2010-2019
უბრალო და ძვირფასი ჭეშმარიტებანი
ოქტომბერი 2015


უბრალო და ძვირფასი ჭეშმარიტებანი

სახიფათო დროში ცხოვრების მამაზეციერის უხვი კომპენსაციაა ის, რომ ჩვენ ასევე ჟამთა სისრულეში ვცხოვრობთ.

ძვირფასო დებო და ძმებო, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, რაც კი გენერალური კონფერენცია ტარდება, პრეზიდენტი ბოიდ კ. პეკარი, უხუცესი ლ. ტომ პერი და უხუცესი რიჩარდ გ.სკოტი ისხდნენ ზუსტად კათედრის უკან და ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოდიოდნენ. ჩვენ ნაღვლიანი მოგონენბები გვაქვს ამის შესახებ და ჩემი წვლილი მინდა შევიტანო მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვაში, ყოველი მათგანი ისე უნიკალურად განსხვავებული და მაინც ასე ჰარმონიულად შერწყმული იყო იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის დამოწმებაში.

ამაზე მეტიც, მეც, თქვენსავით, პრეზიდენტ თომას ს. მონსონში ვპოულობ ძალას და მხარს ვუჭერ მას, როგორც წინასწარმეტყველს, ნათელმხილველსა და გამომცხადებელს და ჩემთვის ღრმად შთამბეჭდავია მისი ერთგული და მორჩილი სამოციქულო მსახურება, რომელმაც 50-ზე მეტ შესანიშნავ წელს გასტანა.

ასე იყო ამ კვირასაც, სამშაბათს დილით, ზუსტად 9 სთ-ის შემდეგ, როცა ეპისკოპოსობა იწყებდა შეხვედრას აზიის საოლქო პრეზიდენტობასთან, რომელიც აქ კონფერენციის გამო იმყოფება, როცა დამიძახეს შეხვედრაზე პრეზიდენტ მონსონთან და მის მრჩევლებთან. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მისი კაბინეტის მომიჯნავე შეხვედრის ოთახში შემოვედი, ალბათ ძალიან მეტყობოდა, რომ ვნერვიულობდი, მაგიდასთან რომ ვიჯექი, რადგან იგი კეთილად დამელაპარაკა, რათა დავემშვიდებინე. მან ასევე აღნიშნა, რომ საკმაოდ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი, ჩემს ასაკზე უფრო ახალგაზრდულადაც კი.

შემდეგ, რამდენიმე წუთში, პრეზიდენმა მონსონმა ამიხსნა, რომ უფლის ნებით, მე მომიწოდებენ თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. მან მკითხა, მივიღებდი თუ არა ამ მოწოდებას, რომელსაც, ჩემი მხრიდან, დარწმუნებული ვარ, ხმაურით შესუნთქვა მოჰყვა და სრულიად შოკირებულმა, დადებითად ვუპასუხე. შემდეგ, სანამ აუღწერელი ემოციების მოზღვავებას გავუმკლავდებოდი, ხმის ამოსაღებად, და ემოციების მეტი წილი ეთმობოდა ჩემს შეუსაბამობას, პრეზიდენტმა მონსონმა ისევ კეთილად მომმართა, ამიხსნა რა, როგორ მოუხმეს მას მრავალი წლის წინ მოციქულის პოზიციაზე, პრეზიდენტი დევიდ ო. მკქეის დროს, და რომ იგიც შეუსაბამოდ გრძნობდა თავს. მან მშვიდად დამმოძღვრა: „ეპისკოპოსო სტივენსონ, უფალი იზრუნებს იმაზე, ვინც მოიხმო“. წინასწარმეტყველის ეს დამამშვიდებელი სიტყვები გახდა ჩემთვის მშვიდობის, მტკივნეული თვითშეფასების გრძნობების ქარიშხალში სიმშვიდისა და ნაზი გრძნობების წყარო იმ მტანჯველი საათებისას, რაც მას შემდეგ გავიდა.

ყველაფერი, რაც ახლა მოგიყევით, მოგვიანებით გავუზიარე ჩემს საყვარელ თანამგზავრს, ლიზას, როცა სატაძრო მოედნის წყნარ კუთხეში ვისხედით და ჩვენს თვალ წინ გადაშლილ ისტორიულ ტაბერნაკალისა და ტაძრის ხედს ვუმზერდით. როცა ჩვენ ვცდილობდით გაგვეაზრებინა დღის მოვლენები, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ღუზა იყო რწმენა იესო ქრისტეში და ცოდნა დიადი ბედნიერების გეგმისა. ამას მივყავარ იქამდე, რომ ღრმა სიყვარული გამოვხატო ჩემი ლიზას მიმართ. იგი არის ჩემი ცხოვრების მზის ნათება და ღვთის თვალსაჩინო შვილი. მისი ცხოვრება გამოირჩევა უანგარო მსახურებითა და უპირობო სიყვარულით ყველას მიმართ. ვეცდები, დავრჩე ღირსეული ჩვენი მარადიული კავშირის დალოცვებისა.

