ხსნის ძალა
ჩვენ შეგვიძლია განვთავისუფლდეთ ბოროტებისა და უწმუნდურობისაგან, წმინდა წერილებისაკენ მობრუნებით და მათი სწავლებით.
მე მყავს ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც ყოველ სესიაზე სიტყვით გამოსვლისათვის მიგზავნის ახალ ჰალსტუხს. მას მშვენიერი გემოვნება აქვს, როგორ ფიქრობთ?
ჩემ ახალგაზრდა მეგობარს ცხოვრებაში აქვს მძიმე წინააღმდეგობები და ისინი ზღუდავენ მას გარკვეულცილად, მაგრამ სხვა მხრივ, ის არის განსაკუთრებული ადამიანი. მაგალითად, მის როგორც მისიონერის სიმტკიცეს, შეუძლია გაუწიოს მეტოქეობა მოსიას შვილებს. მე მწამს, რომ მისი რწმენის უბრალოება აძლევს მას უჩვეულო სიმტკიცეს. მე მჯერა, რომ სკოტის თვალსაზრისით, წარმოუდგენელია, რომ ყველა ადამიანი არ არის უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი, რომ ყველა ადამიანს არ წაუკითხია მორმონის წიგნი და არ აქვს დამოწმება მისი ჭეშმარიტების შესახებ.
ნება მიბოძეთ მოგიყვეთ ამბავი სკოტის ცხოვრებიდან, როდესაც თავისი ძმის სანახავად მას პირველად მოუწია თვითმფრინავით მარტო მგზავრობა. მეზობელი, რომელიც იჯდა მის გვერდზე და უსმენდა სკოტის გვერდზე მჯდომთან საუბარს:
„გამარჯობათ მე მქვია სკოტი, თქვენ რა გქვიათ?“
გვერდზე მჯომმა უთხრა მისი სახელი.
„რას საქმიანობთ?“
„მე ინჟინერი ვარ.“
„ძალიან კარგი, სად ცხოვრობთ?“
„ლას ვეგასში.“
„ჩვენ გვაქვს იქ ტაძარი, იცით სად არის იქ მორმონების ტაძარი?“
„დიახ. ის მშვენიერი შენობაა.“
„მორმონი ხართ?“
„არა.“
„კეთილი, თქვენ უნდა იყოთ. ეს არის დიადი რელიგია. წაგიკითხიათ მორმონის წიგნი?“
„არა.“
„კეთილი, თქვენ ის უნდა წაიკითხოთ, ეს არის დიადი წიგნი.“
მე მთელი გულით ვეთანხმები სკოტს, მორმონის წიგნი არის დიადი წიგნი. წინასწარმეტყველი იოსებ სმითის სიტყვები, რომელიც მოყვანილია მორმონის წიგნის შესავალზე, ყოველთვის იწვევდა ჩემში გამოძახილს: „მე ვუთხარი ძმებს, რომ მორმონის წიგნი იყო ყველაზე სწორი წიგნი დედამიწაზე, და ჩვენი რელიგიის სომის ქვა, და ადამიანი დაუახლოვდება ღმერთს მასში მოცემული წესების მორჩილებით ვიდრე სხვა, რომელიმე წიგნით.“
ამ წელს, ჩვენს საკვირაო სკოლის კლასებში ვსწავლობთ მორმონის წიგნს. როდესაც ჩვენ ვემზადებით და ვიღებთ მონაწილეობას, მოდით ვიყოთ ასეთივე მოტივირებულები, რომ მივყვეთ სკოტის მტკიცე მაგალითს, რომ გავუზიაროთ ჩვენი სიყვარული, ამ განსაკუთრებული წმინდა წერილისადმი სხვა ადამიანებს, რომლებიც არ არიან ჩვენი რწმენის.
მორმონის წიგნის მთავარი თემა გამოხატულია 1 ნეფის პირველი თავის ბოლო მუხლში. ნეფი წერს, „მაგრამ აჰა, მე ნეფი, გაჩვენებთ, რომ უფალის სათუთი მოწყალება ვრცელდება ყველა მათგანზე, ვინც მან აირჩია, მათი რწმენისათვის, რათა გახადოს ისინი უძლეველნი, განთავისუფლების ძალის ჩათვლით“ (1 ნეფი 1:20).
მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ გვხსნის მორმონის წიგნი, რომელიც არის უფალის სათუთი მოწყალება ამ ბოლო დღეებისათვის, რომელიც ჩვენამდე მოაქვს ქრისტეს სახარების მოძღვრების სწავლება, „ყველაზე სწორი“ გზით.
