ღირდა კი, ეს ამად?
სახარების ბუნებრივად და ნორმალურად გაზიარება, მათთვის ვიზეც ვზრუნავთ, იქნება ჩვენი ცხოვრების სიხარული.
ამ კონფერენციის და სხვა ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს,1 ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ ეკლესიის რეალური ზრდის მნიშვნელობაზე. ბევრი ჩვენთაგანს უკითხია, რა შემიძლია გავაკეთო, რათა დავეხმარო უფალის ეკლესიის ჩამოყალიბებაში და დავინახო ეკლესიის რეალური ზრდა იქ, სადაც ვცხოვრობ?
ჩვენი ყველაზე მთავარი სამუშაო ყოველთვის არის ჩვენი ოჯახში და სახლში.2 ოჯახის გარემოცვაში, ხდება ეკლესიის ჩამოყალიბება და რეალური ზრდა.3 ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს, სახარების პრინციპები და მოძღვრებები. უნდა დავეხმაროთ იესო ქრისტეში რწმენის ქონაში და მოვამზადოთ ისინი ნათლობისათვის, როდესაც ისინი არიან რვა წლის.4 ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ რწმენით აღსავსე, რომ მათ დაინახონ ჩვენგან უფალისადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარულის მაგალითი. ეს ეხმარება ჩვენ ბავშვებს მცნებების დაცვით იგრძნონ სიხარული, ბედნიერება ოჯახში და დაეხმარონ სხვებს. ჩვენს ოჯახში ჩვენ უნდა მივყვეთ იმ გეზს, რომელიც მოგვცა ნეფიმ, როდესაც სთქვა:
„ჩვენ ვშრომობთ ბეჯითად… რომ დავარწმუნოთ ჩვენი შვილები… რომ იწამონ ქრისტე და შეურიგდნენ ღმერთს…
…ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე და ჩვენ ვაკეთებთ ჩანაწერებს ჩვენი წინასწარმეტყველებებზე, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ თუ რომელ წყაროს შეიძლება მიენდონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად.”5
ჩვენ ბეჯითად ვშრომობთ, რათა მოვუტანოთ ეს კურთხევები ჩვენს ბავშვებს, როდესაც ეკლესიაში დავდივართ მათთან ერთად, საოჯახო საღამოების ჩატარებით და წმინდა წერილების ერთად კითხვით. ოჯახში ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღიურად, ვიღებთ მოწოდებებს ეკლესიაში, ვსტუმრობთ ავადმყოფებს და მარტოხელებს და ვაკეთებთ სხვა ბევრ რამეებს, რაც ასწავლის ჩვენს ბავშვებს, რომ გვიყვარს ისინი ასევე გვიყვარს ჩვენი მამაზეციერი, მისი ძე და მათი ეკლესია.
ჩვენ ვსაუბრობთ და ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე, როდესაც ვატარებთ საოჯახო საღამოს, ან ვზივართ ბავშვთან და ვესაუბრებით ჩვენ სიყვარულზე, მათ მიმართ და ჩვენს დამოწმებაზე აღდგენილი სახარების შესახებ.
ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ქრისტეზე ჩვენს წერილებში, მათთვის, ვინც ჩვენგან შორს არიან. მისიონერებს, რომლებიც მსახურობენ, შვილებს ან ქალიშვილებს, რომლებიც ჯარში მსახურობენ და მათ, ვინც გვიყვარს, ყველანი კურთხეულები არიან ჩვენი დაწერილი წერილებით. სახლიდან მიღებული წერილები, არ არის უბრალო ნაჩქარევად დაწერილი იმეილები, რეალურ წერილებში არის რაიმე ხელშესახები, რაზეც შეიძლება შეხება, ფიქრი და დაფასება.
ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ბავშვებს, რომ ირწმუნონ მხსნელის გამოსყიდვა და შეიცნონ სიყვარულით აღსავსე მამაზეციერის მოწყალება, ჩვენი, როგორც მშობლების, სიყვარულის და შენდობის ჩვენებით. ჩვენი სიყვარული და შენდობა არა მარტო გვაახლოებს ბავშვებთან, არამედ აყალიბებს მათში რწმენას, იმის ცოდნით, რომ მამაზეციერს უყვარს ისინი და რომ ის მათ აპატიებს, როდესაც მოინანიებან და შეეცდებიან უკეთესად ქცევას. მათ სწამთ ამ ჭეშმარიტების, რადგან იგივეს გრძნობენ მათი მიწიერი მშობლებისაგან.
