გენერალური კონფერენცია
ყოველდღიური აღდგენა
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ყოველდღიური აღდგენა

ჩვენ გვჭირდება მუდმივი, ყოველდღიური ზეციური ნათელის კვება. ჩვენ გვჭირდება „განახლების დრო“. პირადი აღდგენის დრო.

ჩვენ შევიკრიბეთ ამ მშვენიერ კვირა დილას, რათა ვისაუბროთ ქრისტეზე, გავიხაროთ მის სახარებაში და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს ჩვენი მხსნელის „გზაზე“1სიარულისას.

ჩვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, წლის განმავლობაში ამ მიზნით ყოველ კვირას ვიკრიბებით. თუ თქვენ არ ხართ ეკლესიის წევრი, ჩვენ თბილად მოგესალმებით და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შემოგვიერთდით, რათა თაყვანი სცეთ მხსნელს და შეიტყოთ მის შესახებ. ჩვენც, თქვენს მსგავსად, ვცდილობთ (თუმცა ეს არ გამოგვდის სრულყოფილად) გავხდეთ უკეთესი მეგობარი, მოყვასი, ადამიანი2 და ჩვენ ამას ვეძიებთ ჩვენი მაგალითის, იესო ქრისტეს, კვალზე სიარულით.

გამოსახულება
მხსნელი იესო ქრისტე

იმედია, იგრძნობთ ჩვენი დამოწმების გულწრფელობას. იესო ქრისტე ცოცხალია! იგი არის ცოცხალი ღმერთის ძე და იგი მართავს დღეს დედამიწაზე წინასწარმეტყველებს. ჩვენ ყველას გიწვევთ, მოისმინოთ ღვთის სიტყვა და იგემოთ მისი სიკეთე! მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ჩვენ შორის იმყოფება და იგი მიუახლოვდება ყველას, ვინც მასთან ახლოს მივა.3

ჩვენთვის დიდი პატივია, ვიაროთ თქვენთან ერთად მხსნელის მოწაფეობის ვიწრო და სწორ ბილიკზე.

სწორ ხაზზე სიარულის ოსტატობა

არსებობს თეორია (მას ხშირად იმეორებენ) რომ დაკარგული ადამიანი წრეზე დადის. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა მაქს პლანკის ბიოლოგიური კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან გამოსცადეს ეს თეორია. მათ წაიყვანეს მონაწილეები დაბურულ ტყეში და მისცეს ადვილი დავალება: „სწორ ხაზზე იარეთ“. იქ არ იყო არანაირი მინიშნებები. ექსპერიმენტის მონაწილეები მთლიანად საკუთარი ორიენტაციის უნარს უნდა დაყრდნობოდნენ.

როგორ ფიქრობთ, გაართვეს დავალებას თავი?

მეცნიერებმა დაასკვნეს: „ადამიანები მართლაც წრეზე დადიან როცა სიარულისას არ აქვთ საიმედო მინიშნებები“.4 გამოკითხვისას ზოგიერთი მონაწილე თავდაჯერებულად ამტკიცებდა, რომ ოდნავაც კი არ გადაუხვევია კურსიდან. მიუხედავათ ასეთი დაჯერებულობისა, ჯიპიეს მონაცემებმა აჩვენა, რომ ისინი 20 მ დიამეტრის წრეებზე დადიოდნენ.

რატომ გვიჭირს ასე ძალიან სწორ ხაზზე საირული? ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადახრები რელიეფში ქმნის განსხვავებას. სხვებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ყველას ერთი ფეხი მეორეზე ოდნავ ძლიერი გვაქვს. თუმცა „უფრო სავარაუდოა, რომ პირდაპირ სიარული გვიჭირს „რადგან უფრო და უფრო მეტად ვეჭვდებით იმაში, სად არის ის პირდაპირი ხაზი“.5

რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ეს ადამიანის ბუნებაა: საიმედო მინიშნებების გარეშე ჩვენ კურსიდან გადავუხვევთ.

ბილიკიდან გადასვლა

განა საინტერესო არ არის, როგორ შეუძლია პატარა, თითქოს და უმნიშვნელო ფაქტორებს ასეთი დიდი ცვლილებების მოხდენა ჩვენს ცხოვრებაში?

