2010-2019
ქრისტეს მოძღვრება
აპრილი 2012


ქრისტეს მოძღვრება

დღეს ეკლესიაში, ისე როგორც ძველად, ქრისტეს მოძღვრების ჩამოყალიბება ან შესწორებების შეტან ხდება, წმინდა გამოცხადებებით.

ჩვენი უღრმესი მადლობა, და ბეიქს, და ალრიდს, და ტომპსონს ასევე შვების საზოგადოების საბჭოს.

ჩვენ დავინახეთ საზოგადოების მზარდი ინტერესი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის სარწმუნოების მიმართ. ეს რათქმაუნდა მისასალმებელია, რადგან ჩვენი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ვასწავლოთ იესო ქრისტეს სახარება, მისი მოძღვრება, მთელს მსოფლიოში, (იხილეთ მათე 28:19–20; მოძღვრება და აღთქმები 112:28). ეს არის მნიშვნელოვანი საქმე. მხოლოდ ჭეშმარიტ მოძღვრება იძლევა ცოდნას და მივყევართ ქრისტესაკენ, იმ დროს, როდესაც მცდარ მოძღვრებას და დაუდევრობას მივყევართ გულგაცრუებისაკენ და სინანულისაკენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იყო და ჯერჯერობით კვლავ არის ზოგიერთი გაუგებრობა, ჩვენი მოძღვრების მიმართ და როგორ იქნა ის ჩამოყალიბებული. ეს იქნება თემა, რომელზეც მინდა თქვენ მოგმართოთ.

მხსნელი ქადაგებდა მის სახარებას მიწიერი ცხოვრების ჟამს, და მისი მოციქულები იბრძოდნენ მუხლმოუდრეკლად, რომ დაეცვათ მისი მოძღვრება მცდარი ტრადიციების და ფილოსოფიური შეხედულობების მუდმივი შემოტევებისაგან. ახალ აღთქმაში აღწერილია მრავალი შემთხვევა, რომლებიდანაც სჩანს, რომ მოციქულების მოღვაწეობის დროს უკვე ვრცელდებოდა სერიოზული განდგომა.1

მომდევნო საუკუნეები ხანდახან ნათდებოდა სულ უფრო ძლიერი სახარების შუქით, სანამ 19 საუკუნეში არ გაბრწყინდა აღდგენა მთელს მსოფლიოში და ქრისტეს სახარება მთლიანად და სრულყოფილად კვლავ აღსდგა დედამიწაზე. ეს მშვენიერი დღე დაიწყო როდესაც, „მზეზე უფრო კაშკაშა შუქის სვეტი,“ (Joseph Smith—History 1:16), მამა ღმერთი და მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე გამოეცხადნენ, ახალგაზრდა იოსებ სმითს და შესთავაზეს ის, რაც შემდეგ გახდებოდა ხილვების წალკოტი, რომელიც იქნებოდა ღვთის ძალის და ნების გამოხატვა.

ამ ხილვებში, ჩვენ ვპოულობთ, იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს დედამიწაზე აღდგენილი იესო ქრისტეს ეკლესიის მთავარი მოძღვრება. იესომ თავად განსაზღვრა ეს მოძღვრება ამ სიტყვებით, რომლებიც დაწერილია მორმონის წიგნში: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ.

„და ეს არის ჩემი მოძღვრება, და ეს არის მოძღვრება, რომელიც მომცა მამამ, და მე ვმოწმობ მამაზე, და მამა მოწმობს ჩემზე, და სულიწმინდა მოწმობს მამაზე და ჩემზე, და მე ვმოწმობ, რომ მამა უბრძანებს ყველა ადამიანებს ყველგან, მონანიებას და ჩემში რწმენას.

ყველა ვინც იწამებს ჩემშიდა მოინათლება, გადარჩება, და ეს იქნებიან ისინი, ვინც დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ის, რომელიც არ იწამებს ჩემში, და არ მოინათლება, იქნება დაწყევლილი

… და ყველა, ვისაც სწამს ჩემი, სწამს ასევე მამის, და მას დაუმოწმებს მამა ჩემზე, ვინაიდან ის მას ეწვევა ცეცხლით და სულიწმინდით. …

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად მე გეუბნებით თქვენ, რომ ეს არის ჩემი მოძღვრება, და ის, ვინც ააშენებს მასზე, ააშენებს ჩემს კლდეზე, და მათ ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი” (3 ნეფი 11:32–35, 39).

