკნინებელია. ჩემთვის ეს არასრულყოფილებანი გამამხნევებელი და რწმენის გამაძლიერებელია.

დამატებითი გაკვეთილი

ახლა გავხდი მოწმე იმისა, რომ ჩემი საძმოს ექვსმა ძმამ დაასრულა მიწიერი მსახურება და ფიზიკური სიკვდილის მეშვეობით მიიღო ახალი ვალდებულებები სულიერ სამყაროში: პრეზიდენტი ჯემს ე. ფაუსტი, პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკი, უხუცესი ჯოზეფ ბ. ვერსლინი, უხუცესი ლ. ტომ პერი, პრეზიდენტი ბოიდ კ. პეკარი და რიჩარდ ჯ. სკოტი.

ამ მამაცმა ძმებმა სული მიუძღვნეს (ომნი 1:26) იმას, რომ დაუმოწმონ მსოფლიოს იესო ქრისტეს სახელი. მათი შეჯამებული სწავლება ფასდაუდებელია.

ამ მსახურებმა, თავიანთი მიწიერი მსახურების ბოლო წლებში, გაგვიზიარეს მოკლე მიმოხილვა ძლიერი სულიერი გაკვეთლებისა, რომლებიც მათ ისწავლეს თავდადებული ათწლეულების მსახურების დროს. ამ ხელმძღვანელებმა სათითაოდ მოგვცეს დიდი ღირებულების ჭეშმარიტება მაშინ, როცა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მათ არც თუ ისე ბევრი რამის გაცემა შეეძლოთ.

განიხილეთ დიდი წინასწარმეტყველების ბოლო სწავლებები წმინდა წერილიდან. მაგალითად, ნეფიმ დაასრულა თავისი ჩანაწერები ასეთი სიტყვებით: „რამეთუ ასე მიბრძანა უფალმა და უნდა დავემორჩილო“ (2 ნეფი 33:15).

იაკობი, თავისი ცხოვრების მიწურულს, გვასწავლიდა:

„მოინანიეთ და შედით ვიწრო კარიბჭეში; გააგრძელეთ სიარული ვიწრო გზით, სანამ არ მოიპოვებთ მარადიულ ცხოვრებას.

„იყავით გონიერნი; რა გითხრათ ამაზე მეტი“? (იაკობი 6:11–12)

მორონიმ დაასრულა თავისი სამუშაო ფირფიტების მომზადებასთან დაკავსირებით, აღდგომის იმედით: „მალე წავალ ღვთის სამოთხეში დასასვენებლად, სანამ კვლავ არ გაერთიანდება ჩემი სული და სხეული და არ ავმაღლდები ცაში საზეიმოდ, რათა შეგხვდეთ დიდი იეჰოვას საამო სამსჯავროს წინაშე, მარადიული მოსამართლისა ცოცხალთა და მკვდართა” (მორონი 10:34)

მეც და თქვენც დალოცვილნი ვართ უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველებისა და მოციქულების შემაჯამებელი სწავლებებითა და დამოწმებებით. მათი სახელები დღეს არა ნეფი, იაკობი და მორონია, არამედ პრეზიდენტი ფაუსტი, პრეზიდენტი ჰინკლი, უხუცესი ვერსლინი, უხუცესი პერი, პრეზიდენტი პეკარი და უხუცესი სკოტი.

მე არ ვამბობ იმას, რომ ამ საყვარელი ადამიანების მსახურების ბოლო გზავნილები აუცილებლად მეტად საყურადღებო ან საუკეთესოა. თუმცა, მათი სულიერი სწავლებისა და ცხოვრების გამოცდილებამ მისცა ამ ხელმძღვანელებს იმის საშუალება, სრულად უტყუარად და დიდი ძალით გაეკეთბინათ აქცენტი მარადიულ ჭეშმარიტებაზე.

პრეზიდენტი ჯეიმს ე. ფაუსტი

2007 წელს, პრეზიდენტმა ფაუსტმა, მისთვის ბოლო კონფერენციაზე, განაცხადა:

„მხსნელმა, თავისი გამოსყიდვის მეშვეობით, ყველას შემოგვთავაზა ძვირფასი სიმშვიდე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გვსურს დავთმოთ წყრომის, ღვარძლის, შურისძიების გრძნობები. ...