მე ეს პირადი გამოცდილებიდან ვიცი, როგორც მფრინავმა. ყოველთვის, როცა აეროპორტს ვუახლოვდებოდი, ვიცოდი, რომ ჩემი ძირითადი საქმე იყო კურსის მუდმივი მცირე კორექცია, რათა უსაფრთხოდ მიმემართა ხომალდი სასურველი ბილიკისკენ.

ალბათ თქვენც გქონიათ მსგავსი გამოცდილება მანქანის ტარების დროს. ქარი, გზის დეფექტები, ბორბლების პოზიციის დარღვევა, უყურადღებობა (ამის გარდა, სხვა მძღოლების მოქმედებები), ყოველივე ეს გაშორებთ დაგეგმილ გზას. და თუ რომელიმე ეს ფაქტორი უყურადღებოდ დაგრჩათ, შესაძლოა არც თუ ისე ბედნიერად დამთავრდეს თქვენი დღე.6

გამოსახულება
მანქანა აუზში

ეს ფიზიკურად გვეხება.

მაგრამ ეს ასევე სულიერადაც გვეხება.

ჩვენს სულიერ ცხოვრებაში მრავალი ცვლილება - პოზიტიურიც და ნეგატიურიც, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ჩვენც, მაქს პლანკის კვლევის მსგავსად, შეიძლება ვერ აღვიქვამდეთ იმას, რომ კურსი შევცვალეთ. შეიძლება კიდევაც დიდად დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სწორ ხაზზე დავდივართ. ფაქტია, რომ მინიშნებების გარეშე გარდაუვალია კურსიდან გადახვევა და ისეთ ადგილებში აღმოჩენა, რომლებზეც არც კი გვიფიქრია.

ეს ინდივიდუალურ პირებს ეხება. ეს ასევე ითქმის საზოგადოებაზე და ერზე. წმინდა წერილი სავსეა ასეთი მაგალითებით.

მსაჯულთა წიგნში ვკითხულობთ, რომ იესო ნაველის გარდაცვალების შემდეგ „მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და იმ საქმეს, რაც მოიმოქმედა ისრაელისათვის“.7

მიუხედავად იმ საოცარი ზეციური ჩარევების, გამოცხადებების, გადარჩენისა და სასწაული გამარჯვებებისა, რომლების მოწმენიც გახდენ ისრაელის შვილები მოსესა და იესო ნაველის ჟამს, ერთი თაობის შემდეგ ადამიანებმა მიატოვეს გეზი და დაიწყეს საკუთარი სურვილების მიხედვით სიარული. და რა თქმა უნდა, დიდი დრო არ გასულა და თავიანთი საქციელისთვის საფასურის გადახდაც მოუწიათ.

ზოგჯერ ამ გზიდან გადახვევას რამდენიმე თაობა სჭირდება. ზოგჯერ ეს ხდება რამდენიმე წლის ან სულაც თვის განმავლობაში.8 მაგრამ ეს ყველაზე აისახება. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჩვენი სულიერი გამოცდილება წარსულში, ჩვენ, როგორც ადამიანებს, გვახასიათებს ხეტიალი. ეს ადამის დროიდან დღემდე გრძელდება.

მაგრამ კარგი ამბავიც მაქვს

ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ხეტიალის ექსპერიმენტის მონაწილეებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს საიმედო, ხილული მინიშნებები, რომელთა გამოყენებით შეგვიძლია, შევაფასოთ ჩვენი კურსი.

და მაინც რა მინიშნებებია ეს?

რა თქმა უნდა, ყოველდღიური ლოცვა, წმინდა წერილზე ფიქრი და შთაგონებული იარაღების გამოყენება, როგორიცაა მოდი და გამომყევი. ყოველ დღე ჩვენ შეგვიძლია, მივუახლოვდეთ ღვთის ტახტს მორჩილებითა და პატიოსნებით. შეგვიძლია, დავფიქრდეთ ჩვენს ქმედებებზე და გადავხედოთ დღის მოვლენებს - განვიხილოთ რა ჩვენი ნება და სურვილები მის ჭრილში. თუ კურსს ავცდით, ვევედრებით ღმერთს, აღგვადგინოს და ვპირდებით, რომ უკეთ მოვიქცევით.