ეს არის ჩვენი მოწოდება, კლდე, რომელზეც ვართ აშენებული, საძირკველი ყველაფრის, რაც არის ეკლესიაში. როგორც ყველაფერი, რაც მოდის მამაზეციერისაგან და მისი საყვარელი ძისგან, ეს მოძღვრება არის წმინდა, არის ნათელი, ის არის ადვილად გასაგები, ბავშვისათვისაც კი. გახარებული გულებით ჩვენ ვთავაზობთ ყველას, რომ მიიღონ ის.

უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, „ჩვენ გვწამს ყოველივე, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, ყოველივე, რასაც ის ახლა გვიცხადებს და ჩვენ გვწამს, რომ ის კიდევ გამოგვიცხადებს ბევრ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ღვთის სასუფეველს ეხება. (რწმენის სიმბოლოები 1:9). ეს მიგვანიშნებს იმას, რომ მიუხედავად იმის, რომ არსებობს ბევრი რამ, რაც არ ვიცით ან არ გვესმის, ჭეშმარიტება და მოძღვრება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მოვიდა და მომავალშიც მოვა წმინდა გამოცხადებების მეშვეობით. ზოგიერთ სარწმუნოებებში თეოლოგები ითხოვენ სწავლების თანასწორ უფლებებს რელიგიურ იერარქიასთან და მოძღვრების საკითხები შეიძლება გახდეს საკამათო საგანი ამ ორ ბანაკს შორის. ზოგიერთი მათგანი ეყრდნობა შუა საუკუნეების დიდ ეკუმენურ საბჭოებს და მათ კრედოებს. სხვები მთავარ ყურადღებას ამახვილებენ მეცნიერულ მოღვაწეობაზე, როგორიც არის ბიბლიური ჰერმევეტიკა და ექსეგიეზისი. ჩვენ ვაფასებთ სწავლას, რომელიც აღრმავებს ჩვენ ცოდნას, მაგრამ ეკლესიაში დღეს, ისე როგორც ძველად, ქრისტეს მოძღვრების ჩამოყალიბება ან შესწორებების შეტანა მოძღვრების განმარტებებში ხდება, უფალის მიერ უფლებამოსილებებით აღჭურვილი მოციქულების წმინდა გამოცხადების მეშვეობით..2

1954 წელს პრეზიდენტმა . ჯ. რუბენ კლარკმა  იმ დროს პირველი პრეზიდენტობის მრჩეველი, სემინარიის და ინსტიტუტის მასწავლებლებთან დისკუსიის დროს ისაუბრა თუ როგორ ქვეყნდება მოძღვრება ეკლესიაში და ეკლესიის პრეზიდენტის ბრწყინვალე როლზე. პირველი პრეზიდენტობის წევრებზე და თორმეტ მოციქულებზე სიტყვით გამოსვლისას მან სთქვა: „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი მთავარი მმართველები მინიჭებული არიან განსაკუთრებული მოწოდებით, ისინი ფლობენ ნიჭს, დანიშნულები არიან, როგორც წინასწარმეტყველები, ნათელმხილველები და გამომცხადებლები, რომელიც მათ აძლევს განსაკუთრებულ სულიერ ნიჭს, რათა ასწავლონ ადამიანებს. მათ აქვთ ძალა და უფლებამოსილება, რომ გამოუცხადონ თავის ხალხს ღმერთის სიტყვა და ნება, ეკლესიის პრეზიდენტის ყოვლისმომცველი ძალაუფლების დაქვემდებარებით. დარნარჩენ მთავარ მმართველებს არ ეძლევათ ეს განსაკუთრებული სულიერი ნიჭი და უფლება, რომელიც მოიცავს მათ სწავლებებს, მათ შესაბამისად სწავლებისათვის შეზღუდული აქვთ ძალაუფლება და უფლებამოსილება, ეს შეზღუდვა ეხება ეკლესიის სხვა მსახურებსაც და წევრებსაც, არც ერთი მათგანი არ არის წინასწარმეტყველის, ნათელმხილველის და გამომცხადებლის სულიერი ძღვენით აღჭურვილი, როგორც ეს აქამდე იყო მოხსენიებული. ამის გარდა ეკლესიის პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი განსაკუთრებული სულიერი ნიჭი ამ მიმართებით, ვინაიდან ის არის წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი და გამომცხადებელი მთელი ეკლესიისათვის.“3