„მოდით გვახსოვდეს, რომ უნდა მივუტევოთ და მიტევებულნი ვიქნებით. ... მთელი გულითა და სულით მწამს იმ გამაჯანსაღებელი ძალისა, რომელიც მოგვეცემა, თუკი მივყვებით მხსნელის რჩევას „მივუტევოთ ყველას“ [ მოძღვრება და აღთქმები 64:10 ]“ Liahona მაისი 2007, 69).

პრეზიდენტი ფაუსტის გზავნილი არის ძლიერი ცხოვრებისეული გაკვეთილი ადამიანისგან, რომელიც მიყვარს და რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ყველაზე მიმტევებელს.

President Gordon B. Hinckley

2007 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტი ჰინკლი, მისთვის ბოლო კონფერენციაზე, მოწმობდა: „მე ვადასტურებ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მოწოდების და მისი სამუშაოს შესახებ, ასევე მისი სისხლით ჩაბეჭდილ მოწმობაზე; იგი მარადიულ ჭეშმარიტებას შეეწირა. ყოველ თქვენგანს შეუძლია იგივე რამ დაამოწმოს. მე და თქვენ ვდგავართ უბრალო საკითხის წინაშე - მივიღოთ პირველი ხილვის ჭეშმარიტება და ის, რაც ამას მოჰყვა. ამ საკითხის რეალობას თავად ეკლესიის ჭეშმარიტება ეყრდნობა. თუ ეს ჭეშმარიტებაა, და მე ვადასტურებ, რომ ეს არის ჭეშმარიტება, მაშინ სამუშაო, რომელშიც ჩვენ ჩართულნი ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანია დედამიწის ზურგზე“(“The Stone Cut Out of the Mountain,” Liahona, ნოემბერი 2007, 86).

პრეზიდენტ ჰინკლის მოწმობა ამტკიცებს ცხოვრებისეულ ძლიერ გაკვეთილს ადამიანისგან, რომელიც მიყვარს და ვიცი, რომ ღვთის წინასწარმეტყველი იყო.

უხუცესი ჯოზეფ ბ.ვერსლინი

უხუცესი ვერსლინის ბოლო საკონფერენციო გამოსვლა 2008 წლის ოქტომბერში იყო.

„მე ჯერ კიდევ მახსოვს [დედაჩემის] რჩევა, რომელიც მან დიდი ხნის წინ მომცა, როცა ჩემმა გუნდმა ამერიკული ფეხბურთის თამაში წააგო: „რაც არ უნდა მოხდეს, მიიღე და შეიყვარე“.

უბედურება, თუ მას სწორად მიუდექით, შეიძლება იქცეს დალოცვად ჩვენს ცხოვრებაში. ...

„თუ იუმორით შევხედავთ, მარადიულობის პერსპექტივის გათვალისწინებით, კომპენსაციის პრინციპს გავითავისებთ და მამაზეციერს მივუახლოვდებით, ჩვენ შევძლებთ სირთულეებისა და გამოცდების ბოლომდე გაძლებას. ჩვენ შევძლებთ ვქვათ, დედაჩემის მსგავსად: „რაც რ უნდა მოხდეს, მიიღე და შეიყვარე“. (“Come What May, and Love It,” Liahona, ნოემბერი 2008, 28).

უხუცეს ვერსლინის გზავნილი ძლიერი ცხოვრებისეული გაკვეთილია ადამიანისგან, რომელიც მიყვარს და რომელიც იყო მხსნელის რწმენის მეშვეობით სირთულეების გადალახვის ცოცხალი ქადაგება.

უხუცესი ლ.ტომ პერი

უხუცესი პერი კათედრასთან სულ ექვსი თვის წინ იდგა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ მისი მოწმობა გენერალურ კონფერენციაზე ბოლო იქნებოდა.

“ნება მიბოძეთ დასასრულს გაგიზიაროთ ჩემი მოწმობა (ოთხმოცდაათი წლის ცხოვრება ამ დედამიწაზე მაძლევს ამის უფლებას) რომ რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო ვხვდები, რომ ოჯახი არის ცხოვრების ცენტრალური ნაწილი და მარადიული ბედნიერების გასაღები.

მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს და ნათესავებს, რომლებიც ასე ამდიდრებენ ჩემს ცხოვრებას და დიახ, მარადისობაშიც კი. მე გიზიარებთ ძლიერ და ყველაზე წმინდა მოწმობას ამ მარადიულ ჭეშმარიტებაზე“ (“Why Family and Marriage Matter—Everywhere in the World,” Liahona, მაისი 2015, 42).

