გენერალური კონფერენცია
წინ იყურე!
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


წინ იყურე!

ფოკუსირება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმაზე, რაც „წინ, გზაზეა“ ანუ ყოველივე მარადიულზე, არის ცხოვრებაში მანევრირების გასაღები.

თხუთმეტი წლის რომ გავხდი, მძლოლი-მოსწავლის ბილეთი მივიღე, რაც ნიშნავდა იმას, რომ შემეძლო მანქანის ტარება, თუკი გვერდით ერთ-ერთი მშობელი დამიჯდებოდა. როცა მამამ მკითხა, მინდოდა თუ არა მანქანით გასეირნება, მე ძალზედ აღვფრთოვანდი.

მამა საჭესთან დაჯდა, ჩვენ რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ, ქალაქს გავცდით და დავადექით სწორ, გრძელ, ორზოლიან გზას, რომელსაც ნაკლებად იყენებდბებ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მამა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. მამაჩემი გზიდან გადავიდა და ადგილი გამიცვალა. ცოტა წამავარჯიშა და თქვა: „ნელა შედი გზაზე და იარე, სანამ არ გაგაჩერებ“.

მე მისი ბრძანებები ზუსტად შევასრულე. მაგრამ დაახლოებით 60 წამის შემდეგ მითხრა: „შვილო, გააჩერე მანქანა. გული მერევე. შენ რვიანებს ხაზავ. სად იყურები“? - მკითხა მან

ცოტათი გაღიზიანებულმა ვუპასუხე: „გზას ვუყურებ“!

შემდეგ მან ეს სიტყვები მითხრა: „თვალებზე გაკვირდები, შენ მხოლოდ იმას უყურებ, რაც უშუალოდ კაპოტის წინ გაქვს. თუ მხოლოდ იმას დაუწყებ ყურებას, რაც ცხვირ წინ გაქვს, ვერასოდეს ვერ ივლი პირდაპირ“. შემდეგ ხაზგასმით თქვა: „წინ იყურე. ეს პირდაპირ სიარულში დაგეხმარება“.

15 წლის კვალობაზე მეგონა, რომ ეს ტარების კარგი გაკვეთილი იყო. წლების მანძილზე კი მივხვდი, რომ ეს ასევე კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო. როცა ფოკუსირებული ხარ ყველაზე მნიშვნელოვანზე და „წინ იყურები“, ყოველივე მარადიულისკენ, ეს არის ცხოვრებაში მანევრირების გასაღები.

ერთხელ მხსნელმა მოისურვა განმარტოვება, ასე რომ „მთაზე ავიდა რათა განმარტოებით ელოცა“.1 მან თავისი მოწაფეები გააგზავნა მითითებებით, გადაელახათ ზღვა. შუა ღამისას ნავი, რომელზედაც მოწაფეები იყვნენ, საშინელ ქარიშხალში მოჰყვა. იესო მივიდა თავის მოწაფეებთან, მაგრამ უცნაური გზით. წმინდა წერილში ვკითხულობთ: „ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით“.2 როცა მათ იხილეს იგი, შეშინდნენ, რადგან ეგონათ, რომ ის, ვინც მიუახლოვდა მათ, რაღაც მოჩვენება ან ფანტომი იყო. იესომ, იგრძნო რა მათი შიში და სურდა, დაემშვიდებინა მათი გული და გონება, დაუძახა მათ: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ“.3

პეტრე მოციქული არა მხოლოდ დამშვიდდა, არამედ გამხნევდა. ყოველთვის გაბედულმა და ხშირად იმპულსურმა პეტრემ მიმართა იესოს: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“.4 მიუგო იესომ თავისი კარგად ცნობილი, მარადიული მოწვევით: „მოდი“.5

პეტრე, რა თქმა უნდა აღფრთოვანებული პერსპექტივით, გადმოვიდა ნავიდან არა წყალში არამედ წყალზე. სანამ მისი ყურადღება მთლიანად იესოზე იყო ფოკუსირებული, მას შეუძლებელი შეეძლო, წყალზე სიარულიც კი. თავდაპირველად პეტრეს ქარიშხალმა ხელი არ შეუშალა. მაგრამ „ძლიერმა“6 ქარმა საბოლოოდ ყურადღება გაუფანტა და მან ყურადღების ფოკუსი დაკარგა. მას შიში დაუბრუნდა. თანდათანობით რწმენა შეუმცირდა და მან ჩაძირვა დაიწყო. „იყვირა: უფალო, მიხსენი მე!“.7 მხსნელმა, რომელიც ყოველთვის მონდომებულია, გადაგვარჩინოს, ამოიყვანა იგი და უსაფრთხო ადგილას დააყენა.

