ვიყოთ მზად ყოველგვარი საჭიროს მისაღებად
დალოცვები მოვა, როცა ვეცდებით, შევასრულოთ პირადი ვალდებულებები იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სწავლებისა და სიყვარულის მიმართ.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიის პროგრამები და ღონისძიებები სულ უფრო და უფრო ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი ხდება და ეს ნათლად ჩანს მთელი რიგი კორექტირებების გამო, რომლებიც ბოლო გენერალურ კონფერენციებზე გამოცხადდა. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა დაგვმოძღვრა: „წინ კიდევ ბევრი რამ გველის. … მიიღეთ ვიტამინები. დაისვენეთ. ძალიან საინტერესო იქნება“.
მე ვლოცულობ და ვითხოვ სულიწმინდის დახმარებას იმ დროს, როცა ერთად განვიხილავთ ამ მიმდინარე კორექტირებების რამდენიმე ძირითად გავლენას უფლის აღდგენილ ეკლესიაზე.
ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი სახარების სწავლება
მე და უხუცესი ქრეგ ს. ქრისტენსენი სულ ბოლო სამღვდელოების ხელმძღვანელთა კონფერენციას ერთად ვესწრებოდით. მან გამოიყენა ორი უბრალო შეკითხვა, რათა ხაზი გაესვა ოჯახზე ორიენტირებისა და ეკლესიაზე დაყრდნობის პრინციპისთვის. მან შემოიტანა ასეთი წინადადება: ნაცვლად იმისა, რომ კვირას საეკლესიო მსახურების შემდეგ სახლში დაბრუნებისას დავსვათ კითხვა: „დღეს ეკლესიაში რა ისწავლეთ მხსნელისა და მისი სახარების შესახებ“? საეკლესიო შეხვედრებზე დაგვესვა კითხვა: „რა ისწავლეთ მხსნელისა და მისი სახარების შესახებ სახლში ამ კვირის განმავლობაში“? შაბათის დღის წმინდად შენახვა, ახალი ცხრილი, შეხვედრების კორექტირებული განრიგი - ყოველივე ეს გვეხმარება სახარების შესწავლაში როგორც შინ, ასევე ეკლესიაში.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყოველ წევრს გააჩნია პირადი ვალდებულება, შეისწავლოს უფლის სწავლება და იცხოვროს მის მიხედვით, ასევე მიიღოს შესაფერისი უფლებამოსილების პირისგან ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები. ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ ეკლესიას როგორც ორგანიზაციას, რომელიც გვასწავლის და გვეუბნება ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ და ვაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ თავდადებული მოწაფენი და ღირსეულად გავძლოთ ბოლომდე. ჩვენი პირადი ვალდებულება უფრო იმაში მდგომარეობს, რომ ვისწავლოთ, რაც სასწავლია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ვიცით, რომ საჭიროა და გავხდეთ ისეთნი, როგორებიც უფალს სურს, რომ ვიყოთ. ჩვენი ოჯახები კი სწავლის, ცხოვრების სტილისა და განხორციელების საბოლოო ნავსაყუდელია.
ბავშვობაში ჯოზეფ სმითმა ოჯახში შეიტყო ღმერთის შესახებ. მისმა მცდელობებმა, აღმოეჩინა ღმერთის ნება, აიძულეს ჯოზეფი, ეძია ჭეშმარიტებისთვის მრავალი სხვა ქრისტიანული მიმართულებებს შორის, ბეჯითად ეფიქრა წმინდა წერილის შინაარსზე და გულწრფელად ელოცა ღმერთისადმი. ჯოზეფი, როცა მას მამა და ძე გამოეცხადა, მაშინვე სახლში დაბრუნდა წმინდა ტყიდან და პირველს დედას გაესაუბრა. იგი „ბუხარს მიყრდნობილი იდგა, როცა დედამ ჰკითხა, რა მოხდა. [ჯოზეფმა] უპასუხა: არაფერი, ყველაფერი კარგადაა, მეც კარგად ვარ. შემდეგ მან უთხრა დედას: ‘მე რაღაცას მივხვდი’“. ჯოზეფის გამოცდილება არის მძლავრი მაგალითი იმისა, როგორ უნდა ვისწავლოთ და ყოველმა ჩვენგანმა მას უნდა მიბაძოს. ჩვენც დამოუკიდებლად უნდა ვისწავლოთ.