გამოსახულება
მხსნელი თავის ცხვარს წინ მიუძღვის

თვითშეფასების ეს დრო არის პარამეტრების გასწორების საშუალება. ზუსტად ფიქრების ბაღია ის ადგილი, სადაც შეგვიძლია, ვიაროთ უფალთან ერთად და განვისწავლოთ, მივიღოთ მითითებები და განვიწმინდოთ მამაზეციერის მიერ დაწერილი და სულით გაცხადებული სიტყვით. ეს არის წმინდა დრო, როცა ვიხსენებთ ჩვენს საზეიმო აღთქმებს, რათა ვიაროთ ფაქიზი ქრისტეს კვალზე, როცა ვაფასებთ ჩვენს წინსვლას და ვახდენთ სწორებას ღვთის მიერ თავისი შვილებისათვის უზრუნველყოფილ სულიერ მინიშნებებზე.

იფიქრეთ ამაზე როგორც პირად, ყოველდღიურ აღდგენაზე. დიდების გზაზე მოგზაურობისას ჩვენ, როგორც პილიგრიმებმა, ვიცით, როგორი ადვილია გზიდან გადასვლა. მაგრამ ზუსტად როგორც მცირე გადახრებს შეუძლია, დაგვაშოროს ქრისტეს გზას, ასევე პატარა და მარტივი შესწორებების ქმედებები ისევ გზაზე დაგვაბრუნებს. როცა ცხოვრებაში სიბნელე შემოგვეპარება, როგორც ეს ხშირად ხდება, ჩვენი ყოველდღიური აღდგენა გვიხსნის გულს ზეციური ნათელისკენ, რომელიც გვინათებს სულს, განდევნის ჩრდილებს, შიშსა და ეჭვს.

პატარა საჭე, დიდი გემები

თუკი ვეძიებთ, რა თქმა უნდა, „ღმერთი [გვ]იბოძებს ცოდნას თავისი სულიწმინდით, დიახ, სულიწმინდის აუღწერელი ძღვენით“.9 რამდენჯერაც არ უნდა ვკითხოთ, იგი გვასწავლის გზას და დაგვეხმარება, მივყვეთ მას.

ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ჩვენგან მტკიცე ძალისხმევას. ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით წარსულის სულიერი გამოცდილებით. ჩვენ გვჭირდება სტაბილური ნაკადი.

ჩვენ მუდამ ვერ ვიქნებით დამოკიდებულნი სხვების დამოწმებებზე. ჩვენ საკუთარ დამოწმებებზე უნდა ვიზრუნოთ.

ჩვენ გვჭირდება მუდმივი, ყოველდღიური ზეციური ნათელის კვება.

ჩვენ გვჭირდება „განახლების დრო“.10 პირადი აღდგენის დრო.

„გამდინარე წყალი“ დიდ ხანს ვერ „დარჩება ჭუჭყიანი“.11 ჩვენი ფიქრებისა და მოქმედებების სისუფთავისთვის საჭიროა მოძრაობა!

ბოლოსდაბოლოს, სახარებისა და ეკლესიის აღდგენა არ არის ის, რაც ერთხელ მოხდა ყველასთვის. ეს არის უწყვეტი პროცესი- თითო ჯერზე ერთი დღე, ერთი გული.

დღეებთან ერთად გადის ჩვენი ცხოვრებაც. ერთ-ერთმა ავტორმა ასე თქვა: „ერთი დღე მთელ ცხოვრებას ჰგავს. იწყებ ერთი რამის კეთებას, მაგრამ სულ სხვა რამით ამთავრებ, გეგმავ საქმეზე წასვლას მაგრამ ვერ მიდიხარ იქამდე. და ცხოვრების ბოლოს შენს მთელ არსებობას აქვს იგივე შემთხვევითი ხარისხი. მთელი შენი ცხოვრება ერთი დღის მსგავსია“.12

გინდა ცხოვრების სტილის შეცვლა?

მაშინ ერთი დღის სტილი შეცვალე.

გინდა, დღე შეცვალო?

ეს საათი შეცვალე.

შეცვალე აზრები, გრძნობები და გააკეთე ეს ამწუთას .