უხუცესი პერის გზავნილი ცხოვრებისეული ძლიერი გაკვეთილია იმ ადამიანისგან, რომრლიც მიყვარს და რომელმაც დიდი გამოცდილებიდან გაიგო არსებითი ურთიერთობები ოჯახისა და მარადიული ბედნიერებას შორის.

პრეზიდენტი ბოიდ კ. პაკერი

პრეზიდენტმა პეკარმა ექვსი თვის წინ გენერალურ კონფერენციაზე ხაზი გაუსვა მამაზეციერის ბედნიერების გეგმას, მხსნელის გამოსყიდვასა და მარადიულ ოჯახს.

„მე ვმოწმობ, რომ იესო არის ქრისტე, ცოცხალი ძე ღვთისა. იგი ეკლესიის სათავეში დგას. მისი გამოსყიდვის მეშვეობითა და მღვდლობის ძალით ოჯახები, რომლებიც შეიქმნა მიწიერი ცხოვრების დროს, შეიძლება მარადისობაშიც ერთად იყვნენ.

„მე მეტად მადლიერი ვარ გამოსყიდვისთვის, რომელსაც შეუძლია ჩამოგვრეცხოს ყოველი ლაქა, არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ მძიმე, დიდი ხნის წინანდელი ან მრავალჯერ დაშვებული. გამოსყიდვას შეუძლია კვლავ მოგანიჭოთ თავისუფლება იმისთვის, რომ წინ იაროთ, სუფთად და ღირსეულად“ (“The Plan of Happiness,” Liahona, მაისი 2015, 28)

პრეზიდენტი პეკარის ბოლო გზავნილი არის ცხოვრებისეული გაკვეთილი ადამიანისგან, რომელმაც ძლიერად და არაერთხელ განაცხადა, რომ „ეკლესიის ყოველი ღონისძიების მიზანია - ხედავდე იმას, რომ ქალი და მამაკაცი, შვილებთან ერთად, ბედნიერნი არიან სახლში და ჩაბეჭდილნი იქნენ ამ ცხოვრებისთვის და სამარადისოდ“ ( Liahona, მაისი 2015, 26).

უხუცესი რიჩარდ გ. სკოტი

უხუცესმა სკოტმა გამოაცხადა 2014 წ. ოქტომბერში, მისთვის ბოლო გენერალურ კონფერენციაზე: „ჩვენ მოვევლინეთ დედამიწაზე განცდებისა და გამოცდების ხარჯძე ზრდისთვის. სირთულეების გვეხმარება, მეტად დავემსგავსოთ მამაზეციერს და იესო ქრისტეს გამოსყიდვა შესაძლებელს ხდის ამ სირთულეების ატანას. მე ვმოწმობ, რომ როცა ჩვენ აქტიურად მივისწრაფვით მისკენ, ჩვენ შეგვილია გადავლახოთ ეს სირთულეები. მე ვმოწმობ, რომ უფლისკენ აქტიური მისწრაფებით ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ყოველი ცდუნება, გულისტკივილი და ყოველგვარი სირთულე (“Make the Exercise of Faith Your First Priority,” Liahona, ნოემბერი 2014, 94).

უხუცესი სკოტის გზავნილი არიას ცხოვრებისეული ძლიერი გაკვეთილი ადამიანისგან, რომელიც მიყვარს და რომელიც არის მსოფლიოშ ქრისტეს სახელის განასაკუთრებული და საყვარელი მოწმე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:23).

დაპირება და მოწმობა

მხსნელმა განაცხადა: „გინდა ჩემი ხმით ითქვას და გინდა ჩემი მსახურების ხმით - ეს ერთი და იგივეა“ (მოძღვრება და აღთქმები 1:38). დაე, გავიგონოთ და ყურთ ვიღოთ უფლის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ მარადიული ჭეშმარიტებანი. და თუ ასე მოვიქცევით, მე გპირდებით, რომ ჩვენი რწმენა იესო ქრისტესა და მამაზეციერის მიერ განმტკიცდება და ჩვენ მივიღებთ სულიერ რჩევასა და მფარველობას ყოველ განსაკუთრებულ ვითარებაში და გასაჭირში.

მთელი ჩემი სულის ძალით ვმოწმობ, რომ აღმდარი, ცოცხალი ქრისტე მართავს თავისი აღდგენილი, ცოცხალი ეკლესიის საქმეებს საკუთარი მსახურების მეშვეობით, რომლებიც არჩეულ იქნენ იმისთვის, რომ დაამოწმონ მისი სახელი. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.