2010-2019
დასალაშქრი მთები
აპრილი 2012


დასალაშქრი მთები

თუ ჩვენ გვწამს იესო ქრისტესი, ცხოვრების ყველაზე მძიმე და ყველაზე ადვილი პერიოდიც დალოცვად იქცევა ჩვენთვის.

კონფერენციის სესიაზე მე გავიგონე, რომ პრეზიდენტმა სპენსერ  ვ. კიმბალმა სთხოვა ღმერთს, მიეცა მისთვის დასალაშქრი მთები. მან თქვა: „ჩვენ წინ დიდი სირთულეები გვაქვს და გიგანტური საშუალებები გვეძლევა”. მე მივესალმები ამ ამაღელვებელ ხედვას და მიჩნდება სურვილი მორჩილად ვუთხრა ღმერთს: „მომეცი მთა, მომეცი სირთულეები”.1.

გული ამიჩუყდა, რადგან მე ვიცოდი ზოგიერთი მისი სირთულეებისა და უბედურებების შესახებ და გამიჩნდა სურვილი დავემსგავსო მას, ღვთის გულად მსახურს. ერთხელ ღამე მე ვილოცე ჩემი სიმამაცის გამოსაცდელად. ეს ისე ცოცხლად მახსოვს. საღამოს მუხლი მოვიყარე საძინებელში. გული ისე აღვსილი მქონდა რწმენით, რომ მეგონა გამისკდებოდა.

ერთ თუ ორ დღეში მივიღე ლოცვაზე პასუხი. ჩემი ცხოვრების უმძიმესმა გამოცდამ გამაოცა და მორჩილებისკენ მიბიძგა. მე ორი გაკვეთილი ვისწავლე. პირველი: მივიღე ნათელი დასტური იმაზედ, რომ ღმერთს ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ. მეორე: მე დავიწყე იმის შესწავლა, თუ რატომ დავიჯერე იმ ღამით, რომ უბედურებას მოჰყვებოდა დალოცვა, რომელიც შეუფასებელი იქნებოდა.

უბედურება, რომელიც მაშინ თავს დამატყდა, ახლა არაფრად არ მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც მან მომავალში მე და ჩემს საყვარელ ადამიანებს მოგვიტანა. უამრავი თქვენთაგანი ახლა განიცდის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ სირთულეებს, რომელთა შედეგადაც თქვენ შეგეძლოთ წამოგეძახათ ისე, როგორც ეს ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა ერთგულმა ღვთის მსახურმა ჩაიდინა. მისმა ექთანმა გაიგონა, როგორ წამოიყვირა მან ტკივილისგან: „როდესაც მთელი ცხოვრება ვცდილობდი პატიოსნად მეცხოვრა, რატომ დამემართა ეს“?

თქვენ იცით, რა უპასუხა უფალმა წინასწარმეტყველ იოსებ სმითს საკანში ყოფნისას:

„და თუ ორმოში ან მტრის ხელში ჩაგაგდებენ და გამოგიტანენ სასიკვდილო განაჩენს; თუ უბსკრულში გადაგაგდეს; თუ ტალღა დაგატყდა თავს; თუ მძვინვარე ქარი მტრად გადაგეკიდა; თუ ზეცამ დააგროვა სიბნელე და ყველა სტიქია გადაგეღობა გზაზე; და მეტიც: თვით ჯოჯოხეთი თუ გააღებს პირს შენს ჩასაყლაპად იცოდე, შვილო ჩემო, რომ ყოველივე ეს გამოცდილებას შეგძენს და შენს საკეთილდღეოდ გადაიქცევა.

„კაცთა ძემ დაიმდაბლა მათთვის თავი. შენ მასზე მეტი ხარ?

„ასე რომ, არ გადაუხვიო არჩეულ გზას, და მღვდლობა იქნება შენთან; რამეთუ საზღვარი მონიშნულია და ისინი ვერ გადალახავენ მას. შენი დღეები განსაზღრულია, და არ მოგაკლდება წლები; ასე რომ ნუ შეგაშინებს ის, რაც კაცს შეუძლია ჩაიდინოს, რამეთუ ღმერთი არს შენთან აწ და მარადის“.2

ჩემი აზრით უფალზე კარგად ვერავინ ვერ გაგვცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაგვატყდა თავს უბედურება და რა უნდა ვაკეთოთ ამ დროს. მან ხომ წარმოუდგენელი ტანჯვა გაიარა ჩვენი გულისთვის.