როგორ უმხელს მხსნელი მის ნებას და მოძღვრებას წინასწარმეტყველებს, ნათელმხილველებს და გამომცხადებლებს? მას შეუძლია გამოაგზავნოს მაცნე ან გამოეცხადოს თავად. მან შეიძლება დაელაპარაკოს საკუთარი ან სულიწმინდის ხმით, ურთიერთობა სულსა და სულს შორის, რომელიც გამოიხატოს სიტყვებით ან გრძნობებით, რომელიც იძლევა ურთიერთობის საშუალებას სიტყვების გარეშე. (იხილეთ 1 ნეფი 17:45; მოძღვრება და აღთქმები 9:8). მას შეუძლია მიმართოს მის მსახურებს პირადად ან მრჩეველებთან შეთანხმებით. (იხილეთ 3 ნეფი 27:1–8).

მე მოვიყვან ორ მაგალითს ახალი აღთქმიდან, პირველი არის ხილვა, რომელიც ჰქონდა ეკლესიის წინამძღვარს. საქმეების წიგნის დასაწყისში, ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ სახარებას მხოლოდ ებრაელებს. ისინი მიჰყვებოდნენ იესოს გეზს, რომელმაც სთქვა „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან“ (იხილეთ მათე 15:24), მაგრამ უფალის განრიგის მიხედვით ცვლილების დრო დადგა. პეტრემ მიიღო ხილვა იაფოში, რომელიც განმეორდა სამჯერ, სადაც სიზმარში იხილა „ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე“ (საქმეები 10:11) სადაც იყვნენ სხვადასხვა ცხოველები და როგორ უბრძანა ხმამ „დაკალი და ჭამე“ (საქმეები 10:13).. პეტრემ უარყო რადგან მოსეს კანონით ზოგიერთი ცხოველები იყვნენ „უწმინდური“ და „შებილწული“ და პეტრე არასდროს არ არღვევდა ამ კანონს. მიუხედავად ამისა ხმამ უბრძანა სიზმარში, „რაც ღმერთმა განწმინდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად“ (საქმეები 10:15).

ამ სიზმრის მნიშვნელობა გახდა ნათელი იმავე ჟამს, როდესაც პეტრეს ეწვია რომის ცენტურიონის, კორნელიოსის მიერ გამოგზავნილი რამოდენიმე კაცი, მოთხოვნით, რათა წასულიყო მათთან და ესწავლებინა მათი უფროსისათვის. კორნელიოსმა მეგობრების და ნათესავების დიდი ჯგუფი შეკრიბა და როცა პეტრემ დაინახა, როგორ მოუთმენლად ელოდნენ, რომ მოესმინა მისი მოწოდება, მან სთქვა:

„მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმინდური. …

… ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,

არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:28, 34–35; იხილეთ ასევე მუხლები 17–24).

„ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მიეფინათ.

… მაშინ მიუგო პეტრემ:

ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?“ (ქმედებები 10:44–47).

პეტრეს ამ გამოცდილების და ხილვის მეშვეობით, უფალმა შეცვალა ეკლესიის წესი და მის მოწაფეებს გაანდო ხსნის მოძღვრების უფრო ღრმად გააზრების საშუალება. ასე გაფართოვდა სახარების ქადაგება, რათა მოეცვა მთელი კაცობრიობა.

მოგვიანებით მოციქულთა საქმეების წიგნში, ჩვენ ვხედავთ ასეთივე სურათს, სადაც სჩანს თუ როგორ შეიძლება გამოცხადების მეშვეობით გახდეს მოძღვრების საკითხის განხილვა. წამოიჭრა კამათი იმის შესახებ, რომ წინდაცვეთა იყო მოსეს კანონი და ის ასევე უნდა შესულიყო, როგორც მცნება ქრისტეს ეკლესიის სახარებაში(see საქმეები 15:1, 5). „შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად“ (საქმეები 15:6). ჩვენი მონაცემები ამ შეკრების შესახებ რათქმაუნდა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ „ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ“ (საქმეები 15:7), პეტრე მთავარი მოციქული ადგა და გამოაცხადა თუ რა უკარნახა მას სულიწმინდამ. მან შეახსენა საბჭოს, რომ როდესაც ის ქადაგებდა წინდაუცვეთავ წარმართებს კორნელიოსის სახლში, მათ მიიღეს სულიწმინდა ისევე, როგორც მისი წინდაცვეთილი ებრაელი მოქცეულნი. ღმერთმა, მან სთქვა „განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როცა რწმენით განწმიდა მათი გულები.

