2010-2019
„მხოლოდ სამართლიანობის პრინციპებზე“
აპრილი 2012


მხოლოდ სამართლიანობის პრინციპებზე

ჭკვიანი მშობლები თავიან ბავშვებს ამზადებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ისინი აძლევენ საშუალებას, რომ ისინი გაიზარდნონ სულიერად მომწიფდნენ და სწორად გამოიყენონ თავიანთ თავისუფალი არჩევანი.

ალბათ ერთი თვის ვიყავით დაქორწინებულები, როდესაც მე და ჩემი ცოლი მანქანით გავეშურეთ გრძელ გზაზე, მეუღლე იჯდა საჭესთან და მე ვცდილობდი, რომ დამესვენა. მე ვამბობ ვცდილობდი რადგან ის გზა, რომელიც ჩვენ მივდიოდით ცნობილი იყო პოლიციელების სიმრავლით და იმ დროს, ჩემ ცოლს გაზზე ფეხის მიწოლა უყვარდა. ვუთხარი: „ძაან ჩქარა მიდიხარ, შეანელე.“

„კარგი.“ ფიქრობდა მეუღლე, „მე მანქანას ვატარებ თითქმის 10 წელია და ჩემი ავტომობილის მართვის მასწავლებლის გარდა, აქამდე არავის არ უთქვია, როგორ უნდა ვატარო მანქანა.“ ცოლმა მიპასუხა შემდეგნაირად, „რა უფლებით მეუბნები თუ როგორ უნდა ვატარო მანქანა?“

გულახდილად რო ვთქვა, მის შეკითხვამ დამაბნია, ვცდილობდი რა უკეთესად შემესრულებინა ცოლიანი კაცის ვალდებულება მე ვუთხარი: „არ ვიცი, იმიტომ რომ, მე შენი ქმარი ვარ და მე მაქვს მღვდლობის უფლებამოსილება.“

ძმებო პატარა რჩევას მოგცემთ: თუ თქვენ ასეთ სიტუაციაში ჩავარდებით, ეს არ არის სწორი პასუხი, და ბედნიერი ვარ რომ მეტი აღარ ჩამიდენია ეგ შეცდომა.

მოძღვრება და აღთქმები განმარტავს, მღვდლობის გამოყენების უფლება ოჯახში ან სადმე სხვაგან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ცხოვრების სასოებასთან. „ზეციური ძალები შეუძლებელია იმართებოდეს ან გამოიყენებოდეს გარდა სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.“1 ამის შემდეგ სწერია, რომ ჩვენ ვკარგავთ ამ ძალას, როდესაც ჩვენ „ვიყენებთ სამართავად ან ზეწოლისთვის ან ძალდატანებისათვის, სხვა ადამიანების სულებზე ნებისმიერი უსამართლობის დონით.“2

ეს წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ „სამართლიანობის პრინციპებით“, ეს პრინციპები ეხება ეკლესიის ყველა ლიდერებს, ისევე, როგორც მამებს და დედებს ოჯახში.3 ჩვენ ვკარგავთ უფალის სულის თანხლების უფლებას და ყველანაირ ძალაუფლებას, რომელიც მიღებული გვაქვს ღმერთისაგან, მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში.4 ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მეთოდები სასიკეთოა იმ ადამიანისათვის, ვინც „კონტროლირდება.“ ყოველთვის, როდესაც შევეცდებით ვინმეს ვაიძულოთ, რომ იყოს პატიოსანი, პიროვნებას, რომელსაც შეუძლია და უნდა გამოიყენოს თავისი პირადი არჩევანის უფლება, ადამიანისათვის შეზღუდვების დაწესება უნდა ხდებოდეს მარადიული პრინციპებზე დაყრდნობით.

ჩვენ არ შეგვიძლია სხვას ვაიძულოთ სწორი საქმის კეთება, წმინდა წერილებბი ამას ნათლად გვეუბნებიან რომ არ არის ღმერთის მეთოდი. დაძალება ადამიანებს აძლევს წყენის შეგრძნებას, რომ არ ენდობიან და თვლიან არაკომპეტენტურად. სწავლის შესაძლებლობები ნადგურდება, როდესაც მაკონტროლებელი პირი ამაყად აცხადებს, რომ მათ აქვთ სწორი პასუხები სხვების ყოველ კითხვაზე. წმინდა წერილებში სწერია „ეს არის ბუნება და მიდრეკილება თითქმის ყველა ადამიანის“ რომ გამოიყენოს უსამართლო ზეწოლა,5 ამგვარად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ადვილად ჩასავარდნი მახე. მე შემიძლია დავუმატო, რომ ქალებიც ასევე იყენებენ უსამართლო ზეწოლას, მაგრამ წმინდა წერილებში პრობლემაზე ყურადღება გამახვილებულია მამაკაცებთან დაკავშირებით.

უსამართლოდ ზეწოლა ხშირად ხდება მუდმივი კრიტიკით და შექების ან სიყვარულის გარეშე. ისინი, ვინც ასეთ კრიტიკის ქვეშ იმყოფებიან, გრძნობენ, რომ ვერასოდეს დააკმაყოფილებენ ასეთ წინამძღვარს ან მშობელს, რადგან ყოველთვის არ იქნებიან საკმარისად კარგი. ჭკვიანმა მშობელმა იცის თუ როგორ დაუწესოს საზღვრები, რომ ასწავლოს საჭირო პრინციპები და იცის თუ როდის აქვს ბავშვს სათანადო წლოვანება, როდესაც მზად არის მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, მისი თავისუფალი ნების გამოყენებით. როდესაც მშობლები იტოვებენ ყველა გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლებას და თვლიან ამას მათ „უფლებად,“ ისინი სერიოზულად ზღუდავენ თავიანთი ბავშვების ზრდას და განვითარებას.

ჩვენი ბავშვები არიან ჩვენს სახლში შეზღუდული დროით. თუ ჩვენ დაველოდებით მათთვის არჩევანის უფლების მიცემას, სანამ ისინი სახლიდან წავლენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით. ისინი უცბად ვერ ისწავლიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებას თუ მანამდე ოჯახში არასდროს ექნებათ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ასეთი ბავშვები ან ჯანყდებიან ასეთი ზეწოლის წინააღმდეგ ან დაკნინებულები არიან უძლურობით, რომ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება.

ჭკვიანი მშობელი ამზადებს ბავშვებს, რომ მათ შესძლონ მშობლების გარეშე ყოფნა. ისინი აძლევენ ზრდის შესაძლებლობას, როდესაც ბავშვები ხდებიან სულიერად ზრდასრულნი, რომ გამოიყენონ თავიანთი თავისუფლება შესაბამისად. დიახ ეს ნიშნავს, რომ ისინი ხშირად დაუშვებენ შეცდომებს და ისწავლიან ამ შეცდომებიდან.

ჩვენს ოჯახში გვქონდა გამოცდილება, რომელმაც გვასწავლა თუ როგორ უნდა დავხმარებოდით ბავშვებს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენი ქალიშვილი, მერი, თამაშობდა ფეხბურთს და ის იყო გუნდში გამორჩეული მოთამაშე, რომელიც სულ იმარჯვებდა იქამდე, გეცოდინებათ ალბათ, მათ დაიწყეს ჩემპიონატების მოწყობა და ის თამაში უნდა ყოფილიყო კვირა დღეს. როგორც ახალგაზრდა გოგო მერი წლების განმავლობაში სწავლობდა, რომ კვირა დღე იყო სულიერად განახლების დღე და არა გართობის. მაგრამ გრძნობდა მისი მწვრთნელების და თანაგუნდელების ზეწოლას და სურვილი, რომ არ ეღალატა მათთვის.

მან შეეკითხა დედამისს თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ჩემ მეუღლეს შეეძლო ადვილად მიეღო მის მაგივრად გადაწყვეტილება. მაგრამ, ლოცვის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქლიშვილი უკვე მზად იყო, თავისი არჩევანის შესაბამისად, რომ აეღო სულიერი პასუხისმგებლობა. ჩვენ ერთად წავიკითხეთ წმინდა წერილები და ვუთხარით მერის, რომ თვითონ ელოცა და ეფიქრა ამის შესახებ.

რამოდენიმე დღის შემდეგ, მან გაგვაცნო თავისი გადაწყვეტილება, მერი ითამაშებდა ფეხბურთს კვირა დღეს. ეხლა რა უნდა გვექნა? რამოდენიმე დისკუსიის და სულიერი დამოწმების შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც დავპირდით, დავრთეთ ნება, რომ შეესრულებინა მისი არჩევანი და ეთამაშა. როდესაც თამაში დასრულდა, მერი ნელნელა მივიდა მომლოდინე დედასთან და უთხრა „დედა მე საშინლად ვგრძნობდი თავს, არ მინდა, რომ კიდევ ვიგრძნო მასე, მე აღარ ვითამაშებ კიდევ კვირა დღეს.“ იმის შემდეგ აღარც უთამაშია კვირა დღეს.

მერიმ გაითავისა შაბათის შენახვის პრინციპი. ჩვენ, რომ დაგვეძალებინა რომ არ ეთამაშა მატჩი, ჩვენ წავართმევდით მას სულით სწავლის ძვირფას და ძლიერ გამოცდილებას.

როგორც თქვენ ხედავთ, ბავშვებისათვის დახმარება, რომ სწორად გამოიყენონ თავისუფალი არჩევანი, მოითხოვს, რომ ვასწავლოთ თუ როგორ უნდა ლოცვა და მათ ლოცვებზე პასუხის მიღება. უნდა მოიცავდეს სწავლებას ღირებულებების შესახებ და მორჩილების აზრს, ისე, როგორც სახარების სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები.6

ჩვენი ოჯახის აღზრდაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი იქნება დავეხმაროთ ჩვენს ბავშვებს, დაამყარონ მათი საკუთარი კავშირი ზეცასთან. ჩვენ ვიცოდით, რომ საბოლოო ჯამში მათ უნდა დაეყრდნონ უფალს და არა ჩვენ. ბრიგემ იანგი ასწავლიდა, „ყველა მოვალეობები, რომლებიც უნდა შეასრულოს მამაკაცმა, პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვნად მე დავაყენებდი… ძებნის მოვალეობას, უფალი ღმერთის, რომ ჩვენ ვიპოვოთ ბილიკი ზეცას და მიწას შორის ურთიერთობის და ღმერთსა და ჩვენს სულს შორის.“7

მერიმ მიიღო პასუხები ლოცვებში სხვა ადრინდელ სიტუაციებში და ჩვენ ვენდობოდით, რომ სული მას ასწავლიდა ამ შემთხვევაშიც. რადგანაც ჩვენმა ქალიშვილმა იპოვა, ზეცასთან ურთიერთობის ეს ბილიკი თავის ცხოვრებაში, ფეხბურთის ისტორიას ჰქონდა კეთილი დასასრული. ზეცასთან ამ კავშირის გარეშე, ბავშვებს და მშობლებს შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი ცუდი არჩევანის რაციონალიზირება, თავიანთი თავისუფალი არჩევანის სახელით. წმინდა წერილის დაპირება არის შემდეგი: „რომლებიც არიან გონიერნი… და იღებენ სულიწმინდას მეგზურად, [ისინი] არ სცდებიან.“8

დამატებითი და ტრაგიკული გვერდითი მოვლენა უსამართლო ზეწოლის არის ღმერთის სიყვარულისადმი ნდობის დაკარგვა. მე ვიცნობდი ზოგიერთ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მაკონტროლებელი მშობლების და წინამძღვარების ზეწოლის ქვეშ, და მათთვის ძნელი იყო მამაზეციერის სიყვარულის გრძნობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ, გაამხნევებდა სამართლიანობის ბილიკზე სვლაში.

თუ გვინდა დავეხმაროთ, ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს, რომ იპოვონ ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი ზეცასთან, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი მშობელი და ლიდერი, რომელიც აღწერილია მოძღვრება და აღთქმებში სექცია 121. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, „მხოლოდ დარწმუნებით, მოთმინებით, გულისხმიერებით, თავმდაბლობით და ნამდვილი სიყვარულით.“9 პრეზიდენტმა ჰენრი ბ აირინგმა სთქვა, „ყველა დახმარება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ ახალგაზრდა ადამიანებს, ყველაზე დიდი იქნება თუ ვაგრძნობინებთ მათ ჩვენს ნდობას, რომ ისინი არიან ღმერთისაკენ მიმავალ ბილიკზე და რომ მათ ეს შეუძლიათ.“10

თუ ჩვენ განვიხილავთ იმ პრინციპებს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ სახლში და ეკლესიაში, ნება მიბოძეთ დავასრულო თვალსაჩინო მაგალითით, პრეზიდენტ თომას ს მონსონის ცხოვრებიდან. ენი დიბი, მონსონის ქალიშვილი ამბობს, რომ დღესაც კი, როდესაც შედის სახლის კარებში, სადაც ის გაიზარდა, მამამისი იტყვის, „აი შეხედეთ ვინ არის აქ. ვართ თუ არა მოხარულები, და ნუთუ მშვენიერი არ არის?“ შემდეგ ენი ამბობს, „ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებიან რაიმე კომპლიმენტს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვიყურები და რას ვაკეთებ… როდესაც მივდივარ მშობლებთან ვიცი, რომ მათ ვუყვარვარ, მაქებენ, უხარიათ ჩემი მისვლა და ვგრძნობ, რომ ვარ სახლში.“11

ძმებო და დებო, ეს არის უფალის გზა. მიუხედავად იმისა თუ როგორ მოგექცნენ წარსულში, მე ვიცი, რომ უფალს უნდა, რომ მასთან მიხვიდეთ.12ყველაუყვარს და ყველას მისვლა უხარია. იესო ქრისტეს სახელით ამინ.