2010-2019
სულიერებისა და უსაფრთხოების ციხე-სიმაგრის შენება
2019 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


სულიერებისა და უსაფრთხოების ციხე-სიმაგრის შენება

როცა იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ვცხოვრობთ, ვუახლოვდებით მხსნელის გამოსყიდვას და წინ მივიწევთ რწმენით და არა შიშით, ჩვენ ვძლიერდებით მოწინააღმდეგის ხრიკების წინააღმდეგ.

ძვირფასო დებო და ძმებო, ამ კონფერენციის დასასრულს მადლობას ვუხდი მამაზეციერს მისი რჩევისთვის, ჭეშმარიტებისთვის და გამოცხადებისთვის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გაზიარებულ იქნა ამ კათედრიდან. ჩვენ გვასწავლიდნენ ღვთის მსახურები, რომლებსაც მოუწოდეს, გადმოეცათ მისი წმინდა სიტყვები. უფალმა გაგვახსენა: „გინდ ჩემი ხმა ყოფილა და გინდ ჩემი მსახურისა, ეს ერთი და იგივეა“.

როცა ვუყურებ აქ წმინდანთა შეკრებილ დარბაზს და წარმოვიდგენ წევრებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში უყურებენ გენერალურ კონფერენციას, ვფიქრობ იმ შეკრებაზე მორმონის წიგნიდან, როცა იესო ქრისტე გამოეცხადა ნეფიელებს ჯვარცმის შემდეგ. მან მათ სახარება ასწავლა და შემდეგ გაამხნევა: „წადით თქვენს სახლებში და იმსჯელეთ ყოველივე იმაზე, რაც გითხარით და სთხოვეთ მამას ჩემი სახელით, ჩაწვდეთ მათ“

„წადით თქვენს სახლებში და იმსჯელეთ“ არის შემდეგი ნაბიჯი იმისკენ, რომ გულთან ახლოს მივიტანოთ წინასწარმეტყველებისა და ეკლესიის ხელმძღვანელების სიტყვები ამ წმინდა შეკრებაზე. ქრისტეზე ორიენტირებული ოჯახი წარმოადგენს ციხესიმაგრეს ღვთის სასუფეველში დედამიწაზე, როცა, წინასწარმეტყველების თანახმად, ეშმაკი „გამძვინვარდება ადამიანთა შვილების გულში და მათში წყრომას გააღვივებს, საწინააღმდეგოდ იმისა, რაც კარგია.“

ისტორიულად ადამიანები ყოველთვის ციხე-სიმაგრეებს აშენებდნენ მტრისგან თავის დასაცავად. ხშირად ამ ციხე-სიმაგრეებს ჰქონდა კოშკი, საიდანაც გუშაგი -წინასწარმეტყველის მაგვარი ადამიანი, აფრთხილებდა სახიფათო ძალების მოახლოვებასა და შემოსევებზე.

თომას რასბანდი

ადრეული პიონერების დროს ჩემი დიდი პაპა, თომას რასბანდი, და მისი ოჯახი იყვნენ იმ პიველთა შორის, რომლებიც დასახლდნენ იუტას ვოსაჩის ულამაზესი მთების ჰებერ ველში.

1859 წ. პაპაჩემი ეხმარბოდა ჰებერ ფორტის შენებაში. ეს იყო ალვის ხის მორებისგან პერიმეტრზე გვერდიგვერდ აშენებული უბრალო ნაგებობები. ციხე-სიმაგრის შიგნით ძირითადი კედლის გამოყენებით იყო გატიხრული ქოხები. ნაგებობა უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას იმ პიონერთა ოჯახებისთვის, რომლებიც ფეხს იკიდებდნენ და უფლისადმი ლოცულობდნენ.

პიონერების ციხე-სიმაგრე

იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენი ოჯახები სამყაროს ბოროტებისგან დამცავი ციხე-სიმაგრეებია. ჩვენ ოჯახებში მოვდივართ ქრისტესთან მისი მცნებების დაცვით, წმინდა წერილის შესწავლითა და ერთად ლოცვით, ასევე როცა ერთმანეთს ვეხმარებით, დავრჩეთ აღთქმულ ბილიკზე. სასწავლო პროგრამაში მოდი, მომყევი მე აქცენტი კეთდება პირად და ოჯახურ სწავლებაზე, რათა „გაღრმავდეს ჩვენი მოქცევა და უფრო დავემსგავსოთ იესო ქრისტეს“. და როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ გავხდებით „ახალი ქმნილებ[ები]“ ღმერთის ტალღაზე განწყობილი გულითა და გონებით. ჩვენ გვჭირდება ეს ძალა იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ და თავი ავარიდოთ მოწინააღმდეგის შემოტევას.

როცა ვცხოვრობთ იესო ქრისტეს რწმენისგან გაჩენილი ერთგულებით, ჩვენ ვგრძნობთ სულიწმინდის მშვიდ თანხლებას, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტებისკენ, შთაგვაგონებს, ვიცხოვროთ ისე, რომ ვიყოთ ღირსნი უფლის დალოცვებისა და გვიმოწმებს, რომ ღმერთი ცოცხალია და ვუყვარვართ მას. და ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახების ციხე-სიმაგრეებში ხდება! თუმცა გახსოვდეთ: ჩვენი ოჯახების ძალა დამოკიდებულია ყოველი ჩვენგანის სულიერ ძალაზე კედლების შიგნით.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის მუდმივი გაძღოლის, მითითებისა, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე“. ჩვენი ციხე-სიმაგრის, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის კოშკზე მყოფი გუშაგი, უფლის ცოცხალი წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი და განმცხადებელი ჩვენს დროში, ხედავს მტრის ძალებს.

დებო და ძმებო, ჩვენ სატანას ვებრძვით ადამიანთა სულების გადასარჩენად. და ამ ბრძოლის საზღვრები დაისახა ჩვენს წინამიწიერ ცხოვრებაში. სატანამ და მამაზეციერის შვილების ერთმა მესამედმა ზურგი შეაქციეს ამაღლების დაპირებას. იმ დროიდან მოწინააღმდეგის დამხმარეები ებრძვიან მართალთ, რომლებმაც აირჩიეს მამაზეციერის გეგმა.

სატანამ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და ეს დრო უფრო და უფრო მოკლდება. როგორი მზაკვარი და ცბიერიც არ უნდა იყოს, იგი ვერ გაიმარჯვებს. თუმცა, მისი ბრძოლა ყოველ ჩვენგანთა სულზე ახლაც ბზვინვარებს.

ჩვენივე სულის უსაფრთხოებისთვის უნდა ავაშენოთ სულიერებისა და თავდაცვის ციხე-სიმაგრე, რომელშიც ბოროტება ვერ შეაღწევს.

სატანა დახვეწილი გველია, რომელიც გვიძვრება გონებასა და გულში, როცა დაცვას ვადუნებთ, გულგატეხილნი ვართ ან იმედს ვკარგავთ. იგი გადაგვიბირებს პირფერობით, შვების, კომფორტისა ან დროებითი ამაღლებული გრძობის დაპირებით, როცა სულით დაცემულნი ვართ. იგი ამართლებს ამპარტავნობას, არაკეთილგანწყობას, უსინდისობას, უკმაყოფილებას და ამორალურობას და ზოგჯერ კი ვხდებით „უგრძნობნი“. შეიძლება სულიწმინდამ მიგვატოვოს. „ამგვარად, ეშმაკი ატყუებს მათ სულებს და ფრთხილად ჩაჰყავს ისინი ჯოჯოხეთში“

და პირიქით: ხშირად იმდენად ძლიერად ვგრძნობთ სულიწმინდას, როცა ღმერთს აღვუვლენთ ქება-დიდებას სიტყვებით:

ღმერთი ჩვენი ძლიერი ციხე-სიმაგრეა,

სიძლიერის დაუმხობელი კოშკი.

ღმერთი ჩვენი ძლიერი დამხმარეა,

ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევა.

როცა სულიერი სიძლიერის ციხე-სიმაგრეს ვაშენებთ, ჩვენ ამით შევძლებთ, მოწინააღმდეგის ცდუნებას თავი დავაღწიოთ, მას ზურგი შევაქციოთ და ვიგრძნოთ სულიწმინდის სიმშვიდე. ჩვენ შეგვიძლია, მივყვეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის მაგალითს, რომელმაც, დადგა რა უდაბნოში ცდუნების წინაშე, განაცხადა: „მომცილდი, სატანავ“. ჩვენ ყველას გვმართებს, ცხოვრების მაგალითზე ვისწავლოთ, როგორ მოვახერხოთ ეს.

