2010-2019
ცხოვრების სარბიელი
აპრილი 2012


ცხოვრების სარბიელი

საიდან მოვდივართ? რატომ ვართ აქ? სად წავალთ ამ ცხოვრების შემდეგ? ეს საყოველთაო შეკითხვები აღარ არის უპასუხოდ დატოვებული.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ამ დილით მე მინდა გესაუბროთ მარადიულ ჭეშმარიტებებზე, ეს ჭეშმარიტებები ჩვენ გვამდიდრებს და გვიკვლევს გზას სახლისაკენ.

ადამიანები ყველგან ჩქარობენ, რეაქტიული თვითმფრინავები მიისწრაფიან თავიანთი ძვირფასი ტვირთით კონტინენტებს და ოკეანეების გადაღმა, რომ ადამიანები დაესწრონ საქმიან შეხვედრებს, გააკეთონ სამუშაო, ისიამოვნონ შვებულებით და მოინახულონ ოჯახი. გზებზე, გზატკეცილებზე დასატრანსპორტო არტერიებზე, მოძრაობს მილიონობით ავტომობილებით, მილიონობით ადამიანებით სავსე, უსაზღვრო დინებით და უამრავი მიზეზებით ჩვენ გვეჩქარება ყოველ დღე საქმეებზე.

ამ არეულ ჩქარ ცხოვრებაში, ვფიქრობთ კი ოდესმე მედიტაციის პაუზაზე, ან ვფიქრობთ მარადიულ ჭეშმარიტებაზე?

მარადიულ ჭეშმარიტებებთან შედარებით, ყოველდღიური ცხოვრების საკითხები, ხშირად უმნიშვნელოა. რა გვექნება საუზმეზე? რა გადის ტელევიზორში საღამოს? რა ფერზე გადავღებოთ მისაღები ოთახი? შევიყვანოთ ჯონი ფეხბურთზე? ეს შეკითხვები და ბევრი სხვა მათნაირი კარგავენ თავის მნიშვნელობას, როდესაც დგება კრიზისი, როდესაც ისინი, რომლებიც გვიყვარს არიან დაშავებულები, როდესაც ავადმყოფობა მოდის ჯანმრთელ ოჯახში, როდესაც სიცოცხლის სანთელი ბჟუტავს და მოდის სიბნელე. ჩვენი ფიქრები ამ დროს ხდება მკაფიო და ჩვენ ადვილად შეგვიძლია განვასხვავოთ თუ რა არის უმნიშვნელო და ტრივიალური.

ცოტა ხნის წინ, მე ვესტუმრე ქალს, რომელიც უკვე მეორე წელია ებრძვის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას, რომ, სანამ ავად გახდებოდა მისი დღეები სავსე იყო ისეთი საქმიანობით, როგორც სახლის სრულყოფილად დასუფთავება და ძვირფასი მშვენიერი ავეჯით სახლის შევსება, მან მითხრა, რომ ხარჯავდა კვირებს, რათა ეპოვა შესასვლელში დასაგებად სრულყოფილი ხალიჩა, რათა ეპოვა სრულყოფილი სარკე მისაღებში დივანთან დასაკიდად, კვირაში ორ ან სამჯერ დადიოდა საპარიკმახეროში ხარჯავდა ფულს და დროს მისი დიდი გარდერობის განახლებაში. მისი შვილიშვილები იშვიათდ იყვნენ დაპატიჟებულები მასთან სახლში, რადგან ეშინოდა, რომ პატარა და დაუდევარი ხელები დაამსხრვედნენ მის ქონებას.

და შემდეგ მას უთხრეს გასაოგნებელი და სატკივარი რამ, რომ მისი მიწიერი სიცოცხლე იყო საშიშროების ქვეშ და ძალიან მოკლე დრო ჰქონდა ამ ქვეყანაზე დარჩენილი. მან თქვა, როდესაც მოისმინა ექიმის დიაგნოზი, მისი ცხოვრების ფოკუსი გამკვეთრდა და მან მაშინვე მიხვდა, რომ, რაც დრო ჰქონდა დარჩენილი გაატარებდა მის ოჯახთან, მეგობრებთან და ცხოვრების ცენტრში, იქნებოდა სახარება, რადგან ეს იყო ყველაზე ძვირფასი მისთვის ცხოვრებაში.

