2010-2019
თვალნი სახილველად და ყურნი სასმენელად
ოქტომბერი 2015


თვალნი სახილველად და ყურნი სასმენელად

თუ შევხედავთ ქრისტეს და გავუხსნით მას ყურებსა და თვალებს, სულიწნინდა დაგვლოვავს და დავინახვთ უფალ იესო ქრისტეს ხელს ჩვენს ცხოვრებაში.

იესო, მიწიერი მსახურებისას, ისეთ ძლიერ განკურბების სასწაულებს ახდენდა და ისეთი ძალითა და უფლებამოსილებით ასწავლიდა, რომ წმინდა წერილში წერია: „მოედო მისი ამბავი მთელ სირიას ... დიდძალი ხალხი მისდევდა მას“.1

ზოგიერთებმა, ვინც იხილეს, რომ იგი კურნავდა და მოისმინეს მისი სწავლება, უარყვეს იგი. სხვანი მცირე ხნით მისდევდნენ და შემდეგ ტოვებდნენ მას.2 უფალი იესო ქრისტე მათ წინაშე იყო, მაგრამ ისინი ვერ ხედავდნენ, ვინ იყო იგი რეალობაში. ისინი ბრმები იყვნენ და არჩიეს სხვა გზით სიარული. ასეთებზე იესომ თქვა:

„ჩემიანებთან მოვედი და ჩემიანებმა არ მიმიღეს“.3

„ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები “.4

თუმცა, იყო მრავალი ქალი და მამაკაცი, ერთგული მოციქულების ჩათვლით, რომლებმაც ცხოვრება მიუძღვნეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ზოგჯერ ცხოვრებისეული იზიდავდათ, იბნეოდნენ მისი სწავლებით და ზოგჯერ შიშიც კი იპყრობდა მათ, მაინც სწამდათ მისი, უყვარდათ იგი და მისდევდნენ მას.

ასეთებზე იესომ თქვა: „ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ“.5

მისი გეთსიმანიის ბაღში და გოლგოთას მთაზე ტანჯვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ მისცა თავის მოწაფეებს საოცარი დაპირება: „ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეენს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ“.6

იესომ აღასრულა ეს დაპირება: დაწყებული ორმოცდამეათე დღიდან, მოწაფეები დალოცვილნი იყვნენ ცეცხლით ნათლობითა და სულიწმინდით.7 ქრისტეში რწმენით, მონანიებით და მორჩილებით, სულიწმინდა გახდა მათი თანამგზავრი, შეცვალა მათი გულები და დალოცა ისინი ჭეშმარიტების მუდმივი მოწმობით.

ამ ძღვენმა და დალოცვებმა გააძლიერეს უფლის მოწაფეები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობდნენ სახიფათო, გაუგებარ დროში, მათ მიიღეს სულიერი ძღვენი - თვალები, რომლებიც ხედავენ და ყურები, რომლებსაც ესმით. სულიწმინდის ძალით ისინი უკვე ხედავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს იყო, განსაკუთრებით იმას, რაც ეხებოდა უფალ იესო ქრისტეს და მის საქმეს მათ შორის.8 სულიწმინდა უნათებდა გონებას და მათ უფლის ხმა უფრო გარკვევით ესმოდათ. იესო ქრისტეს სახარება მათ გულებში ღრმად ჩასწვდათ.9 ისინი მტკიცენი და მორჩილნი იყვნენ.10 ისინი ქადაგებდნენ სახარებას სითამამით და ძალით და აშენებდნენ ღვთის სასუფეველს.11 მათ ჰპოვეს სიხარული უფალ იესო ქრისტეში.

ჩვენ ამ ერთგულ ქალებთან და მამაკაცებთან იმ ეპოქიდან ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენც ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა იესო ქრისტე ავლენს სასწაულებს ჩვენს შორის, ავადმყოფთა განკურნების, ცოდვებისგან განწმენდის, გულების შეცვლის და ფარდის ორივე მხარეს ღვთის შვილებისთვის ხსნის უზრუნველყოფის ჩათვლით. ჩვენს დროში ჩვენ ასევე გვყავს ცოცხალი წინასწარმეტყველები და მოციქულები, მღვდლობის ძალა, სულიერი ძღვენები და ხსნის წეს-ჩვეულებების ღვთაებრივი კურთხევები.