ჩვენს ოჯახში გაკეთებულ სამუშაოსთან ერთად, ნეფი გვასწავლიდა, „ჩვენ ბეჯითად ვშრომობთ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რათა იწამონ ქრისტე და შეურიგდნენ ღმერთს.“6 როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი, ყოველი ჩვენგანი არის კურთხეული და ვალდებული, რომ გაუზიაროს სახარება. ზოგიერთი ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სახარება თავიანთ ცხოვრებაში, და ჯერჯერობით არ არიან ეკლესიის წევრები, ზოგიერთი მათგანი ჩვენს გვერდზე იყვნენ ადრე, მაგრამ სჭირდებათ კვლავ იგრძნონ ის სიხარული, რომელიც მათ მიიღეს ადრე მათ ცხოვრებაში სახარების მიღებით. უფალს უყვარს ადამიანი, რომელსაც არასდროს არ სმენია სახარება და ის, რომელიც მას უბრუნდება.7 მისთვის და ჩვენთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი ერთი სამუშაოა. სულების ღირებულება, მნიშვნელობა არ აქვს თუ რა მდგომარეობაშია, ისინი ძვირფასია ჩვენი მამაზეციერისათვის, მისი ძისათვის და ჩვენთვისაც.8 ჩვენი მამაზეციერის და მისი ძის საქმეა „რომ მივუტანოთ უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“9 ყველა მის შვილების, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად. ჩვენი კურთხევაა, რომ დავეხმაროთ ამ დიად საქმეში.
პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა აგვიხსნა თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, როდესაც გვითხრა: „მე ბევრჯერ მომიწია თავიდან მესწავლა იმის, რომ ჩვენი მისიონერული საქმე უნდა იყოს თანამედროვე, არ არის საკმარისი წყნარად ჯდომა და წარსული გამოცდილებზე ფიქრი. იმისათვის, რომ კმაყოფილი იყოთ, უნდა გააგრძელოთ ბუნებრივად და ნორმალურად სახარების გაზიარება.10
ბუნებრივად და ნორმალურად სახარების გაზიარების საქმე, მათთვის ვიზეც ვზრუნავთ და გვიყვარს, იქნება ჩვენი ცხოვრების საქმე და სიხარული. მინდა გაგიზიაროთ ორი ასეთი გამოცდილება.
დეივ ორჩარდი გაიზარდა სოლთ ლეიქ სითიში, სადაც მისი მეგობრების უმეტესობა იყვნენ ეკლესიის წევრები, მათ დიდი გავლენა იქონიეს მასზე, ამასთან ერთად ეკლესიის წინამძღვარები მისი მეზობლობიდან ხშირად ეპატიჟებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებებზე. მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა ეკლესიას იმ დროს, მისი ყმაწვილობის წლები მაინც კურთხეული იყო კეთილი უ.დ.წ. მეგობრებით და ეკლესიის მიერ ჩატარებული ღონისძიებებით. კოლეჯში სწავლის დაწყების შემდეგ, ის წავიდა სახლიდან და მისი მეგობრების უმრავლესობა წავიდნენ მისიაში. მას ენატრებოდა ცხოვრებაში მათი გავლენა.
დეივის ერთი სკოლის მეგობარი ჯერ კიდევ სახლში იყო, ის ყოველ კვირას ხვდებოდა მის ეპისკოპოსს, რათა მოეწესრიგებინა საკუთარი ცხოვრება, იმისათვის, რომ მისიონერად სამსახურის შესაძლებლობა მისცემოდა. ის და დეივი ერთ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და როგორც წესი ბუნებრივად და ჩვეულებრივად ხშირად საუბრობდნენ იმაზე თუ რატომ არ მსახურობდა ის მისიაში და რატომ ხვდებოდა ეპისკოპოსს ხშირად. მეგობარმა გამოხატა მადლიერება და პატივისცემა მისი ეპისკოპოსისადმი, ასევე შესაძლებლობა, რომ მოენანიებინა და ემსახურა. იგი შეეკითხა დეივს, ჰქონდა თუ არა სურვილი, რომ მოსულიყო შემდეგ გასაუბრებაზე. როგორი მოწვევა იყო! მაგრამ მათი მეგობრობის კონტექსტში და პირობებში, ეს იყო ბუნებრივი და ნორმალური.
დეივი დათანმხდა და ცოტა ხანში თავად შეხვდა ეპისკოპოსს. ამან მიიყვანა დეივი გადაწყვეტილებამდე, რომ შეხვედროდა მისიონერებს. მან მიიღო დამოწმება, რომ სახარება არის ჭეშმარიტი და ნათლობის დღეც დაინიშნა. დეივი მონათლა მისმა ეპისკოპოსმა და ერთი წლის შემდეგ დეივ ორჩარდი და ქეთრინ ევანსი ტაძარში დაქორწილდნენ. მათ ჰყავთ ხუთი მშვენიერი ბავშვი. ქეთრინი არის ჩემი პატარა და. მე მუდამ მადლიერი ვიქნები ამ კარგი მეგობრისადმი, რომელმაც კარგ ეპისკოპოსთან ერთად დეივი მოიყვანეს ეკლესიაში.
როგორც დეივმა სიტყვით გამოვიდა და გაუზიარა დამოწმება ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მან დასვა შეკითხვა „ღირდა თუ არა ეს ამად? მეგობრების ძალისხმევა, ახალგაზრდა ლიდერების და ეპისკოპოსის შრომა, მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ მონათლულიყო მხოლოდ ერთი ბიჭი?“ მიუთითა ქეთრინისკენ და მისი ხუთი ბავშვისაკენ და სთქვა „დიახ, ყოველ შემთხვევაში ჩემი ცოლისთვის და ხუთი ბავშვისათვის, პასუხი არის, დიახ.“
როდესაც გაუზიარებთ სახარებას, ეს არასდროს არ არის „მხოლოდ ერთი ბიჭი.“ როდესაც ხდება ნათლობა ან ვინმე უბრუნდება უფალს, ეს არის გადარჩენილი ოჯახი. როდესაც დეივის და ქეთრინის ბავშვები გაიზარდნენ, ყველამ მიიღეს სახარება. ერთმა ქალიშვილმა და ორმა შვილმა იმსახურეს მისიაში, კიდევ ერთმა მიიღო ალპურ-გერმანულ ენოვან მისიაში სამსახურის მოწოდება. ორი უფროსი უკვე ტაძარში დაქორწილებულია და ყველაზე პატარა სკოლაში მიდის, ყველანაირად რწმენით აღსავსე. ღირდა ეს ამად? დიახ, ეს ღირდა ამად.
და ეილინ ვაითი, ესწრებოდა იგივე პალოს კონფერენციას, სადაც დეივ ორჩარდმა ისაუბრა მისი მონათვლის შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას, ერთადერთი რაზეც მას შეეძლო ფიქრი ეს იყო მისი და, მიშელი, რომელიც დიდი ხან ჩამოცილებული იყო ეკლესიას. მიშელი განქორწინებული იყო ქმართან და ცდილობდა ოთხი ბავშვის მარტო აღზრდას. ეილინმა იგრძნო, რომ უნდა გაეგზავნა უხუცესი მ. რასელ ბალარდის წიგნი, ჩვენი ბედნიერების ძებნა, მისი დამოწმებით, და ეს მან გააკეთა. შემდეგ კვირას ერთმა მეგობარმა უთხრა ეილინს, რომ მანაც იგრძნო, რომ უნდა დაჰკავშირებოდა მიშელს. ამ მეგობარმაც მისწერა მიშელს წერილი, სადაც გაუზიარა მისი დამოწმება და გამოხატა სიყვარული. საინტერესოა თუ როგორ მუშაობს სული რამოდენიმე ადამიანთან, რომ დაეხმაროს ერთ გასაჭირში მყოფს?
დრომ გაიარა და მიშელმა დაურეკა ეილინს, რომ მადლობა ეთქვა წიგნისათვის. მან უთხრა, რომ გრძნობდა სულიერ სიცარიელეს ცხოვრებაში. ეილინმა უთხრა, რომ მშვიდობას, რომელსაც ის ეძებდა, სახარებაში შეიძლებოდა პოვნა. მან მიშელს უთხრა, რომ უყვარდა ის და უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ბედნიერი. მიშელმა დაიწყო ცვლილებების შეტანა საკუთარ ცხოვრებაში. ცოტა ხანში ის შეხვდა შესანიშნავ მამაკაცს, რომელიც აქტიური იყო ეკლესიაში. ისინი დაქორწილდნენ და ერთი წლის შემდეგ, ჩაიბეჭდნენ ოგდენის ტაძარში. ცოტა ხნის წინ, მისი 24 წლის შვილი მოინათლა.
დანარჩენებს მიშელის ოჯახში, და ყველას, ვინც ჯერ არ იცის რომ ეს ეკლესია არის ჭეშმარიტი, მე გთხოვთ რომ ლოცვით იმსჯელოთ ეკლესიის ჭეშმარიტებაზე. საშუალება მიეცით თქვენს ოჯახს, მეგობრებს და მისიონერებს რომ დაგეხმარნონ. როდესაც გაიგებთ რომ ეს არის არის ჭეშმარიტი, მოდით შემოგვიერთდი, გადაგით იგივე ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში.
ამ ისტორიის დასასრული ჯერ არ დაწერილა, მაგრამ კურთხევები ნამდვილად მიიღო ამ მშვენიერმა ქალმა და მისმა ოჯახმა, რადგან მათ, ვისაც ის უყვარდა, მოქმედებდნენ სულის კარნახით და ბუნებრივ და ნორმალური გზით გაუზიარეს თავიანთი დამოწმება და სთხოვეს, რომ უკან დაბრუნებულიყო.
მე ბევრი ვიფიქრე ამ ორი გამოცდილების შესახებ. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცდილობდა მოეწესრიგებინა თავისი პირადი ცხოვრება დაეხმარა მეორე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ეძებდა ჭეშმარიტებას. ერთმა დამ გაუზიარა მისი დამოწმება და რწმენა საკუთარ დას, რომელიც ეკლესიიდან წასული იყო 20 წლის განმავლობაში. თუ ჩვენ ვილოცებთ და შევეკითხებით მამაზეციერს, თუ ვის შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ და პირობას დავდებთ, რომ ვიმოქმედებთ მის მიერ მოცემული სულის ძახილის შესაბამისად, რომლითაც გვეცოდინება თუ როგორ დავეხმაროთ, ის უპასუხებს ჩვენ ლოცვებს და ჩვენ გავხდებით, როგორც ინსტრუმენტი მის ხელში, რომ გავაკეთოთ მისი საქმე. სულის კარნახით და სიყვარულით, საქმის კეთება იქნება მამოძრავებელი ძალა.11
როდესაც უკვე მოისმინეთ სახარების გაზიარების შესახებ, ბუნებრივად და ნორმალურად, მათთვის ვიზეც ვზრუნავთ, ბევრ თქვენთაგანს ჰქონია ის გრძნობა, როგორც ეილინ ვაიტს ჰქონდა. გიფიქრიათ ვინმეზე, რომელსაც უნდა მიაკითხოთ ან მოიწვიოთ, რომ უკან დაბრუნდეს, ან გაუზიაროთ თქვენი გრძნობები იესო ქრისტეს სახარებაზე. ჩემი თხოვნა არის, რომ იმოქმედოთ, დაყოვნების გარეშე სულის კარნახის შესაბამისად. ესაუბრეთ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს. გააკეთეთ ეს ბუნებრივად და ნორმალურად. რომ გაიგონ თქვენი სიყვარულის შესახებ მათ და უფალის მიმართ. მისიონერებს შუძლიათ დაგეხმარონ. ჩემი რჩევა არის ისეთივე, რაც პრეზიდენტმა მონსონმა მოგვცა ბევრჯერ, ამ ტრიბუნიდან, „ნურასდროს ნუ გადადებთ სულის ნაკარნახებს“.12 როდესაც მოქმედებთ სულის კარნახით და აკეთებთ ამას სიყვარულით, დაუკვირდით თუ როგორ იყენებს ჩვენი მამაზეციერი თქვენს მოქმედებისათვის მზადყოფნას, რომ მოახდინოს თქვენს ცხოვრებაში სასწაული და იმ ადამიანის ცხოვრებაშიც, რომელზეც თქვენ ზრუნავთ.13
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ მისი ეკლესია და დავინახოთ რეალური ზრდა, ჩვენი შრომით, რომ მოვუტანოთ სახარების კურთხევები ჩვენს ოჯახებს და მათ, ვინც ჩვენ გვიყვარს. ეს არის ჩვენი მამაზეციერის და მისი ძის სამუშაო. მე ვიცი, რომ ისინი ცოცხალნი არიან და პასუხობენ ლოცვებს. როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ სულის კარნახის მიხედვით, რწმენით, რომ მას შეუძლია მოახდინოს სასწაული, სასწაულები მოხდება და ცხოვრებაც შეიცვლება. იესო ქრისტეს სახელით ამინ.