სიწმინდის შენარჩუნება
ყოველი წმინდის მიმართ უნდა გამოიჩინო მეტი სიფრთხილე, ყურადღება და პატივისცემა.
ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1500 წლით ადრე, ხორების მთის ფერდობზე ცეცხლმოკიდებულმა ბუჩქმა მიიქცია მწყემსის ყურადღება. ამ ღვთიურმა შეხვედრამ განაპირობა მოსეს გარდაქმნა მწყემსიდან წინასწარმეტყველად, მისი სამუშაო კი მწყემსობიდან ისრაელთა შეკრებამდე. ცამეტი საუკუნის შემდეგ, სამეფო კარის პრივილეგირებული ახალგაზრდა მღვდელი მოჯადოებულ იქნა სიკვდილ მისჯილი წინასწარმეტყველის დამოწმებით. ამ შეხვედრიდან დაიწყო ალმას აღმავლობა საერო მსახურებიდან ღმერთის მსახურების გზისკენ. დაახლოებით 2000 წლის შემდეგ 14 წლის ბიჭი შევიდა ტყეში გულწრფელ კითხვაზე პასუხის მისაღებად. ჯოზეფ სმითის შეხვედრამ ტყეში დააყენა ის წინასწარმეტყველებისა და აღდგენის გზაზე.
მოსეს, ალმას და ჯოზეფ სმითის ცხოვრება შეიცვალა ღვთაებრივთან შეხების შემდეგ. ამ გამოცდილებამ გააძლიერა ისინი, რათა მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე დარჩენილიყვნენ უფლისა და მისი ღვაწლის ერთგულნი, წარმოუდგენელი წინააღმდეგობისა და შემდგომი მრავალი მძიმე განსაცდელის მიუხედავად.
ჩვენი შეხება ღვთაებრივთან შეიძლება არ იყოს ასეთი პირდაპირი ან დრამატული, და ჩვენი სიძნელეებიც ასეთი შიშის მომგვრელი. მაგრამ ისევე, როგორც წინასწარმეტყველების, ჩვენი ბოლომდე გაძლების ერთგული ძალაც დამოკიდებულია იმ სიწმინდის ამოცნობაზე, დამახსოვრებასა და შენარჩუნებაზე, რომელსაც ზეციდან ვიღებთ.
დღეს უფლებამოსილება, გასაღებები და წეს-ჩვეულებები აღდგენილია დედამიწაზე. არსებობს ასევე წმინდა წერილები და განსაკუთრებული მოწმენი. მათ, ვინც ღმერთისკენ მიისწრაფის, შეუძლიათ მოინათლონ ცოდვების მიტევების მიზნით და დამტკიცებულ იქნან ეკლესიის წევრებად ხელთდასხმით, ცეცხლითა და სულიწმინდის ნათლობისთვის (იხილეთმოძღვრება და აღთქმები 20:41). ამ ძვირფასი აღდგენილი ძღვენის მიღების შემდეგ ჩვენი ღვთაებრივი შეხვედრები მეტწილად შემოიფარგლება სამების მესამე წევრთან ურთიერთობით.
სულიწმინდა ჩუმი, ნაზი ხმით მელაპარაკება
წინ მიმიძღვის, ჩემი ხსნისკენ
(“The Still Small Voice,” Children’s Songbook, გვ.106)
„მიჰყევი სულიწმინდას;
გვასწავლოს ჭეშმარიტება.
ის დაგვიმოწმებს ქრისტეზე,
გაგვინათებს გონებას ზეციური ხედვით“
(“Let the Holy Spirit Guide,” Hymns, გვ. 143)
როცა ღვთისგან პასუხებს ვეძიებთ, ჩვენ გვესმის ჩუმი, ნაზი ხმა, რომელიც ჩასჩურჩულებს ჩვენს სულებს. გრძნობები და შთაბეჭდილებები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან, იმდენად ბუნებრივია და ფაქიზი, რომ ჩვენ შეიძლება ისინი ვერ შევამჩნიოთ, ან ინტუიციას და საღ აზროვნებას მივაწეროთ. ასეთი პირადული გზავნილები გვიმოწმებენ ღმერთის სიყვარულსა და ზრუნვაზე ყოველი თავისი შვილისა და მისი პირადი მიწიერი მისიის მიმართ. ჩვენს მიერ სულიწმინდისგან მიღებული ყოველდღიური შთაბეჭდილებების ჩაწერა და მათზე ფიქრი ორმაგ მიზანს ემსახურება: 1) შევამჩნიოთ ჩვენი პირადი შეხება ღვთაებრივთან, 2) შევინახოთ ჩვენთვის და შთამომავლობისთვის ეს ჩანაწერები. როდესაც ჩვენ მათ ვიწერთ, ამით ოფიციალურად გამოვხატავთ მადლიერებას ღმერთის მიმართ, რამეთუ სხვა არაფრით ისე არ შეურაცხყოფს ადამიანი ღმერთს და არ იწვევს მის რისხვას, როგორც მაშინ, როცა ვერ აღიარებს მის ხელს ყველაფერში (იხილეთ „მოძღვრება და აღთქმები“ 59:21).
უფალმა, იმის მიმართ, რასაც ვიღებთ სულიწმინდისგან, თქვა, რომ უნდა გვახსოვდეს: ის, რაც ზეციურია - წმინდაა (იხილეთ„მოძღვრება და აღთქმები“, 63:64). მისი განცხადება არ არის უბრალო შეხსენება. ის ახსნა და განმარტებაა. ზეციური სინათლე და ცოდნა წმინდაა. ის წმინდაა, რადგან მისი წყარო ზეცაა.
წმინდანიშნავს პატივისცემისა და მოწიწების ღირსი. როცა უფალი ანიჭებს რაიმეს „წმინდა“ სტატუსს, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხაზი გაესვას სხვა საგნებთან მიმართ მის პრიორიტეტს. ყოველი წმინდის მიმართ უნდა გამოიჩინო მეტი სიფრთხილე, ყურადღება და პატივისცემა. ყოველივე წმინდა ზეციურ ფასეულობათა იერარქიაში მაღალ საფეხურზე დგას.
ის, რაც წმინდაა ღმერთისთვის, ჩვენთვისაც წმინდა გახდება, თუკი გამოვიყენებს თავისუფალ არჩევანს. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი მიიღოს და შეინარჩუნოს იმის სიწმინდე, რაც ღმერთის თვალში წმინდაა. ღმერთი თავის სინათლესა და ცოდნას ზეციდან ღვრის. ის გვიწვევს მივიღოთ ის, რასაც გვიგზავნის და შევინარჩუნოთ მისი სიწმინდე.
მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საპირისპირო მხარე (იხილეთ2 ნეფი 2:11). წმინდის საპირისპირო არის მიწიერი ან მკრეხელური. მიწიერი სულ ჯიბრში უდგას წმინდას და ცდილობს მიიპყროს ჩვენი ყურადყება და შეცვალოს პრიორიტეტები. მიწიერი ცოდნა აუცილებელია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უფალი გვასწავლის, რომ უნდა ვეძიოთ სიბრძნე და ცოდნა, გამოვიყენოთ საუკეთესო წიგნები სწავლისთვის, შევისწავლოთ უცხო ენები, გავეცნოთ ხალხებსა და სხვადასხვა ენებს (იხილეთმოძღვრება და აღთქმები 88:118; ; 90:15). ასე რომ არჩევანი - დავაყენოთ წმინდა მიწიერის წინ, არის პრიორიტეტების და არა ექსკლუზიური არჩევანი; მაშინ არის კარგი იყო განათლებული, თუკი ყურს უგდებ ღვთის რჩევებს (იხილეთ2 ნეფი 9:29).
ადამიანებში ეს წმინდასა და მიწიერს შორის პრიორიტეტების ბრძოლა ჩანს მოსეს მაგალითზე, როდესაც ის ალმოკიდებულ მაყვალთან იდგა. იქ მიიღო მოსემ თავისი წმინდა მოწოდება იეღოვასგან ეხსნა ისრაელის შვილები მონობიდან, მაგრამ, თავიდან მისმა მიწიერმა ცოდნამ ეგვიპტეს ძალასა და ფარაონზე დააეჭვა იგი. საბოლოოდ მოსემ გააკეთა არჩევანი ენდოს ღვთის სიტყვას, რითიც თავისი მიწიერი ცოდნა დაუმორჩილა სიწმინდის რწმენას. ამ რწმენამ მიანიჭა მას მიწიერი სიძნელეების დასაძლევი და ეგვიპტედან ისრაელთა გამოსაყვანი ძალა.
ნოეს ჯარისგან თავის დაღწევის და ამულონის ხელში ჩავარდნის შემდეგ ალმას, აბინადაისთვის რომ მოესმინა, შეეძლო ეჭვი შეპარვოდა ღვთაებრივში. ამის ნაცვლად ის ენდო წმინდას და თავისი მიწიერი სიძნელეების ბოლომდა გაძლების ძალაც მოიპოვა.
ჯოზეფ სმითიც აღმოჩნდა მსგავსი არჩევანის წინაშე მორმონის წიგნის თარგმნის პირველ დღეებში. მან იცოდა ფირფიტების წმინდა წარმოშობა და თარგმანის სიწმინდის შესახებ. მიუხედავად ამისა, მარტინ ჰერისმა დაარწმუნა იგი, რომ მიწიერი მეგობრობა და ფინანსები წმინდა მითითებებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამის შედეგად, ხელნაწერი თარგმანი დაიკარგა. უფალი გაუწყრა ჯოზეფს, რადგან მან სიწმინდე - ბოროტებს ჩაუგდო ხელში (იხილეთ „მოძღვრება და ათქმები“ 10:9) და დროებით წაართვა მას ფირფიტები და თარგმნის ნიჭი. როდესაც ჯოზეფმა პრიორიტეტები მოაწესრიგა, რაც წმინდა იყო (ფირფიტები და თარგმნის ნიჭი) დაუბრუნდა და სამუშაო გაგრძელდა.
მორმონის წიგნში პრიორიტეტების ბრძოლის სხვა მაგალითებიც არის. ჩვენ იქ ვკითხულობთ იმ მორწმუნეებზე, რომლების რწმენამაც მიიყვანა ისინი სიცოცხლის ხესთან წმინდა ხილის, ანუ ღვთის სიყვარულის, დასაგემოვნებლად. შემდეგ დიდებულ და ფართო შენობაში მყოფი ადამიანების აბუჩად აგდების გამო მორწმუნეებმა წმინდისგან მიწიერისკენ გადაიხარეს (იხილეთ1 ნეფი 8:11, 2428.) მოგვიანებით ნეფიელებმა აირჩიეს სიამაყე და უარყეს წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სული და დასცინეს წმინდას (იხილეთ(ჰელამანი 4:12). ზოგიერთმა მათგანმაც კი, ვინც იხილა უფლის შობასთან დაკავშირებული ნიშნები და სასწაულები, ზეციდან მოვლენილ წმინდა გამოვლინებას მიწიერი ახსნა არჩიეს (იხილეთ3 ნეფი 2:13).
დღესაც გრძელდება ბრძოლა. მიწიერი ხმები ძალას იძენენ. ისინი უფრო და უფრო უბიძგებენ მორწმუნეებს ზურგი შეაქციონ თავიანთ მრწამსს, რომელსაც სამყარო მიიჩნევს არარაციონალურად და უგუნურად. რადგან „ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად“ (1 კორინთელთა 13:12) და არ ვიცით ყველაფრის მნიშვნელობა (იხილეთ1 ნეფი 11:17), ზოგჯერ ჩვენ ვხდებით ფაქიზნი და უფრო ძლიერ სულიერ დამოწმებებს ვითხოვთ. უფალმა უთხრა ოლივერ ქაუდერის:
მეტი დამოწმების მისაღებად, უნდა გაეხსენა ის ღამე, როცა ღმერთს შეჰღაღადა იმისთვის, რომ შეეცნო ყოველივე ამაზე ჭეშმარიტება.
უფალი ახსენებს, რომ დაუმშვიდა მას გონება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ასე ადარდებდა მას და ჰკითხა, თუ არსებობდა ღმერთისგან მიღებულ დამოწმებაზე უფრო ძლიერი მოწმობა (იხილეთ „მოძღვრება და აღთქმები“ 6:2223).
უფალმა ჩვენც და ოლივერსაც შეახსენა, რომ როდესაც ჩვენი რწმენა მერყეობს, უნდა ვენდოთ ჩვენს მიერ ადრე მიღებულ პირად დამოწმებას. ისევე, როგორც მოსესთვის, ალმასთვის და მანამდე იოსებისთვის, ეს ღვთაებრივი შეხვედრები ჩვენთვისაც წარმოადგენს იმ სულიერ ღუზას, რომელიც განსაცდელის დროს არ მოგვცემს ნებას გადავუხვიოთ სწორი კურსიდან
არ შეიძლება გამორჩევით დაემორჩილო წმინდას. მათ, ვინც წმინდას უარყოფს, გონება დაუბნელდებათ (იხილეთ „მოძღვრება და აღთქმები“ 84:54), და თუ არ მოინანიებს, სინათლე, რომელიც მათ ახლავთ, წაერთმევათ (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 1:33). სიწმინდის ღუზის არქონის გამო ისინი მიწიერების ზღვის მორალურ ტალღებზე ქანაობენ. მათგან განსხვავებით ვინც წმინდას სიწმინდეს უნარჩუნებს იღებს დაპირებას, რომ რაც ღმერთისგან არის, სინათლეა. ვინც სინათლეს იღებს და რჩება ღმერთში, ღებულობს უფრო მეტ სინათლეს. ეს სინათლე კი იზრდება და მისი ბრწყინვალება მატულობს, სანამ არ მიაღწევს სრულყოფილ დღეს (იხილეთ „მოძღვრება და აღთქმები“ 50:24).
დაე დაგვლოცოს უფალმა, რათა ყველგან და ყოველთვის შევძლოთ ამოვიცნოთ, დავიმახსოვროთ და შევუნარჩუნოთ სიწმინდე იმას, რასაც ვღებულობთ ზეციდან. მე ვამოწმებ, რომ როცა ასე ვიქცევით, ჩვენ შეგვწევს ძალა გადავლახოთ ყველა სიძნელე და გავუმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.