2010-2019
დაკარგული კვლავ რომ ვიპოვოთ
აპრილი 2012


დაკარგული კვლავ რომ ვიპოვით

სულიწმინდა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ოჯახს, როდესაც შეეცდებით იესო ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრებას.

ძმებო და დებო, წმინდა წერილების მიხედვით, ლიაჰონა იყო უცნაურად გაკეთებული მრგვალი ბურთი, რომელშიც იყო ორი წვრილი ღერძი, ერთი მათგანი უჩვენებდა გეზს, საითაც უნდა წასულიყო უდაბნოში, მამა ლეჰის ოჯახი (1 ნეფი 16:10).

მგონი ვიცი, რატომ იყო ლეჰი ამდენად გაოცებული, როდესაც მან პირველად დაინახა ის, რადგან მე მახსოვს ჩემი რეაქცია, როდესაც პირველად დავინახე თუ როგორ მუშაობდა სანავიგაციო ჯიპიესი. ჩემი წარმოდგენით ეს იყო თანამედროვე დღეების „უცნაურად გაკეთებული“ მოწყობილობა, რაღაცნაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ამ პატარა მოწყობილობას ჩემს ტელეფონში შეუძლია ზუსტად მაჩვენოს ჩემი ადგილმდებარეობა და მითხრას თუ როგორ მივიდე იქ, სადაც მინდა, რომ მივიდე.

ჩემთვის და ჩემი მეუღლე ბარბარასთვის ჯიპიესი არის კურთხევა. ბარბარასთვის იმიტომ, რომ აღარ სჭირდება ჩემი გაჩერება და მიმართულების გამოკითხვა, ჩემთვის იმიტომ, რომ ყოველთვის მართალი ვიქნები, როდესაც ვიტყვი, რომ ვიცი საით მივდივარ, „არ მჭირდება ვინმეს გამოკითხვა. მე ზუსტად ვიცი სადაც მივდივარ.“

ძმებო და დებო, ჩვენ გვაქვს ხელსაწყო ბევრად უფრო შესანიშნავი, ვიდრე ყველაზე უკეთესი ჯიპიესი. ხანდახან, მეტ-ნაკლებად ყველა კარგავს გზას. სულიწმინდის კარნახით ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ უკან დავბრუნდეთ სწორ გზაზე და მხსნელის გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვას შეუძლია დაგვაბრუნოს ჩვენ სახლში.

გზა შეიძლება აებნას, როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ასევე მთელ საზოგადოებებსაც. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს გზა აქვს დაკარგული, განსაკუთრებით ოჯახში ფასეულობების და პრიორიტეტების მხრივ.

ასი წლის წინ, პრეზიდენტი იოსეფ ფ. სმითმა პირდაპირ დაუკავშირა ბედნიერება ოჯახს და დაგვარწმუნა, რომ მაგ მიმართულებით მიგვემართა ჩვენი ძალისხმევა. მან სთქვა „შეუძლებელია ნამდვილი ბედნიერება უოჯახოდ ან ოჯახისგან შორს გარეთ… არ არსებობს ბედნიერება სამსახურის გარეშე და არ არსებობს იმაზე, უფრო დიდი სამსახური, რომელიც გადააქცევს ოჯახს წმინდა ინსტიტუტად და რომელიც ქადაგებს და იცავს ოჯახურ ცხოვრებას… ოჯახი არის ის, რასაც სჭირდება გაუმჯობესება“(Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith [1998], 382, 384).

დღეს, ჩვენი ოჯახებს სჭირდებათ გაუმჯობესება დღევანდელი უფრო და უფრო მატერიალისტურ და სეკულარულ მსოფლიოში. გამაოცებელი მაგალითია სულ უფრო მზარდი უპატივცემულობა ქორწინების მიმართ, აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წლის დასაწყისს, გაზეთი ნიუ იორკ თაიმსიწერდა, რომ „ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც დაიბადნენ გაუთხოვარი ქალებისაგან გადააჭარბა საშიშ ზღვარს, ნახევარზე მეტი მშობიარენი არიან 30 წელზე ახალგაზრდა დაუქორწინებელი ამერიკელი ქალები“ (ჯეისონ დე პარლი და საბრინა ტავერნრაისი, “Unwed Mothers Now a Majority Before Age of 30,” New York Times, Feb. 18, 2012, A1).