ასეთი ნათელყოფის დრო, ადრე თუ გვიან მოდის ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, თუმცა ყოველთვის, არა ამ გზით ასეთი დრამატულ ვითარებებში.

მხსნელმა სთქვა:

„ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.“1

ჩვენ დროის, ყველაზე ღრმა გამოძახილი ჩვენი გაჭირვებისას ან ჩაფიქრებისას, ადამიანის სული მიმართავს ზეცას, ღვთიური პასუხისათვის, ცხოვრების ყველაზე დიდი შეკითხვით: საიდან მოვედით? რატომ ვართ აქ? სად მივდივართ იმის შემდეგ, როდესაც დავტოვებთ ამ ცხოვრებას?

ამ შეკითხვებზე პასუხი, არ მოიპოვება სამეცნიერო აკადემიურ წიგნებში, არც ინტერნეტში, ან შემთხვევითი პასუხების გადარჩევით. ეს შეკითხვები ცდება მოკვდავებას. ისინი მოიცავენ მარადიულობას.

საიდან მოვედით? ამ შეკითხვაზე აუცილებლად ფიქრობს, თუ არ საუბრობს ყოველი ადამიანი

მოციქულმა პავლემ ათენელებს უთხრა აეროპაგუსის გორაზე, რომ „ღვთის მოდგმა ვართ.“2 რადგან ვიცით, რომ ჩვენი მოკვდავი სხეული არის ჩვენი მიწიერი მშობლების შთამომავლობა, უნდა ჩავწვდეთ პავლეს განცხადების აზრს. უფალმა გამოაცხადა რომ, „სული და სხეული არის ადამიანის არსი.“3 ეს არის სული, რომელიც არის ღმერთის შთამომავლობა. ებრაელთა მწერალი მოიხსენიებს მას, როგორც „სულთა მამა.“4 ყველა ადამიანის სულები არიან სრული მნიშვნელობით მისი შობილი „შვილები და ქალიშვილები.“5

ჩვენ შევნიშნეთ, რომ შთაგონებულ პოეტებს აქვთ დაწერილი ძლიერი მოწოდებები და ტრანსცენდენტული მოსაზრებები. ვილიამ ვორდსვორთმა დაწერა სიმართლე:

ჩვენი დაბადება არის ძილი და მივიწყება

სული, რომელიც ჩვენთან ერთად იბადება არის, როგორც ვარსკვლავი,

იყო მანამდე, სანამ გავჩნდებოდით,

და მოდის შორიდან

არ გვაქვს ყველაფერი დავიწყებული,

და არც მთლიანად არ ვართ მოუმზადებლები,

რადგან ყოველი ჩვენგანი იბადება ღვთაებრიობის ნაწილით ჩვენში

არის ღმერთისგან, რომელიც სახლია ჩვენი

ზეცა ახლოა ჩვენში ბავშვობის ჟამს!6

მშობლები ფიქრობენ თავიანთ აღმზრდელობით, შთაგონებისა და მიმართულების მიცემის პასუხისმგებლობაზე თავიანთი შვილებისთვის. ამასობაში, სანამ მშობლები ფიქრობენ, ბავშვები, განსაკუთრებით ყმაწვილები ეკითხებიან პირდაპირ შეკითხვებს, „რატომ ვართ აქ?“ როგორც წესი ეს წარმოითქმება სულით და ამბობს ასე „რატომ ვარ მე აქ?“

როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ბრძენმა შემქმნელმა შექმნა დედამიწა და აქ გაგვაჩინა წინა ცხოვრებისაგან, დავიწყების ფარდით, რომ შევძლოთ ამქვეყნად გავიაროთ გამოცდის ჟამი, შესაძლებლობა, რათა დაუმტკიცოთ ჩვენს თავს, რომ ვართ ღირსეულები ყველაფერისათვის, რაც ღმერთს აქვს მომზადებული ჩვენთვის მოსაცემად.

