მწყემსი კეთილი, ღვთის კრავი
იესო ქრისტე გვეძახის თავისი ხმითა და სახელით. იგი გვეძებს და გვკრებს. იგი გვასწავლის, როგორ გავუწიოთ მსახურება სიყვარულით.
ძვირფასო დებო და ძმებო, როდისმე გიჭირდათ დაძინება და გიცდიათ, გონებაში ცხვარი დაგეთვალათ? აი ახტება ფუმფულა ცხვარი ღობეს, თქვენ კი ითვლით: 1, 2, 3, … 245, 246, … 657, 658 …
ჩემს შემთხვევაში ცხვრის დათვლა არ მაძინებს. მე ვდარდობ იმაზედ, რომ არც ერთი არ დამაკლდეს ან არ დამეკარგოს და ამიტომაც ვერ ვიძინებ.
ჩვენ, მწყემს ბიჭუნასთან ერთად, რომელიც მეფე გახდა, ვაცხადებთ:
„უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება
„ხასხასა მოლზე დამასვანებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
ამ აღდგომის სეზონზე ჩვენ ვზეიმობთ კეთილ მწყემსს, რომელიც ღვთის კრავია. ყველა მისი ღვთიური წოდებებისგან არც ერთი არ არის ამდენის მთქმელი და ნაზი. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ მხსნელის ხშირ მინიშნებებიდან საკუთარ თავზე, როგორც კეთილ მწყემსზე და მისი წინასწარმეტყველური დამოწმებებიდან მასზე, როგორც ღვთის კრავზე. ეს როლები და სიმბოლოები ერთმანეთს ავსებენ - კეთილ მწყემსზე უკეთ ვინ დაეხმარება ყოველ ძვირფას ცხვარს და ვინ იქნება ჩვენთვის ღვთის კრავზე უკეთესი მწყემსი?
რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა სამყარო, რომ გვიბოძა თავისი მხოლოდშობილი ძე“, ხოლო ღვთის მხოლოდშობილმა ძემ სიცოცხლე დათმო მამისადმი მორჩილებაში. იესო მოწმობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.” იესოს გააჩნდა ძალა, დათმოს სიცოცხლე და კვლავ დაიბრუნოს იგი. მამასთან ერთიანობით ჩვენი მხსნელი საოცრად გვლოცავს, როგორც მწყემსი კეთილი და ღვთის კრავი.
იესო ქრისტე, როგორც ჩვენი მწყემსი კეთილი, გვეძახის თავისი ხმითა და სახელით. იგი გვეძებს და გვკრებს. იგი გვასწავლის, როგორ გავუწიოთ მსახურება სიყვარულით. მოდით, განვიხილოთ ეს სამი აზრი. დავიწყოთ იმით, რომ გვეძახის თავისი ხმითა და სახელით.
ჩვენი მწყემსი კეთილი, პირველ რიგში, სახელით მოუხმობს თავის ცხვარს. … რადგან სცნობს მის ხმას.“ და „თავისი სახელით გეძახით, რომელიც არის ქრისტეს სახელი. როცა ვეძიებთ ჭეშმარიტი სურვილით, მივყვეთ ქრისტეს, მოდის შთაგონება სიკეთის კეთებაზე, ღმერთის სიყვარულზე და მის მსახურებაზე. როცა ვსწავლობთ, ვფიქრობთ და ვლოცულობთ, რეგულარულად ვანახლებთ ზიარებისა და სატაძრო აღთქმებს და ვიწვევთ ყველას, მოვიდნენ უფლის სახარებასთან და წეს-ჩვეულებებთან, ჩვენ ამით მის ხმას ვუსმენთ.
ჩვენს დროში პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლის, ვუწოდოთ აღდგენილ ეკლესიას ის სახელწოდება, რომელიც იესო ქრისტემ გაგვიმხილა: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. უფალმა თქვა: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, უნდა აკეთოთ ჩემი სახელით; ამიტომ, ეკლესიას უწოდებთ ჩემს სახელს; და მამას მიმართავთ ჩემი სახელით; რათა აკურთხოს მან ეკლესია ჩემ გამო“. მთელს მსოფლიოში, გულში და სახლებში, ჩვენ შევღაღადებთ მამას იესო ქრისტეს სახელით. მადლიერნი ვართ ოჯახზე ორიენტირებული, ეკლესიაზე დაყრდნობილი ღვთისმსახურების, სახარების სწავლების და ჯანსაღი ოჯახური ღონისძიებების ასეთი უხვი დალოცვებისთვის.
