2010-2019
დარჩი შენს გზაზე
ოქტომბერი 2015


დარჩი შენს გზაზე

სირთულეების მიუხედავად, ღმერთი პირველ ადგილზე დააყენეთ. გიყვარდეთ ღმერთი. იქონიეთ რწმენა ქრისტეში და ყველაფერში მიენდეთ მას.

2011 წ. 11 მარტს, მე ტოკიოს შინაგავას რკინიგზის სადგურის პლატფორმაზე ვიდექი იაპონიის კობეს მისიაში წასასვლელად. დაახლოებით 2 სთ და 46 წ., დღისით, 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მე ფეხზე მყარად ვერ ვიდექი რყევის გამო, ამიტომ მოაჯირს ჩავეჭიდე. ახლომახლო ჭერიდან განათება ცვიოდა. მთელი ტოკიო პანიკამ მოიცვა.

საბედნიეროდ, მე არ დავზიანდი და ოთხი საათის შემდეგ შევიტყვე დამამშვიდებელი ამბავი - ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ იყო.

ტელევიზიით სულ საშინელ, შოკის მომგვრელ კადრებს აჩვენებდნენ. ძლიერი ცუნამი სენდაის მისიის არემარეს დაატყდა თავს და გზად ყველაფერი წალეკა: მანქანები, სახლები, ქარხნები და მინდვრები. მე გაოგნებული ვიყავი ტრაგიკული მოვლენებით და ვტიროდი. მხურვალედ ვლოცულობდი, რომ მამაზეციერს დაეცვა ისინი და დახმარებოდა მათ, ვინც იმ რაიონში ცხოვრობდა, რომელიც ასე მიყვარდა.

მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეკლესიის არც ერთი წევრი და არც ერთი მისიონერი არ დაშავებულა. თუმცა, მრავალმა წევრმა ოჯახის წევრები, სახლები და პირადი ნივთები დაკარგა. დაახლოებით 20 000 ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა, დასახლებები განადგურდა და მრავალი ადამიანი იძულებული გახდა, მიეტოვებინა საცხოვრებელი ატომურ სადგურზე მომხდარი დაზიანების გამო.

მსგავი სტიქიები დღეს მსოფლიოს მრავალ კუთხეს ანადგურებენ და ადამიანების სიცოცხლე მიაქვთ. ჩვენ გაფრთხილებულნი ვართ, რომ სტიქიები, ომები და უამრავი სირთულეები იქნება სამყაროში.

როცა ჩვენ მსგავსი უბედურება გვემართება, ჩვენ ვფიქრობთ: „რატომ დამემართა ეს მე“? ან „რატომ უნდა დავიტანჯო“?

მას შემდეგ, რაც სახარებაში მოვექეცი, დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა პასუხი კითხვაზე „რატომ მეძლევა განცდები“? გავიგე, რომ ხსნის გეგმის ნაწილი იყო, რომ ყველას გამოგვცდიდნენ. თუმცა, რეალობაში, როცა საქმე ამ კითხვას შეეხო, მე არ ვიყავი დიდად დარწმუნებული, ისე, რომ შესაფერისი პასუხი გამეცა ამაზე. მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა დრო, როცა სერიოზული განცდის წინაშე აღმოვჩნდი.

როცა 30 წლის ვიყავი, მომიწია ნაგოიას მისიაში ჩასვლა. შეხვედრის შემდეგ მისიის პრეზიდენტმა სთხოვა მისიონერებს, აეროპორტში ჩავეყვანე. როცა გრძელი მთის ძირში გზის გადაკვეთამდე მივედით, ჩვენ უკნიდან დიდი სიჩქარით საბარგო მანქანა გვეწეოდა. იგი ჩვენი მანქანის უკანა ნაწილს შეეჯახა და წინ 20 მეტრზე მეტი მანძილით გაიტანა. ყველაზე საშინელი რამ ის იყო, რომ მანქანაში მძღოლი არ იყო. ჩვენი მანქანის უკანა ნაწილი თავდაპირველი ზომის ნახევარი გახდა. საბედნიეროდ ორივე უხუცესი და მეც გადავრჩით.

თუმცა მეორე დღეს მე კისრის, მხრების და თავის ტკივილი დამეწყო. იმ დღიდან დაწყებული ვერ ვიძინებდი და იძულებული ვიყავი ყოველ დღე ფიზიკური და მენთალური ტკივილით მეცხოვრა. მე ვლოცულობდი, რომ ღმერთს განეკურნა ჩემი ტკივილი, მაგრამ სიმპტომები დაახლოებით 10 წელი გრძელდებოდა.

ამ დროს გონებაში ეჭვის აზრები შემომეპარა, ვპიქრობდი: „რატომ უნდა ავიტანო ამდენი ტკივილი“? მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არ მივიღე სასურველი განკურნება, მაინც ვცდილობდი, ვყოფილიყავი ერთგული ღვთის მცნებების დაცვაში. ვაგრძელებდი ლოცვას, რათა შემძლებოდა ჩემს განცდებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა.

დადგა დრო, როცა ვერბრძოდი რამდენიმე ახალ პირადულ პრობლემებს და აფორიაქებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, ახალი განცდისთვის როგორ გამერთვა თავი. მე პასუხისთვის ვლოცულობდი, თუმცა პასუხი მაშინვე ვერ მივიღე. ასე რომ წავედი და სანდო ეკლესიის ხელმძღვანელს დაველაპარაკე.

