წმინდა წერილი
მორმონი 5


თავი 5

მორმონი კვლავ მიუძღვის ნეფიელთა ჯარებს სისხლისა და ხოცვა-ჟლეტის ბრძოლებში. მორმონის წიგნი მოევლინება, რათა დაარწმუნოს მთელი ისრაელი იმაში, რომ იესო არის ქრისტე. თავიანთი ურწმუნოების გამო ლამანიელები იქნებიან გაფანტულნი და სული აღარ იმოქმედებს მათზედ. სახარებას მიიღებენ უკანასკნელ დღეს წარმართებისგან. დაახლოებით 375–384 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ მე წავედი ნეფიელებში და მოვინანიე ჩემ მიერ დადებული ფიცი, რომ აღარ დავეხმარებოდი მათ; და მათ კვლავ მიბოძეს თავიანთი ჯარების მეთაურობა, ვინაიდან ეგონათ, რომ გაჭირვებიდან გამოვიხსნიდი მათ.

2 მაგრამ, აჰა, ვიყავი უიმედო, ვინაიდან ვიცოდი უფლის განაჩენის შესახებ, რომელიც მათზე უნდა მოვლენილიყო; ვინაიდან, კი არ ინანიებდნენ თავიანთ ურჯულოებას, არამედ იბრძოდნენ საკუთარი სიცოცხლისთვის და არ მიმართავდნენ დახმარებისთვის იმ არსებას, რომელმაც ისინი შექმნა.

3 და იყო ასე, რომ ლამანიელები ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდნენ, როდესაც გავიქეცით ქალაქ იორდანში; მაგრამ, აჰა, უკუ ვაქციეთ, ასე რომ იმ ჯერზე ქალაქი ვერ აიღეს.

4 და იყო ასე, რომ ისინი კვლავ წამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ და კვლავ შევინარჩუნეთ ქალაქი. და იქ იყო ასევე სხვა ქალაქები, რომლებსაც ინარჩუნებდნენ ნეფიელები, რომელთა გამაგრებები ლამანიელებს გზას უჭრიდნენ, რათა ისინი ვერ შემოსულიყვნენ ქვეყნის სიღრმეში, ჩვენი მიწის მცხოვრებთა გასანადგურებლად.

5 მაგრამ, იყო ასე: ყოველი მიწა, რომელზეც ჩვენ გავიარეთ და მისი მცხოვრებნი არ შემოვიკრიბეთ, განადგურებულ იქნა ლამანიელთა მიერ და მის ქალაქებსა და სოფლებს ცეცხლით წვავდნენ; და ასე ჩაიარა სამას სამოცდამეცხრამეტე წელმა.

6 და იყო ასე, რომ სამას ოთხმოც წელს ლამანიელები კვლავ წამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად და თამამად შევეწინააღმდეგეთ მათ; მაგრამ ამაო იყო ყოველივე ეს, ვინაიდან იმდენად ბევრნი იყვნენ რიცხობრივად, რომ ფეხქვეშ თელავდნენ ნეფიელთა ხალხს.

7 და იყო ასე, რომ ჩვენ კვლავ გავიქეცით და რომლებმაც გაქცევისას გამოასწრეს ლამანიელებს – გადარჩნენ; და ისინი, რომლებმაც ლამანიელებს ვერ გამოასწრეს, აღგავეს და გაანადგურეს.

8 და აჰა, მე, მორმონს, არ მსურს ადამიანთა სულების აფორიაქება, მათ წინაშე ასეთი საშინელი სისხლისა და ხოცვა-ჟლეტის სურათის აღწერით, რომელიც ჩემ თვალწინ გადაიშალა; მაგრამ ვიცოდი, რომ ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რათა ყველაფერი ფარული უნდა გამოაშკარავდეს სახლების სახურავებზე –

9 და ასევე, ცოდნა ამის შესახებ უნდა მივიდეს ამ ხალხის ნარჩენთან, ასევე წარმართებთან, რომლებმაც, უფლის სიტყვებისამებრ, უნდა გაფანტონ ეს ხალხი და ეს ხალხი არაფრად ჩაითვლება მათ შორის, ამიტომ ვწერ შემოკლებულად, ვერ ვბედავ იმის მთლიანად გადმოცემას, რაც ვიხილე, იმ ბრძანების შესაბამისად, რაც მივიღე, ასევე, რომ არ გქონდეთ მეტისმეტად დიდი მწუხარება ამ ხალხის ბოროტების გამო.

10 და ახლა, აჰა, მე მივმართავ მათ შთამომავლებს და ასევე წარმართებს, რომლებიც ზრუნავენ ისრაელის სახლზე, რომლებსაც ესმით და იციან, საიდან მოდის მათი კურთხევები.

11 ვინაიდან ვიცი, რომ ასეთები დამწუხრდებიან ისრაელის სახლის უბედურების გამო; დიახ, დამწუხრდებიან ამ ხალხის განადგურების გამო; ისინი დამწუხრდებიან, რომ ამ ხალხმა არ მოინანია, რათა მოხვედრილიყვნენ იესოს მკლავებში.

12 ახლა, ყოველივე ეს დაიწერა იაკობის სახლის ნარჩენისთვის; და ამგვარად არის დაწერილი, ვინაიდან ღმერთისთვის ცნობილია, რომ სიბოროტე ამას არ მიიტანს მათთან; და ჩანაწერები უნდა გადაინახოს უფლისთვის, რათა ისინი მისთვის შესაფერის დროს გამოჩნდეს.

13 და ეს არის ბრძანება, რომელიც მივიღე; და აჰა, ეს აღსრულდება უფლის ბრძანების შესაბამისად, როდესაც ამას ჩათვლის შესაფერისად, საკუთარი სიბრძნისამებრ.

14 და აჰა, ჩანაწერები მიაღწევს იუდეველთა ურწმუნოებამდე; და ეს იმისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ იესო არის ქრისტე, ცოცხალი ძე ღვთისა; რათა მამამ, თავისი საყვარელი ძის მეშვეობით, შეძლოს საკუთარი დიადი და მარადიული მიზნის აღსრულება, იუდეველთა ანუ ისრაელის მთელი სახლის დაბრუნება საკუთარი მემკვიდრეობის მიწაზე, რომელიც უფალმა ღმერთმა უბოძა მათ საკუთარი აღთქმის აღსასრულებლად;

15 და ასევე, რათა ამ ხალხის შთამომავლებმა უფრო ღრმად იწამონ მისი სახარება, რომელიც მათთან მივა წარმართებისგან; ვინაიდან ეს ხალხი იქნება გაფანტული და იქცევა ბნელ, უწმინდურ და საზიზღარ ხალხად, იმაზე უარესად, ვიდრე ოდესმე აღწერილა ჩვენ შორის, დიახ, ვიდრე ოდესმე აღწერილა ლამანიელებშიც კი; და ეს მათი ურწმუნოებისა და კერპთაყვანისმცემლობის გამო.

16 ვინაიდან აჰა, უფლის სული უკვე აღარ მოქმედებს მათ მამებზე; და არიან ამქვეყნად ქრისტესა და ღმერთის გარეშე; და დევნიან მათ, ვითარცა ბზეს ქარში.

17 ისინი ოდესღაც იყვნენ მომხიბვლელი ხალხი და ქრისტე ჰყავდათ მწყემსად; დიახ, მათ მამა ღმერთიც კი მიუძღოდა წინ.

18 მაგრამ ახლა, აჰა, მათ სატანა მიუძღვით წინ, ვითარცა ქარი ბზეს ან ტალღებზე გატაცებული ნავივით, აფრისა და ღუზის გარეშე, ან რაიმეთი, რითაც შესაძლებელია მისი მართვა; და როგორიც ის არის, ასეთივე არიან ისინი.

19 და აჰა, უფალმა შეინახა კურთხევები, რომელთა მიღება მათ შეეძლოთ მიწაზე, იმ წარმართებისთვის, რომლებიც მიწას ფლობენ.

20 მაგრამ, აჰა, იქნება ასე, რომ ისინი იქნებიან წარმართების მიერ გაძევებულნი და გაფანტულნი და მას შემდეგ, რაც წარმართები მათ გააძევებენ და გაფანტავენ, გაიხსენებს უფალი თავის აღთქმას, რომელიც დადო აბრაამთან და მთელი ისრაელის სახლთან.

21 და ასევე უფალი გაიხსენებს მართალთა ლოცვებს, რომლებიც მისადმი აღავლინეს მათთვის.

22 და შემდეგ, თქვე წარმართნო, როგორ წარსდგებით ღმერთის ძალის წინაშე, თუ არ მოინანიებთ და თქვენი ბოროტი გზებიდან არ გადაუხვევთ?

23 ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ხელში ხართ? ნუთუ არ იცით, რომ მას აქვს მთელი ძალა და მისი ბრძანებისამებრ დედამიწა გრაგნილივით დაიხვევა?

24 ამიტომ, მოინანიეთ და თავი დაიმდაბლეთ მის წინაშე, რათა არ მოგევლინოთ სამართალი სასჯელით, რათა იაკობის შთამომავლობის ნარჩენი არ შემოიჭრას თქვენში, ლომივით არ დაგგლიჯოთ და არავინ არის თქვენი გამომხსნელი.