გამოვხატავ ღრმა სიყვარულს ჩვენი ოთხი ვაჟისა და მათი ოჯახების მიმართ, სამი მათგანი აქ იმყოფება თავიანთ მშვენიერ მეუღლეებთან ერთად, რომელნიც ჩვენი ექვსი შვილიშვილის დედები გახლავთ; მეოთხემ, მისიონერმა, სპეციალური ნებართვა მიიღო იმისთვის, რომ მისიის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან ერთად ტაივანში, პირდაპირ ეთერში, თვალი ედევნებინა ამ მოვლენისთვის. მე თითოეული მათგანი მიყვარს და ვტკბები იმით, როგორ უყვართ მათ მხსნელი და მისი სახარება.

მე გამოვხატავ სიყვარულს ჩემი ოჯახის ყოველი წევრის მიმართ: საყვარელი დედისა და მამის, რომელიც შარშან გარდაიცვალა, რომელმაც ჩემში დანერგა მოწმობა, რომელიც, ისეთი გრძნობა მაქვს, ბავშვობიდანვე მახსოვს. შემდეგ მადლობას ვუხდი ძმას, დებს და მათ ერთგულ მეუღლეებს, ისევე როგორც ლიზას ოჯახს, მრავალი მათგანი აქ იმყოფება დღეს. მე ამავდროულად ამ მადლიერებას ვავრცელებ ნათესავებზე, მეგობრებზე, მისიონერებზე, ხელმძღვანელებზე და მასწავლებლებზე.

მე დალოცვილი ვიყავი ახლო ურთიერთობებით პირველი პრეზიდენტობის წევრებთან, თორმეტთა ქვორუმთან, სამოცდაათიანელთა და გენერალურ დამხმარე ორგანიზაციების პრეზიდენტობებთან. ვამჟღავნებ ჩემს სიყვარულს და პატივისცემას ყოველი დისა და ძმის მიმართ და ვეცდები, ვიყო ღირსი თქვენთან ურთიერთობისა. თავმჯდომარე ეპისკოპოსობა ხარობს თითქმის ზეციური ერთობით, მე მომენატრება ყოველდღიური ურიერთობა ეპისკოპოსებთან ჯერალდ კაუსე, დინ მ. დევისთან და სხვებთან.

მე ვდგავარ თქვენს წინაშე, როგორც მოწმე უფლის სიტყვებისა, რომელნიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმების პირველ ნაწილში, რომ სახარების სისრულეს უქადაგებენ სუსტნი და უბრალონი დედამიწის ყოველ კიდეში, მეფეთა და მმართველთა წინაშე.1 ეს სიტყვები გრძელდება უფლის განცხადებაში, რომელიც გამოხატავს მამის სიყვარულს შვილების მიმართ, სადაც წერია, რომ უფალი, რომელმაც იცის იმ უბედურების შესახებ, რაც თავს უნდა დაატყდეს დედამიწის ბინადართ, მოიხმო თავისი მსახური, ჯოზეფ სმითი უმცროსი და ელაპარაკა მას ზეციდან და მისცა მას მცნებები.2

ჩვენმა მოსიყვარულე მამაზეციერმა და მისმა ძემ, იეღოვამ, დასაბამიდანვე სამყაროს დასასრულის შესახებ ცოდნით,3 გაგვიღეს ზეცა და ახალი წყობა უბედურებებთან დასაპირისპირებლად, რომელნიც მათ იცოდნენ, რომ იქნებოდა. პავლე მოციქულმა აღწერა მომავალი უბედურებები, როგორც „სახიფათო დრო“.4 ჩემთვის ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ამ საშიშ დროში ცხოვრების მამა ზეციერის გულუხვი კომპენსაციაა ის, რომ ჩვენ ასევე ჟამთა სისრულეში ვცხოვრობთ.

მაშინ, როცა მე ამ კვირის განმავლობაში ჩემი შეუსაბამობის გამო ვიტანჯებოდი, მე აშკარა მითითება მივიღე, რომელმაც გამომაფხიზლა და თან დამამშვიდა: ყურადღება გადავიტანო არა იმაზე, რისი კეთებაც არ შემიძლია, არამედ იმაზე, რაც შემიძლია. მე შემიძლია დავამოწმო სახარების უბრალო და ძვირფასი შეშმარიტებათა შესახებ.

ეს არის სიტყვები, რომლებიც ათასჯერ მითქვამს როგორც ეკლესიის წევრთათვის, ასევე: „ღმერთი არის ჩვენი [მოსიყვარულე] ძეციერი მამა. ჩვენ მისი შვილები ვართ. ... იგი ტირის ჩვენთან ერთად, როცა ვიტანჯებით და ხარობს როცა სწორად ვიქცევით. მას სურს ჩვენთან საუბარი, ჩვენც გვსურს მასთან საუბარი გულწრფელ ლოცვაში. ...

მამაზეციერმა უზრუნველყო ჩვენთვის, მისი შვილებისთვის, მის გარემოცვაში დასაბრუნებელი გზა. ... მამაზეცირეის გეგმის ცენტრალური ნაწილია იესო ქრისტეს გამოსყიდვა.”5

მამაზეციერმა გამოგზავნა თავისი ძე დედამიწაზე კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდლად. მე ვმოწმობ ამ უბრალო და ძვირფას ჭეშმარიტებაზე და მე ამას ვაკეთებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.