ასეთი მართალი მიზანი კარგად ახსნილია მორმონის წიგნში, როცა კაპიტანი მორონი ამზადებს ნეფიელებს, შეხვდნენ სისხლისმოწყურებულ, ცბიერ, ძალაუფლების მოსურნე ამალიკიას. მორონიმ ააშენა ციხე-სიმაგრეები ნეფიელთა დასაცავად, „რომ შეძლებოდათ ცხოვრება უფლისათვის, თავიანთი ღმერთისთვის, და შეძლებოდათ, ეკეთებინათ ის, რასაც მათი მტრები ქრისტიანების საქმეს უწოდებდენ.“ მორონი „ქრისტეს რწმენაში მტკიცე“, ხალხი კი - „ღმერთის მცნებების დაცვით … სისაძაგლისადმი წინააღმეგობით“ ერთგული“.

როცა ლამანიელები საბრძოლველად მოვიდნენ, გაოგნდნენ ნეფიელთა მომზადებით და დამარცხდნენ კიდეც. ნეფიელებმა მადლობა აღუვლინეს „უფალს, თავიანთ ღმერთს, მისი უბადლო ძალისთვის, რომელმაც გამოიხსნა ისინი თავიანთი მტრების ხელიდან.“ მათ გარედან დასაცავად ააშენეს ციხე-სიმაგრეები, შიგნიდან კი ღრმად სულში განამტკიცეს რწმენა უფალ იესო ქრისტეში.

როგორ შეგვიძლია, გავძლიერდეთ გაჭირვების ჟამს, რათა „გავხდ[ეთ] იარაღად ღმერთის ხელში, რათა შე[ვასრულოთ] ეს დიდი საქმე?“ მოდით, წმინდა წერილს მივმართოთ.

ჩვენ ვართ მორჩილნი. უფალმა უბრძანა მამა ლეხის, უკან იერუსალიმში გაეგზავნა თავისი ვაჟები, რომ „მოეძებნათ ეს ჩანაწერები და ჩამოეტანათ ისინი აქ, უდაბნოში“. ლეხი არც კი დაეჭვებულა ამის გამო; იგი არ ფიქრობდა, რატომ ან როგორ. არც ნეფი, რომელმაც უპასუხა: „წავალ და გავაკეთებ იმას, რაც უფალმა ბრძანა“.

ჩვენ ნეფის მსგავსი მორჩლებით ვმოქმედებთ? თუ ჩვენ უფრო გვახასიათებს ნეფის ძმების საქციელი, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ღმერთის ბრძანებებს და რწმენის ნაკლებობამ ბოლოს ზურგი შეაქცევინა მათ უფლისთვის. მორჩილება, როცა იგი მჟღავნდება „გულის სიწმინდესთან“ ერთად, არის ის, რასაც უფალი ითხოვს ჩვენგან.

ჩვენ ვუჯერებთ უფალს, რომელმაც უთხრა იესო ნავეს ძეს, როცა ემზადებოდა ისრაელელთა გადაყვანას დაპირებულ მიწაზე: „გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.“ იესო ნავეს ძემ დაუჯერა ამ სიტყვებს და დამოძღვრა ხალხი: „განიწმინდეთ, რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს თქვენს შორის სასწაულებს.“ უფალმა გაყო იორდანის წყლები და დამთავრდა ისრაელიელების უდაბნოში ხეტიალის 40 წელი.

ჩვენც, მორმონის წიგნის წინასწარმეტყველ აბინადაის მსგავსად, ვიცავთ სიმართლეს. როცა იგი დააკავეს და მოიყვანეს მეფე ნოასა და მისი ბოროტი მღვდლების წინაშე, აბინადაი ასწავლიდა ათ მცნებას და ძლიერად ქადაგებდა, რომ ქრისტე მოვა „ადამიანთა შვილებს შორის და გამოისყიდის თავის ხალხს.“ შემდეგ მან, ღრმა რწმენით, განაცხადა: „ღმერთო, მიიღე ჩემი სული,“ და აბინადაი „დაეცა ცეცხლისგან სიკვდილით.“