მამაზეციერის თავისი შვილებისთვის არსებული გეგმის დამაგვირგვინებელი მიზანია - დავემსგავსოთ მას. შესაბამისად, იგი გვაძლევს ზრდისთვის და წინსვლისთვის საჭირო შესაძლებლობებს. ჩვენი ვალდებულება - ვისწავლოთ და ვიცხოვროთ ჭეშმარიტების მიხედვით უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ „მღელვარე სამყაროში“ რომელიც, როგორც არასდროს, ბოროტი და თავგზა აბნეულია. არ შეიძლება, უბრალოდ ვესწრებოდეთ საეკლესიო შეხვედრებს და მონაწილეობას ვიღებდეთ პროგრამებში და ამით მივიღოთ ყოველი სულიერი განათლება და უსაფრთხოება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, „შევძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს“.
„მშობლებს აკისრიათ წმინდა მოვალეობა - აღზარდონ შვილები სიყვარულსა და სიმართლეში“. ეკლესიის შთაგონებული ხელმძღვანელები, მასწავლებლები და ღონისძიებები ეხმარება ცალკეულ პირებსა და ოჯახებს სულიერი ზრდის მცდელობაში. და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვჭირდება დახმარება აღთქმულ გზაზე სიარულისას, სულიერი ძალისა და გამძლეობის განვითარების საბოლოო ვალდებულება თითოეულ ჩვენგანს აკისრია.
ახლა გაიხსენეთ ნეფი, წინასწარმეტყველ ლეხის შვილი, რომელმაც მოისურვა ენახა, მოესმინა და თავად გაეგო სულიწმინდის ძალით ის, რაც მისმა მამამ სიცოცხლის ხის ხილვიდან შეიტყო. ნეფის აშკარად ესაჭირეობოდა და დალოცვილიც იყო ბავშვობიდან „კარგი მშობლების“ მაგალითითა და სწავლებით. და ზუსტად ჯოზეფ სმითის მსგავსად იგიც ცდილობდა, თავისთვის შეეტყო პასუხები.
მე ან თქვენ რომ გვცოდნოდა მხოლოდ ის, რასაც სხვები გვასწავლიან ან გვეუბნებიან იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ, მაშინ ჩვენი ქრისტეზე და მის დიდებულ უკანასკნელ დღეთა სამუშაოზე მოწმობის საფუძველი იქნებოდა აგებული ქვიშაზე. ჩვენ ვერ დავეყრდნობით ვინმეს და ვერ ვისესხებთ სხვებისგან სახარების სინათლესა და ცოდნას, თუნდაც ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და ვენდობით.
მნიშვნელოვანია, რომ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა, რომ ყოველმა უკანასკნელ დღეთა წმინდანმა თავისთვის უნდა გაიგოს „ღმერთის ჩვენი ამქვეყნად მოვლენის ჩანაფიქრი და მიზანი“.
რომ გამხდარიყო შესაძლებელი, წაგვეკითხა და გაგვეაზრებინა ყოველივე, რაც დაიწერა ადამის დროიდან ადამიანების, ღმერთისა და ანგელოზების შორის მომავალში ურთიერთობის შესახებ, ძალიან ცოტა რამ გვეცოდინებოდა ამაზე. სხვების გამოცდილების ან მათთვის მიცემული გამოცხადების წაკითხვით ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებდით ამომწურავ ხედვას ჩვენი მდგომარეობისა და ღმერთთან ჭეშმარიტი კავშირის შესახებ. ყოველივე ამის ცოდნა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთის მიერ ამ მიზნისთვის დადგენილი წეს-ჩვეულებების მეშვეობით.“
ცალკეული პირებისა და ოჯახების მერ ამ დიადი სულიერი მიზნის მიღწევა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიის პროგრამები და ღონისძიებები სულ უფრო და უფრო ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი ხდება ჟამთა სისრულის წყობის ამ განსაკუთრებულ დროში.
ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი სახარების სწავლების შედეგები
მოდით, შევაჯამოთ რამდენიმე ძირითადი შედეგი იმისა, რომ სახარება დღითიდღე ხდება უფრო ორიენტირებული ოჯახზე და დაყრდნობილი ეკლესიაზე.
მისიონერთა მომზადების ძირითადი ცენტრი ჩვენს სახლებშია; მეორეხარისხოვანი მისიონერთა მომზადების ცენტრები მდებარეობს პროვოში, მანილაში, მეხიკოში და სხვა ადგილებში. ჩვენი ყველაზე დატვირთული საკვირაო კლასები უნდა იყოს პირადი და საოჯახო სწავლება საცხოვრებელ ადგილებზე; სასარგებლო, თუმცა მეორეხარისხოვანი საკვირაო სკოლის კლასები ტარდება ჩვენს სამლოცველოებში.