თქვენ გეხსომებათ, როგორ გვირჩია მან მოვინანიოთ მისი რწმენის გამო:

„მაშასადამე გეუბნებით, რომ უნდა მოინანიოთ. მოინანიეთ, რათა არ დაგატყდეთ თავს ჩემი სიტყვის ძალით და ჩემი რისხვით, და მწარე იქნება თქვენი ტანჯვა ; რაოდენ მწარე არ იცით, არ იცით, რაოდენ გამორჩეული, დიახ, არც ის იცით, რაოდენ მძიმე საზიდი.

„რამეთუ მე, ღმერთმა, ავიტანე ყოველივე ეს ადამიანების გამო, რათა არ ეტანჯათ მათ, თუკი მოინანიებდნენ;

„მაგრამ თუ არ მოინანიებენ, უნდა დაიტანჯონ ისე, როგორც მე დავიტანჯე;

„ისეთი ტანჯვით, რომელმაც მე, ღმერთი, ყველაზე დიადი დიადთა შორის, ტკივილისგან შემძრა, და ყოველი ფორიდან სისხლი მადინა, მაწამა, როგორც სულით, ისევე ხორცით და რა მოხდებოდა მე რომ უარი მეთქვა და არ შემესვა სასმისი.

„მიუხედავად ამისა, დიდება მამას, მე ბოლომდე შევსვი და დავასრულე კაცთა ძეთათვის მზადება.“3

მე და თქვენ გვწამს, რომ სიძნელეების გადალახვის გზა არის რწმენა იმისა, რომ არის „მალამო გილყადში“4 და რომ უფალი დაგვპირდა: „არ… მიგატოვებთ“.5 ზუსტად ეს გვასწავლა პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა - დავეხმაროთ მძიმე განსაცდელის ჟამს მათ, ვისთვისაც ვმსახურობთ, რომ არ იგრძნონ თავი ეულად.6

მაგრამ პრეზიდენტმა მონსონმა ასევე ბრძნულად გვასწავლა, რომ ამ დაპირებების დაჯერების რწმენის საფუძველის ჩაყრას დრო სჭირდება. იქნებ თქვენ უკვე ჩემნაირად იგრძენით ამ საფუძველის საჭიროება, როდესაც გინახავთ ვინმე, ვინც მზადაა დამარცხდეს ბრძოლაში და საწოლს მიჯაჭვული უარს ამბობს ბოლომდე გაძლებაზე. თუ რწმენის საფუძველი არ არის ჩანერგილი ჩვენს გულებში, გაძლების ძალა სუსტდება.

ჩემი მიზანია დღეს მოგიყვეთ ის, რაც ვიცი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავყაროთ ეს ურყევი საძირკველი. მე ამას მორჩილად ვაკეთებ ორი მიზეზის გამო. პირველი: შესაძლოა ის, რასაც ვიტყვი, იმედს გაუცრუებს მათ, ვინც დიდი გასაჭირის შუა გულში იმყოფება და გრძნობს, რომ მისი საძირკველი იშლება. მეორე: მე ვიცი, რომ ცხოვრების დასრულებადე ამაზე კიდევ უფრო დიდი გამოცდები მელის. მაშასადამე, რეკომენდაცია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ჯერ ჩემს საკუთარ ცხოვრებაში ბოლომდე გაძლებით უნდა დავამტკიცო.

ახალგაზრდობაში მე მშენებლობაზე ვმუშაობდი, ჩვენ ახალ სახლებს საძირკველს ვუყრიდით. ზაფხულის პაპანაქებაში ძნელი იყო საძირკვლის მიწის ამოთხრა. მანქანები არ იყო. ჩვენ წერაქვსა და ნიჩაბს ვხმარობდით. იმ დღეებში შენობისთვის მყარი საძირკვლის ჩაყრა მძიმე შრომა იყო.