ახლა რატომ გამოსცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?

მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი“ (საქმეები 15:9–11; იხილეთ ასევე მუხლი 8).

ამის შემდეგ, პავლე და ბარნაბა და ალბათ სხვებიც, სიტყვით ემხრობოდნენ პეტრეს განცხადებას, იაკობმა შესთავაზა, რომ გადაწყვეტილება შესრულებულიყო წერილით ეკლესიისთვის და, რომ საბჭო იყო “ერთსულოვანი“ (საქმეები 15:25; იხილეთ ასევე მუხლები 12–23). ამ გადაწყვეტილების წერილით, მოციქულებმა სთქვეს, “საჭიროდ სულიწმიდამ და ჩვენც“ (საქმეები 15:28), ანუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სული წმინდისგან გამოცხადებით.

ამ ნიმუშს მივყვებით დღეს იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიაში. ეკლესიის პრეზიდენტს შეუძლია გამოაცხადოს ან განმარტოს მოძღვრება მის მიერ მიღებული გამოცხადების შესაბამისად (იხილეთ, მაგალითად Dმოძღვრება და აღთქმები 138). მოძღვრების განხილვა შეიძლება მოხდეს, პირველი პრეზიდენტობის და თორმეტი მოციქულთა ქვორუმის ერთობლივ საბჭოზე (იხილეთ მაგალითად, Oოფიციალური განცხადება 2). საბჭო განხილვებისას მოიცავს ასევე კანონიზირებული წმინდა წერილების და ეკლესიის წარსული ლიდერების გამოცხადებების და სწავლებების, აწონ-დაწონვას, ასევე წარსული ან თანამედროვე წესების განხილვას. მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე, როგორც ეკლესიის ახალ აღთქმაში, მიზანი არის არა საბჭოს წევრების კონსენსუსი, არამედ ღმერთის გამოცხადება. ეს არის პროცესი, სადაც მონაწილეობს საღი გონება და რწმენა, რათა მივიღოთ ღმერთის ნება და სურვილი.4

ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის ლიდერის ყოველი განცხადება, თუნდაც წარსულის ან თანამედროვე, არ განიხილება აუცილებლად, როგორც მოძღვრება. ეკლესიაში როგორც წესი გასაგებია, რომ ერთი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება, ერთ გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებით, ხშირად წარმოადგენს მის პირად, ხშირად ღრმად გააზრებულ აზრს, რომელიც არ ნიშნავს მთელი ეკლესიისათვის ოფიციალურ ან საავალდებულო განცხადებას. წინასწარმეტყველი იოსებ სმითი გვასწავლიდა, რომ „წინასწარმეტყველი არის წინასწარმეტყველი, როდესაც ის მოქმედებს შესაბამისად.“5 პრეზიდენტი კლარკი ადრე გვასწავლიდა:

„დღემდე მახსოვს, უბრალო ისტორია, რომელიც მომიყვა მამაჩემმა, როდესაც ვიყავი პატარა ბიჭი, არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ კარგად გამოხატავს აზრს. ეს ისტორია არის მღელვარების დროზე, როდესაც მოდიოდა ჯონსტონის არმია, ძმა ბრიგემი დილის შეკრებაზე ადამიანებს მკაფიოდ უქადაგებდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მტკიცედ დახვედროდა მომავალ არმიას და გაედევნა უკან. დღის მეორე ნახევარში ის ადგა და სთქვა, დილით ლაპარაკობდა ბრიგემ იანგი, მაგრამ ეხლა ილაპარაკებს უფალი. შემდეგ ის გამოვიდა სიტყვით, რომლის აზრი იყო დილის გამოსვლის საწინააღმდეგო …

„ეკლესიას ეცოდინება, სულიწმინდის დამოწმებით, ეკლესიის წევრების სხეულებში, ძმების ნათქვამი გამოხატავს თუ არა მათ პირად შეხედულებას და მოვა დრო, როდესაც ეს ცოდნა მათთვის იქნება ნათელი.“6

