2010-2019
„მოდი და გამომყევი“
2019 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


„მოდი და გამომყევი“

იესო ქრისტე გვიწვევს, დავადგეთ აღთქმის გზას, რომელიც მიგვიყვანს უკან, ზეციური მშობლების გარემოცვაში და სადაც ვიქნებით საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე და ჩემი მეუღლე, ვენდი, ვხარობთ თქვენთან ყოფნით ამ წმინდა შაბათის დილას. ჩვენი ბოლო გენერალური კონფერენციიდან მრავალი რამ მოხდა. ჩატარდა ახალი ტაძრების მიძღვნის ცერემონია ჩილეში (კონცეფციონი), კოლუმბიაში (ბარანქუილა) და იტალიაში (რომი). ამ წმინდა მოვლენებისას სულიწმინდა უხვად გადმოდიოდა ჩვენზე.

ვულოცავ მრავალ ქალსა და მამაკაცს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ წაიკითხეს მორმონის წიგნი და აღმოაჩინეს მასში დამალული სიხარული და განძი. შთამაგონებელია ახდენილი საოცრებების შესახებ ანგარიშების მიღება.

გაოცებული ვარ 11 წლის ახალგაზრდა მამაკაცებით, რომლებიც ახლა დიაკვანების როლში ყოველ კვირას ღირსეულად არიგებენ ზიარებას. ისინი დადიან ტაძარში 11 წლის ახალგაზრდა ქალებთან ერთად, რომლებიც ახლა გულმოდგინედ სწავლობენ და მსახურობენ პროგრამაში „სკა“. როგორც ახალგაზრდა მამაკაცები, ისე ახალგაზრდა ქალები ქადაგებენ სახარებას გამჭვირვალედ და დაჯერებულად.

მე ვხარობ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც ეხმარებიან ოჯახში სახარების სწავლებაში, რადგან მშობლებთან ერთად ჩართულნი არიან ოჯახზე ორიენტირებულ, ეკლესიაზე დაყრდნობილ პროგრამის განხორციელებაში.

ეს ფოტო მივიღეთ ოთხი წლის ბლეიქისგან, რომელმაც კვირას დილით ადრე სტაცა ხელი ეკლესიურ წიგნს და წამოიძახა: „სული უნდა ვკვებო“!

გამოსახულება
ბლეიქი კვებავს თავის სულს

ბლეიქ, ჩვენ ვხარობთ შენით და სხვა ადამიანებით, რომლებმაც აირჩიეს, კვებონ სული იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტების ნადიმით. გვსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მრავალი ადამიანი იღებს ღმერთის ძალას თავის ცხოვრებაში ტაძარში მსახურებისას.

როგორც მრავალმა თქვენგანმა იცის, ჩვენ სამი თვის წინ გამოვემშვიდობეთ ჩვენს ქალიშვილს, ვენდის. სიმსივნესთან ბრძოლის უკანასკნელ დღეებში მე მომეცა საშუალება, გამოსამშვიდობებელი მამა-შვილური საუბრისთვის.

მე მისი ხელები მეჭირა და ვეუბნებოდი, როგორ მიყვარდა იგი და რაოდენ მადლიერი ვიყავი იმისთვის, რომ მისი მამა ვიყავი. მე ვუთხარი: „შენ ტაძარში დაქორწინდი და ერთგულად დაიცავი შენი აღთქმები“. შენ და შენმა მეუღლემ შვიდი შვილი მოავლინეთ ამქვეყნად და ყველანი გაზარდეთ იესო ქრისტეს ერთგულ მოწაფეებად, ეკლესიის ძლიერ წევრებად და ღირსეულ მოქალაქეებად. და მათ შესაფერისი მეუღლეები შეირჩიეს. შენი მამიკო ძალიან, ძალიან ამაყობს შენით. შენ მე იმდენი სიხარული მაჩუქე“!

მან ჩუმად მიპასუხა: „გმადლობთ, მამიკო“.

ეს ჩვენთვის ნაზი, ცრემლებით სავსე მომენტი იყო. 67 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ვმღეროდით და თხილამურებითაც დავდიოდით. მაგრამ იმ საღამოს ჩვენ იმაზე ვსაუბრობდით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: აღთქმები, წეს-ჩვეულებები, მორჩილება, რწმენა, ოჯახი, ერთგულება და მარადიული ცხოვრება.

