2010-2019
დიდი სიყვარული ჩვენი მამაზეციერის შვილების მიმართ
2019 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


დიდი სიყვარული ჩვენი მამაზეციერის შვილების მიმართ

სიყვარული არის ძირითადი დახასიათება და მოტივაცია იმ სულიერი მიზნებისა, რომლებიც დაგვაკისრა ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა.

ძვირფასო დებო და ძმებო, ეს უნიკალური და მნიშვნელოვანი დროა ისტორიაში. დალოცვილნი ვართ, რომ ვცხოვრობთ ამ ბოლო წყობაში მხსნელის მეორე მოსვლამდე. 1829 წ. ამ წყობის დაწყებამდე, ეკლესიის ოფიციალურად დაწესებამდე ერთი წლით ადრე, მიღებულ იქნა გამოცხადება იმაზედ, რომ „მალე“ დაიწყებოდა „საოცარი საქმე“. ამ გამოცხადების თანახმად ისინი, ვინც ისურვებდნენ ღმერთის მსახურებას, გახდებოდნენ ამის ღირსნი „რწმენის, იმედის, მოწყალებისა და სიყვარულის მეშვეობით, ღმერთის დიდებაზე მიპყრობილი მზერით“. მოწყალება, რაც არის „ქრისტეს წმინდა სიყვარული“, მოიცავს ღმერთის მარადიულ სიყვარულს ყველა მისი შვილისადმი.

ჩემი მიზანია ამ დილით, ხაზი გავუსვა ასეთი სახის სიყვარულის მნიშვნელოვან როლს მისიონერულ სამსახურში, სატაძრო და ოჯახური ისტორიის სამუშაოში, ასევე ოჯახზე ორიენტირებულ, ეკლესიაზე დაყრდნობილ ოჯახურ რელიგიის დაცვაზე. მხსნელისა და მოყვასის სიყვარული არის სულიერი მიზნების და მზრუნველობის მთავარი დახასიათება რომლის მიღება დაგვაკისრა ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა 2018 წ. მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ისრაელის შეკრების მისიონერული მცდელობა

ჩემს ადრეულ ცხოვრებაში მქონდა შეხება მისიონერული სამსახურისა და სიყვარულის ურთიერთდამოკიდებულებასთან. 11 წლის რომ ვიყავი, მივიღე პატრიარქის დალოცვა პატრიარქისგან, რომელიც ამავდროულად პაპაჩემი იყო. ამ დალოცვაში, ნაწილობრივ ითქვა: „გლოცავ დიდი სიყვარულით მოყვასისადმი, რადგან მოგიწოდებენ, მიუტანო სახარება სამყაროს სულების ქრისტესთან მისაყვანად“.

უკვე ადრეულ ასაკში გავიგე, რომ სახარების გაზიარება იყო დაფუძნებული მამაზეციერის დიად სიყვარულზე ყოველი თავისი შვილისადმი.

როცა 15 წლის წინ მთავარმა ხელმძღვანელებმა მოგვცეს დავალება იქადაგე ჩემი სახარება -ზე, ჩვენ დავასკვენით, რომ სიყვარულის ელემენტი ჩვენს დროშიც ისევე აუცილებელია, როგორც ეს ყოველთვის იყო. თავი 6 ეძღვნება რა ქრისტეს დახასიათებას, მოწყალებისა და სიყვარულის ჩათვლით, მისიონერთა შორის ყოველთვის ყველაზე პოპულარული იყო.

როგორც მხსნელის დესპანები, მისიონერების უმეტესობა გრძნობს ასეთ სიყვარულს და როცა ეს ასეა, ისინი დალოცვებს იღებენ თავიანთ ძალისხმევაში. როცა წევრები ასეთი სიყვარულის ხედვას აღწევენ, რაც აუცილებელია უფლის დასახმარებლად მის მიერ ჩაფიქრებულ მიზანში, უფლის საქმე შესრულდება.