ჩვენ სახიფათო დროში ვცხოვრობთ, დიდი ბოროტებისა და ცდუნების, დაბნეულობის და არეულობის ხანაში. ამ საშიშ დროში უფლის წინასწარმეტყველი დედამიწაზე, პრეზიდენტი თომას ს. მონსონი, მოგვიწოდებს სულში დაჭრილთა გადარჩენას,12 ჭეშმარიტებისთვის სიმამაცით დგომას13 და ღვთის სასუფევლის აშენებას.14 რა დონის სულიერება, რწმენა ან მორჩილებაც არ უნდა გვქონდეს ახლა, ეს არ იქნება საკმარისი იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც მომავალში გველის. ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი სულიერი სინათლე და ძალა. ჩვენ გვჭირდება თვალები, რომელნიც უფრო ნათლად დაინახავენ მხსნელის ხელს ჩვენს ცხოვრებაში და ყურებს, რომლებიც უკეთესად გაიგონებენ უფლის ხმას ღრმად გულში.

ეს საოცარი დალოცვა მოდის, როცა ჩვენ გულებს ვხსნით და ვიღებთ, 15 მას, ჭეშმარიტად ვიღებთ უფალ იესო ქრისტეს, მის დოქტრინას და მის ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში. ამისთვის არ არის საჭირო იყო სრულყოფილი, მაგრამ უნდა ვიყოთ კარგი ადამიანები და ვეცადოთ, გავხდეთ უკეთესნი. უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ სახარების უბრალო ჭეშმარიტების მიხედვით. თუ საკუთარ თავზე ავიღებთ ქრისტეს სახელს, ვიმოქმედებთ მასში რწმენით ცოდვების მოსანანიებლად, დავიცავთ მის მცნებებს და ყოველთვის გვემახსოვრება იგი, ჩვენ მივიღებთ სულიწმინდის თანხლებას იესო ქრისტეს მადლისა და დიდების წყალობით.

უბრალოდ მორჩილებით ჩვენ სულიწმინდა შემოგვყავს გულში. სახლებში ჩვენ რწმენით ვლოცულობთ, ვიკვლევთ წმინდა წერილს და სიწმინდეში ვინახავთ კვირა დღეს. სამლოცველოებში ვიღებთ ზიარებას და იესო ქრისტეს სახელით ვდებთ წმინდა დაპირებებს მამაზეციერთან. წნინდა ტაძრებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ წმინდა წეს-ჩვეულებებში ფარდის მიღმა მყოფი ჩვენი დებისა და ძმებისთვის. ოჯახებში და უფლის დავალებების შესრულებისას ჩვენ სხვებს ვწვდებით, ვეხმარებით მათ ტვირთის ზიდვაში და ქრისტესთან ვიწვევთ მათ.

დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ თუ ამას შევასრულებთ, სულიწმინდა მოვა ჩვენთან! ჩვენ სულიერად გავიზრდებით და მივიღებთ გამოცდილებას სულიწმინდისგან, რომელიც ჩვენი თანამგზავრი იქნება. თუ შევხედავთ ქრისტეს და გავუხსნით მას ყურებსა და თვალებს, სულიწნინდა დაგვლოვავს და დავინახვთ უფალ იესო ქრისტეს ხელს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი რწმენა უფალში განმტკიცდება და გახდება ცხადი და ეჭვის გარეშე. ჩვენ უფრო და უფრო დავინახავთ ჩვენს ძმებსა და დებს ისე, როგორც ღმერთი ხედავს მათ, სიყვარულითა და შებრალებით. ჩვენ გავიგონებთ მხსნელის ხმას წმინდა წერილებში, სულიწმინდის ჩურჩულში და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებში.16 ჩვენ დავინახავთ ღვთის ძალას მის წინასწარმეტყელებში და მისი ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესიის ყველა ხელმძღვანელებში და დანამდვილებით გვეცოდინება, რომ ეს არის უფლის წმინდა სამუშაო.17 ჩვენ დავინახავთ საკუთარ თავს და გავერკვევით საკუთარ თავში და ჩვენს ირგვლივ მყოფ სამყაროში ისე, როგორც მხსნელი ხედავს ყველაფერს. ჩვენ მივალთ იქამდე, რასაც პავლე მოციქული ეძახდა „ქრისტეს აზრი“.18 ჩვენ გვექნება თვალები, რომლებიც იხილავენ და ყურები, რომლებიც გაიგონებენ და ჩვენ ავაშენებთ ღვთის სასუფეველს.