ნათელია, ერთი უმთავრესი მიზანი, რატომაც ჩვენ ვარსებობთ აქ დედამიწაზე, არის ხორციელი და ძვლებიანი სხეულის მიღება. ჩვენ ასევე მოგვეცა არჩევანის თავისუფლება. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ ათასნაირად გავაკეთოთ არჩევანი ჩვენთვის. აქ ვსწავლობთ, პირადი მძიმე გამოცდილებით. ვანსხვავებთ ბოროტსა და კეთილს, მწარეს და ტკბილს. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ქმედებებს მოაქვს შედეგები.

ღმერთის მცნებებისადმი მორჩილებით, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ღირსეული იმ „სახლისთვის“ რომელზეც სთქვა იესომ, როდესაც გამოაცხადა: „ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა… მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ... რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.“7

მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში მოვდივართ “დიდადი შუქის ღრუბლებში”

ღმერთი, ჩვენმა მამაზეციერმა და იესო ქრისტემ, ჩვენმა უფალმა, დაგვისახეს გზა სრულყოფილებისაკენ. ისინი გვეპატიჟებიან, რომ მივყვეთ მარადიულ ჭეშმარიტებებს და გავხდეთ სრულყოფილი, როგორი სრულყოფილებიც არიან თვითონ.8

მოციქულმა პავლემ ცხოვრება ნათლად დასახული მიზნით შეადარა სარბიელს. ებრაელებს მან უთხრა, „ჩამოვიცილოთ… დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.“9

ჩვენს ენთუზიაზმში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, ბრძენი ეკლესიასტის რჩევა: „არც მკვირცხლებს აქვთ წარმატება სირბილში და არც მამაცებს – ომში.“10სინამდვილეში პრიზს იღებს ის, ვინც უძლებს ბოლომდე.

როდესაც მე ვსაუბრობ ცხოვრებისეულ სარბიელზე, მე მახსენდება კიდევ სხვანაირი სარბიელიც. როდესაც ვიყავი დაახლოებით 10 წლის, ჩემი მეგობრები და მე ჯიბის დანებით და რბილი ტირიფის ხისგან, ვთლიდით პატარა ნავებს. სამკუთხედი ნაჭრისგან გაკეთებული იალქანით ჩავუშვებდით ნავებს შესაჯიბრებლად პროვოს აბობოქრებულ მდინარეში. ჩვენ მივრბოდით მდინარის ნაპირის გასწვრივ და ვუყურებდით ჩვენს პატარა ნავებს, რომლებსაც ხანდახან დინება დაუნდობლად ახტუნავებდა, ხანდახან წყნარად მიცურავდნენ მდინარის სიღრმეში.

ერთხელ ასეთი ნავების რბოლის დროს, ჩვენ შევნიშნეთ, რომ ერთი ნავი ასწრებდა ყველა დანარჩენს, ფინიშის ხაზამდე. მოულოდნელად, დინებამ ის ახლოს მიიყვანა მდინარის დიდ მორევთან, ნავი გადაწვა მის მხარეს და მორევმა ჩაითრია. ატრიალა და ატრიალა ნავი, რომელიც ვეღარ უბრუნდებოდა დინებას. ბოლოს ნავი ჩაიძირა მორევის შუაში დანარჩენ ნამტვრევებთან ერთად, რომელიც მის გარშემო ტრიალებდნენ.

ბავშვობის დროინდელი სათამაშო ნავებს არ ჰქონდათ კილი სტაბილურობისათვის. არც საჭე მიმართულების მისაღებად და არც ენერგიის წყარო. მათი გარდაუვალი მიმართულება იყო მდინარის დინება, უმცირესი წინააღმდეგობით აღებული გეზი.