პატარა საჭე დიდ გემს მართავს.13

პატარა აგურები შეიძლება გადაიქცეს საოცარ სასახლეებად.

პატარა თესლიდან შეიძლება უზარმაზარი სეკვოია გაიზარდოს.

სწორად გატარებული წუთები და საათები არის კარგად გატარებული ცხოვრებისთვის ასაშენებელი აგურები. მათ შეუძლია, შთაგვაგონონ სიკეთე, წამოგვაყენონ არასრულყოფილების მონობიდან და წინ გაგვიძრვნენ მიტევებისა და სიწმინდის გამომსყიდველ გზაზე.

ახალი წამოწყებების ღმერთი

მე თქვენთან ერთად ავიმაღლებ გულს მადლიერებაში ახალი შესაძლებლობების შესანიშნავი ძღვენისთვის, ახალი ცხოვრებისთვის, ახალი იმედისთვის.

ჩვენ ვიმაღლებთ ხმას ჩვენი მოწყალე და გულუხვი ღმერთის სადიდებლად. უდაოდ, იგი არის ახალი წამოწყებების ღმერთი. მისი შრომის გვირგვინია დაგვეხმაროს ჩვენ, მის შვილებს, მივაღწიოთ წარმატებას უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების ძიებაში.14

ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ახალი ქმნილებები ქრისტეში, რამეთუ ღმერთი დაგვპირდა: „რამდენჯერაც ჩემი ხალხი მოინანიებს, მე მათ ვაპატიებ ჩემ წინააღმდეგ შეცოდებებს“15 და „მეტს აღარ გავიხსენებ.“16

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, პერიოდულად ჩვენ ყველანი გადავდივართ გზიდან.

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დავბრუნდეთ სწორ გზაზე. ჩვენ შეგვიძლია, გავიკაფოთ გზა სიბნელეში, ცხოვრებისეულ გასაჭირში და ვიპოვოთ დასაბრუნებელი გზა ჩვენს მოსიყვარულე მამაზეციერთან, თუკი ვეძიებთ სულიერ მინიშნებებს, რომლებიც მან უზრუნველყო ჩვენთვის, მივიღოთ პირადი გამოცხადება და მივისწრაფოდეთ ყოველდღიური აღდგენისკენ. ასე ვხდებით ჩვენი საყვარელი მხსნელის, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები.

როცა ასე მოვიქცევით, ღმერთი გაგვიღიმებს. „უფალი … გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენი უფალი, შენი ღმერთი. დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად.“17

დაე, ყოველდღიურად ვეძიოთ აღდგენა და განუწყვეტლივ ვისწრაფოდეთ, ვიაროთ იესო ქრისტეს კვალზე. მე ამაზე ვლოცულობ, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იესო ასწავლიდა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.იოანე 14:6). NIV First-Century Study Bible contains this explanation: “The image of a path or way in the Hebrew Bible often stood for keeping the commandments or teachings of God [see Psalm 1:1; 16:11; 86:11]. ეს იყო ჩვეულებრივი ძველი მეტაფორა, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა მთელი რიგი მრწამსის, სწავლების მიერ თუ პრაქტიკაში. მკვდარი ზღვის გრაგნილთა საზოგადოება უწოდებდა საკუთარ თავს „გზის“ მიმდევრებად, ამით ისინი გულისხმობდნენ, რომ იყვნენ, თავიანთი წარმოდგენით, იმ გზის მიმდევრები, რომელსაც ღმერთ იწონებდა. პავლე მოციქული და პირველი ქრისტიანები ასევე უწოდებდნენ თავს „გზის მიმდევრებად“ [იხ. საქმეები 24:14]“ (წყარო: What the Bible Says about the Way, the Truth, and the Life,” Bible Gateway, biblegateway.com/topics/the-way-the-truth-and-the-life).

    1873 წ. კონსტანტინოპოლშ, იერუსალიმის პატრიარქის ბიბლიოთეკაში, აღმოაჩინეს ძველი წიგნი სათაურით Didache . მრავალ მეცნიერის აზრით იგი დაწერილ იქნა ა. წ.ა. 80-100 წწ ბოლოს. Didache იწყება ასეთ სიტყვებით: „არსებოსბ ორი გზა: ერთი სიცოცხლის და მეორე სიკვდილის, მაგრამ ამ ორი გზის შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მაშასადამე, ცხოვრების გზა არის ეს: პირველი: გიყვარდეს ღმერთი, შენი შემქმნელი; მეორე: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“.(Teaching of the Twelve Apostles, trans. Roswell D. Hitchcock and Francis Brown [1884], 3).

    სხვა წყაროები, როგორიცაა The Expositor’s Bible Commentary, მიგვითითებს, რომ „ეკლესიის ადრეულ წლებში ისინი, ვინც მიიღეს იესო, როგორც მესია და უფალი, უწოდებდნენ საკუთარ თავს „გზის“ იმდევრებს. [იხ. საქმეები 19:9, 23; 22:4; 24:14, 22]” (ed. Frank E. Gaebelein and others [1981], 9:370).

  2. იხ. მოსია 2:17.

  3. იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:63.

  4. “Walking in Circles,” Aug. 20, 2009, Max-Planck-Gesellschaft, mpg.de.

  5. „წრეზე სიარული“, mpg.de. ქვემოთ მოცემული სურათი გვიჩვენებს ჯიპიეს -ის ოთხი მონაწილის დაკვირვების შედეგებს. სამი მათგანი ღრუბლიან დღეს მოგზაურობდა. ერთ-ერთმა მათგანმა (SM) დაიწყო სიარული, როცა მზე ღრუბლებით იყო დაფარული, მაგრამ 15 წუთს შემდეგ ღრუბლები გაიფანტა და მონაწილეს შეეძლო მზის სხივების დანახვა. ყურადღბა მიაქციეთ იმას, რომ როცა მზე ჩანდა, მოსიარულე ბევრად უფრო წარმატებული იყო სწორ ხაზზე სიარულისას.

  6. ერთი ტრაგიკული მაგალითი: კურსის გათვლისას სულ ორი გრადუსით დაშვებული შეცდომის შედეგად სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა მთა ერებუსს ანტარქტიდაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა 257 ადამიანი. იხ. Dieter F. Uchtdorf,A Matter of a Few Degrees,” Liahona, May 2008, 57–60.

  7. მსაჯულთა 2:10

  8. მას შემდეგ, რაც ქრისტე ეწვია ამერიკის კონტინენტს, ადამიანებმ ამოინანიეს, მოინათლნენ და მიიღეს სულიწმინდა. იყვნენ კამათის მოყვარული და ამაყი ადამიანები, ახლა კი „არ იყო მათ შორის განხეთქილება და დავა; და ყოველი ადამიანი თავის მოყვასს სამართლიანად ექცეოდა“. (4 ნეფი 1:2). სამართლიანობის პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით ორისაუკუნე, შემდეგ კი აპარტავნობის გამო ადამიანებმა კვლავ გადაუხვიეს გზიდან. თუმცა, სულიერი გზიდან გადახვევა ამაზე უფრო სწაფადაც შეიძლება მოხდეს. ამის მაგალითია მორმონის წიგნში მსაჯულთა მეფობის 50-ე წელი, როცა „მთელი ამ დროის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობა სუფევდა“. მაგრამ ამპარტავნობის გამო, რომელიც ეკლესიის წევრებს გულში შემოეპარა, ოთხ წლიანი ხანმოკლე პერიოდის შემდეგ „იყო მრავალი განდგომა და ადამიანებს შორისაც იყო განხეთქილება, ისეთი, რომ მოხდა დიდი სისხლისღვრა“.(see ჰელამანი 3:32–4:1).

  9. მოძღვრება და აღთქმები 121:26.

  10. საქმეები 3:19.

  11. მოძღვრება და აღთქმები 121:33.

  12. Michael Crichton, Jurassic Park (2015), 190.

  13. „მაგალითად, გემები. მიუხედავად ზომისა და ძლიერი ქარებისა ისინი პატარა საჭით იმართებიან იმ მიმართულებით, რომელიც აჭესთან მდგომს სურს“. (James 3:4; New International Version).

  14. იხ. მოსე 1:39.

  15. იხ.მოსია 26:30.

  16. მოძღვრება და აღთქმები 58:42.

  17. მეორე რჯული 28:8-9; იხ. ასევე მუხლი 1:-7.

ამობეჭდვა