წინასწარმეტყველმა იოსებ სმითმა დაამტკიცა ჩვენს მოძღვრებაში მხსნელის ცენტრალური როლი, ერთი ნათელი წინადადებით: „ჩვენი რელიგიის ფუნდამენტალური პრინციპები არიან, მოციქულების და წინასწარმეტყველების დამოწმებები, იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის მოკვდა, დაასაფლავეს და მესამე დღეს კვლავ აღსდგა, ავიდა ზეცაში და ყველაფერი დანარჩენი ჩვენს რელიგიაში დაკავშირებულია მასთან.“7 იოსებ სმითის დამოწმება იესოზე არის, რომ ის ცოცხალია, ვინაიდან ის მან იხილა „ღმერთისაგან მარჯვნივ, მოისმინა მისი ხმა, რომელმაც დააამოწმა, რომ ის არის მამის მხოლოდშობილი ძე“ (მოძღვრება და აღთქმები 76:23; იხილეთ ასევე მუხლები 22). მე მივმართავ ყველას, ვინც ისმენს ან კითხულობს ამ მოწოდებას, ეძიეთ იგივე ღვთაებრივი ხასიათის დამოწმება, იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე და აღდგომაზე. დაჟინებით ეძიეთ სულიწმინდის დამოწმება, რომელიც დაგიდასტურებთ მისი მოძღვრების ჭეშმარიტებას. შემდეგ, მონანიებით მიიღეთ მოძღვრება, ნათლობით და სულიწმინდის ძღვენის მიღებით, და შემდეგში თქვენი ცხოვრების მანძილზე, მიჰყევით იესო ქრისტეს სახარების აღთქმების და კანონებით ცხოვრებას.

რადგან ჩვენი სააღდგომო ზეიმი ახლოვდება, მე გამოვხატავ ჩემს საკუთარ დამოწმებას, რომ იესო ნაზარელი იყო და არის ღმერთის ძე, უძველესი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი მესია. ის არის ქრისტე, რომელიც ჯვარზე მოკვდა, დამარხულ იქნა და რომელიც ჭეშმარიტად აღსდგა მესამე დღეს. ის აღსდგა, აღმსდგარი უფალი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყველანი აღვსდგებით და რომლის მეშვეობითაც ყველა შესძლებს გამოსყიდვის მიღებას და მის ზეციურ სამეფოში ამაღლებას. ეს არის ჩვენი მოძღვრება, რომელიც ადასტურებს იესო ქრისტეს ყველა წინა დამოწმებებს და კვლავ გამოცხადდა ჩვენი დროსათვის, იესო ქრისტეს სახელით ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ ნილ ა. მაქსველი, “From the Beginning,” Ensign, ნოემბერი. 1993, 18–19:იაკობმა დაგმო, „ბრძოლები და შუღლი“ ეკლესიას შორის (aიაკობი 4:1). პავლე წუხდა ეკლესიაში „დაყოფის“ შესახებ, თუ როგორ არ დაინდობდნენ „ულმობელი მგლები“, „სამწყსოს“(1 კორინთიელთა. 11:18; საქმეები 20:29–31). მან იცოდა, რომ მოდიოდა განდგომა და მისწერა თესალონიკელებს, რომ იესოს მეორედ მოსვლა არ მოხდება, „სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა“ რადგანაც „ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს“ (2 თესალონიკელთა. 2:3, 7).ბოლოსკენ, პავლემ აღწერა თუ როგორი დიდი იყო განდგომა: „ასიაში ყველამ მიმატოვა“(2 ტიმოთეს 1:15). …ფართოდ გავრცელებული კერპთაყვანისმცემლობაზე გვაფრთხილებდნენ მოციქულები (იხილეთ 1 კორინთიელებს. 5:9; ეფესელთა 5:3; იუდასი 1:7). იოანე და პავლე მწუხარებით გვაფრთხილებდნენ ცრუ მოციქულთა მომრავლებას (იხილეთ 2 კორინთელთა 11:13; რევ. 2:2). ეკლესია განიცდიდა აშკარა დევნას, ზოგიერთები არა მარტო განუდგნენ არამედ ღიად უპირისპირდებოდნენ. პავლემ ერთხელ სთქვა, „ყველამ მიმატოვა“(2 ტიმოთე 4:16). მან ასევე დაგმო ისინი რომლებიც „რყვნიან მთელ სახლებს“(ტიტეს 1:11).ზოგიერთი ადგილობრივი წინამძღვარი აჯანყდა, რომელმაც უარი თქვა ძმების მიღებაზე (იხილეთ 3 იოანე 1:9–10).არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტი ბრიგემ იანგი, ამბობდა „ნათქვამია რომ მღვდლობა ეკლესიისაგან იყო ჩამორთმეული, მაგრამ ეს არ იყო ასე, თვითონ ეკლესია ჩამოშორდა მღვდლობას (Journal of Discourses, 12:69).“როგორც უხუცესმა მაქსველმა ეს განმარტა, „ბერძნული ფილოსოფიური ტრადიციები, დომინირებდნენ და შემდეგ ჩაანაცვლეს, ხილვების რწმენა, ეს შედეგი ასევე დააჩქარა, კეთილი განზრახვების მქონე ქრისტიანების მიერ, თავიანთი რწმენის, იმდროინდელ თანამედროვე კულტურაზე მორგების სურვილმა. ……მოდით ყურადღებით ვიყოთ და არ დავუთმოთ ჩვენთვის მოცემული თეოლოგია ყველასათვის მისაღები საღი აზრისათვის“ (Ensign, ნოემბერი. 1993, 19–20).