ცხოვრება შეიძლება გართულდეს, აგვებნას, მტკივნეული და იმედგამაცრუებელი გახდეს. მე ვმოწმობ, რომ სულიწმინდის თანხლების მეშვეობით იესო ქრისტეს სახარების სინათლე გამოიკვეთება დაბნეულობაშიც, ტკივილშიც და სიბნელეშიც. მოხდება ეს სინათლის მძლავრი ჭავლის სახით თუ სუსტი ნაკადის სახით, დიდებული სულიერი ძალა გადმოღვრის მომნანიებელ, დაჭრილ სულზე სამკურნალო სიყვარულს და სიმშვიდეს; გაფანტავს სიბნელეს ჭეშმარიტების სინათლით და ქრისტეს იმედით გააქრობს იმედგაცრუებას. ჩვენ დავინახავთ ამ დალოცვებს და სულიწმინდის დამოწმებით გვეცოდინება, რომ ეს უფალ იესო ქრისტეს ხელია ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი ტვირთი ჭეშმარიტად შთაინთქმება [ჩვენი მხსნელის] სიხარულში.19

მრავალი წლის წინ ჩემს მშობლებს ჰქონდათ შემთხვევა, რომელიც გვიჩვენებს თვალების და ყურების მნიშვნელობასა და ძალას. 1982 წ. ჩემს დედ-მამას მოუწოდეს მისიაზე ფილიპინებზე, დავაოს მისიაში. როცა დედამ წერილი გახსნა და დაინახა, სად მოიწვიეს ისინი, მან წამოიძახა: „არა! შენ უნდა დაურეკო და უთხრა მათ, რომ ჩვენ ვერ წავალთ ფილიპინებში. მათ იციან, რომ შენ ასთმა გაქვს“. მამაჩემს წლების განმავლობაში ასთმა ჰქონდა და დედა ძალიან წუხდა ამის გამო.

რამდენიმე დღის შემდეგ დედამ მამაჩემი გააღვიძა გვიან ღამით. დაახლოებით 2:30 იქნებოდა. მან ჰკითხა: „მერლინ, გაიგე ხმა“?

„არა, არ გამიგია არანაირი ხმა“.

„მე ამაღამ სამჯერ გავიგონე ერთი და იგივე ხმა, რომელმაც მითხრა: რატომ ნერვიულობ? განა არ იცი, ჩემთვის ცნობილია, რომ მას ასთმა აქვს და მე მივხედავ მასაც და შენც. გაემზადეთ ფილიპინებში მსახურებისთვის“.

მერლინ და ჰელენ კლარკი

ჩემმა მშობლებმა პილიპინებში იმსახურეს და არაჩვეულებრივი გამოცდილება მიიღეს. სულიწმინდა მათი თანამგზავრი იყო და ისინი დალოცვილნი და დაცულნი იყვნენ. მამას საერთოდ არ ჰქონია პრობლემები ასთმის გამო. იგი მისიის პრეზიდენტობაში პირველი მრჩეველი იყო. ჩემმა მშობლებმა ასობით მისიონერს და ათასობით ერთგულ უკანასკნელ დღეთა წმინდანს ჩაუტარეს ტრენინგები მინდანაოს კუნძულზე მეურვეობებისა და პალოების ჩამოსაყალიბებლად. ისინი დალოცვილნი იყვნენ თვალებით, რომლებიც ხედავდენ და ყურებით, რომლებსაც ესმოდათ.

დებო და ძმებო, მე ვმოწმობ იესო ქრისტეს შესახებ. მე ვიცი, იგი ცოცხალია. იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია. მე ვიცი, რომ თუ ჩვენ მივიღებთ მას ჩვენს ცხოვრებაში და ვიცხოვრებთ მისი სახარების უბრალო ჭეშმარიტებით, ჩვენ დავტკბებით სულიწმინდის თანხლებით. ჩვენ გვექნება თვალებისა და ყურების უძვირფასესი ნიჭი - დავინახოთ და მოვისმინოთ. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.