და ჩვენ ასევე ვიცით, რომ შეერთებულ შტატებში დაქორწინებულ წყვილთა, თითქმის ნახევარი განქორწინდნენ. ისინიც კი, რომლებიც რჩებიან დაქორწილებულები, ხშირად გზა ებნევათ ნებას რთავენ გარე ძალებს ჩაერიონ მათ ოჯახურ ურთიერთობებში.

ასევე შემაშფოთებელია ყველაზე უფრო დიდი განხეთქილება მდიდარს და ღარიბს შორის, ასევე მათ შორის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ოჯახური აღთქმები და ძვირფასეულობები და მათ შორის, ვინც დათმო ამის კეთება. სტატისტიკის მიხედვით, ისინი ვისაც ნაკლები განათლება აქვს და შესაბამისად ნაკლები შემოსავალი, უფრო ნაკლებად შესაძლებელია, რომ დაქორწილდეს და იაროს ეკლესიაში, უფრო მეტი ალბათობაა, რომ ჩათრეული იქნება კრიმინალურ ქმედებებში და ეყოლება ბავშვები ქორწინების გარეთ. შემაშფოთებელია მიმდინარე სიტუაცია დანარჩენ მსოფლიოშიც. (იხილეთ W. Bradford Wilcox and others, “No Money, No Honey, No Church: The Deinstitutionalization of Religious Life among the White Working Class,” იხილეთ ვებგვერდზე www.virginia.edu/marriageproject/pdfs/Religion_WorkingPaper.pdf.)

იმის საწინააღმდეგო, როგორც შეიძლება ბევრს ეგონა, განვითარება და განათლება, როგორც ეტყობა უფრო მეტად იძლევა ტრადიციული ოჯახის და ფასეულობების ქონის ალბათობას.

რეალური კითხვა, რათქმაუნდა არის გამომწვევი მიზეზის და შედეგის შესახებ, საზოგადოების ზოგიერთ სექტორში უფრო ძლიერია ღირებულებები და ოჯახები, რადგან ისინი უფრო განათლებულები არიან და განვითარებულები თუ რადგან ისინი არიან უფრო განვითარებულები და განათლებულები, რადგან აქვთ თავიანთი ღირებულებები და მყარი ოჯახები? მსოფლიო ეკლესიაში, ვიცით, რომ ჭეშმარიტი არის მეორე. როდესაც ადამიანები დებენ აღდგენილი სახარების ოჯახურ და რელიგიურ აღთქმებს, ისინი უკეთესად არიან უზრუნველყოფილი სულიერად და ხშირად მატერიალურადაც.

რათქმაუნდა საზოგადოება უფრო ძლიერდება, როდესაც ოჯახები და ოჯახური აღთქმები უფრო მტკიცდება. ოჯახები და ღირებულებები არის მთავარი მიზეზი თითქმის დანარჩენი ყველაფერი არის შედეგი როდესაც წყვილი ქორწინდება და ერთმანეთთან დებენ აღთქმებს, ისინი ბევრად უფრო ზრდიან თავიანთი ეკონომიკური კეთილდღეობის შანსებს. როდესაც ბავშვები იბადებიან დაქორწინებულ ოჯახებში და ჰყავთ დედა და მამა, მათი შესაძლებლობები და მომავალი საქმიანობის წარმატების ალბათობა არის ძალიან დიდი. როდესაც ოჯახები მუშაობენ და თამაშობენ ერთად, საზოგადოება და უბანი ყვავის, ვითარდება ეკონომიკა, ნაკლებად საჭირო ხდება სახელმწიფოს ჩარევა და ძვირად ღირებული უსაფრთხო ქსელების შექმნა.