ჩვენ ძალიან გვენატრება ჩვენი ქალიშვილი. მაგრამ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების წყალობით ჩვენ არ ვდარდობთ მასზე. ვაგრძელებთ რა ღმერთთან დადებული აღთქმების პატივისცემას, ჩვენ ვცხოვრობთ იმის მოლოდინში, რომ კვლავ ვიქნებით მასთან ერთად. ამასობაში ჩვენ აქ ვემსახურებით უფალს, იგი კი - სამოთხეში.1

სხვათაშორის, ამ წლის დასაწყისში მეულესთან ერთან ვიყავი სამოთხეში - კალიფორნიის პარადაიზში. ისე მოხდა, რომ 40 საათიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქალიშვილი ამ ქვეყანას დაემშვიდობა, ჩვენ კი უკვე დაგეგმილი გვქონდა იქ ჩასვლა. ჩვენ უხუცეს კევინ ვ. პირსონთან და მის მეუღლესთან, ჯუნთან, ერთად გაგვამხნევეს წმინდანებმა კალიფორნიის ჩიკოს პალოდან. ჩვენ დავრწმუნდით მათ დიად რწმენაში, მსახურებაში და სასწაულებში, რომლებიც ხდებოდა იმ დროსაც კი, როცა მათ თავს დაატყდათ კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი, რის გამოც საშინელი დანაკარგი განიცადეს.

იქ ყოფნისას ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრეთ პოლიციის ახალგაზრდა ოფიცერს, ჯონს, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა ადგილზე. მან გაიხსენა, რომ 2018 წ. 8 ნოემბერს პარადაიზზე მძიმე სიბნელე ჩამოწვა. ქალაქში ცეცხლის ენები და გავარვარებული ნაკვერჩხალი დაქროდა, შთანთქავდა საკუთრებას და გზად არაფერს არ ტოვებდა, გარდა ნაცრის გროვებისა და აგურის საკვამურებისა.

გამოსახულება
სამლოცველო ხანძრის შემდეგ

15 საათის განმავლობაში ჯონი დადიოდა მანქანით უკუნით სიბნელეში, სადაც სახიფათოდ ანთებული ნამწვავები ჰაერში დაფრინავდა და საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა, როცა თითეულ ადამიანსა თუ ოჯახს ეხმარებოდა უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში. თუმცა ამ დაძაბული განსაცდელის დროს ჯონს ყველაზე მეტად აწუხებდა შეკითხვა“:სად არის ჩემი ოჯახი“? მრავალი ხანგრძლივი, საშინელი ტანჯვით სავსე საათის შემდეგ მან საბოლოოდ შეიტყო, რომ მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი.

ჯონის მონაყოლმა, კერძოდ კი ოჯახის გამო დარდმა, მიბიძგა დღეს, მესაუბრა მათთან, ვინც იმავე შეკითხვას დასვავს მიწიერი ცხოვრების დასასრულს: „სად არის ჩემი ოჯახი“? იმ დღეს, როცა დაასრულებთ თქვენს მიწერ გამოცდას და გადახვალთ სულების სამყაროში, თქვენ მოგიწევთ იმ გულგანგმირავ კითხვაზე პასუხის გაცემა: „სად არის ჩემი ოჯახი“?

იესო ქრისტე გვასწავლის მარადიულ სახლში დასაბრუნებელ გზას. მას ყველაზე კარგად ესმის მამაზეციერის გეგმა მარადიული წინსვლის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, იგი ყველაფრის სომის ქვაა. ის არის ჩვენი გამომსყიდველი, მკურნალი და მხსნელი.

იმ დროიდან, როცა ადამი და ევა გააგდეს ედემის ბაღიდან, იესო ქრისტემ გაუწოდა დახმარების ძლიერი ხელი ყველას, ვინც გააკეთა არჩევანი, მიჰყვეს მას. წმინდა წერილში არაერთხელ არის ნათქვამი, რომ მიუხედავად მრავალფეროვანი ცოდვებისა, მისი ხელები კვლავ მტკიცედ არის გაშლილი ჩვენ მიმართ.2

ყოველი ჩვენგანის სული ბუნებრივად ილტვის ოჯახური სიყვარულისკენ, რომელიც გაგრძელდება მარადის. სიმღერები სიყვაულზე უბრალოდ კვებავს ცრუ იმედს იმაზედ, რომ მარად ერთად ყოფნისთვის მხოლოდ სიყვარულია საჭირო. და ზოგს შეცდომით ჰგონია, რომ იესო ქრისტეს აღდგომა გვაძლევს იმის დაპირებას, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანი საყვარელ ადამიანებთან ერთად იქნებიან.

ჭეშმარიტად, თავად უფალმა ეს გამჭვირვალე გახადა, რომ მისი აღდგომის წყალობით აღდგება და მარადიულად იცოცხლებს ყოველი ადამიანი, რომელსაც კი დედამიწის ზურგზე უცხოვრია, თუმცა3 გაცილებით მეტი მოეთხოვებათ მათ, ვისაც სურთ ამაღლების უმაღლესი უპირატესობებით სარგებლობა. თუ ხსნა პირადი საქმეა, ამაღლება უკვე ოჯახს ეხება.