ოჯახური ისტორიის ცენტრები ახლა ჩვენს სახლებშია. დამატებითი დახმარება ჩვენი ოჯახური ისტორიის ძიების საქმეში ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს სამლოცველოებში.
მნიშვნელოვანი სატაძრო გაკვეთილები ჩვენს ოჯახებში ტარდება; მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორეხარისხოვანი მოსამზადებელი გაკვეთილები შეიძლება ასევე პერიოდულად ტარდებოდეს ჩვენს სამლოცველოებში.
ამ უკანასკნელ დღეებში აუცილებელია, ვაქციოთ ჩვენი სახლები ნავსაყუდებლად, სადაც შევძლებთ, „ვიდგეთ წმინდა ადგილას“ . და როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ოჯახებზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი სწავლება ჩვენი სულიერი ძალისა და უსაფრთხოებისთვის დღეს, იგი მომავალში კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი სწავლება და ტაძრისთვის მომზადება
განიხილეთ, როგორ ეხება „ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი“ პრინციპი ჩვენს ინდივიდუალურ მომზადებასა და ღირსებას, მივიღოთ წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები უფლის სახლში.
ჭეშმარიტად, ტაძრისთის მომზადება ყველაზე ეფექტურია ჩვენს სახლებში. მაგრამ ეკლესიის მრავალმა წევრმა არ იცის, რა უნდა და რა არ უნდა ითქვას ტაძრის მიღმა.
პრეზიდენტმა ეზრა ტაფტ ბენსონმა აგვიხსნა, რატომ არსებობს ეს გაურკვევლობა.
„ტაძარი წმინდა ადგილია და სატაძრო წეს-ჩვეულებები წმინდაა. მათი სიწმინდის გამო ჩვენ ზოგჯერ უარს ვამბობთ შვილებთან და შვილიშვილებთან ტაძრის თემაზე საუბარზე.
„ამის შედეგად, მრავალს არც უჩნდება ტაძარში წასვლის დიდი სურვილი ან კიდევ მიდიან ტაძარში და არ არიან დიდად მომზადებულნი ვალდებულებებისა და აღთქმების მისაღებად.
„მე მწამს, რომ სწორი გაგება და ცოდნა ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს ჩვენს ახალგაზრდებს ტაძრის საკითხებში და გაუჩენს სურვილს, ეძიონ სამღვდელოების კურთხევები, როგორც ამას აბრამი აკეთებდა“.
ორი ძირითადი მითითება დაგვეხმარება, პრეზიდენტ ბენსონის მიერ გამოკვეთილი აზრის წვდომაში.
მითითება #1. უფლის სიყვარულის გამო ჩვენ ყოველთვის პატივისცემით უნდა ვისაუბროთ მის წმინდა ტაძარზე. ჩვენ არ უნდა ავხსნათ ფარდა ან აღვწეროთ ის განსაკუთრებული სიმბოლოები, რომლებიც უკავშირდება სატაძრო წმინდა ცერემონიების წეს-ჩვეულებებს. არც ის წმინდა ინფორმაცია არ უნდა გავახმაუროთ, რაზედაც შევთანხმდით ტაძარში, რომ არ გავიტანდით გარეთ.
მითითება #2. ტაძარი უფლის სახლია. ყველაფერი ტაძარში მიგვითითებს ჩვენს მხსნელზე, იესო ქრისტეზე. ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ სატაძრო წეს-ჩვეულებებთან და აღთქმებთან დაკავშირებული ძირითადი მიზნები და დოქტრინები.
პრეზიდენტმა ჰოვარდ ვ. ჰანტერმა დაგვმოძღვრა: „მოდით, გავუზიაროთ ჩვენს შვილებს სულიერი გრძნობები, რომლებიც ტაძარში გვებადება. და მოდით, ვასწავლოთ უფრო მონდომებულად და კომფორტულად ის, რისი თქმაც შეგვიძლია უფლის სახლის დანიშნულების შესახებ“.
თაობათა ცვლის განმავლობაში, დაწყებული წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითიდან დამთავრებული პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონით, სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების დანიშნულება ვრცლად ისწავლებოდა ეკლესიის ხელმძღვანელების მიერ. არსებობს მთელი ზღვა საბეჭდი, აუდიო, ვიდეო და სხვა ფორმატებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება, შევიტყოთ მეტი საწყისი წეს-ჩვეულებების, შემოსვის, ქორწინებისა და სხვა ჩასაბეჭდი წეს-ჩვეულებების შესახებ. ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია თემაზე მიჰყევით მხსნელს მორჩილების, მსხვერპლის, სახარების, უმანკოებისა და მიძღვნის კანონის დაცვით აღთქმების მიღებისა და დაცვის მეშვეობით. ეკლესიის ყველა წევრი უნდა გაეცნოს შესანიშნავ მასალებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მისამართზე temples.ChurchofJesusChrist.org.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ბალანსს სატაძრო წმინდა ცერემონიებისა და ეკლესიის მიერ გამოცემულ ფასეულ ინფორმაციას შორის ტაძრების შესახებ, რომელიც არის ზუსტი, შესაფერისი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. მან აგვიხსნა: „ვურჩევ წევრებს, … წაიკითხონ ბიბლიის ლექსიკონის შესავალი, სადაც არის ინფორმაცია ტაძრების შესახებ ‘Anoint,’ ‘Covenant,’ ‘Sacrifices,’ and ‘Temple.’ შეიძლება, ასევე წაიკითხოთ გამოსვლა, თავები 26–29, და ლევიანები, თავი 8. ძველი აღთქმა ისევე, როგორც მოსეს და აბრაამის წიგნები ძვირფას მარგალიტში, ხაზს უსვამს სატაძრო სამუშაოს სიძველეს და მისი წეს-ჩვეულებების უცვლელ შინაარსს”.
წარმოიდგინეთ, თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი გეკითხებათ: „ვიღაცამ სკოლაში მითხრა, რომ ტაძარში უცნაური ტანსაცმელი აცვიათ. ეს მართალია? მოკლე ვიდეო ხელმისაწვდომია საიტზე temples.ChurchofJesusChrist.org entitled “Sacred Temple Clothing.” ეს შესანიშნავი წყარო გვიხსნის, როგორ მიიღეს უძველესი დროიდან ქალებმა და მამაკაცება წმინდა მუსიკა, სხვადასხვა ლოცვები, სიმბოლური რელიგიური ტანსაცმელი, ჟესტები და რიტუალები, რათა გამოეხატათ თავიანთი ყველაზე ღრმა გრძნობები ღმერთის მიმართ. ასე რომ, ეკლესია მხარს უჭერს ოჯახზე ორიენტირებულ მომზადებას ტაძრის დიდებული კურთხევების მისაღებად ძირითადი მითითებებისა და ისეთი ნიშანდობლივი წყაროების მეშვეობით, როგორიცაა ეს ვიდეო. თქვენთვის უამრავი სასარგებლო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.
როცა ვცდილობთ, ვიაროთ უფლის სულის მორჩილებით ჩვენ მივიღებთ დალოცვას, მივაღწიოთ ჩვენს ოჯახებში აუცილებელ ბალანსს ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების სათქმელსა და არასათქმელს შორის.
დაპირება და დამოწმება
ალბათ ზოგიერთ თქვენგანს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სახარების სწავლება შეიძლება გახდეს ოჯახზე ორიენტირებული და ეკლესიაზე დაყრდნობილი. იქნებ თქვენ ოჯახში ერთადერთი წევრი ხართ ან გყავთ მეუღლე, რომელიც არ იზიარებს თქვენს რწმენას ან ხართ მარტოხელა მშობელი, ხართ მარტო ან გაცილებული უკანასკნელ დღეთა წმინდანი და გიჩნდებათ კითხვები იმაზე, როგორ გეხებათ ეს პრინციპები. შეიძლება ხართ ცოლ-ქმარი, რომლებიც უყურებთ ერთმანეთს და ფიქრობთ: „შევძლებთ ამას“?
დიახ, თქვენ ეს შეგიძლიათ! გპირდებით, რომ გახდებით მოწმენი ყოველი შესაძლო დალოცვებისა თქვენს ცხოვრებაში. კარებები გაიღება. სინათლე გამოანათებს. გაგეზრდებათ უნარი, ბეჯითად და მოთმინებით იდგეთ თქვენს გზაზე.
მე ვმოწმობ, რომ დამატებით დალოცვებს მივიღებთ, როცა ვეცდებით, შევასრულოთ პირადი ვალდებულებები იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სწავლებისა და სიყვარულის მიმართ. ჩვენ ჭეშმარიტად შეგვიძლია, „ვიყოთ მზად ყოველგვარი საჭიროს მისაღებად“. მე ამას გპირდებით იესო ქრისტეს სახელით, ამინ.