ასე რომ,ცუდი ამბები, არის ის, რომ ოჯახები ინგრევა და ჩნდება სოციალური და ეკონომიური დაავადებების კერები. მაგრამ, როგორც ნებისმიერ მიზეზსა და შედეგს შორის, კარგი ახალი ამბები არის ის, რომ კერები შეგვიძლია განვკურნოთ თუ მათ გამომწვევ მიზეზებს შევცვლით. უთანასწორობები შეიძლება გადაიჭრას, სწორი პრინციპების და ფასეულობების მიხედვით ცხოვრებით. ძმებო და დებო, ყველაზე მთავარი მიზეზი ჩვენს ცხოვრებაში არის ჩვენი ოჯახები. თუ ჩვენ, ჩვენს თავებს მივუძღვნით ამ მიზეზს, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა ასპექტებს, როგორც ადამიანები და როგორც ეკლესია გავხდებით სამაგალითო და მანათობელ შუქურა, ყველა ადამიანებისათვის მსოფლიოში.

მაგრამ ეს არ არის ადვილი მსოფლიოში, სადაც გულები შებრუნებულები არიან სხვადასხვა მიმართულებებით და მთელი პლანეტა მიდის და იცვლება ისე, როგორც ვერასდროს წარმოვიდგენდით. არაფერი არ რჩება უცვლელი დიდი ხნით, სტილი, ტენდენციები, ახირებები, პოლიტიკური კორექტულობები და სწორი-არასწორის განმარტებებიც კი, იცვლება. როგორც წინასწარმეტყველი ისაია წინასწარმეტყველებდა, სწორს განასახიერებენ, როგორც არასწორს და არასწორს განასახიერებენ როგორც სწორს (იხილეთისაია 5:20).

სულიერი უფსკრული სულ უფრო ფართოვდება, იმასთან ერთად, როდესაც ბოროტება ხდება უფრო მაცდური და ვერაგული, და იზიდავს ადამიანებს თავისაკენ, როგორც მაგნიტი, მაშინაც კი, როდესაც ჭეშმარიტების ნათელი სახარება, იზიდავს გულით პატიოსანებს და ღირსეულებს დედამიწაზე, რომლებიც ეძებენ თუ რა არის ზნეობრივი და კარგი.

ჩვენ შეიძლება შედარებით ცოტანი ვართ, მაგრამ, როგორც ამ ეკლესიის წევრები ჩვენ შეგვიძლია გადავწვდეთ ამ ღრმა უფსკრულს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეზე დაყრდნობილი სამსახური აერთიანებს ღმერთის შვილებს, მათი ეკონომიკური ან სულიერი მდგომარეობის მიუხედავად. ერთი წლის წინ პირველმა პრეზიდენტობამ დაგვპატიჟა, რომ მიგვეღო მონაწილეობა, მსახურობის დღის ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა, ადაიანებისათვის თვით უზრუნველყოფის დასახმარებლად გაწეული კეთილდღეობისათვის პროგრამის 75 წლისთავის აღსანიშნავად. მილიონობით საათი უსასყიდლო სამსახური იყო ჩვენი წევრების მიერ ადამიანებისათვის გაწეული მთელს მსოფლიოში.

ეკლესია არის უსაფრთხო ნავსაყუდელი, ცვლილებების და ცდუნებების აბობოქრებულ ზღვაში, ცვლილებების და განხეთქილების აღელვებული წყლებში ჩაშვებული ღუზა, შუქურა მათთვის, ვინც აფასებს და ეძებს სამართალს. უფალი იყენებს მის ეკლესიას, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც იზიდავს მის შვილებს მთელს მსოფლიოში მისი სახარების მფარველობაში.

ელიას სული, რომელსაც არ აქვს საზღვრები, არის ასევე დიდი ძალა, უფალის მიერ ოჯახისთვის და მისი შვილებისათვის დანიშნული მარადიული მიზნისათვის. მალაქიას სიტყვებით, სულიწმინდის სული, „დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან“ (მალაქია 4:6).