ამ საქმეში ასევე დიდი მოთმინება იყო საჭირო. ბეტონის ჩასხმის შემდეგ უნდა დავლოდებოდით მის გაშრობას. ჩვენ ძალიან გვინდოდა საქმის წინ წაწევა, მაგრამ შეფიცვრის მოხსნამდე საჭირო იყო ლოდინი.

ახალბედასთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო თითქოს და მოსაბეზრებელი და შრომატევადი საქმე - საძირკვლის გასამაგრებლად ყალიბში ჩაწნული არმატურის ჩადება.

ამის მსგავსად ჩვენი რწმენის საძირკველიც სათუთად უნდა მომზადდეს იმისთვის, რომ გაუძლოს ცხოვრების უამრავ ქარიშხალს. რწმენის მყარი საძირკველი არის პირადი პატიოსნება.

ჩვენს მიერ ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთება ამყარებს ჩვენი რწმენის საძირკველს. ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს ბავშვობაში, რადგან ყოველი სული იბადება ქრისტეს სულის უანგარო ძღვენით. სულის თანხლების გამო ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებს ისეთს, რაც სწორია ღმერთის თვალში და რა არ არის სწორი.

ასეთი ასობით არჩევანი გვიმზადებს იმ მყარ საძირკველს, რომელზეც ჩვენი რწმენის სასახლე აშენდება. რკინის ჩონჩხი, რომელშიც ჩვენი რწმენის შემცვლელი ბეტონი ისხმება, არის იესო ქრისტეს სახარება, მთელი თავისი აღთქმებით, წეს-ჩვეულებებითა და პრინციპებით.

მყარი რწმენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სწორად განსაზღვრო განკურნებისთვის აუცილებელი დრო. აი რატომ ვიყავი ასეთი ბრიყვი, როდესაც ვლოცულობდი უფრო მაღალი დასალშქრი მთებისთვის და უფრო დიდი გამოცდებისთვის.

განკურნება არ ხდება ავტომატურად დროთა განმავლობაში, მას დრო სჭირდება. ამას მარტო ასაკი არ აკეთებს. ღვთისთვის და სხვებისთვის მთელი გულითა და სულით რეგულარული მსახურება არის ის, რაც გადააქცევს ჭეშმარიტების დამოწმებას გაუტეხავ სულიერ ძალად.

ახლა მინდა წავახალისო ისინი, ვინც მძიმე განსაცდდელის შუა გულში იმყოფება, ვინც გრძნობს, რომ მათმა რწმენამ შეიძლება ვერ გაუძლოს უბედურების შეტევას. თვით უბედურება შესაძლოა იყოს თქვენი განმტკიცებისა და საბოლოოდ ურყევი რწმენის შეძენის ხერხი. მორმონმა, მორმონის ვაჟმა მორმონის წიგნიდან, მოგვითხრო, თუ როგორ შეგვიძლია მივიღოთ ეს დალოცვა. ის გვასწავლის უბრალო და სასიამოვნო ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი მოქმედებისას, რწმენის თუნდაც სულ პატარა ტოტზე დაყრდნობით ღმერთს საშუალებას ვაძლევთ გაზარდოს იგი.

“და ეხლა მე, მორონი, ცოტას ვისაუბრებ ამაზე; მე ვუჩვენებ სამყაროს, რომ რწმენა არის დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ; მაშასადამე, ნუ კამათობთ, რადგან ვერ ხედავთ, რამეთუ ვერ მიიღებთ დასტურს, სანამ რწმენა თქვენი არ გამოიცდება.

„რამეთუ რწმენის გამო დაენახა ქრისტე ჩვენს მამებს, მის შემდეგ, რაც მკვდრეთით აღსდგა; და არ ეჩვენა მათ, სანამ არ იწამეს იგი; მაშასადამე, უნდა ყოფილიყო ისე, რომ ვინმეს უნდა ჰქონოდა მისი რწმენა, რამეთუ ის არ ეჩვენა სოფელს.

„მაგრამ კაცთა რწმენის გამო ის ეჩვენა სამყაროს, და განადიდა მამის სახელი და მოამზადა გზა, რამეთუ სხვებსაც მიეღოთ ზეციური ძღვენი, და რომ იქონიონ იმედი იმისა, რასაც ვერ ხედავენ.

„მაშასადამე, თქვენც შეგიძლიათ იქონიოთ იმედი და მიიღოთ ძღვენი, თუკი გექნებათ რწმენა”.7

რწმენის ის პატარა ნაწილი, რომელიც ყველაზე ძვირფასია და რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ და ყველგან, სადაც შეძლებთ, გამოიყენოთ, არის რწმენა უფლისა იესო ქრისტესი. მორონიმ ასე აგვიხსნა ამ რწმენის ძალა: „და არასდროს არ მომხადარა, არც ერთი სასწაული, სანამ არ გამოაჩინეს რწმენა; მაშასადამე მათ თავდაპირველად იწამეს ძე ღვთისა“.8

მე ვესაუბრე ქალბატონს, რომელმაც მიიღო სასწაული რწმენა - წარმოუდგენელი დანაკარგის ასატანი ძალა იმით, რომ განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვებს: „მე ვიცი, ჩემი მხსნელი ცოცხალია“. 9ეს რწმენა და დამოწმების სიტყვები მოდიოდა ბავშვობის ბუნდოვანი, მაგრამ არ დავიწყებული მოგონებებიდან.

მე გამიკვირდა მეორე ქალბატონის ამბავი, რომელმაც მიუტევა ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ცუდად ექცეოდა მას. მე ვკითხე, რატომ გადაწყვიტა მან მიეტევებინა და დაევიწყებინა ამდენი წლის განმავლობაში მიყენებული შეურაცხყოფა.

მან ჩუმად მიპასუხა: „რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია, ეს ყვლეაზე რთული რამ იყო, მაგრამ მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ამიტომაც ვაპატიე“. რწმენამ, რომ მაცხოვარი მიუტევბს მას, თუ ის სხვებს მიუტევებს, მოამზადა იგი სიმშვიდისა და იმედის გრძნობით გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე თავისი მოუნანიებელი მოწინააღმდეგის პატიებით“.

მან მკითხა: „ზეცაში რომ მოვხვდები, როგორი იქნება იქაურობა“?

მე ვუპასუხე;“იმით რომ ვიმსჯელოთ, რაც მე ვიხილე თქვენი რწმენის გამოვლენასთან და პატიებასთან დაკავშირებით, თქვენთვის ეს შესანიშნავი შინ დაბრუნება იქნება“.

მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარებათ იმაში, თუ საკმარისია მათი რწმენა იესო ქრისტესი იმისთვის, რომ გაძლონ ბოლომდე, მაქვს კიდევ ერთი გამხნევება. მე დალოცვილი ვარ იმით, რომ ამჟამინდელ მსმენელთა შორის არიან ისეთნი, ვინც თავის დროზე ახალგაზრდობაში, ენერგიითა და ნიჭით სხვებზე მეტად დაჯილდოვებულნი, გააკეთეს არჩევანი მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცეოდა ქრისტე. თქვენი სიუხვე მიმართეთ მათთვის, ვისთვისაც შეგეძლოთ ზემოდან გეყურებინათ ან არ შეგემჩნიათ ცხოვრებაში თქვენს მიერ დაკავებული ადგილის გამო.

როდესაც მძიმე გასაჭირში ვართ, გაძლების ძალა გვექნება მაშინ, თუკი ჩვენ ქრისტესმიერი წმინდა სიყვარულით ვმოქმედებდით, ვემსახურებოდით სხვებს და მივუტევებდით მათ ისე, როგორც ამას მაცხოვარი იზამდა. თქვენ უყრით რწმენას საძირკველს მაშინ, როცა მხსნელისმიერი სიყვარულით გიყვართ და მისთვის მსახურობთ.

არასდროს არ არის გვიანი განამტკიცო რწმენის საძირკველი. ყოველთვის არის საამისო დრო. მაცხოვრის რწმენით თქვენ შეგიძლიათ მოინანიოთ და ევედროთ მიტევებისთვის. არსებობს ვიღაც, ვისი მიტევებაც შეგიძლიათ. არსებობს ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ. არსებობს ვიღაც, ვისაც შეგიძლიათ ემსახუროთ და სულიერად აამაღლოთ. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეულად და მიტოვებულად გრძნობთ თავს.