უფალმა იესო ქრისტემ უთხრა თავის წინასწარმეტყველს, რომ არც ერთ აღთქმას, გარიგებას, ვალდებულებას, ფიცს, ქმედებას, კავშირს, ურთიერთობასა ან მოლოდინს, რომელიც არ დაიდო და არ ჩაიბეჭდა დაპირების სულიწმინდის მიერ, … არ ექნება ეფექტი, სიკეთე ან ძალა მკვდრეთით აღდგომის დროს ან მის შემდეგ; რადგან ყოველი გარიგება, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს დასასრული ამ ქვეყნად და შესაბამისად არ მოგვარდა, დასრულდება პიროვნების გარდაცვალების შემდეგ.4

ამრიგად, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი სამარადისოდ ამაღლდეს? ჩვენ ვხდებით ამის ღირსნი, თუკი ვდებთ აღთქმებს ღმერთთან, ვიცავთ მათ და ვიღებთ საჭირო წეს-ჩვეულებებს.

ეს ჭეშმარიტი იყო დასაბამიდანვე. ადამი და ევა, ნოე და მისი ცოლი, აბრამი და სარა, ლეხი და სარია და იესო ქრისტეს სხვა ერთგული მოწაფეები, სამყაროს დასაბამიდან დებდნენ ერთსა და იმავე აღთქმებს ღმერთთან. მათ იგივე წეს-ჩვეულებები მიიღეს, რაც ჩვენ, იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის დღევანდელმა წევრებმა, ნათლობის დროს და ტაძარში ყოფნისას.

მხსნელი იწვევს ყველას, მიჰყნენ მას ნათლობის წყალში და დროულად დადონ ღმერთთან დამატებითი აღთქმები ტაძარში, მიიღონ ისინი და იყვნენ ერთგულნი მომავალი აუცილებელი აღთქმების მიმართ. ყოველივე ეს მოგვეთხოვება, თუკი გვსურს, მარადიულად ავმაღლდეთ ოჯახებთან და ღმერთთან ერთად.

ჩემი გულისტკივილია ის, რომ მრავალმა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, რომლებიც მიყვარს, აღფრთოვანებული ვარ და პატივს ვცემ, უარი თქვეს მის მოწვევაზე. ისინი არაფრად არ აგდებენ იესო ქრისტეს, როცა იგი გვიხმობს: „მოდი და გამომყევი“.5

მე მესმის, რატომ ტირის ღმერთი.6 მე ასევე ვტირი ასეთი მეგობრებისა და ნათესავების გამო. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, თავდადებულნი ოჯახებისა და საზოგადოებრივი ვალდებულებების მიმართ. ისინი უხვად გასცემენ დროს, ენერგიასა და რესურსებს. და მათი მცდელობების გამო სამყაროც უკეთესი ხდება. მაგრამ მათ არჩიეს, არ დადონ აღთქმები ღმერთთან. მათ არ მიიღეს წეს-ჩვეულებები, რომლებიც აამაღლებს მათ ოჯახებთან ერთად მარადისობაში.7

როგორ მინდა, ვეწვიო მათ და მოვიწვიო ისინი, სერიოზულად დაფიქრდენ უფლის კანონების შესაძლებლობებზე. ვფიქრობდი, რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ იგრძნონ, რაოდენ უყვარს მხსნელს ისინი, რაოდენ მიყვარს ისინი და მიხვდნენ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს აღთქმის დაცვის მეშვეობით მიიღონ „სიხარულის სისავსე“8

მათ უნდა გაიგონ, რომ თუმცა მათთვის შემდგომ არსებობს ადგილი მშვენიერი ქალებითა და მამაკავებით, რომლებმაც ასევე არჩიეს, არ დადონ აღთქმები ღმერთთან, ეს არ არის ის ადგილი, სადაც ოჯახები გაერთიანდება და ექნებათ ერთად ცხოვრებისა და წინსვლის მარადიული უპირატესობა. ეს არ არის ის სასუფეველი, სადაც ისინი განიცდიან უსასრულო წინსვლისა და ბედნიერების სიხარულის სისავსეს.9 ეს უდიდესი კურთხევები მოვა მხოლოდ მაშინ, როცა ვიცხოვრებთ ამაღლებულ ცელესტიალურ სასუფეველში ღმერთთან, ჩვენს მარადიულ მამასთან; მის ძესთან, იესო ქრისტესთან და ჩვენს საოცარ, ღირსეულ ოჯახის წევრებთან.