  2. მოციქულები და წინასწარმეტყველები, როგორც იოსებ სმითი, აცხადებენ ღმერთის სიტყვას მაგრამ დამატებით, ჩვენ გვწამს, რომ მამაკაცებს და ქალებს, ბავშვებსაც კი, შეუძლიათ ისწავლონ და იწინამძღვარონ წმინდა შთაგონებით, ლოცვების და წმინდა წერილების შესწავლის პასუხად. ისე როგორც უძველესი მოციქულების დროს, იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს ეძლევათ სულიწმინდის ძღვენი, რომელიც ამსუბუქებს მამაზეციერთან მუდმივ ურთიერთობას, ან სხვა სიტყვებით, პირად გამოცხადებებს (იხილეთ საქმეები 2:37–38).ამ გზით, ეკლესია ხდება, როგორც ცოცხალი სხეული, მოწოდებული სულიერად მომწიფებული ადამიანებისაგან, რომელთა რწმენა არ არის ბრმა, არამედ რომელიც ხედავს,

  3.  Rრუბენ კლარკი უმცროსი, “The Language of the New Testament, and the Words of Church Leaders as Scripture?” Church News, July 31, 1954, 9–10; იხილეთ ასევე მოძღვრება და აღთქმები 28:1–2, 6–7, 11–13.

  4. საბჭოს მონაწილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნაა, „სამართლიანობა, სიწმინდე და გულით თავმდაბლობა, სიწყნარე და სულგრძელობა, ასევე რწმენა, უბიწოება, ცოდნა, თავშეკავება, მოთმინება, ღვთაებრიობა ძმური სიკეთე და მოწყალება.”„რადგან დაპირებაა ასეთი, თუ ეს იქნება მათში უხვად, ისინი არ იქნებიან უნაყოფო, უფალის ცოდნაში“(მოძღვრება და აღთქმები 107:30–31).

  5. იოსებ სმითი History of the Church, 5:265.

  6. ჯ. რუბენ კლარკი Jr., “Church Leaders’ Words,” 10. მამაისის მიერ მოთხრობილი ისტორია ბრიგემ იანგის შესახებ, პრეზიდენტი კლარკი წერდა:„არ ვიცი ეს თუ ოდესმე მომხდარა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გამოხატავს, პრინციპს, ეკლესიის პრეზიდენტიც კი, შეიძლება ყოველთვის არ მოქმედებდეს სულიწმინდის კარნახით, როდესაც ის მიმართავს ხალხს. ასე მომხდარა მოძღვრებების საკითხებშიც, (როგორც წესი ამას ეძლევა არასწორი განმარტება) როდესაც მომდევნო ეკლესიის პრეზიდენტებმა და ადამიანებმა იგრძნეს რომ მოძღვრების გამოცხადებისას, გამომცხადებელი არ მოქმედებდა სულიწმინდის კარნახის მიხედვით.როგორ ეცოდინება ეკლესიას, თუ როდის შეესაბამება ძმების მიერ გაკეთებული განცხადებები, პრინციპებს და მოძღვრებები იმას რომ არიან გაკეთებული სულიწმინდის კარნახით? ეკლესიას ეცოდინება ეს მისი წევრებში სულიწმინდის დამოწმებით, არის თუ არა ძმების მიერ გამოცხადებული, მათი თავიანთი შეხედულებები თუ სულიწმინდის მიერ ნაკარნახევები და თავის დროს ეს დამოწმება გახდება საყოველთაო” (ჯ. რუბენ კლარკი, “Church Leaders’ Words,” 10).

  7. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 49.