ეს საოცარი მონათხრობი უამრავ გაკვეთილს გვასწავლის, მაგრამ მე მხოლოდ სამს ვახსენებ:

იყავით ფოკუსირებულნი ქრისტეზე

პირველი გაკვეთილი: იყავით ფოკუსირებულნი იესო ქრისტეზე. სანამ პეტრეს მზერა ფოკუსირებული იყო ქრისტეზე, მას შეეძლო წყალზე სიარული. ქარიშხალი, ტალღები და ქარი ვერ უშლიდა მას ხელს, სანამ იგი ფოკუსირებული იყო მხსნელზე.

ჩვენი საბოლოო დანიშნულების მიზნის წვდომა გვეხმარება, გადავწყვიტოთ, რაზე უნდა გვქონდეს ფოკუსირებული მზერა. ჩვენ ვერ ვითამაშებთ წარმატებით, თუ არ გვეცოდინება მიზანი და ვერც აზრიანი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ მიზნის ცოდნის გარეშე. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ერთ-ერთი დიადი დალოცვაა ის, რომ იგი, უამრავ სხვა შეკითხვასთან ერთად, გვპასუხობს ამ კითხვაზეც: „რა არის ცხოვრების მიზანი“? „ჩვენი მიზანი ამ ცხოვრებაში არის სიხარული და ღმერთთან დაბრუნება“.8 ხსოვნა იმისა, რომ ჩვენ აქ, დედამიწაზე, ვართ იმისთვის, რომ მოვემზადოთ ღმერთთან საცხოვრებლად დასაბრუნებლად გვეხმარება, ვიყოთ ფოკუსირებულნი იმაზე, რასაც ქრისტემდე მივყავართ.

ქრისტეზე ფოკუსირება მოითხოვს დისციპლინას, განსაკუთრებით მცირე, უბრალო სულიერ ჩვევებს, რომლებიც გვეხმარება, უკეთესი მოწაფეები გავხდეთ. დისციპლინის გარეშე არ არსებობს მოწაფეობა.

ჩვენი ფოკუსირება ქრისტეზე ხდება უფრო მკაფიო, როცა ვიყურებით წინ იმ გზაზე, რომელსაც სასურველ ადგილას მივყავართ, სადაც გავხდებით ისინი, რანიც გვსურს, რომ ვიყოთ და შემდეგ ყოველ დღე გამოვძებნით დროს იმის კეთებისთვის, რაც იქ მიგვიყვანს. ქრისტეზე ფოკუსირებას შეუძლია, გაგვიმარტივოს გადაწყვეტილების მიღება და მოგვაწოდოს მითითებები იმაზედ, როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ დრო და რესურსები.

მართალია, არსებობს ბევრი რამ, რაც ჩვენი ყურადღების ღირსია, მაგრამ ჩვენ პეტრეს მაგალითზე ვსწავლობთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, იყოლიო ქრისტე ფოკუსის ცენტრში. მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვიძლია, დავბრუნდეთ საცხოვრებლად ღმერთთან. ჩვენ ქრისტეს მადლის იმედი გვაქვს, როცა ვცდილობთ, დავემსგავსოთ მას და ვეძიებთ მიტევებასა და ძალას, როცა რამეს ვერ შევასრულებთ.

გახსოვდეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები

მეორე გაკვეთილი: გახსოვდეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები. როცა პეტრემ ყურადღება იესოდან ქარზე და ტალღებზე გადაიტანა, რომლებიც მას ტერფებზე ეხეთქებოდა, მან ჩაძირვა დაიწყო.

არსებობს უამრავი რამ „კაპოტის წინ“, რაც გვაკარგინებს ფოკუსირებას ქრისტეზე და მარადიულზე, რასაც „წინ ყურებით“ ვხედავთ. ეშმაკი ყურადღების დიდი გამფანტველია. ლეხის სიზმრიდან ვიცით, რომ ხმები დიდი ფართო შენობიდან გვიზიდავს იმისკენ, რაც შეგვაცვლევინებს ღმერთთან დასაბრუნებლად აღებულ კურსს.9