რ. ვეინ შუტი

მე მქონდა უპირატესობა, პატარა როლი მეთამაშა ასეთი სიყვარულის საოცარ მაგალითში. როცა წყნარი ოკეანის კუნძულების ოლქში პრეზიდენტად ვმსახურობდი, მე პრეზიდენტმა რ. ვეინ შუტმა დამირეკა. იგი ახალგაზრდობაში სამოაში მსხურობდა მისიაში. მოგვიანებით იგი სამოაში მისიის პრეზიდენტის როლში დაბრუნდა. როცა დამირეკა, იგი სამოას აპიას ტაძრის პრეზიდენტი იყო. მისი მისიის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა მისიონერი უხუცესი ო. ვინს ჰალეკი იყო, რომელიც ამჟამად წყნარი ოკეანის ოლქის პრეზიდენტია. პრეზიდენტი შუტი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განწყობილი ვინსისა და მთლიანად ჰალეკების ოჯახის მიმართ. ოჯახის წევრთა უმეტესობა ეკლესიის წევრები იყვნენ, მაგრამ ვინსის მამა, ოტო ჰალეკი, ოჯახის უფროსი (გერმანულ-სამოეურ შთამომავლობით) - არა. პრეზიდენტმა შუტმა იცოდა, რომ ვესწრებოდი პალოს კონფერენციას და სხვა შეხვედრებს ამერიკულ სამოაში და მთხოვა, დავრჩენილიყავი ოტო ჰალეკის ოჯახში მისთვის სახარების გაზიარების მიზნით.

ახალგაზდა მისიონერი, უხუცესი ო. ვინსენტ ჰალეკი

მე და ჩემი მეუღლე, მერი, დავრჩით ოტოსთან და მის ცოლთან, დოროთეასთან, მათ მშვენიერ სახლში. საუზმეზე მე მათ სახარების გზავნილი გავუზიარე და მოვიწვიე ოტო, შეხვედროდა მისიონერებს. მან კეთილად, მაგრამ მტკიცედ, უარი მითხრა. თქვა, რომ კმაყოფილია, მისი ოჯახის ამდენი წევრი რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანია. თუმცა ხისტად აღნიშნა, რომ მისი სამოელი დედის წინაპრები სამოაში ქრისტიანი მსახურები იყვნენ და იგი ძალიან ერთგული იყო მათი ტრადიციული ქრისტიანული რწმენისა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთს მეგობრულად დავშორდით.

მოგვიანებით, როცა პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი ემზადებოდა სუვა ფიჯის ტაძრის მიძღვნისთვის, მისმა პირადმა მდივანმა, ძმა დონ ჰ. სტაჰელიმ დამირეკა ახალ ზელანდიაში რაღაც საქმეების მოსაგვარებლად. პრეზიდენტ ჰინკლის სურდა, გადაფრენილიყო ფიჯიდან ამერიკის სამოაზე, რათა იქ წმინდანებს შეხვედროდა. მას შესთავაზეს გარკვეული სასტუმრო, რომელშიც იგი წინა ვიზიტის დროსაც გაჩერდა. მე ვკითხე, შემეძლო თუ არა სხვა სასტუმროს შეთავაზება. ძმა სტაჰელიმ მითხრა: „შენ ოლქის პრეზიდენტი ხარ; შეგიძლია“.

უმალვე დავურეკე პრეზიდენტ შუტს და ვუთხარი, რომ იქნებ მეორე შანსი გვეძლეოდა იმისთვის, რომ ჩვენი მეგობარი, ოტო ჰალეკი, დაგველოცა. ამჯერად მისიონერის როლში პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი იქნებოდა. ვიკითხე, მისაღები თუ იყო ჰალეკებისთვის, გაგვმასპინძლდებოდნენ ყველას პრეზიდენტ ჰინკლის სამოგზაურო ჯგუფიდან. პრეზიდენტი და და ჰინკლი, მათი ქალიშვილი ჯეინი და უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი მეუღლითურთ ასევე ჯგუფის ნაწილი იყვნენ. პრეზიდენტმა შუტმა, რომელიც იმ ოჯახთან მუშაობდა, ყველაფერი მოაგვარა.

ტაძრის მიძღვნის ცერემონიის შემდეგ, როცა ფიჯიდან დავბრუნდით, ჩვენ თბილად შეგვხვდნენ. იმ საღამოს ათასობით სამოელ წევრს ველაპარაკეთ, შემდეგ კი ჰალეკების ოჯახის მფლობელობისკენ გავეშურეთ. როცა მეორე დილით საუზმეზე შევიკრიბეთ, პრეზიდენტი ჰინკლი და ოტო ჰალეკი უკვე დამეგობრდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ მათ იმავე თემაზე ისაუბრეს, რომელზედაც მე და ოტო ვსაუბრობდით ერთ წელზე მეტი ხნის წინ. როცა ოტომ ჩვენი ეკლესიისადმი აღტაცება გამოხატა, მაგრამ კვლავ დაადასტურა ერთგულება თავისი ეკლესიისადმი, პრეზიდენტმა ჰინკლიმ ოტოს მხარზე ხელი დაადო და თქვა: „ოტო, ეს არ არის საკმარისი; შენ ეკლესიის წევრი უნდა გახდე. ეს უფლის ეკლესიაა“. ოტოს თითქოს წინააღმდეგობის ჯავშანი ჩამოეხსნა და იგი გაიხსნა პრეზიდენტ ჰინკლის ნათქვამის მიმართ.

ეს იყო დამატებითი მისიონერული სწავლების დასაწყისი და სულიერი მორჩილება, რომელმაც ნება დართო ოტო ჰალეკს, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მონათლულიყო და წევრად დამტკიცებულიყო . ერთი წლის შემდეგ კი ჰალეკების ოჯახი სამარადისოდ ჩაიბეჭდა ტაძარში.

ჰალეკების ოჯახი ტაძარში ჩაბეჭდვისას

იცით, რამ ამიჩუყა გული ამ არაჩვეულებრივ შემთხვევაში? წარმოუდგენელმა მსახურების სიყვარულმა, რომელიც გამოამჟღავნა პრეზიდენტმა ვეინ შუტმა თავისი ყოფილი მისიონერის, უხუცეს ვინც ჰალეკის მიმართ და მისმა სურვილმა, იხილოს ჰალეკების მთელი ოჯახი ტაძარში მარადიული ოჯახის როლში.

როცა საქმე ეხება ისრაელის შერკებას, ჩვენ უნდა გავუხსნათ გული ასეთ სიყვარულს და ჩავანაცვლოთ უბრალო ვალდებულებისა ან დანაშაულის გრძნობა სიყვარულისა და მხსნელის ღვთიური გზავნილის გაზიარებაში მონაწილეობის, მზრუნველობისა და მსოფლიოს წინაშე ჩვენ თავზე აღებული მისიის გრძნობით.

ჩვენ, როგორც წევრებს, შეგვიძლია, უბრალო მოწვევის სახით, ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარული მხსნელისა და მთელს მსოფლიოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ. კვირა დღის ახალი განრიგი გვაძლევს ჩვენ, წევრებს, განსაკუთრებულ საშუალებას, წარმატებითა და სიყვარულით მოვიწვიოთ მეგობრები და ახლობლები, მოვიდენენ, იხილონ და იგრძნონ, რა არის ეკლესია. სულიერი ზიარების შეკრების შემდეგ (იმედია ისეთი სულიერი, როგორიც აღწერა გუშინ უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა) იქნება 50 წუთიანი შეკრება, რომლის ძირითადი თემაა ახალი აღთქმა, მხსნელი ან საკონფერენციო გამოსვლები, რომლებიც ასევე უკავშირდება მხსნელსა და მის სწავლებას.

ზოგიერთ მოწყალების საზოგადოების დას გაუკვირდა, რომ მათ, სამღვდელოების ქვორუმის წევრებთან ერთად, მისცეს „შეკრების“ დავალება. ამისთვის არსებობს მიზეზები და პრეზიდენტმა ნელსონმა მრავალი მათგანი დაასახელა ბოლო გენერალურ კონფერენციაზე. დასასრულს მან თქვა: „ჩვენ უბრალოდ ვერ შევკრებთ უთქვენოდ ისრაელს“. ამის გარდა, ჩვენს დროში დალოცვილნი ვართ იმით, რომ სრული დროის მისიონერთა დაახლოებით 30% ქალები არიან. ამით მოწყალების საზოგადოების ქალებს ექმნებათ დამატებითი სტიმული, სიყვარულით გაუზიარონ სახარება. საჭიროა, რომ ყოველმა ჩვენგანმა - ქალმა, კაცმა, ახალგაზრდამ თუ ბავშვმა, აიღოს სიყვარულის, ნუგეშის მომტანი და სულიერი ვალდებულება - გაუზიაროს სხვებს იესო ქრისტეს სახარება. თუკი ჩვენ გამოვიჩენთ სიყვარულს, სიკეთესა და მორჩილებას, მრავალი ადამიანი მიიღებს ჩვენს მოწვევას. ისინი, ვინც ირჩევენ, არ მიიღონ ჩვენი მოწვევა, მაიც ჩვენი მეგობრების რიგში დარჩებიან.

ტაძრისა და ოჯახური ისტორიის მცდელობები ისრაელის შესაკრებად

სიყვარული ასევე საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შეკრების სატაძრო და ოჯახური ისტორიის მცდელობის ცენტრალური ნაწილია. როცა ვიგებთ იმ სირთულეებისა და გასაჭირის შესახებ, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადაიტანეს, ჩვენი მათ მიმართ სიყვარული და მადლიერება კიდევ უფრო იზრდება. ჩვენი სატაძრო და საოჯახო ისტორიის ძალისხმევა არნახულად გაძლიერდა იმ კორექტივების გამო, რომლებიც შეეხო როგორც საკვირაო შეკრებებს ისე ახალგაზრდების კლასებსა და ქვორუმებს. ეს ცვლილებები გვეხმარება, გაცილებით ადრე უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს წინაპრებზე ინფორმაციის შეგროვებასა და საბურველის მეორე მხარეს ისრელის შეკრებას. როგორც სატაძრო ასევე ოჯახური ისტორიის სამუშაომ დიდად წინ წაიწია.

ინტერნეტი ძლიერი იარაღია; ოჯახი კი ახლა ჩვენი ოჯახური ისტორიის მთავარი ცენტრია. ჩვენი ახალგაზრდა წევრები განსაკუთრებით კარგად ერკვევიან ოჯახური ისტორიის ძიებაში და სულიერად მოტივირებულები არიან მათი წინაპრებისთვის ნათლობის ჩასატარებლად - მათ ხომ ისინი უყვართ და მათი მადლიერნი არიან. რადგან ცვლილების გამო მრავალი 11 წლის ბავშვი მონაწილეობს გარდაცვლილთა ნათლობაში, ტაძრის პრეზიდენტები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ დასწრების მნიშვნლეოვან ზრდას. ერთ-ერთი ტაძრის პრეზიდენტი გვამცნობს, რომ „მნიშვნელოვნად გაიზარდა ნათლობაში მონაწილეთა რიცხვი … და 11 წლის ბავშვების მონაწილეობის ხარჯზე იზრდება თანამონაწილე ოჯახების რაოდენობა. მიუხედავად [პატარა] ასაკისა ისინი გაგებით და პატივისცემით ეკიდებიან ამ წეს-ჩვეულებას. რა მშვენიერია ამის ცქერა“!

ვიცი, რომ ჩვენი დაწყებითი საზოგადოებისა და ახალგაზრდების ხელმძღვანელები ამჟამად და კვლავაც მთავარ ყურადღებას გადაიტანენ ოჯახურ ისტორიასა და სატაძრო სამუშაოზე. მოწყალების საზოგადოების დებსა და სამღვდელოების მღვდლებს შეუძლიათ, სიყვარულით დაეხმარონ სატაძრო და ოჯახური ისტორიის ვალდებულების შესრულებაში როგორც ინდივიდუალურად ისე ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებითა და შთაგონებით, საბურველის მეორე მხარეს ისრაელის შეკრებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახშიც და წმინდა შაბათსაც. მე გპირდებით, რომ წინაპრებისთის სიყვარულით შესრულებული წეს-ჩვეულებები გააძლიერებს და დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებსა და ოჯახებს მთელს მსოფლიოში, რომელიც უფრო და უფრო ბოროტდება. მე ასევე პირადად ვმოწმობ, რომ პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცხადებები ტაძრებისა და სატაძრო სამუშაოს შესახებ.

მოამზადეთ მარადიული ოჯახები და ინდივიდები ღმერთთან ცხოვრებისთვის.

ოჯახზე ორიენტირებულ სახარების სწავლებაზე და მის მიხედვით ცხოვრებაზე გაკეთებული აქცენტი, ასევე ეკლესიის მიერ წარდგენილი რესურსები, გვაძლევს დიდ საშუალებას იმისთვის, რომ სიყვარულით მოვამზადოთ მარადიული ოჯახები და ინდივიდები ღმერთთან შესახვედრად.

როცა ქალი და მამაკაცი ტაძარში ჩაიბეჭდებიან, ისინი ემორჩილებიან ახალი და მარადიული აღთქმის ქორწინების წმინდა წესს, სამღვდელოების წესს. ერთად ისინი იღებენ სამღვდელოების დალოცვებსა და ოჯახური საკითხების წარმართვის ძალას. ქალებსა და მამაკაცებს გააჩნიათ უნიკალური როლი, როგორც ეს ხაზგასმულია „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“-ში მაგრამ მათი პასუხისმგებლობა თანაბარია მნიშვნელობისა და ფასეულობის თვალსაზრისით. მათ აქვთ თანაბარი ძალა, მიიღონ საკუთარი ოჯახებისთვის გამოცხადება. როცა ისინი ერთად მუშაობენ სიყვარულსა და სიმართლეში, მათი გადაწყვეტილებები ზეციდან არის დალოცვილი.

ისინი, ვინც ეძიებენ უფლის ნებას საკუთარი თავისა და ოჯახისათვის, უნდა მიისწრაფებოდნენ სამართლის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულისკენ. მორჩილება და სიყვარული არის იმათი ნიშანთვისება, ვინც ეძიებს უფლის ნებას, განსაკუთრებით ოჯახებთან მიმართებაში.

საკუთარი თავის სრულყოფა, აღთქმების დალოცვების ღირსეულად ცხოვრება და ღმერთთან შესახვედრად მზადება არის პირადი ვალდებულებანი. დამოკიდებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე და ჩართულნი იმაში, რომ ჩვენი სახლი გახდეს თავშესაფარი ირგვლივ მზვინვარე ქარიშხლისაგან და რწმენის საკურთხეველი“. მშობლებს აკისრიათ ვალდებულება, სიყვარულით ასწავლონ შვილებს. სიყვარულით ავსებული ოჯახი წარმოადგენს სიხარულს, სიამოვნებას და სიტყვა სიტყვით რომ ვთქვათ, ზეცას დედამიწაზე.

დედაჩემის საყვარელი ჰიმნი იყო „როს სახლში სიყვარული“. როცა კი მას ესმოდა პირველი სიტყვები: „როს სახლში სიყვარული დაისადგურებს“, მას ყოველთვის გული უჩუყდებოდა და ცრემლები ადგებოდა თვალზე. ჩვენ, შვილებმა, ვიცოდით, რომ მართლაც ასეთ სახლში ვცხოვრობდით; ეს მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო.

ოჯახში სიყვარულის ატმოსფეროს შექმნის გარდა პრეზიდენტმა ნელსონმა ხაზი გაუსვა მედია საშუალებების გამოყენების შემცირებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მთავარ მიზანს. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც თითქმის ყოველ ოჯახს მოუტანს სიკეთეს, არის ის, რომ ინტერნეტი, სოციალური მედია და ტელევიზორი გახდება დამხმარე საშუალება და არა ყურადღების მიმპყრობი ან კიდევ უფრო უარესი - მბრძანებელი. სულების გამო ომი, განსაკუთრებით ბავშვების, ხშირად ოჯახშია გაჩაღებული. ჩვენ, როგორც მშობლები, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მედიას შინაარსი არის ჯანსაღი, ასაკისთვის შესაფერისი და შესაბამისი იმ სიყვარულის ატმოსფეროსი, რომლის შექმნასაც ვცდილობთ.

ჩვენს სახლებში სწავლება უნდა იყოს გარკვეული, საინტერესო და ამავდროულად სულიერი, მხიარული და სიყვარულით აღვსილი.

მე გპირდებით, რომ როცა მთელ ყურადღებას გადავიტანთ მხსნელისა და მისი გამოსყიდვის სიყვარულზე, გავხდით მას საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შეკრების ჩვენი ძალისხმევის ცენტრად, ვემსახურებით სხვებს და ინდივიდუალურად მოვემზადებით ღმერთთან შესახვედრად, მოწინააღმდეგის გავლენა ჩვენზედ შემცირდება და სახარების სიხარული, სიამოვნება და სიმშვიდე განადიდებს ჩვენს სახლებს ქრიტესმიერი სიყვარულით. მე ვმოწმობ ამ დოქტრინალურ დაპირებებზე და ვარ მოწმე იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მსხვერპლისა ჩვენთვის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მოძღვრება და აღთქმები 4:1, 5.

  2. მორონი 7:47.

  3. See “Charity and Love,” Preach My Gospel: A Guide to Missionary Service, rev. ed. (2019), 124.

  4. იხ. მეორე რჯული 6:5; მათე 22:36–40.

  5. See “Responsibilities of Elders Quorum and Relief Society Presidencies in Member Missionary and Temple and Family History Work,” notice, Oct. 6, 2018.

  6. პაპაჩემი უფლებამოსილი იყო, მიეცა პატრიარქის დალოცვა შვილიშვილებისთვის, რომლებიც სხვადასხვა შტატებში ცხოვრობდნენ. მე იგი 11 წლის ასაკში მივიღე, რადგან პაპა ავად იყო და შესაძლო იყო, გარდაცვლილიყო.

  7. ქუენტინ ლ. კუკმა მიიღო პატრიარქის დალოცვა პატრიარქ ქროზიერ კიმბალისგან 1951 წ. 13 ოქტომბერს იუტაში, დრეიპერში.

  8. პრეზიდენტი რ. ევინ შუტი მეუღლესთან, ლორნასთან, ერთად ასევე მსახურობდა სხვადასხვა მისიებში შანხაიში (ჩინეთი), სომხეთში, სინგაპურში და საბერძნეთში. ლორნას გარდაცვალების შემდეგ იგი დაქორწინდა რეა მაე როსვალზე და მათ იმსახურეს ავსტრალიის ბრისბენის მისიაში. ცხრა შვილიდან შვიდმა სრული დროის მისიაში იმსახურა. სამოაში ორი წლის განმავლობასი მისიის პრეზიდენტად მსახურებისას უხუცესი ჯონ ჰ. გრობერგი ტონგას მისიის პრეზიდენტი იყო. ორივე ამ ადამიანის გამოცდილება ლეგენდარულია.

  9. ოტო ჰალეკი იყო სამოას ქრისტიანული ეკლესიის მრევლის ლიდერი, რომელიც წარმოიშვა ლონდონის მისიონერული საზოგადოებიდან. მისი მამა გერმანული წარმოშობის იყო.

  10. პრეზიდენტი დონ ჰ. სტაჰელი ამჟამად მსახურობს იუტას ბაუნთიფულის ტაძრის პრეზიდენტად.

  11. პრეზიდენტი და და ჰინკლი, მათი ქალიშვილი, ჯეინ ჰინკლი დუდლერი, უხუცესი ჯეფრი რ. და და პატრიცია ტ. ჰოლანდი, უხუცესი ქუენთინ ლ. და და მერი გ. კუკი, ასევე ძმა დონ ჰ. სტაჰელი - ყველანი იქ იმყოფებოდნენ.

  12. უხუცესი ო. ვინსენტ ჰალეკი გვამცნობს, რომ მისმა მამამ დაპატიჟა ვინსი და მისი ძმა, დევიდი, ჩამოსულიყვნენ საზღვარეთიდან, შეემოწმებინათ სახლი და ყოფილიყვნენ იქ პრეზიდენტ ჰინკლის ვიზიტის დროს. უხუცესმა ჰალეკმა თქვა, რომ მამამ განაცხადა: „იცით, ესენი შეიძლება ანგელოზები იყვნენ“. მან უთხრა შვილებს, რომ თუ მათ სურდათ წინასწარმეტყველის მასპინძლობა, სახლი უნაკლო უნდა დაეხვედრებინათ მისთვის.

  13. პრეზიდენტ ჰინკლის ფეხურთს სტადიონხე შეხვდნენ ამერიკული სამოას ეროვნული ხელმძღვანელობა და მრავალი ათასი სამოელი.

  14. სამოასა და სხცა პოლინეზიელთა დამახასიათბელი თვისებაა, ბეჯით მისიონერული სამსახურის მეშვეობით ოჯახების გაერთიანება.

  15. პრეზიდენტი შუტი იმდენად უყვარდათ და პატივს სცემდნენ, რომ იგი 2006 წ. დაპატიჟეს ოტო ჰალეკის დაკრძალვაზე.

  16. “ზოგჯერ ჩვენ მართლაც ვალდებულების გრძნობის გამო ვმსახურობთ, მაგრამ ასეთ მსახურებასაც კი შეუძლია, მიგვიყვანოს რაიმე ამაღლებულამდე, რათა … ვიხილოთ ‘უფრო აღმატებული გზა’ [1 Corinthians 12:31]” (Joy D. Jones, “For Him,” Liahona, Nov. 2018, 50).

  17. იხ. ტედ რ. კალისტერი, უსასრულო გამოსყიდვა (2000), 5-8.

  18. ეკლესიის წევრებმა მისიონერებთან ერთად უნდა დაგეგმონ მოსაწვევების მომზადება.

  19. Russell M. Nelson, “Sisters’ Participation in the Gathering of Israel,” Liahona, Nov. 2018, 70.

  20. სოლთ ლეიქ ტაძრის პრეზიდენტის, ბ. ჯექსონისა და ტაძაღში მოსიარულე და როზმარი მ. უიქსომის ანგარიში დაწყებითი ორგანიზაციის გენერალურ პრეზიდენტობას, მარტი, 2019 წ. ვიქსომებმა აღნიშნეს, რომ უკვეთავენ უფრო მეტ XXXS ნათლობის ტანსაცმელს, რადგან ამის საჭიროებაა.

  21. See Russell M. Nelson, “Opening Remarks,” Liahona, Nov. 2018, 6–8.

  22. იხ. მოძღვრება და აღთქმები 131:1-4.

  23. იხ. “The Family: A Proclamation to the World,” Liahona, May 2017, 145.

  24. „ყოველი მამა თავისი ოჯახის პატრიარქია, ყოველი დედა კი - მატრიარქი და ისინი თანაბარუფლებიანნი არიან მშობლის როლში“ (James E. Faust, “The Prophetic Voice,” Ensign, May 1996, 6).

  25. იხ. მოძღვრება და აღთქმები 45:26-27; 88:91.

  26. Russell M. Nelson, “Becoming Exemplary Latter-day Saints,” Liahona, Nov. 2018, 113.

  27. See “Know This, That Every Soul Is Free,” Hymns, no. 298.

  28. „როს სახლში სიყვარული დაისადგურებს“ ჰიმნები, გვ. 294

  29. თუკი ასეთი სიყვარულის მიღწევა შესაძლებელია, მითითბები იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:41-42 :

    „სამღვდელოება ვერ შეინარჩუნებს ვერც ძალას და ვერც ზეგავლენას შეგონების, მოთმინების, სინაზის, თავმდაბლობისა და ულევი სიყვარულის გარეშე;

    „სიკეთითა და სუფთა ცოდნით, რომელიც დიდად გაგიმდიდრებთ სულს თვალმაქცობისა და ტყუილის გარეშე“.

    ავი აარიდეთ ბავშვების უაზრო კრიტიკას. შეცდომების გამოსწორება და სიბრნის ნაკელებობა მოითხოვს დარიგებას და არა კრიტიკას. ცოდვას გმობა სჭირდება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:25–27).

  30. See Russell M. Nelson, “Sisters’ Participation in the Gathering of Israel,” 69; see also Russell M. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), HopeofIsrael.ChurchofJesusChrist.org.

  31. გარკვეულ წილად, ოჯახში სწავლება ყველა ასაკის ბავშვის ერთ საკლასო ოთახში სწავლების მაგვარი სკოლაა. როცა 11 წლის ბავშვს ვასწავლით 3 წლის ბავშვიც უნდა გავითვალისწინოთ.

  32. იხ. იოანე 17: 3; 2 ნეფი 31:20; Moroni 7:47.