მორმონის წიგნის ისტორიებიდან, ბევრია ისტორია გამოხსნის შესახებ. ლეჰის წასვლა უდაბნოში თავის ოჯახთან ერთად არის ამბავი იერუსალიმის ნგრევიდან თავის დახსნაზე. იარადელების ამბავიც მოგვითხრობს განთავისუფლებაზე, ისევე, როგორც მულექელების ისტორია. უმცროსი ალმა განთავისუფლდა ცოდვისაგან. ჰელემანის ჭაბუკი მეომრები ბრძოლის დროს იქნენ გამოხსნილნი. ნეფი და ლეჰი განთავისუფლდნენ ციხიდან. ხსნის თემა წიგნში აშკარად იკვეთება თავიდან ბოლომდე.
ორი ძალიან ერთნაირი ისტორია, რომლებიც გვასწავლიან მნიშვნელოვან გაკვეთილს არის მორმონის წიგნში. პირველი არის მოსიის წიგნიდან, რომელიც იწყება მეოცე თავით. აქ ჩვენ ვსწავლობთ მეფე ლიმჰის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა ნეფის მიწაზე. ლამანიელებმა წამოიწყეს ომი ლიმჰის ხალხის წინააღმდეგ. ომის შედეგად, ლამანიელებმა დართეს მეფე ლიმჰის მისი ხალხის მართვა, მაგრამ ისინი იქნებოდნენ ლამანიელების მონები. ეს არ იყო ადვილად მისაღები მშვიდობა. (იხილეთ მოსია 19–20.)
როდესაც ლიმჰის ხალხი დაიღალა ლამანიელების დამცირებისაგან, მათ დაარწმუნეს მეფე, რომ წამოეწყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ისინი დამარცხდნენ სამჯერ, მათ ეს მძიმე ხარკად დააწვათ, ბოლოს მოიყარეს მუხლი და უფალს შეჰღაღადეს, რომ გაენთავისუფლებინა ისინი. (იხილეთ მოსია 21:1–14.) ლექსი 15 მუხლში აღწერილია თუ როგორ უპასუხა მათ უფალმა: „და ეხლა უფალი არ ჩქარობდა, რომ შეესმინა მათი ღაღადი, მათივე უსამართლობის გამო, მაგრამ უფალმა მაინც შეისმინა მათი ღაღადი, და მოულბო ლამანიელების გულები, რათა მათ შეემცირებინათ ხარკი, მაგრამ უფალმა არ ჩათვალა საჭიროდ მათი მონობისაგან განთავისუფლება.“
ცოტა ხნის შემდეგ, ამონი და მამაკაცების პატარა ჯგუფი მოვიდა ზარაჰემლადან, რომლებმაც ლიმჰის ერთერთ ლიდერთან, გიდეონთან ერთად შეიმუშავეს გეგმა, რომელიც წარმატებულად დასრულდა და მათ შესძლეს განთავისუფლებულიყვნენ ლამანიელების ჩაგვრისაგან. უფალი არ ჩქარობდა მათი ღაღადის პასუხის გაცემაში, რატომ? მათივე უსამართლობების გამო.
მეორე ისტორია იგივენაირია მრავალი აასპექტებით, მაგრამ ასევე არის განსხვავებული. ის აღწერილია.მოსია 24.
ალმა და მისი ხალხი ცხოვრობდნენ ჰელამის მიწაზე, როდესაც ლამანიელების არმია მოადგა მათ საზღვრებს. ისინი შეხვდნენ და მოილაპარაკეს მათთან მშვიდობიანად საკითხების მოგვარებაზე. (იხილეთმოსია 23:25–29.) მაგრამ მალე ლამანიელების წინამძღვარებმა მოისურვეს დაემორჩილებინათ ალმას ხალხი და მათ დაუწესეს მძიმე ხარკი გადასახადად.(იხილეთ მოსია 24:8). მე-13 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ, „და იყო ასე, რომ უფალის ხმა მათ ჩაესმათ გაჭირვების ჟამს, რომელმაც უთხრა: აიმაღლეთ თავები და კარგად გამხნევდით, რადგან მე ვიცი იმ აღთქმის შესახებ, რომელიც თქვენ დადეთ ჩემს წინაშე, და მე აღვუთქვავ ჩემ ხალხს და გამოვიხსნი მათ მონობისაგან.“
ალმას ხალხი, განთავისუფლებულნი იქნენ, ლამანიელებისაგან და მშვიდობიანად დაბრუნდნენ უკან, რომ გაერთიანებულიყვნენ ზარაჰემლას ხალხთან.