სათამაშო ნავებისაგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს ღვთიური ატრიბუტები, რომ გავუძღვეთ ჩვენს მოგზაურობას. ჩვენ ვიწყებთ მოკვდავ ცხოვრებას არა იმიტომ, რომ ცხოვრების დინებას ტივტივით მივყვეთ, არამედ გონების ძალით, განსჯით და მიზნებით.

ჩვენმა მამაზეციერმა არ გაგვიშვა მარადიულ მოგზაურობაში იმ საშუალებების გარეშე, რითაც ჩვენ მივიღებთ მისგან მითითებებს, რომ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოდ უკან დაბრუნება. მე ვგულისხმობ ლოცვას, მე ვგულისხმობ ასევე ჩურჩულით ნათქვამ წყნარ დაბალ ხმას და არ ვივიწყებ წმინდა წერილებს, რომელიც მოიცავს უფალის და წინასწარმეტყველების სიტყვებს, რომელიც მოგვეცა, იმისათვის, რომ წარმატებით მივაღწიოთ ფინიშის ხაზს.

ჩვენი მოკვდავი ცხოვრების მისიიდან მძიმდება ნაბიჯები, ძნელდება ღიმილი, ავადმყოფობის ტკივილი, მიდის ახალგაზრდობა და მოდის შემოდგომა, შემდეგ ზამთრის ყინვა და შემდეგ, რასაც ჩვენ ვეძახით სიკვდილი.

ყველა გულისხმიერ ადამიანს დაუსვავს თავისათვის შეკითხვა, რომელიც ყველაზე კარგად იობმა სთქვა „როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება?“11 ჩვენ შეგვიძლია შევეცადოთ მოვიცილოთ ეს კითხვა თავიდან ის ყოველთვის უკან დაგვიბრუნდება. სიკვდილი მოდის ყველასთან. ის მოდის დასუსტებულ მოხუცებთან, როდესაც დადიან დასუსტებული ნაბიჯით, ხანდახან მისი ძახილი ესმით მათ, რომლებმაც ძლივს მიაღწიეს სიცოცხლის ნახევარს, ხანდახან აჩუმებს პატარა ბავშვების სიცილს.

მაგრამ რა არის სიკვდილის იქით? არის სიკვდილი ყველაფრის დასასრული? რობერტ ბლატფორდმა მის წიგნში ღმერთი და ჩემი მეზობელი, მწვავედ აკრიტიკებდა ქრისტიანულ რწმენას, როგორიც არის ღმერთი, ქრისტე, ლოცვა და განსაკუთრებით უკვდავება. ის ამტკიცებდა რომ სიკვდილი იყო ჩენი არსებობის დასასრული, რომ არავის არ შეუძლია დაამტკიცოს საწინააღმდეგო. შემდეგ გასაოცარი რამ მოხდა. მისი სკეპტიციზმის კედელი გაცამტვერდა, დარჩა გამოაშკარავებული და დაუცველი, ნელ-მელა მობრუნდა უკან რწმენისაკენ, რომელსაც დასცინოდა და აბუჩად იგდებდა, რამ გამოიწვია მისი ასეთი ცვლილება? მისი მეუღლე გარდაიცვალა, გატეხილი გულით ის შევიდა ოთახში სადაც მისი მეუღლის მოკვდავი იმყოფებოდა, შეხედა იმ სახეს რომელიც ასედ უყვარდა, გამოსვლისას უთხრა თავის მეგობარს „ის არის მაგრამ ის არ არის, ის რაც მას ჰქონდა მანამდე წართმეულ იქნა, ის იგივე აღარ არის, რა შეიძლებოდა წასულიყო რომ არა სული?”