ვგრძნობ, რომ უნდა ვუთხრა ჩემს მოყოყმანე მეგობრებს:

„ამ ცხოვრებაში არასდროს არ დათანხმებულხართ უარესს, თუ გქონდათ უკეთესის არჩევის საშუალება. მაგრამ, როცა უარს ამბობთ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სრულ მიღებაზე, თქვენ ამით უკეთესის ნაცვლად უარესს ირჩევთ.

„მხსნელმა თქვა: ‘ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა’.10 თუმცა, როცა ირჩევთ, არ დადოთ აღთქმა ღმერთთან, თქვენ ამით ყველაზე მცირე ჯილდოს ირჩევთ მარადისობაში.

და ჩემს ურჩ მეგობრებს მეტსაც ვეტყვი:

„გადაუშალეთ გული ღმერთს. ჰკითხეთ, არის თუ არა ყოველი ეს ჭეშმარიტება. გამონახეთ დრო იმისთვის, რომ ისწავლოთ მისი სიტყვა. ნამდვილად შეისწავლეთ იგი! თუ თქვენ ჭეშმარიტად გიყვართ თქვენი ოჯახი და გსურთ, ამაღლდეთ მასთან მარადის, ახლა უნდა გადაიხადოთ ამის საფასური - სერიოზული სწავლითა და მხურვალე ლოცვით, რათა შეიტყოთ ეს მარადიული ჭეშმარიტებანი და იცხოვროთ მათ მიხედვით.

„თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ღმერთი არსებობს - აქედან დაიწყეთ. გაიაზრეთ, რომ ღმერთთან კავშირის გარეშე იწყება ღმერთის არსებობის ეჭვი. ასე რომ, დაიწყეთ იმით, რომ დაამყაროთ მასთან კავშირი. დაიმდაბლეთ თავი. ილოცეთ იმისთვის, რომ დაინახოთ ღვთის ხელი თქვენს და თქვენს ირგვლივ არსებულ ცხოვრებაში. სთხოვეთ მას, გითხრათ, რომ იგი მართლაც აქ არის და თქვენ გიცნობთ. ჰკითხეთ, რას ფიქრობს თქვენზე. და შემდეგ მოუსმინეთ“.

ერთ ასეთ ჩემს მეგობარს ძალიან მცირე კავშირი ჰქონდა ღმერთთან. მას ძალზედ სურდა, ყოფილიყო თავის გარდაცვლილ მეუღლესთან. მან დახმარება მთხოვა. მე შევაგულიანე, შეხვედროდა მისიონერებს, რათა უკეთ გაეგო ქრისტეს დოქტრინა და წეს-ჩვეულებები, აღთქმები და კურთხევები.

ასეც მოიქცა. მაგრამ მიხვდა, რომ ცხოვრება, რომელსაც მას სთავაზობდნენ, მოითხოვდა მისგან ძალიან ბევრ ცვლილებას. მან თქვა: „ეს მცნებები და აღთქმები მეტისმეტად რთულია ჩემთვის“. ამის გარდა, ვერ გადავიხდი მეათედს და არ მაქვს დრო ეკლესიაში მსახურებისთვის. შემდეგ მკითხა: „როცა მოვკვდები, შენ ხომ შეასრულებ ჩემთვისა და ჩემი მეუღლისთვის საჭირო სატაძრო სამუშაოს, რათა ჩვენ კვლავ ერთად ვიყოთ“?

კიდევ კარგი, არ ვარ ამ კაცის განმსჯელი. მაგრამ მე ეჭვი მიჩნდება ჩანაცვლებით სატაძრო სამუშაოს ეფექტურობის შესახებ ისეთი ადამიანის მიმართ, რომელსაც ამ ცხოვრებაში ჰქონდა ნათლობის, სამღვდელოების და სატაძრო კურთხევების მიღების საშუალება, მაგრამ შეგნებულად არჩია ამ გეზის უარყოფა.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, იესო ქრისტე გვიწვევს, დავადგეთ აღთქმის გზას, რომელიც მიგვიყვანს უკან, ზეციური მშობლების გარემოცვაში და სადაც ვიქნებით საყვარელ ადამიანებთან ერთად. იგი გვიწვევს: „მოდი და გამომყევი“.

ახლა, როგორც მისი ეკლესიის პრეზიდენტი, მე ვევედრები მათ, ვინც განზე დადგა და ჯერ არ იცის, რომ მხსნელის ეკლესია აღდგა: შეასრულეთ სულიერი სამუშაო საკუთარი თავისთვის, ახლავე დაიწყეთ. დრო გარბის.

მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ცოცხალია. იესო არის ქრისტე. მისი ეკლესია და მისი სახარების სისავსე აღდგენილ იქნა, რათა ჩვენი ცხოვრება დაილოცოს სიხარულით ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა