ამ კომფერენციის დასასრულს
იფიქრეთ იმ ჭეშმარიტებებზე რომლრბიც მოისმინეთ, დაე ისინი დაგეხმარონ რომ გახდეთ უფრო უკეთესნი ვიდრე იყავიტ კონფერენციის წინ.
გული მევსება ამ კონფერენციის დასასრულით. რადგან გულუხვად ვართ კურთხეულები, ჩვენს წინაშე სიტყვით გამომსვლელების რჩევებით და დამოწმებების მოსმენით. ვფიქრობ დამეთანხმებით რომ ჩვენ ვიგრძენით უფალის სული, გულებში ჩაგვწვდა და გაგვიმტკიცდა ჩვენი დამოწმებები.
კიდევ ერთხელ ჩვენ დავტკბით მშვენიერი მუსიკით, რომელმაც გაამდიდრა კონფერენციის ყოველი სესია. მე გამოვხატავ ჩემს მადლიერებას, მათ მიმართ რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი ტალანტი.
ჩემი გულითადი მადლობა ყველას ვინც დღეს სიტყვით გამოვიდა და მათ ვინც ილოცა ყოველი სესიისათვის.
ეს არის უამრავი ადამიანების შრომა სცენის უკან ან რომლებიც არ სჩანან, მათი თანამდებობის გამო, ყოველი კონფერენციის მსვლელობისას. შეუძლებელი იქნებოდა ამ კონფერენციის ჩატარება ამ ადამიანების დახმარების გარეშე, მრავალი მადლობა მათ ყველას.
მე ვიცი რომ შემომიერთდებით ჩემი მადლიერების გამოხატვაში, იმ ძმებსა და დების მიმართ, რომლებიც თანამდებობიდან განთავისუფლებულები იყვნენ ამ კონფერენციაზე. ჩვენ ისინი მოგვენატრებიან, მათი ღვაწლი უფალისადმი სამსახურში, იყო უზარმაზარი და ის შედეგს იქონიებს მომავალ თაობებზე.
ასევე მხარი დავუჭირეთ ხელის აწვეით, ამ კონფერენციაზე, ძმებს და დებს, მათ ახალ თანამდებობებზე. ჩვენ მათ მივესალმებით და მოუთმენლად ველოდებით მათთან ერთად უფალლისადმი სამსახურში, ისინი მოწოდებულნი იყვნენ ზეციური შთაგონებით.
ჩვენ გვქონდა ამ კონფერენციის უპრეცენდენტო გაშუქება, კონტინენტებს და ოკეანეებს გაღმა გვისმენდა უამრავი ადამიანი. თუმცა ჩვენ შორს ვართ მრავალი თქვენგანისგან, ჩვენ ვგრძნობთ თქვენ სულს, მოწოდებას და გიგზავნით სიყვარულს ასევე პატივისცემას იქ სადაც არ უნდა იყოთ.
როგორი კურთხეულები ვართ, ჩემო ძმებო და დებო, რადგან გვაქვს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება ჩვენს ცხოვრებაში და გულებში, ის იძლევა პასუხებს ცხოვრების უდიდეს შეკითხვებზე, ის აძლევს მნიშვნელობას აზრს და იმედს ჩვენს ცხოვრებას.
ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს. მინდათ გითხრათ რომ მამაზეციერმა იცის ჩვენი გაჭირვების შსახებ. მას უყვარს ყოველი ჩვენგანი, უდა რომ დაგვეხმაროს და გვაკურთხოს, მოდით მივმართოთ ლოცვით, როგორც მან გვირჩია, „ილოცეთ და მე მოვაფენ ჩემს სულს თქვენზე და დიდი იქნება თქვენი კურთხევა, იმაზე მეტი, რომ გქონდეთ მთელი დედამიწის საგანძური“1
ჩემო ძმებო და დებო, დაე თქვენი სახლები სავსე იყოს სიყვარულით და კურთხეული უფალის სულით. გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, თუ რაიმე უთანხმოება არის თქვენს შორის, მე გთხოვთ რომ შერიგდეთ. უფალმა სთქვა.
„არ უნდა იყოს უთანხმოება თქვენს შორის…
რადგან ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გეუბნებით მე, რომ განხეთქილების სული არ არის ჩემგან, მაგრამ არის სატანისაგან, რომელიც არის განხეთქილების მამა და ის სიბრაზით უბნელებს ადამიანს გულს, რთმანეთში საჩხუბრად.
აჰა, ეს არის ჩემი მოძღვრება… ეს არის მოძღვრება რომ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.“2
როგორც თქვენი მორჩილი მსახური, მე ვიმეორებ მეფე ვენიამინის სიტყვებს რომელიც მან თავის ხალხს უთხრა.
„მე არ მიბრძანებია თქვენთვის… გახსოვდეთ რომ მე თვითონ ვარ უფრო მეტი ვიდრე მოკვდავი ადამიანი.
მაგრამ მე როგორც თქვენ, ვარ არასრულყოფილი გონებით და სხეულით, მაგრამ მაინც მე ვიყავი არჩეული… უფალის ხელით… რომელიც მიცავდა და მფარავდა მისი უძლეველი ხელის ძალით, რომ გემსახუროთ მთელი ძალით, გონებით რომელიც უფალმა მომცა მე.”3
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, მე მსურს მთელი ჩემი გულით, რომ შევასრულო ღმერთის ნება და ვემსახურო მას და გემსახუროთ თქვენ.
ჩვენ ვტოვებთ ამ კონფერენციას, მე გლოცავთ ზეციური კურთხევებით. დაე რომლებიც შორს ხართ სახლიდან უკან მშვიდობით დაბრუნებულიყავით, იფიქრეთ იმ ჭეშმარიტებებზე რომლებიც მოისმინეთ და რომ დაგეხმაროთ რათა გახდეთ იმაზე უკეთესი ვიდრე ორი დღის წინ.
იქამდე სანამ ჩვენ შევხვდებით, ექვს თვის შემდეგ, მე ვსთხოვ უფალს რომ უხვად გაკურთხოთ, გვაკურთხოს ჩვენ ყველა და მე ამას ვაკეთებ მისი ძის წმინდა სახელით, იესო ქრისტესი, ჩვენი უფალის და მხსნელის, ამინ.