მეორე: ჩვენი მწყემსი კეთილი ეძიებს და გვკრებს თავის ერთ ფარაში. იგი გვეკითხება: რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის“?
ჩვენი მხსნელი მისწვდება ერთსაც და ოთხმოცდაცხრამეტსაც, ხშირად ერთდროულად. მზრუნველობისას ჩვენ ვაღიარებთ იმ ძლიერ, ურყევ ოთხმოცდაცხრამეტს, მაშინაც კი, როცა ვდარდობთ იმ ერთის გამო, რომელსაც გზა აებნა. უფალი გვეძებს და გვიხსნის „ყველა ადგილებიდან“, „დედამიწის ოთხივე კიდიდან“. იგი გვკრებს წმინდა აღთქმისა და გამოსყიდვის სისხლის მეშვეობით.
მხსნელმა უთხრა ახალი აღთქმის მოწაფეებს: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა„ ამერიკის კონტინენტზე აღმდგარი უფალი მოწმობდა ლეხის აღთქმის შვილებისთვის: „და ხართ ჩემი ცხვრები“. იესომ კი თქვა, რათა სხვა ცხვარს გაეგო მისი ხმა. რა დალოცვაა, რომ მორმონის წიგნი არის კიდევ ერთი დამოწმება, რომელიც მოწმობს იესო ქრისტეს ხმაზე!
იესო ქრისტე იწვევს ეკლესიას, მიიღოს ყველა, ვინც შეისმენს უფლის ხმას და დაიცავს მის მცნებებს. ქრისტეს დოქტრინა მოიცავს ნათლობას წყლით, ცეცხლითა და სულიწმინდით. ნეფი ეკითხება: „თუ ღვთის კრავი, იყო რა წმინდა, უნდა ყოფილიყო წყლით მონათლული, რათა აღესრულებინა ყოველგვარი სამართალი, მაშინ რამდენად უფრო დიდი აუცილებლობაა ჩვენთვის, ვართ რა უწმინდურნი, რომ მოვინათლოთ, დიახ, წყლით“!
დღეს ჩვენს მხსნელს სურს, რომ რასაც ვაკეთებთ და რანიც ვხდებით, მოიწვიოს სხვები, მიჰყვნენ მას. მოდით, ჰპოვეთ სიყვარული, განკურნება, კავშირი და აღთქმა, რომლის მიხედვითაც მას ვეკუთვნით, ღვთის წმინდა ტაძრის ჩათვლით, სადაც ხსნის წმინდა წეს-ჩვეულებები დალოცავს ოჯახის ყოველ წევრს და ამით შეკრებს ისრაელს საბურველის ორივე მხარეს.
მესამე: როგორც „ისრაელის მწყემსი“, იესო ქრისტე მაგალითია იმისა, როგორ მსახურობენ ისრაელის მწყემსები სიყვარულში. როცა უფალი გვეკითხება, გვიყვარს თუ არა იგი, როგორც ეს სიმონ პეტრეს შემთხვევაში იყო, მხსნელი გვევედრება: „აძოვე ჩემი კრავები … აძოვე ჩემი ცხვრები. … აძოვე ჩემი ცხვრები.“ უფალი გვპირდება, რომ როცა მისი მწყემსები აძოვებენ მის კრავებსა და ცხვარს, მისი ფარები „აღარ შეშინდებიან მეტად და აღარ დაფრთხებიან, და აღარ დააკლდებათ მათ არაფერი.
ჩვენი მწყემსი კეთილი გვაფრთხილებს, რომ ისრაელის მწყემსებმა არ უნდა დაიძინონ, არც მათი ცხვარი არ უნდა გაიფანტოს ან დაიკარგოს, არც ჩვენ საკუთარ გზას არ უნდა ვეძებდეთ. ღვთის მწყემსები უნდა აძლიერებდნენ, კურნავდნენ, კრავდნენ გაწყვეტილს, აბრუნებდნენ უკან, ვინც გზას ასცდა და ეძიონ დაკარგულნი.
უფალი ასევე გვაფრთხილებს მათ შესახებ, ვინც „არ ზრუნავს ცხვრებზე“ და ცრუ წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგად კი მტაცებელი მგლები არიან.
ჩვენი მწყემსი კეთილი ხარობს, როცა რწმენითა და მონდომებით ვამჟღავნებთ პირად მორალურ არჩევანს. მისი ფარა მადლიერებით უყურებს მხსნელს მისი გამოსყიდვის მსხვერპლის გამო. ჩვენ ვდებთ აღთქმას, რომ მივყვებით მას, არა პასიურად, ბრმად, როგორც ცხვრები, არამედ მთელი გულის წადილით და გონებაში ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით, ერთმანეთის ტვირთის ტარებითა და ერთმანეთის სიხარულის გახარებით. ისევე, როგორც ქრისტემ მიუძღვნა საკუთარი ნება მამის ნებას, ასევე ჩვენ პატივით ვიღებთ საკუთარ თავზე მის სახელს. ჩვენ სიხარულით ვეძიებთ, გავხდეთ ღვთის ყველა შვილის შეკრებისა და მსახურების საქმის მონაწილენი.
დებო და ძმებო, იესო ქრისტე ჩვენი სრულყოფილი მწყემსია. და რადგან მან სიცოცხლე დათმო ჩვენთვის და დიდებულად აღდგა, იესო ქრისტე ასევე არის ღვთის სრულყოფილი კრავი.
ღვთის კრავის გამოჩენა თავიდანვე იკვეთებოდა. ანგელოზმა უთხრა ადამს, რომ მისი მსხვერპლი ღვთის მხოლოდშობილი ძის მსხვერპლის მსგავსი იყო და ამიტომ გვმართებს, უფრო მეტად მოვინანიოთ და შევღაღადოთ ღმერთს ძის სახელით: „
მამა აბრამმა, რომლისგანაც მოდის აღთქმული კურთხევები დედამიწის ყველა ერებისთვის, თავის თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, საკუთარი შვილის მსხვერპლად გაღება.
„და უთხრა ისაკმა თავის მამას აბრაამს: მამა! აბრაამმა მიუგო: აქა ვარ შვილო! და თქვა, აჰა ცეცხლი და შეშა აქ არის, სადაა კრავი …?
„და უთხრა აბრაამმა: შვილო ჩემო, ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს.”
მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა წინდაწინ განჭვრიტეს და ხარობდნენ ღვთის კრავის წინასწარგანსაზვრული მისიით. იოანე ძველი სამყაროდან და ნეფი ახალი სამყაროდან მოწმობდნენ „ღვთის კრავზე“, „დიახ, მარადიული მამის ძეზე, … ამა ქვეყნის გამომსყიდველზე“.
აბინადაი მოწმობდა იესო ქრისტეს გამოსასყიდი მსხერპლის შესახებ: „ჩვენ ყველანი ცხვრებივით ავცდით გზას, თითოეული ჩვენგანი საკუთარ გზას დაადგა და უფალმა მას დააკისრა ყოველი ჩვენგანის ურჯულოება“. ალმამ დაარქვა ღვთის კრავის დიად ბოლო მსხვერპლს „ერთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია“. ალმა გვაგულიანებს: „იწამეთ ღვთის კრავი“, „მოდით და ნუ გეშინიათ“.
ერთ-ერთმა ძვირფასმა მეგობარმა გაგვიზიარა, როგორ მიიღო ფასდაუდებელი მოწმობა იესო ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ. იგი იმის რწმენით გაიზარდა, რომ ცოდვა ყოველთვის დიდად ისჯებოდა და მხოლოდ ჩვენი საზიდი იყო. იგი ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის ღვთიური მიტევების შესაძლებლობა გაემხილა. იგი ლოცულობდა, რათა გაეგო, როგორ შეეძლო იესო ქრისტეს მათი მიტევება, ვინც ინანიებს ანუ როგორ ფარავს წყალობა სამართალს.
ერთხელაც მან ლოცვაზე პასუხი მიიღო სულიერი ცვლილების გამოცდილების სახით. სურსათის მაღაზიიდან სასოწარკვეთილი მამაკაცი გამოვარდა. მას ორი პარკი მოპარული სურსათი ეკავა ხელში. იგი გადაჭედილ ქუჩაში გავარდა, უკან კი მას მაღაზიის მენეჯერი მისდევდა. მან მამაკაცი დაიჭირა და დაუწყო მას ყვირილი და ცემა. ჩემი მეგობარი მოულოდნელად იმ შეშინებული ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ განკითხვის ნაცვლად ძლიერი თანაგრძნობით განეწყო. საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშისა ან მწუხარების გარეშე იგი პირდაპირ ორ მოჩხუბარე მამაკაცთან მივიდა. მან თქვა: „მე გადავიხდი სურსათის ფულს. გთხოვთ, გაუშვით. გთხოვთ, მე გადავიხდი სურსათის საფასურს“.