ეკლესია დგას, როგორც გულის სიკეთისაკენ მობრუნების და მსოფლიოში კეთილი მამოძრავებელი ძალის მაგალითი. ეკლესიის ტაძარში დაქორწილებულ წევრებს შორის, რომლებიც რეგულარულად დადიან ეკლესიაში, განქორწინების დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მსოფლიოში და ოჯახები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, უფრო ხშირი ურთიერთობების გამო. ჯანმრთელობის დონე ჩვენს ოჯახებში უკეთესია, საშუალოდ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამოდენიმე წლით უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან. ჩვენ ვიძლევით უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას და სამსახურს გაჭირვებულებისთვის და უფრო მეტი მოთხოვნილებაა უმაღლესი განათლების მიღების. მე აღვნიშნე ეს მონაცემები არა სატრაბახოდ, არამედ იმიტომ, რათა დავამოწმო, რომ ცხოვრება უკეთესია და (უფრო ბედნიერიც) როდესაც გულები მობრუნებულია ოჯახებისაკენ და როდესაც ოჯახები ცხოვრობენ ქრისტეს სახარების სინათლეში.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავიკარგოთ? პირველი, მოდით მე შემოგთავაზებთ თუ რას ვაძლევთ პრიორიტეტებს. ყველაფერი, რასაც აკეთებთ სახლის გარეთ უნდა იყოს იმის დაქვემდებარებაში და დასახმარებლად, რაც ხდება თქვენს სახლში. გახსოვდეთ პრეზიდენტი ჰაროლდ ბ. ლი გვასწავლიდა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი… სამუშაო, რომელსაც ოდესმე გავაკეთებთ იქნება ჩვენი ოჯახის კედლებში“ Teachings of Presidents of the Church: Harold B. Lee [2000], 134) and President David O. McKay’s timeless “No other success can compensate for failure in the home” (ციტატები J. E. McCulloch, Home: The Savior of Civilization [1924], 42; კონფერენციის ჩანაწერი, აპრილი 1935, 116).

ორგანიზება გაუკეთეთ პირად ცხოვრებას, ისე, რომ გქონდეთ დრო ლოცვებისათვის და წმინდა წერილებისათვის, ასევე ოჯახური ღონისძიებებისათვის. სახლში მიეცით ბავშვებს პასუხისმგებლობები, რომ მათ ისწავლონ თუ როგორ იმუშაონ. ასწავლეთ, რომ სახარებით ცხოვრებით ისინი შორს იქნებიან ინტერნეტის სიბინძურისგან აღვირახსნილობისგან და ძალადობისაგან, ასევე მედიისაგან და ვიდეოთამაშებისგან. ისინი არ იქნებიან დაკარგულები და მომზადებულები იქნებიან, რომ მიიღონ პასუხისმგებლობა, როდესაც ის მათზე იქნება დაკისრებული.

მეორე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სწორი თანმიმდევრობით! ჯერ ქორწინება შემდეგ ოჯახი. მსოფლიოს უმეტს ნაწილს დავიწყებული აქვთ ეს ბუნებრივი თანმიმდევრობა და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეცვალონ ეს ან შეაბრუნონ. ჩამოიცილეთ თქვენი შიშები რწმენით. ენდეთ ღმერთის ძალას, რომ გაგიძღვეთ.

თქვენ, რომლებიც არ ხართ დაქორწინებულები, მარადიული მეწყვილეს პოვნა უნდა იყოს თქვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. ახალგაზრდა მამაკაცებო, გახსოვდეთ ის, რაც პრეზიდენტმა იოსებ ფ სმითმა სთქვა „უცოლობას მოაქვს ცრუმორწმუნე გონებისათვის ის იდეა, რომ მიმზიდველია უცოლობა რადგან მოითხოვს მინიმალურ პასუხისმგებლობას. ნამდვილი ბრალი ადევთ ახალგაზრდა მამაკაცებს. წლოვანების მიზეზით ისინი არიდებენ თავს მოვალეობას და ვალდებულებას, მათი დები არიან მსხვერპლნი და დაქორწილდებოდნენ, რომ შეეძლოთ, მიიღებდნენ სიხარულით ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობას.“ (Gospel Doctrine, მე-5 გამოცემა. [1939], 281).