საუბრისას, მან სიყვარულით მითხრა: „ძმა აოიაგი, განა თქვენი დედამიწაზე ყოფნის მიზანი ამ სირთულის ატანა არ არის? ან ამ ცხოვრების ყოველი განცდის მიღება, რისთვისაც არ უნდა იყვნენ ისინი და დანარჩენი მიაბარო უფალს? განა არ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება ჩვენი აღდგომის შემდეგ“?

როცა ეს სიტყვები გავიგე, ძლიერ ვიგრძენი უფლის სული. მე ეს დოქტრინა მრავალჯერ მსმენია, მაგრამ ამ დონემდე თვალები ახლა ამეხილა. მე მივხვდი, რომ ეს იყო პასუხი, რომელსაც ლოცვაში ველოდებოდი უფლისგან. მე შევძელი ნათლად გამეგო მამაზეციერის ხსნის გეგმა და ახლად გამეგო ეს მნიშვნელოვანი პრინციპი.

აბრაამის წიგნში უფალი ღმერთი აცხადებს: „და ჩვენ გამოვცდით მათ აქ, რათა დავინახოთ, შეასრულებენ თუ არა ყველაფერს ისე, როგორც უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ“.1

პრინციპი კი ისაა, რომ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა და იცის დედამიწის დანიშნულება. მის განკარგულებაშია ყველაფერი დედამიწაზე და ზეცაში და ხსნის გეგმის განსახორციელებლად იგი გვიქმნის მრავალ განსხვავებულ შემთხვევას გამოცდილების მისაღებად, მათ შორის განსაცდელებს, ჩვენი დედამიწაზე ცხოვრებისას.

და უფალმა უთხრა ჯოზეფ სმითს:

„იცოდე, შვილო ჩემო, რომ ყოველივე ეს მოგცემს გამოცდილებას და შენი სარგებლისთვის იქნება. ...

„ასე რომ, დარჩი შენს გზაზე ..., რამეთუ ღმერთი იქნება შენთან აწ და მარადის“.2

განსაცდელნი დედამიწაზე ცხოვრების დროს, ავადმყოფობისა და სიკვდილის ჩათვლით, არის ხსნის გეგმის ნაწილი და გარდაუვალი გამოცდილება. აუცილებელია ჩვენთვის მივიღოთ „დარჩი შენს გზაზე“ და რწმენით მივიღოთ განსაცდელნი.

თუმცა, ჩვენი ცხოვრების მიზანი არ არის მხოლოდ განსაცდელთა ატანა. მამაზეციერმა გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, როგორც ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, რათა შევძლოთ გადავლახოთ განსაცდელები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ჩვენს სისუსტეებს ძალად გადააქცევს,3 იგი გამოისყიდის ჩვენს ცოდვებს და არასრუყოფილებას და ხდის შესაძლებელს ჩვენთვის, მივაღწიოთ უკვდავებას და მარადიულ ცხოვრებას.

პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა განაცხადა: „გამოცდა, რომელიც ღმერთმა დაგვიწესა იმაში არ მდებარეობს, რომ დაინახოს, ავიტანთ თუ არა სირთულეებს. ეს იმისთვისაა, რომ დაინახოს, რომ კარგად გავუძელით. ჩვენ ვაბარებთ გამოცდას მაშინ, როცა ვაჩვენებთ, რომ გვახსოვს იგი და მის მიერ მოცემული მცნებები“.4

„დარჩი შენს გზაზე“ არის განსაცდელში ყოფნისას მთავარი არჩევანი. მიტრიალდით გულით ღმერთისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებში ხართ. თავმდაბლად დაემორჩილეთ ღვთის ბრძანებებს. გამოამჟღავნეთ რწმენა იმისთვის, რომ შეუთავსოთ ადამიანური სურვილები ღვთის ნებას.

ახლა მოდით განვიხილოთ ნაგოიაში მომხდარი ავტოავარია. შესაძლებელი იყო მოვკვდარიყავი იმ ავარიაში, თუმცა, უფლის მადლით, სასწაულად გადავრჩი. მე ვიცი, რომ ჩემი ტანჯვა -ები იყო ჩემი სწავლის და ზრდისთვის.5 მამაზეციერმა მასწავლა მოთმინება, თანაგრძნობა და მათი ნუგეში, ვინც იტანჯება. როცა ეს გავიაზრე, გული მადლიერებით ამევსო მამაზეციერის მიმართ ამ განსაცდელის გამო.

ნებისმიერ განსაცდელში ყოფნისასაც კი, დააყენეთ ღმერთი წინ. გიყვარდეთ ღმერთი, იქონიეთ რწმენა ქრისტეში და მიენდეთ მას ყველაფერში. მორონი აძლევს ასეთ ხალხს დაპირებას: „და თუ უარს იტყვით ყოველივე უღმერთოზე და გეყვარებათ ღმერთი მთელი ძალით, გონებით და ღონით, მისი მადლით გახდებით სრულყოფილნი ქრისტეში“.6

მე გულწრფელად ვმოწმობ, რომ მამა ღმერთი და მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, ცოცხლობენ და რომ ღვთის დაპირებები მათ, ვინც აირჩიეს „დარჩი შენს გზაზე“ და უყვართ იგი, აღსრულდება განსაცდელის ჟამსაც კი. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.