მოგვიანებით მან დაწერა, „სიკვდილი ის არ არის რაც ზოგიერთ ადამიანებს ჰგონიათ. ეს არის როგორც მეორე ოთახში გასვლა, იმ მეორე ოთახში ჩვენ ვიპოვით… საყვარელ ადამიანებს რომლებიც დავკარგეთ.“12

ჩემო ძმებო და დებო, ჩვენ ვიცით რომ სიკვდილი არ არის დასასრული. ეს ჭეშმარიტება გვასწავლეს ცოცხალმა წინასწარმეტყველებმა საუკუნეების განმავლობაში. პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ წმინდა წერილებში. მორმონის წიგნიდან ჩვენი პასუხი არის კონკრეტული და გვაძლევს ამ დამაწყნარებელ სიტყვებს:

„და ეხლა, სულის შესახებ, სიკვდილსა და აღდგომას შორის, აჰა, ეს მაცნო ანგელოზმა, რომ ადამიანთა სულები, მაშინ როდესაც ტოვებენ მოკვდავ სხეულებს, დაიხ ყველა ადამიანთა სულები, როგორიც არ უნდა იყოს კეთილი თუ ბოროტი, წაიყვანენ ღმერთთან სახლში, რომელმაც მისცა მათ სიცოცხლე.

და იქნება ეს ასე, რომ სულები რომლებიც არიან სამართლიანი, დარჩებიან ბედნიერად, რასაც უწოდებენ სამოთხეს, ადგილი დასვენების და სიმშვიდის, სადაც ისინი დაისვენებენ ყველა დარდისაგან საზრუნავისაგან და მწუხარებისაგან.“13

იმის შემდეგ როდესაც იესოს სხეული იდო აკლდამაში სამი დღე, სული კვლავ შევიდა, და აღმსდგარი მხსნელი წამოდგა უკვდავი სხეულით, ძვლითა და ხორცით.

პასუხი იობის შეკითხვაზე, „როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება?“ მოვიდა როდესაც, მარიამი და სხვები მიუახლოვდნენ აკლდამას და დახვდათ ორი ადამიანი ნათელ სამოსელში, რომლებმაც უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა.“14

ქრისტეს მიერ საფლავზე გამარჯვების შედეგად, ჩვენ ყველანი აღვსდგებით. ეს არის სულის გამოსყიდვა. პავლე წერდა: „არის ციური სხეულების და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა.15

ეს არის ცელესტიალური დიდება, რომელსაც ვეძებთ. ეს არის ღმერთთან ყოფნა რისკენაც მივისწრაფით. ეს არის მარადიული ოჯახი, რისი წევრობაც გვინდა. ასეთი კურთხევებს სჭირდება დამსახურება.

საიდან მოვედით? რატომ ვართ აქ? სად მივდივართ ამ ცხოვრების შემდეგ? არ არის საჭირო ამ საყოველთაო შეკითხვების უპასუხოდ დატოვება. ჩვენი სულის სიღრმიდან მე მორჩილად ვამოწმებ, რომ ის სიტყვები რაზეც ვილაპარაკე არის ჭეშმარიტი.

ჩვენი მამაზეციერი ხარობს მათთვის, ვინც იცავს მის მცნებებს, ის წუხს გზააბნეულ ბავშვზე, მძიმე თინეიჯერზე, თვითრჯულ ახალგაზრდებზე, სამართალ დამრღვევ მშობელზე, მეუფე თბილად ეუბნება მათ და რათქმაუნდა ყველას, „მოდით ჩემთან დაბრუნდით სახლში, მოდით, მოდით, მოდით ჩემთან.“

ერთ კვირაში ჩენ ვზეიმობთ აღდგომას. ჩვენ ფიქრები სავსე იქნებაიქნებიან მხსნელის ცხოვრებაზე, მისი სიკვდილზე და აღდგომაზე, როგორც განსაკუთრებული მოწმე, მე გიზიარებთ ჩემ დამოწმებას, რომ ის ცოცხალია და ელოდება ჩვენ საზეიმო დაბრუნებას, ასეთი დაბრუნება იქნება ჩენი, მე ვლოცულობ მისი წმინდა სახელით, იესო ქრისტესი ჩვენი მხსნელის და გამომსყიდველის ამინ.