ასევე ახალგაზრდა ქალებს, მინდა დავუმატო, რომ არ უნდა დაკარგოთ ამ პასუხისმგებლობის გრძნობა. არანაირ კარიერას არ შეუძლია მოგიტანოთ ის დაკმაყოფილება, როგორსაც მიიღებთ ოჯახის აღზრდით. როდესაც გახდებით ჩემი წლოვანების, მერე უფრო მეტს მიხვდებით.

მესამე, ქმრებს და მეუღლეებს, თქვენ უნდა იყოთ თანასწორი პარტნიორები თქვენს ქორწინებაში. ხშირად წაიკითხეთ და ჩასწვდით განცხადებას ოჯახისათვის და მიჰყევით მის რჩევებს. თავი აარიდეთ ნებისმიერი ფორმის უსამართლო ბრძანებლობას. არავინ არ არის მეუღლის ან ბავშვების მფლობელი, ღმერთი არის მამა ყველა ჩვენგანის და მან გვიბოძა ოჯახის პრივილეგია, რომელიც თავიდან მარტო მისი იყო, იმისათვის, რომ დაგვხმარებოდა მის ნაირი გავმხდარიყავით. როგორც მისი შვილები ჩვენ სახლში უნდა ვისწავლოთ ღმერთის სიყვარული და იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია ვთხოვოთ დახმარება, რომელიც გვჭირდება. ყველა დაქორწინებულს თუ მარტოხელას, შეუძლია იყოს დამხმარე იმ ოჯახში, რომელიც გაქვთ.

და ბოლოს გამოიყენეთ ეკლესიის საოჯახო რესურსები ბავშვების აღზრდაში, ოჯახებს შეუძლიათ დაეყრდნონ მეურვეობის დახმარებას. მღვდლობის და დამხმარე ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად მუშაობით და დახმარებით, ასევე გამოიყენონ ახალგაზრდების და საოჯახო საეკლესიო პროგრამების მთელი უპირატესობა. გახსოვდეთ პრეზიდენტ ლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომ ეკლესია არის საშენი ხე-ტყე, რომლითაც ვაშენებთ მარადიულ ოჯახებს. (იხილეთ Teachings of Presidents of the Church: Harold B. Lee [2000], 148).

ეხლა, თუ რაიმე მიზეზის გამო, პირადად ან ოჯახმა გზა დაკარგეთ, მაშინ გჭირდებათ, რომ მიმართოთ მხოლოდ მხსნელის სწავლებებს, ლუკა 15 თავი, რომ აიღოთ სწორი გეზი, სადაც მხსნელი გვიამბობს მეცხვარის შესახებ, რომელიც ეძებს დაკარგულ ცხვარს, ქალზე, რომელიც ეძებს დაკარგულ მონეტას და იმ დახვედრაზე, რომელიც მოუწყო მამამ უკან დაბრუნებულ შვილს. რატომ ასწავლიდა იესო ამ იგავებს? მას უნდოდა, რომ გვცოდნოდა, რომ ვერცერთი ჩვენგანი ვერასდროს ისე ვერ დაიკარგება, რომ ვერ ვიპოვოთ გზა მისი გამოსყიდვის და სწავლებების მეშვეობით.

როდესაც ცდილობთ, რომ იცხოვროთ სახარებით და ქრისტეს მოძღვრებით, სულიწმინდა გაგიძღვებათ თქვენ და თქვენს ოჯახს. თქვენ გექნებათ სულიერი ჯიპიესი, რომ ყოველთვის გითხრათ სად ხართ და სად მიდიხართ. მე გიზიარებთ დამოწმებას, რომ აღმსდგარი, ადამიანთა გამომსყიდველს ყველანი ვუყვარვართ და როგორც მან დაგვპირდა, თუ ჩვენ მას მივყვებით, ჩვენ მივალთ უსაფრთხოდ, ჩვენს მამაზეციერთან, რომელზეც მე ვმოწმობ, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.