მაგრამ არსებობს ნაკლებად ცხადი ყურადღების გამფანტველები, რომლებიც შეიძლება ისეთივე საშიში იყოს. როგორც ითქმის: „ბოროტებაზე გასამარჯვებლად საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: კარგი ადამიანების უმოქმედობა“. მოწინააღმდეგეს გადაწყვეტილი აქვს, მოიყვანოს კარგი ადამიანები უმოქმედებაში ან სულ მცირე - დააკარგინოს დრო იმაზე, რაც ყურადღებას გადაატანინებს ძირითადი მიზნებიდან. მაგალითად, ზოგიერთი რამ, რაც მცირე დოზით ჯანსაღ გართობად ითვლება, დისციპლინის გარეშე დიდი რაოდენობით შეიძლება არაჯანსაღი გახდეს. მოწინააღმდეგეს ესმის:იმისთვის, რომ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები ეფექტური იყოს, სულაც არ არის საჭირო, ისინი ცუდი ანუ ამორალური იყოს.

ჩვენი გადარჩენა შესაძლებელია

მესამე გაკვეთილი: ჩვენი გადარჩენა შესაძლებელია. როცა პეტრემ ჩაძირვა დაიწყო, მად დაიყვირა: „უფალო, მიხსენი მე. და იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი [და] ამოიყვანა“.10 როცა ვხვდებით, რომ ვიძირებით, როცა განსაცდელის წინაშე ვდგავართ ან წავიბორძიკებთ, მაინც შესაძლებელია, რომ მან გადაგვარჩინოს.

გასაჭირისა ან გამოცდის ჟამს თქვენ შეგიძლიათ, მე მომბაძოთ და იქონიოთ იმედი, რომ იმწუთასვე მიიღებთ შველას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მხსნელი მოვიდა მოციქულების დასახმარებლად დაახლოებით ღამის ოთხ საათზე, მას შემდეგ, რაც ისინი თითქმის მთელი ღამე ქარიშხალს ებრძოდნენ.11 ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ, რომ თუ დახმარება იმწუთასვე არ მოვა, იგი იმ იგავის ღამის მეორე ან მესამე საათზე მაინც მოვა, როცა საჭიროა ლოდინი დარწმუნებულნი იყავით, რომ მაცხოვარი ყოველთვის ზრუნავს თქვენზე, რათა არ მოგიწიოთ იმაზე მეტის გამკლავება, რისი ატანაც შეგიძლიათ.12 მათ, ვინც ღამის ოთხი საათისკენ ელიან დახმარებას და ალბათ ისევ ტანჯვაში იმყოფებიან, მინდა ვუთხრა: ნუ დაკარგავთ იმედს. ხსნა ყოველთვის მოდის ერთგულებთან, გინდ მიწიერ და გინდ მარადიულ ცხოვრებაში.

ზოგჯერ ჩვენი ჩაძირვა ხდება შეცდომებისა და შეცოდებების გამო. თუ აღმოაჩენთ, რომ ამ მიზეზების გამო იძირებით, მიიღეთ სასიხარულო გადაწყვეტილება - მოინანიეთ.13 მჯერა, რომ არც თუ ისე ბევრი რამ ახარებს მხსნელს იმაზე მეტად, ვიდრე მათი გადარჩენა, ვინც მისკენ მობრუნდება ანუ დაუბრუნდება მას.14 წმინდა წერილში იმ ადამიანების უამრავი მაგალითი გვაქვს, ვინც დაეცა, რაიმე ნაკლი გამოავლინა, რაღაც დააშავა მაგრამ მოინანია და გახდა მტკიცე ქრისტეს რწმენაში. ვფიქრობ, ასეთი მონათხრობები იმისთვის არის წმინდა წერილში, რომ გავიხსენოთ: მხსნელის სიყვარული ჩვენ მიმართ და მისი ძალა, რომელსაც ჩვენი გამოსყიდვა და განწმენდა შეუძლია - უსასრულოა. როცა მოვინანიებთ, ამით არა მხოლოდ მხსნელი ხარობს, არამედ ჩვენც ვიღებთ დიდ ბედნიერებას.

დასასრული

მე გიწვევთ, ყოველთვის შეგნებულად „წინ იყუროთ“ და გააძლიეროთ ფოკუსირება იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. დაე, ქრისტე იყოს ჩვენი ყურადღების ფოკუსის ცენტრი. ყურადღების გამფანტველი ყველა ფაქტორის, ყოველივესი, რაც „კაპოტის წინ გვაქვს“, ქარბორბალის შუაგულშიც კი ვმოწმობ, რომ იესო არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, ის, ვინც გადაგვარჩენს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა