2010-2019
გვახსოვდეს ის, ვისაც ვენდეთ
ოქტომბერი 2015


გვახსოვდეს ის, ვისაც ვენდეთ

ჩვენი იმედი - კვლავ ვიცხოვროთ მამაზეციერის გარემოცვაში, დამოკიდებულია იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე,

როცა ცხრა წლის ვიყავი, ჩვენთან სახლში რამდენი კვირით ჩამოვიდა ბებია დედის მხრიდან - ჭაღარათმიანი, 150 სმ სიმაღლის ქალი. ერთხელ საღამოს, როცა იგი ჩვენთან იყო, მე და ჩემმა ძმებმა გადავწყვიტეთ, სახლის საპირისპირო მხარეს, მინდორში, ორმო ამოგვეთხარა. არ ვიცი, რატომ გავაკეთეთ ეს, ბიჭებს უყვართ ორმოების ამოთხრა. ჩვენ ცოტათი დავისვარეთ, მაგრამ განა ეს დანაშაული იყო? სხვა ბიჭები სამეზობლოდან ასევე ხედავდნენ, როგორი ამაღელვებელი იყო ორმოს ამოთხრა და დაიწყეს ჩვენი მოხმარება. ასე უკვე ყველანი უარესად დავისვარეთ. მიწა მაგარი იყო, ასე რომ ჩვენ ბაღის შლანგი მოვათრიეთ და ორმოში წყალი ჩავასხით მიწის დასარბილებლად. ჩვენ ცოტათი გავტალახიანდით თხრის დროს, მაგრამ ორმო გავაღრმავეთ.

ვიღაცამ აზრი გამოთქვა, რომ ეს ორმო საცურაო აუზად უნდა გვექცია, ასე რომ ჩვენ იგი წყლით ავავსეთ. ვიყავი რა ყველაზე პატარა და მინდოდა უფროსი ბიჭების საზოგადოებაში შესვლა, მე დავნებდი მათ დარწმუნებას და შიგ ჩავხტი. ახლა კი ნამდვილად ძალიან ჭუჭყიანი ვიყავი. სულაც არ ვაპირებდი ტალახში ამოსვრას, მაგრამ ასე გამოვიდა.

როცა აცივდა, მე ქუჩა გადავკვეთე და დავაპირე სახლში შესვლა. ბებია კართან შემეგება და შინ არ შემიშვა. მან მითხრა, რომ სახლში რომ შევეშვი, შინ ტალახს შევიტანდი, მან კი ამწუთას დაალაგა სახლი. ასე რომ, მე მოვიქეცი ისე, როგორც ნებისმიერი ცხრა წლის ბავშვი მოიქცეოდა ამ მდგომარეობაში - უკანა კარებთან გავიქეცი, მაგრამ ბებო იმაზე სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. მე გავბრაზდი, დავიწყე ფეხების ბაკუნი და მოვითხოვდი სახლში შესვლას, მაგრამ კარი ჩაკეტილი რჩებოდა.

სველი, ტალახიანი, შეციებული - ჩემი ბავშვური გონებით მეგონა, რომ მოვკვდებოდი სახლის უკანა ეზოში. ბოლოს, მე ვკითხე, რა უნდა გამეკებინა იმისთვის, რომ სახლში შევსულიყავი. სანამ პასუხს შევიტყობდი, გავიაზრე, რომ ბებია უკანა ეზოში იდგა და შლანგით მრეცხავდა. ის წუთები, სანამ ბებომ სუფთად მცნო და სახლში შემომიშვა, მარადისობად იქცა ჩემთვის. სახლში თბილოდა და მშრალი, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი.

იფიქრეთ ამ რეალურ ცხოვრებიდან აღებულ იგავზე და დაუფიქრდით იესო ქრისტეს მიერ ნათქვამ სიტყვებს: “და ვერცერთი უწმიდური ვერ შევა მის სისუფეველში; ამიტომ, არაფერი შედის მის სავანეში, მათ გარდა, რომლებმაც ჩემი სისხლით გარეცხეს თავიანთი სამოსელი, საკუთარი რწმენითა და ყოველი ცოდვის მონანიებით და საკუთარი ბოლომდე ერთგულებით“.1

სახლის გარეთ დგომა და ბებიის მიერ შლანგიდან შხაპის მიღება არასასიამოვნო და არაკომფორტული იყო. მარადიული მასშტაბის ტრაგედია იქნებოდა, თუკი ჩვენ არ მოგვეცემოდა მამაზეციერთან დაბრუნების და მასთან ცხოვრების საშუალება იმის გამო, რომ ვარჩიეთ ცოდვის ტალახში გასვრა და ამ ტალახში დარჩენა. ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ საკუთარი თავი იმის გამო, რა არის საჭირო მამაზეციერის გარემოცვაში დასაბრუნებლად და დასარჩენად. ჩვენ სუფთანი უნდა ვიყოთ.

