გენერალური კონფერენცია
კვლავ ენდეთ
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


კვლავ ენდეთ

ღმერთისა და ერთმანეთის ნდობას მოაქვს ზეციური დალოცვები.

ერთხელ, პატარაობისას, სახლიდან გაქცევის აზრი მომივიდა თავში. პატარებისთვის დამახასიათებელი გრძნობა დამეუფლა, რომ არავის არ ვუყვარდი.

დაკვირვებულმა დედამ მომისმინა და საპირისპიროში დამარწმუნა. მე უსაფრთხოდ სახლში დავრჩი.

ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ სახლიდან გარბიხართ? ხშირად, სახლიდან გაქცევა ნიშნავს იმას, რომ ნდობა შეირყა ან დაიკარგა - საკუთარი თავის ნდობა, ერთმანეთის, ღმერთის. როცა ნდობა საფრთხეშია, ჩვენ არ ვიცით, კვლავ როგორ ვენდოთ.

ჩემი დღევანდელი გზავნილია - განურჩევლად იმისა, მოვდივართ სახლში თუ მივდივართ სახლისკენ, ღმერთი მოდის ჩვენს შესახვედრად.1 მასში შეიძლება ვიპოვოთ რწმენა და სიმამაცე, სიბრძნე და გამჭრიახობა იმისთვის, რომ კვლავ ვენდოთ. ანალოგიურად ისიც გვთხოვს, ერთმანეთისთვის არ ჩავაქროთ ნათელი, მეტად მივუტევოთ და ნაკლებად განვიკითხოთ როგორც საკუთარი თავი, ისე ერთმანეთი, რათა მისი ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც თავს შინ ვგრძნობთ განურჩევლად იმისა, პირველად მოვდივართ აქ თუ ვბრუნდებით.

ნდობა რწმენის გამოვლენაა. ღმერთს სწამს ჩვენი. თუმცა, ადამიანის ნდობა შეიძლება შეირყეს ან დაიკარგოს, როცა:

  • მეგობარი, ბიზნეს-პარტნიორი ან ვინმე, ვისაც ვენდობით, არ არის ერთგული, ტკივილს გვაყენებს ან ბოროტად გვიყენებს.2

  • თუ მეუღლე არ არის ერთგული.

  • ან საყვარელი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, დაშავდა ან ავად გახდა.

  • ან სახარებიდან მოულოდნელი საკითხის წინაშე აღმოვჩნდებით - იქნებ ეს ეხება ეკლესიის ისტორიას ან ეკლესიის პოლიტიკას და ვინმე იტყვის, რომ ჩვენი ეკლესია მალავს ან არ ამბობს სიმართლეს.

სხვა სიტუაციები შეიძლება ნაკლებად სპეციფიკური იყოს, მაგრამ არანაკლებად მნიშვნლეოვანი ჩვენთვის,

შესაძლოა, ვერ ვხედავთ საკუთარ თავს ეკლესიის წევრად, არ გვაქვს იმის გრძნობა, რომ იქ ჩვენი ადგილია, ვფიქრობთ, რომ სხები განგვიკითხავენ.

ან მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, სიტუაცია ჯერ არ მოგვარებულა. მიუხედავად ჩვენი პირადი გამოცდილებისა სული წმინდასთან, შესაძლოა, ჯერ არც გვიგრძვნია, რომ ღმერთი ცოცხალია და რომ სახარება ჭეშმარიტია.

მრავალი ადამიანი დღეს გრძნობს დიდ საჭიროებას, აღადგინოს ნდობა ადამიანურ ურთიერთობებში და თანამედროვე საზოგადოებაში.3

როცა ნდობაზე ვფიქრობთ ვიცით, რომ ღმერთი ჭეშმარიტების ღმერთია და „არ იცრუებს“.4 ჩვენ ვიცით, რომ „ჭეშმარიტება არის ცოდნა არსისა, როგორიც ის არის და როგორიც იყო, და როგორიც იქნება.5 ჩვენ ვიცით, რომ უწყვეტ გამოცხადებასა და შთაგონებას შესაბამისობაში მოჰყავს ცვალებადი ვითარება და უცვლელი ჭეშმარიტება.