რა განსხვავება იყო, ალმას ხალხსა და მეფე ლიმჰის შორის? აშკარად მათ შორის არის რამოდენიმე განსხვავება: ალმას ხალხი იყო მშვიდობიანი და სამართლიანი, ისინი უკვე მონათლულები იყვნენ, უფალთან დადებული ჰქონდათ აღთქმა და გაჭირვებამდეც, ღმერთის მორჩილები იყვნენ. ყველა ამ განსხვავებებმა უფალისათვის გახადა მიზანშეწონილი და სამართლიანი, რომ უფალს ისინი გაენთავისუფლებინა სასწაულებრივი გზით, მჩაგვრელების მონობისაგან. ეს წმინდა წერილი გვასწავლის უფალის გამომხსნელ ძალაზე.
იესო ქრისტეს ცხოვრების და მისიის წინასწარმეტყველება, გვპირდება ხსნას, რომელსაც ის მოგვცემს. მისი გამოსყიდვა და აღდგომა, ყველა ჩვენგანს აძლევს ფიზიკური სიკვდილისაგან, თავის დაღწევის საშუალებას და თუ ჩვენ მოვინანიებთ, სულიერი სიკვდილისაგან გამოხსნის გზა მოგვიტანს მარადიული სიცოცხლის კურთხევებს. გამოსყიდვის და აღდგომის დაპირება, სულიერი და ფიზიკური სიკვდილისაგან განთავისუფლების დაპირება, ღმერთმა აღუთქვა მოსეს, როდესაც სთქვა, „რადგან აჰა, ეს არის ჩემი შრომა და ჩემი დიდება, რათა ვუბოძო უკვდავება და მარადიული სიცოცხლე ადამიანს“(მოსე 1:39).
რწმენის მშვენიერ წყობას, რომელსაც ვპოულობთ წმინდა წერილებში, ეწინააღმდეგება სეკულარიზმის ძალები, რომელიც ებრძვის წმინდა წერილებში ოდითგანვე გამყარებულ რწმენას, წმინდა წერილები, რომლებიც გვიძღვებოდნენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ცხოვრების მარადიული ღირებულებების და სტანდარტების ჩამოყალიბებაში. ისინი აცხადებენ, რომ ბიბლიის სწავლებები არის მცდარი, რომ მეუფეს სწავლება დაძველდა. მათი ხმა შესტირის, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება საკუთარი სტანდარტების შექმნაში, მათ უნდათ მორწმუნეების უფლებების შეცვლა, იმის საწინააღმდეგოდ, რაც ისწავლება წმინდა წერილებში და წინასწარმეტყველების სწავლებებში.
რა ძვირფასი კურთხევაა, როდესაც გვაქვს წერილი ჩვენი უფლის და მხსნელის მისიის შესახებ, რომელიც აღწერილია მორმონის წიგნში, რომ დაემატოს ბიბლიაში აღწერილ მოძღვრებას, როგორც მეორე დამოწმება. რატომ არის მსოფლიოსათვის აუცილებელი, რომ ჰქონდეს ორივე, ბიბლია და მორმონის წიგნი? მე მწამს, რომ პასუხს ვპოულობთ 1 ნეფის მე-13 თავში. ნეფი წერს, „ანგელოზმა მომმართა და მითხრა, ეს უკანასკნელი ჩანაწერები, რომელიც შენ იხილე წარმართებთან, დაამტკიცებს ჭეშმარიტებას პირველის, რომელიც არის კრავის, თორმეტი მოციქულთაგან და გაანდობს იმ ნათელს და ძვირფასს, რაც იქიდან იყო ამოღებული, ასევე გაანდობს ყველა ტომებს, ენებს და ადამიანებს, რომ კრავი ღმერთის არის ძე მარადიული მამის და მსოფლიოს მხსნელი, რომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს მასთან, თორემ ისინი ვერ გადარჩებიან”(მუხლი 40).
არც ბიბლია და არც მორმონის წიგნი, ცალკე, არ არის საკმარისი. ორივე აუცილებელია ჩვენთვის, რომ ვასწავლოთ და ვისწავლოთ, ქრისტეს სავსე და სრულყოფილი მოძღვრება. ერთის მოთხოვნილება არ ამცირებს მეორე მათგანის. ორივე ბიბლიაც და მორმონის წიგნიც აუცილებელია ჩვენი ხსნისათვის და ამაღლებისათვის. როგორც პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი გვასწავლიდა, „როდესახ ჩვენ ბიბლიას და მორმონის წიგნს ვხმარობთ ერთად, მაშინ ვამარცხებთ ცრუ მოძღვრებებს“ (“A New Witness for Christ,” Ensign, ნოემბერი. 1984, 8).
მე მინდა დავასრულო ჩემი გამოსვლა ორი ისტორიით, ერთი ძველი აღთქმიდან, მეორე მორმონის წიგნიდან, იმისათვის, რომ დაგანახოთ თუ როგორ ჰარმონიაში არიან ეს წიგნები.
აბრაამის ისტორია იწყება მისი კერპთაყვანისმცემელი ქალდეველებისაგან განთავისუფლებით (იხილეთდაბადება 11:27–31; აბრაამი 2:1–4). იგი მის ცოლ სარასთან ერთად განთავისუფლდნენ თავიანთი დარდისაგან და მიიღეს დაპირება, რომ მათი შთამომავლობის მეშვეობით დედამიწის ერები იქნებოდნენ კურთხეულნი (იხილეთ დაბადება 18:18).
ძველ აღთქმაში აღწერილია, როდესაც აბრაამმა ეგვიპტედან თან წაიყვანა ლოტი, მისი ძმიშვილი. მისცა მას შესაძლებლობა პირველს აერჩია მიწის ნაკვეთი, ლოტმა აირჩია იორდანის ვაკე და თავისი კარავი დადგა შესასვლელით, სოდომისაკენ მიმართული, ბოროტებით სავსე ქალაქისაკენ. (იხილეთ დაბადება 13:1–12.)შემდგომში ბევრი პრობლემები ჰქონდა ლოტს ცხოვრებაში და ზოგიერთი მათგანი სათავეს იღებდა მისი არჩევანის გამო, როდესაც მისი კარავის შესასვლელი სოდომისაკენ ხედით დადგა.
აბრაამი, მორწმუნეთ მამამ, გაიარა სხვანაირი ცხოვრება. რათქმაუნდა მასაც ბევრი წინააღმდეგობები შეხვდა ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო კურთხეული ცხოვრება. ჩვენ არ ვიცით აბრაამის კარვის შესასვლელი, რომელი მიმართულებით ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ არის მითითებული დაბადების მე–13 თავის ბოლო მუხლში, სადაც წერია „და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუშენა იქ სამსხვერპლო უფალს“ (დაბადება 13:18).
მიუხედავად იმისა,რომ მე არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მჯერა, რომ აბრაამის კარვის შესასვლელი იყო იმ საკურთხეველისაკენ, რომელიც მან ააშენა უფალისათვის. როგორ გავაკეთე მე ასეთი დასკვნა? რადგან მე ვიცი ისტორია მორმონის წიგნიდან, მეფე ბენიამინის მითითებები მისი ხალხისადმი, როდესაც ისინი დაგროვდნენ, რომ მოესმინათ მისი ბოლო მიმართვა. მეფე ბენიამინმა უბრძანა, რომ მათი კარვების შესასვლელები გაეკეთებინათ ტაძრისაკენ მიმართული. (იხილეთ მოსია 2:1–6).
ჩვენ შეგვიძლია განვთავისუფლდეთ ბოროტების და სიბილწისაგან წმინდა წერილების სწავლებისაკენ მობრუნებით. მხსნელი არის დიდი განმანთავისუფლებელი, რადგან მან გვიხსნა სიკვდილისაგან და ცოდვისაგან (იხილეთ რომაელებს 11:26; 2 ნეფი 9:12).
მე ვაცხადებ, რომ იესო არის ქრისტე და ჩვენ შეგვიძლია მას მივუახლოვდეთ მორმონის წიგნის კითხვით. მორმონის წიგნი არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. პირველი დამოწმება იესო ქრისტეზე არის ძველი და ახალი აღთქმა, ანუ ბიბლია.
კვლავ, მოდით გვახსოვდეს, ჩემი მეგობრის სკოტის მიერ მორმონის წიგნის განმარტება: „ეს არის დიადი წიგნი.“ და მე ვამოწმებ თქვენს წინ, რომ მორმონის წიგნის სიდიადე მოდის წმინდა ბიბლიასთან ჰარმონიის შედეგად, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.