წინასწარმეტყველების ხედვა მოწყალების საზოგადოების მიმართ: რწმენა, ოჯახი, მოწყალება
რწმენა, ოჯახი და მოწყალება —- ეს სამი უბრალო სიტყვა გამოხატავს წინასწარმეტყველთა ხედვას მოწყალების საზოგადოების დების მიმართ.
ბოლო წლებში, სული წმინდა შთამაგონებდა ხშირად მესაუბრა მოწყალების საზოგადოებაზე - მის მიზნებსა და დამახასიათებელ თვისებებზე, 1 მის ისტორიულ ფასეულობაზე 2 და ეპისკოპოსებისა და მელქიცედეკის მღვდლობის ქვორუმებთან თანამშრომლობაზე. 3 ვფიქრობ ახლა მნიშვნელოვანია გადავიტანოთ ყურადღება წინასწარმეტყველების ხედვაზე მოწყალების საზოგადოებასთან მიმართეში. 4
ზუსტად ისე, როგორც უფლის წინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ასწავლიდნენ უხუცესებსა და მღვდელთმთავრებს, მათ დანიშნულებასა და ვალდებულებებს, ასევე მოწყალების საზოგადოების დებსაც უზიარებდნენ თავიანთ ხედვას. მათი რჩევიდან გამომდინარე ნათელი ხდება ის, რომ მოწყალების საზოგადოების დანიშნულებაა, რწმენისა და საკუთარი სამართლიანობის გაზრდა, ოჯახების გაძლიერება და გაჭირვებაში მყოფთა გამოვლინება და დახმარება. რწმენა, ოჯახი და მოწყალება —- ეს სამი უბრალო სიტყვა გამოხატავს წინასწარმეტყველთა ხედვას მოწყალების საზოგადოების დების მიმართ.
დაწყებული აღდგენიდან, წინასწარმეტყველებმა გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა - ძლიერი, ერთგული, მიზანდასახული ქალები, რომლებსაც ესმით თავიანთი მარადიული მიზანი და ფასი. როდესაც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა დააარსა მოწყალების საზოგადოება, მან მიუთითა მის პირველ პრეზიდენტს თავისი როლი: „იყოს ამ საზოგადოების თავჯდომარე, რათა საზოგადოებამ იზრუნოს გაჭირვებულთათვის - დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნილებები და მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების სხვადასხვა საქმიანობაში“. 5ის ხედავდა ამ ორგანიზაციას, როგორც რჩეულს, განწმენდილს ამ ქვეყნიური ბოროტებისგან საზოგადოებას. 6
ბრიგამ იანგმა, ეკლესიის მეორე პრეზიდენტმა, მიუთითა თავის მრჩევლებსა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმს უხელმძღვანელონ ეპისკოპოსებს, სხვადასხვა მეურვეობებში ქალთა მოწყალების საზოგადოების შექმნის პროცესში. მან თქვა: „ზოგიერთებს ეს უმნიშვნელო საქმე ჰგონიათ, მაგრამ ეს ასე არ არის.“ 7
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა თქვა, რომ სხვა ამქვეყნიურ ორგანიზაციებთან შედარებით, მოწყალების საზოგადოება არ არის უბრალოდ „მამაკაცების ან ქალბატონების დაარსებული“, ის „ღვთის მიერ შექმნილი, ღვთის მიერ სრული უფლებებით აღჭურვილი, ღვთის მიერ დაარსებული და ღვთის მიერ ნაკურთხია.“ 8 პრეზიდენტმა ჯოზეფ ფილდინგ სმითმა უთხრა დებს: „თქვენ მოგეცათ ძალა და მოსილება მრავალი დიადი საქმის შესასრულებლად“. 9 მან თქვა: „თქვენ მსოფლიოში ქალთა ყველაზე დიდებული ორგანიზაციის წევრები ხართ. ეს ორგანიზაცია არის დედამიწაზე ღვთის სასუფევლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი დაარსებისა და მოქმედების არსი ეხმარება მის ერთგულ წევრებს, ეზიარონ მარადიულ ცხოვრებას მამაზეციერის სამყაროში“. 10
გავლენის ფართო სფერო
წლიდან წლამდე ასი ათასობით ქალბატონი ხდება ამ მუდმივად „მზრდადი წრის“ ნაწილი. 11 ამის შემდეგ, მისი საცხოვრებელი და მსახურების ადგილის მიუხედავად ის რჩება მოწყალების საზოგადოების წევრად და არ წყვეტს მასთან კავშირს. 12 მოწყალების საზოგადოების მნიშვნელოვანი მიზნების გამო, პირველ პრეზიდენტობამ გამოთქვა სურვილი იმაზედ, რომ ახალგაზრდა ქალებმა დაიწყონ მოწყალების საზოგადოებისთვის მზადება ბევრად ადრე 18 წლამდე. 13