სულიწმინდის კარნახით, აღვსილი იქამდე არნახული სიყვარულით, ჩემმა მეგობარმა თქვა: „მე მხოლოდ დახმარება და იმ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა მინდოდა“. ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ მისთვის იესო ქრისტე და მისი გამოსყიდვა უფრო გასაგები გახდა - ის, თუ რატომ და როგორ სუფთა, სრულყოფილი სიყვარულით, იესო ქრისტემ საკუთარი ნებით გაწირა თავი, რათა გამხდარიყო მისი მხსნელი და გამომსყიდველი და ის, რატომ უნდოდა მას, რომ ქრისტე გამხდარიყო ყოველივე ეს ჩვენთვის.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ ვმღერით:
ღვთის კრავმა, როგორც ჩვენმა მხსნელმა, იცის, როდის ვგრძნობთ მარტოობას, გაურკვევლობას ან შიშს. ხილვაში ნეფიმ დაინახა ღვთის კრავის ძალა, „რომ ის მოეფინა კრავის ეკლესიის წმინდანებს და უფლის აღთქმულ ხალხს“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი „გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე, … ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულობით“.
ეს იმედისა და სიმშვიდის დაპირება დღევანდელ დღესაც მოიცავს.
თქვენ თვენს ოჯახში, სკოლაში, სამუშაო ადგილას ან სამეზობლოში ერთადერთი წევრი ხართ? თქვენი მრევლი ზოგჯერ ძალიან პატარა და იზოლირებული ხომ არ გეჩვენებათ? ახალ ადგილას ხომ არ გადახვედით, ახალი ენითა და კულტურით? იქნებ თქვენი ცხოვრების პირობები შეიცვალა და ისეთი რამის ატანა გიწევთ ახლა, რასაც ვერც წარმოიდგენდით აქამდე? მხსნელი გვარწმუნებს ესაიას სიტყვებში, ვინც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ: „თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ“.
დებო და ძმებო, ჩვენი მწყემსი კეთილი გვეძახის თავისი ხმით და სახელით. იგი ეძიებს, კრებს და მოდის თავის ხალხთნ. ცოცხალი წინასწარმეტყველის და ყოველი ჩვენგანის მეშვეობით იგი ყველას ეპატიჟება, იპოვონ სიმშვიდე, მიზანი, განკურნება და სიხარული მისი აღდგენილი სახარების სისრულეში და მის აღთქმულ გზაზე. იგი მაგალითით ასწავლის ისრაელის მწყემსებს, იმსახურონ მისი სიყვარულით.
არის რა კრავი ღვთისა, მისი ღვთიური მისია იყო წინასწარ ცნობილი და დიდი სიხარულის მიზეზი წინასწარმეტყველებისა და მოციქულებისთვის. მისი გამოსყიდვა, მარადიული და უსასრულო, არის ბედნიერების გეგმის ცენტრალური ნაწილი და სამყაროს შექმნის მიზანი. იგი გვარწმუნებს, რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, რომ გულის სიახლოვეში გვატარებს.
ძვირფასო დებო და ძმებო, დაე, გვქონდეს სურვილი, „ვიყოთ ღმერთისა და კრავის თავმდაბალი მიმდევრები“, იქნებ ჩვენი სახელები როდისმე კრავის სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება, რათა კრავის სიმღერა ვიმღეროთ, და კრავის ვახშამზე დაგვპატიჟონ.
არის რა მწყემსი და კრავი, იგი გვეძახის: კვლავ მოდით [თქვენი] მხსნელის ჭეშმარიტ ცოდნამდე, … [თქვენს] დიად და ჭეშმარიტ მწყემსთან“. იგი გვპირდება, რომ „მისი მადლით [ჩვენ] გავხდებით სრულყოფილნი ქრისტეში“.
ამ აღდგომის სეზონზე ჩვენ ვადიდებთ მას:
მე ვმოწმობ მასზედ, ჩვენს სრულყოფილ კეთილ მწყემსზე, ღვთის სრულყოფილ კრავზე. იგი მოგვმართავს სახელით, გვეძახის თავისი სახელით, წმინდა ისო ქრისტეს სახელით. ამინ.