მე ვერ შეგპირდებით ამ ცხოვრებაში უბედურების გარეშე ცხოვრებას. მე ვერ დაგაჯერებთ იმას, რომ თქვენი სიძნელეები ხანმოკლე იქნება. სიძნელეების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ამ ცხოვრებაში ის, რომ საათის ისრები იწყებენ შენელებულ მოძრაობას და მერე თითქოს ჩერდებიან.

ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ამ მიზეზების ცოდნა დიდად ნუგეშის მომტანი არ არის, მაგრამ მოთმინების გრძნობას მაინც მოგანიჭებთ. ეს მიზეზები გამომდინარეობს ერთი ფაქტიდან: მამა ზეციერს და მაცხოვარს, თავიანთ სრულყოფილ სიყვარულში, სურთ იყოთ ღირსნი იცხოვროთ მათთან ერთად მარადიულ ოჯახში. მხოლოდ ისინი, ვინც, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით სრულიად განიწმინდებიან, შეძლებენ იქ ყოფნას.

დედაჩემი ებრძოდა კიბოს თითქმის 10 წლის განმავლობაში. მისი გამოცდები იყო მკურნალობა, ოპერაციები და ბოლოს ლოგინს მიჯაჭვება.

მახსოვს მამაჩემის სიტყვები, როდესაც ის შეესწრო მეუღლის ბოლო ჩასუნთქვას: „პატარა გოგო შინ დაბრუნდა დასასვენებლად“.

მის დაკრძალვაზე ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი იყო პრეზიდენტი სპენსერ  ვ. კიმბალი. მან მას პატივი მიაგო და მე დამამახსოვრდა, რაღაც ამდაგვარი: „ზოგი თქვენთაგანი ფიქრობს, რომ მილდრედმა რაღაც დააშავა და ამის გამო ამდენ ხანს იტანჯებოდა“. მან შემდეგ გააგრძელა: „ არა, უბრალოდ ღმერთს უნდოდა მისი დახვეწა. მე მახსოვს, რომ იმ მომენტში გავიფიქრე: თუ ასეთი კარგი ადამიანი საჭიროებდა დახვეწას, მე რა მელის“?

თუ ჩვენ გვწამს იესო ქრისტესი, ცხოვრების ყველაზე მძიმე და ყველაზე ადვილი პერიოდი დალოცვად იქცევა ჩვენთვის. ყოველ მდგომარეობაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სწორი არჩევანი სულიწმინდის კარნახით. ჩვენ გვაქვს იესო ქრისტეს სახარება იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება, თუ კი გავაკეთებთ ამ არჩევანს. წინასწარმეტყველების გამოცხადებებით იმის მიმართ, თუ რა ადგილი გვიკავია ჩვენ ხსნის გეგმაში, შეგვიძლია ვიცხოვროთ სრულყოფილი იმედით და სიმშვიდის გრძნობით. არასდროს არ უნდა ვიგრძნოთ, რომ ვართ მარტონი ან უფლის მსახურებაში სიყვარულ მოკლებულნი, რადგან ეს არასოდეს არ ხდება. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ უფლის სიყვარული. მხსნელი დაგვპირდა მარცხენა და მარჯვენა მხარეს ანგელოზებს, რომლებიც აგვიტაცებენ.10 უფალი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას.

მე ვამოწმებ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა და ის ცოცხალია. მისი საყვარელი ძე არის ჩვენი მხსნელი. სულიწმინდამ დაადასტურა ჭეშმარიტება ამ კონფერენციაზე და კვლავაც დაადასტურებს მას, როდესაც თქვენ ეძიებთ მას, მოისმნენთ და მოგვიანებით შეისწავლით უფლის უფლებამოსილ მსახურებს, რომლებიც ამჟამად აქ იმყოფებიან. პრეზიდენტი თომას  ს. მონსონი არის უფლის წინასწარმეტყველი მთელი მსოფლიოსათვის. უფალი ზრუნავს თქვენზე. მამა ღმერთი ცოცხალია. მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, არის ჩვენი მხსნელი. მისი სიყვარული ულევია. მე ამას ვამოწმებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.