მოწყალების საზოგადოება არ არის პროგრამა. ეს უფლის ეკლესიის ოფიციალური ნაწილია, რომელიც „ღვთის მიერ ნაკურთხია იმისთვის, რომ ასწავლოს, გააძლიეროს და შთააგონოს დები მათ მიზანში, ოჯახის, რწმენის და მოწყალების მიმართებით. მოწყალების საზოგადოება უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქალის ცხოვრების წესია და ამ საზოგადოების გავლენა ყოველთვის საკვირაო სკოლის კლასის ან წვეულებების ფარგლებს სცილდებოდა. ის შეიქმნა იმ სახის შენარჩუნებით, რომელიც არსებობდა ეკლესიაში თავდაპირველად ქალი მოწაფეების მაგალითზე, რომლებიც მსახურობდნენ უფალი იესო ქრისტეს და მის მოციქულთა გვერდით. 14 ჩვენ გვასწავლეს, რომ „ქალისთვის სავალდებულოა ცხოვრებაში მოიზიდოს ის სიკეთე, რომელსაც გვასწავლის მოწყალების საზოგადოება, ზუსტად ისევე სავალდებულოა მამაკაცისთვისაც, გახდეს ისეთი პიროვნება, როგორც ამას სამღვდელოება ასწავლის.“15
როცა წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა დააარსა მოწყალების საზოგადოება, მან დამოძღვრა დები გაეღოთ მოწყალება გაჭირვებულთათვის და ეხსნათ სულები. 16 სულების ხსნის მოვალეობასთან დაკავშირებით დებს მიეცათ უფლება-მოსილება გახდნენ მრავალი ფართო გავლენის სფეროს დამაარსებელნი და მონაწილენი. მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ხელთდასხმულ იქნა წმინდა წერილის ახსნის მიზნით და ახლაც ასრულებს ამ საჭირო განსწავლის მოვალეობას უფლის ეკლესიაში. როცა ჯოზეფ სმითმა უთხრა დებს, რომ მოწყალების საზოგადოების დაარსება მოამზადებდა მათ „მღვდლობის უპირატესობების, ლოცვა-კურთხევის და ძღვენის მისაღებად“,17 მათ წინაშე გადაიშალა უფლის ხსნის ღვაწლი. სულების ხსნის პროცესის ნაწილია სახარების გაზიარება და მისიონერულ სამსახურში მონაწილეობა. ის მოიცავს სატაძრო წეს-ჩვეულებებსა და ისტორიულ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას. ეს ნიშნავს ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ გახდე დამოუკიდებელი სულიერად და ფიზიკურად.
უხუცესმა ჯონ ა. უიდსტოუმ გამოაცხადა, რომ მოწყალების საზოგადოება სთავაზობს ადამიანებს „გაჭირვებისგან, ავადმყოფობისგან, ეჭვებისგან, უმეცრებისგან თავის დაღწევას, - ყოველივე იმისგან, რაც ხელს უშლის ქალს წინსვლისა და სიხარულის გზაზე. რა საოცარი დავალებაა!“18
პრეზიდენტმა ბოიდ კ. პეკარმა შეადარა მოწყალების საზოგადოება „დამცავ კედელს.19 დებისა და მათი ოჯახების დაცვის თაობაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ზრდის შინა მასწავლებლის როლის და მსახურების მნიშვნელობას და არის გამოხატულება ჩვენი სურვილისა - გვახსოვდეს უფალთან დადებული აღთქმა. ჩვენ, როგორც „გაჭირვებულთა და ტანჯულთა მსახურები“ შეთანხმებულად ვთანამშრომლობთ ეპისკოპოსებთან წმინდანთა სულიერი და მიწიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 20
პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა თქვა: „უამრავი და ატარებს ძონძებს, - სულიერ ძონძებს. ამ დროს მათ უფლება აქვთ ატარონ ჩინებული სულიერი სამოსი. …მათთან სახლში მისვლით თქვენ გეძლევათ უპირატესობა გახადოთ დებს ძონძები და შემოსოთ ისინი ღირსეული სამოსელით.“ 21 პრეზიდენტმა ჰაროლდ ბ. ლიმ გაგვიზიარა თავისი ხედვა. მან თქვა: „ნუთუ არ გესმით, რატომ დააკისრა უფალმა მოწყალების საზოგედოებას სახლებში სიარული? იმიტომ, რომ ქრისტეს შემდგომ ერთადერთი ხართ ეკლესიაში, ვისაც გაქვთ ამ ადამიანებზე ასეთი კეთილი გავლენა და ვისაც ასე კარგად გესმით მათი ცხოვრება და წვდებით მათ გულებს“.22
პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმიტმა გააფრთხილა მოწყალების საზოგადოების დები და მათი ხელმძღვანელები, რომ მას არ სურს იხილოს „ის დღე, როცა ჩვენი მოწყალების საზოგადოება მიბაძავს ან შეერევა ქალთა სხვა ორგანიზაციებს, რითიც დაკარგავს საკუთარ განუმეორებლობას“. ის ელოდა დებისგან, „გამხდარიყვნენ მსოფლიოს, … განსაკუთრებით კი ქალების, ხელმძღვანელები, ყველაფერში, რაც მოწონებას იმსახურებს, არის ღვთიური, სულის ასამაღლებელი და ემსახურება ადამიანის შვილთა განწმენდის მიზანს“.23 მისი რჩევა ხაზს უსვამს მოვალეობას ააცილოს მოწყალების საზოგადოებას ყოველი ის ტრადიცია, თემატიკა, თანამედროვე იდეა თუ წესი, რომელიც არ შეესაბამება მის მიზნებს.
ხელმძღვანელებს, რომლებიც ეძიებენ გამოცხადებებს, შეუძლიათ უზრუნველყონ ის, რომ ყოველი შეკრება, გაკვეთილი, შეხვედრა, ღონისძიება თუ მოწყალების საზოგადოების ნებისმიერი მცდელობა პასუხობს იმ მიზნებს, რისთვისაც ის დაარსდა. კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და ერთობა, რომლისკენაც მივისწრაფვით, გახდება ჩვენი უფალთან ერთად მის ღვაწლში მსახურების ტკბილი შედეგი.
წინასწარმეტყველთა ხედვის აღსრულება
პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა და მისმა მრჩეველებმა ბოლო ხანებში დაგვიმოწმეს, რომ „უფალმა წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღადგინა სახარების სისრულე და რომ მოწყალების საზოგადოება არის ამ აღდგენის მნიშვნელოვანი ნაწილი.“ როგორც დასტური მათი სურვილისა შეინარჩუნონ მოწყალების საზოგადოების „დიდებული მემკვიდრეობა“, პირველმა პრეზიდენტობამ ცოტა ხნის წინ გამოსცა და მსოფლიოს ყველა კუთხეს მიაწოდა წიგნი: ჩემი სასუფევლის ქალიშვილები: მოწყალების საზოგადოების ისტორია და სამუშაო. ამ წიგნის ფურცლებზე ჩვენ ვიხილავთ ოჯახში და ეკლესიაში დებისა და ძმების თანამშრომლობის მაგალითებს, ასევე შევისწავლით იმას, თუ რა გვწამს, რა უნდა დავიცვათ და ვინ ვართ ჩვენ. პირველმა პრეზიდენტობამ გვთხოვა წავიკითხოთ ეს მნიშვნელოვანი წიგნი და „მივცეთ ნება მის მარადიულ ჭეშმარიტებას და შთამაგონებელ მაგალითებს მოახდინონ გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე“. 24
წინასწარმეტყველების ხედვა აღსრულდება, როდესაც დები უფრო მეტად გაითავისებენ მოწყალების საზოგადოების მიზნებს. პრეზიდენტმა კიმბალმა ბრძანა: „ამ ორგანიზაციას გააჩნია ძალა, რომელიც სიონის ოჯახების გასაძლიერებლად და ღვთის სასუფევლის აშენების მიზნით სრულად ჯერ არ გამოვლენილა და არც გამოვლინდება, სანამ დები და სამღვდელოება არ გაიაზრებენ მოწყალების საზოგადოების პოტენციალს.“25 მან იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში ეკლესიის ზრდა მოხდება მეტწილად მსოფლიოში ღირსეული ქალბატონების ხარჯზე (რომლებიც მეტწილად ღრმა შინაგანი სულიერების მატარებელნი არიან) და მათი დიდი რიცხვი შეემატება ეკლესიის რიგებს. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ეკლესიის ქალები (კარგი გაგებით) იყვნენ განსხვავებულნი ჩვეულებრივი ქალებისგან“.26
მე მადლიერი ვარ წინასწარმეტყველთა მოწყალების საზოგადოების მიმართ ხედვისთვის. მეც, როგორც პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი, „დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს არსად არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც შეედრება ამ ეკლესიის მოწყალების საზოგადოებას“. 27 ჩვენი ვალდებულებაა, გავუტოლდეთ წინასწარმეტყველების ხედვას მოწყალების საზოგადოების მიმართ ჩვენი რწმენის ზრდით, ოჯახების გაძლიერებითა და მოწყალების გაღებით.
და ბოლოს, მინდა დავამთავრო პრეზიდენტ ლორენცო სნოუს სიტყვებით: „მოწყალების საზოგადოების მომავალი სავსეა დაპირებებით. ეკლესიის ზრდასთან ერთად, მისი სასარგებლო სფეროც შესაბამისად გაიზრდება და წარსულთან შედარებით გახდება უფრო ძლიერი სიკეთის მიმართ.“28 იმ დებს, რომლებიც ეხმარებიან ღვთის სასუფევლის აშენებაში, მან უთხრა: „რა ღვაწლსაც გასწევთ ამ სამუშაოში, იმდენად გაიზიარებთ ამ სამუშაოს ტრიუმფს, ამაღლებასა და დიდებას, რომლებიც უფალმა თავის ერთგულ შვილებს შემოუნახა.“29 მეც ვამოწმებ ამ ხედვის ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.