სანამ დედამიწაზე მოვიდოდით, ჩვენ, როგორც ღვთის სულიერი შვილები, მონაწილეობას ვიღებდით დიდ თათბირში.2 ყოველი ჩვენგანი ყურადღებით იყო და არც ერთს არ გვეძინა. ამ თათბირზე ჩვენმა მამაზეხიერმა წარმოადგინა გეგმა. იმის გამო, რომ გეგმის თანახმად ჩვენ გვრჩებოდა თავისუფალი არჩევანი და საკუთარი გამოცდილებიდან უნდა გვესწავლა და არა მხოლოდ უფლისა, მან იცოდა, რომ ჩვენ ცოდვბს ჩავიდენდით. მან ასევე იცოდა, რომ ცოდვა გაგვსვრიდა და არ მოგვცემდა მის გარემოცვაში დაბრუნების საშუალებას, რადგან მისი საცხოვრებელი ბებიაჩემის მიერ დალაგებულ სახლზე გაცილებით სუფთაა.

რადგან მამაზეციერს ვუყვარვართ და მიზანი აქვს „მოგვიტანოს უკვდავება და მარადიული ცხოვრება“,3 მისი გეგმა ითვალისწინებს მხსნელის როლს ანუ უნდა ყოფილიყო ვინმე, ვინც დაგვეხმარებოდა გასუფთავებაში მიუხედავად იმისა, რამდენად დავისვრებოდით. როცა მამაზეციერმა გამოაცხადა მხსნელის საჭიროების შესახებ, მე მწამს, ჩვენ ყველანი შევტრიალდით და იესო ქრისტეს შევხედეთ, სულში პირმშოს, რომელიც განვითარდა ისე, რომ მამას დაემსგავსა.4 მე მწამს, რომ ყველამ ვიცოდით, ეს უნდა ყოფილიყო იგი, რომ დანარჩენებს არ შეგვეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მას შეეძლო და გააკეთებდა კიდევაც.

გეთსიმანიის ბაღში და გოლგოთაზე იესო ქრისტემ სულშიც და ხორცშიც იტანჯა, თრთოდა ტკივილის გამო, მას სისხლი სდიოდა ყოველი ფორიდან, ევედრებოდა მამას აეცდინა მისთვის ის მწარე სასმისი,5 თუმცა მაინც შესვა იგი.6 რატომ გააკეთა მან ეს? მისივე სიტყვებით, მას სურდა ედიდებინა მამაზეციერი და დაეგვირგვინებინა მისი „ადამიანთა შვილების მომზადება“.7 მას სურდა მისი აღთქმის დაცვა და გაეხადა ჩვენთვის შესაძლებელი შინ დაბრუნება. რა გვთხოვა ამის სანაცვლოდ? უბრალოდ გვევედრება ვაღიაროთ ცოდვები და მოვინანიოთ, რათა არ ვიტანჯოთ ისე, როგორც იგი დაიტანჯა.8 იგი გვიწვევს, ვიყოთ სუფთანი, რათა არ დავრჩეთ მამაზეციერის სახლის კედლებს მიღმა.

თუმცა ცოდვის თავიდან არიდება არის ცხოვრების მიზანშეწონილი მაგალითი, როცა საქმე ეხება იესო ქრისტეს გამოსყიდვის ეფექტურობას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ცოდვები ჩავიდინეთ ან რაოდენ ღრმად ჩავცვივდით იმ სიმბოლურ ორმოში. არ აქვს მნიშვნელობა, რომ გვრცხვენია იმ ცოდვების გამო, რომლებიც ნეფის თქმით, „ასე ადვილად ალყაში გაქცევენ“.9 არ არის დიდად მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ ჩვენ გაცვალეთ საკუთარი პირმშოობა შეჭამანდში.10

მნიშვნელოვანია ის, რომ იესო ქრისტემ, ძე ღვთისამ, აიტანა „ყოველგვარი ტკივილი, ტანჯვა და ცდუნება“, ასე რომ „ხორციელში გაეგო, როგორ დახმარებოდა თავის ხალხს“.11 მნიშვნელოვანია ის, რომ იგი მზად იყო თავისი ნებით მოსულიყო12 დედამიწაზე და ყველაზე დაბალი ყოფილიყო13 და გამოეცადა ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა, რომლის ატანაც ადამიანს შეეძლო.14 მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტე ევედრება მამას ჩვენზე: „მამაო, აი იტანჯება და კვდება უცოდველი, რომელიც მოიწონე. ... ასე რომ, მამაო, გადაარჩინე ეს ჩემი ძმები, რომლებსაც სწამთ ჩემი სახელი, რათა შეძლონ ჩემთან მოსვლა და მარადიული ცხოვრების მოპოვება“.15 აი რას აქვს სინამდვილეში მნიშვნელობა და რამ უნდა მოგვცეს ყველას განახლებული იმედი და გამბედაობა, კიდევ ერთხელ ვცადოთ, რადგან მას არ დავვიწყებივართ.16

მე ვმოწმობ, რომ მხსნელი არასოდეს არ შეგვაქცევს ზურგს, როცა ჩვენ მორჩილებით ვეძიებთ მას, რათა მოვინანიოთ; იგი არასოდეს გვეტყვის, რომ უიმედონი ვართ, არასოდეს გვეტყვის: ‘ოხ, ეს ისევ შენ ხარ“, არ უარგვყოფს იმის გამო, რომ არ გვესმის, რა ძნელია ცოდვისგან თავის არიდება. მას ეს ყველაფერი სრულყოფილად ესმის, მწუხარების, სირცხვილისა და გულგატეხილობის გრძნობის ჩათვლით, რაც ცოდვის გარდაუვალი შედეგია.