რომის ტაძარი იტალიაში

ჩვენ ვდებთ და ვანახლებთ წმინდა აღთქმებს ზიარების მიღებისა და ტაძარში მსახურების მეშვეობით. ზიარება ჩვენი საკვირაო ღვთისმსახურების ცენტრალური ნაწილია, სადაც ვიღებთ დაპირებას, რომ „მისი სული მუდამ იქნება ჩვენთან“. ამ წმინდა წეს-ჩვეულებით ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ საკუთარ თავზე ავიღებთ იესო ქრისტეს სახელს, მივყვებით მას და დავეხმარებით მის ღვთიურ საქმეში ჩვენი ვალდებულებების შესრულებით. ტაძარში შეგვიძლია „გვერდზე გადავდოთ ამქვეყნიური“ და ვიგრძნოთ უფლის ყოფნა და მისი ყოვლადაღმატებული სიმშვიდე. ჩვენ შეგვიძლია, გადავიტანოთ ყურადღება წინაპრებზე, ოჯახებზე და მარადიულ ცხოვრებაზე მამაზეციერის გარემოცვაში. არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტი ნელსონი სულ ცოტა ხნის წინ ასწავლიდა რომში: „სიკეთე, რომელსაც ეს ტაძარი მოიტანს, აღურაცხელი იქნება“.

ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, უნდა ვიქონიოთ მთლიანობა. უნდა განვავითაროთ გამორჩევის უნარი და დისციპლინა, რათა გამუდმებით არ გვჭირდებოდეს იმის გადაწყეტა, რა არის სწორი და რა არა. გულთან უნდა მივიტანოთ ეკლესიის ადრეული მოციქულის, პეტრეს, გაფრთხილება: „მღვიძარენი იყავითი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს

როცა ბეჯითად ვაძლიერებთ ჩვენს ციხე-სიმაგრეს, ჩვენ იესო ქრისტეს ვემსგავსებით, და როგორც მისი ჭეშმარიტი მოწაფენი, ჩვენ სულს მას ვანდობთ.

თქვენი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ არის თქვენი პირადი ციხე-სიმაგრე, თქვენი სულის უსაფრთხოება. როცა პაპაჩემი თავის მეგობარ პიონერებთან ერთად აშენებდა ჰებერის ციხე-სიმაგრეს, ისინი თითო მორს ადებდნენ იქამდე, სანამ ციხე არ იქცა „შენაწევრებულ შენობად“ და არ აღმოჩნდნენ დაცულნი. იგივე ეხება მოწმობას. ერთი-ერთზე ჩვენ ვიღებთ მოწმობას სულიწმინდისგან, როცა იგი ესაუბრება ჩვენს სულს, ასწავლის რა „ჭეშმარიტებას გულით“ როცა იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ვცხოვრობთ, ვუახლოვდებით მხსნელის გამოსყიდვას და წინ მივიწევთ რწმენით და არა შიშით, ჩვენ ვძლიერდებით მოწინააღმდეგის ხრიკების წინააღმდეგ. ჩვენი დამოწმებები ზეცასთან გვაკავშირებს და კურთხეულნი ვართ „ჭეშმარიტებ[ით] ყოველივეს შესახებ“. და ისევე, როგორც ციხე-სიმაგრეში, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მოქცეულნი მხსნელის სიყვარულის მკლავებში.

წინასწარმეტყველი ეფერი გვასწავლიდა: „ამიტომ, ვინც ღმერთს იწამებს, შეუძლია ჭეშმარიტად ჰქონდეს იმედი უკეთესი ქვეყნისა, დიახ, ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს, და ეს რწმენიდან წამოსული იმედი იქცევა ადამიანთა სულების ღუზად, რომელიც გააძლიერებს და განამტკიცებს მათ, ყოველთვის აღსავსე კეთილი საქმეებით, რომლებიც გაუძღვებათ წინ ღმერთის სადიდებლად“

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე გიტოვებთ ჩემს კურთხევებს, იაროთ წინ დარწმუნებით უფალში და მის სახარებაში. გადაეხვიეთ მათ, ვინც წაბორძიკდა და სულიწმინდის ძალით თქვენში, სიყვარულით დააბრუნეთ ისინი სულიერებისა და უსაფრთხოების ციხე-სიმაგრეში. ეძიეთ, „იყოთ ქრისტეს მსგავსნი“ ყველაფერში, რასაც აკეთებთ, აღუდექით ბოროტსა და ცდუნებას, იყავით გულში პატიოსანნი, პირდაპირნი და სუფთანი, გამოამჟავნეთ თანაგრძნობა და მოწყალება და შეიყვარეთ უფალი ღმერთი ჭეშმარიტი მოწაფის ერთგულებით.

ჩვენი მოწმობები იესო ქრისტეს სახარების, ოჯახებისა და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობის შესახებ იქნება ჩვენი პირადი ციხე-სიმაგრე, რომელიც გარს შემოვლებულია და ბოროტისგან გვიცავს. მე ამაზედ საზეიმოდ ვმოწმობ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.