მონანიება რეალური რამ არის, იგი მოქმედია. ეს არ არის გამოგონილი გამოცდილება ან „უმართავი გონების“ შედეგი.17 მას აქვს ძალა აწიოს ტვირთი და ჩაანაცვლოს იგი იმედით. ამას შეუძლია მიგვიყვანოს გულის შეცვლამდე და დამთავრდეს იმით, რომ აღარ გვექნება სურვილი ბოროტის კეთებისა, არამედ მოვისურვებთ სიკეთის კეთებას.18 მონანიება აუცილებლად რთულია. ყველაფერი, რაც მარადიული მნიშვნელობისაა, იშვიათად არის ადვილი. მაგრამ შედეგი ამად ღირს. როგორც პრეზიდენტმა ბოიდ კ. პეკრმა დაამოწმა თავის ბოლო მიმართვაში სამოცდაათიანელთა მიმართ: „აზრი ესაა: მონანიება არ ტოვებს კვალს ან ბილიკს. რაც გამოსწორდა გამოსწორდა. ... მონანიება არ ტოვებს არც კვალს და არც ბილიკს. იგი უბრალოდ კურნავს და რაც განიკურნა იქნება განკურნებული“.19

ასევე ჩვენი იმედი - კვლავ ვიცხოვროთ მამაზეციერის გარემოცვაში, დამოკიდებულია იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე, ერთი უცოდველის მზადყოფნაზე აიღოს საკუთარ თავზე, თუმცა უდანასაულო იყო, კაცობრიობის ერთობლივი ცოდვები, მათი ჩათვლით, რაც ზოგიერთმა ღვთის შვილმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა, რომ ჩაედინა.

როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, ჩვენ მხსნელის გამოსყიდვას იმაზე დიდ ძალას ვანიჭებთ, ვიდრე სხვა ადამიანების უმრავლესობა, რადგან ვიცით, რომ თუ აღთქმას ვდებთ, გამუდმებით ვინანიებთ და ბოლომდე ვძლებთ, იგი გაგვხდის თავის თანამემკვიდრედ20 და მის მსგავსად მივიღებთ ყველაფერს, რაც მამას გააჩნია.21 ეს არის უმნიშვნელოვანესი დოქტრინა და თანაც ჭეშმარიტი. იესო ქრისტეს გამოსყიდვა ხდის აბსოლუტურად რეალურს და არა გულდასაწყვეტად მიუწვდომელს მხსნელის მოწვევას ვიყოთ „სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“.22

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ადამიანი უნდა განისაჯოს ღვთის წმინდა სამსჯავროს მიერ“.23 ამ დღეს არ გვექნება იმის საშუალება, რომ შევერიოთ ხალხს ან სხვებისკენ გავიშვიროთ თითი ჩვენი უწმინდურობის გამართლების მიზნით. საბედნიეროდ, წმინდა წერილი ასევე გვასწავლის, რომ იესო ქრისტე, რომელიც დაიტანჯა ჩვენი ცოდვების გამო, რომელიც ჩვენი ქომაგია მამასთან, რომელიც მეგობარს გვიწოდებს, რომელსაც ბოლომდე ვუყვარვართ, ბოლოს იქნება ჩვენი მოსამართლე. იესო ქრისტეს გამოსყიდვის ერთ-ერთი დალოცვა, რომელსაც ხშირად ვაკნინებთ, არის ის, რომ „მამამ ... მთელი განკითხვა ძეს გადასცა “.24

დებო და ძმებო, თუ იმედგაცრუებულნი ხართ ან ეჭვობთ, რომ როდისმე შეძლებთ სულიერი ორმოდან ამოსვლას, რომელიც თავად ამოთხარეთ, გთხოვთ გაიხსენოთ, ვინ დგას ჩვენსა და სამართალს შორის“, ვინც „აღვსილია თანაგრძნობით ადამიანთა შვილების მიმართ“ და ვინც აიღო საკუთარ თავზე ჩვენი ცოდვები და უსამართლობა და „დააკმაყოფილა განსასჯელის მოთხოვნილება“.25 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ნეფიმ ჩაიდინა, როცა ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში, უბრალოდ გახსოვდეთ, „ვინ იწამეთ“,26 თავად ქრისტე და მოინანიეთ და კვლავ განიცადეთ „იმედის სრულყოფილი სიკაშკაშე“.27 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.