ჩვენ ვიცით, რომ დარღვეული აღთქმა გულგატეხილობას იწვევს. „მე სისულელეები ჩავიდინე“, - ამბობს იგი. „შეგიძლია, მაპატიო“? ხელჩაკიდებული ცოლ-ქმარი იმედს იტოვებს, რომ კვლავ შეძლებს ნდობას. სხვა სიტუაციაში პატიმარი მსჯელობს: „სიბრძნის სიტყვა რომ დამეცვა, აქ არ ვიქნებოდი“.

ჩვენ ვიცით, რომ უფლის აღთქმულ გზაზე სიხარული და მის ეკლესიაში მსახურების მოწოდება არის მოწვევი, ვიგრძნოთ ღვთის ნდობა და სიყვარული საკუთარი თავისა და ერთმანეთის მიმართ. ეკლესიის წევრები, დასაოჯახებელი ზრდასრული ადამიანების ჩათვლით, რეგულარულად მსახურობენ ეკლესიაში და თემებში.

შთაგონებით, ეპისკოპოსი მოუწოდებს ახალგაზრდა წყვილს, იმსახურონ მეურვეობის ბაგაში. თავიდან ქმარი კუთხეში ზის, უცხოდ, თავშეკავებულად. თანდათან ბავშვებთან ერთად იღიმის. მოგვიანებით კი ეს მეუღლეები მადლიერებას გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ ადრე ცოლს უნდოდა შვილები, ქმარს კი - არა. ახლა მსახურებამ შეცვალა ისინი და გააერთიანა. მსახურებამ ასევე მათ ქორწინებასა და სახლს შვილების სიხარული აზიარა.

სხვა ქალაქში კი ახალგაზრდა დედა ბავშვებით, მეუღლესთან ერთად, გაკვირვებული და გაოგნებულია, თუმცა მაინც არ ამბობს უარს მოწოდებაზე, იმსახუროს მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტად. ამის შემდეგ სულ მალე, ყინვისა და ქარიშლის გამო დენი ითიშება, რის შედეგადაც მაღაზიის თაროები დაცარიელდება, სახლებში კი საყინულე იქნება. და რადგან ამ ახალგაზრდა ოჯახს აქვს დენი და გათბობა, ისინი დიდსულოვნად შეიფარებენ რამდენიმე ოჯახსა და ცალკეულ პირს.

ნდობა რეალურობად იქცევა, თუკი სირთულეებს რწმენით ვუმკლავდებით. მსახურება და მსხვერპლი ზრდის შესაძლებლობებს და წმენდს გულს. ღმერთისა და ერთმანეთის ნდობას მოაქვს ზეციური დალოცვები.

მას შემდეგ, რაც ერთგული ძმა კიბოს ამარცხებს, მას მანქანა ეჯახება. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი შეიბრალოს, იგი ლოცვაში კითხულობს: „რა უნდა ვისწავლო ამ გამოცდილებიდან“? რეანიმაციაში იგი გრძნობს კარნახს, მიაქციოს ყურადღბა ექთანს, რომელიც მეუღლისა და შვილების გამო წუხს. პაციენტი, რომელსაც ტკივილი აწუხებს, პოულობს პასუხებს, რადგან ღმერთს ენდობა და სხვებზე ზრუნავს.

იმ დროს, როცა პორნოგრაფიასთან პრობლემის მქონე ძმა პალოს პრეზიდენტის კაბინეტთან ზის, პალოს პრეზიდენტი ლოცულობს, რათა გაიგოს, როგორ დაეხმაროს ამ კაცს. მოდის აშკარა კარნახი: „გააღე კარი და შემოუშვი ეს ძმა“. რწმენითა და ღმერთის ნდობით, რომ იგი დაეხმარება, მღვდლობის მატარებელი, ხელმძღვანელი, აღებს კარებს და ძმას შიგნით ეპატიჟება. ორივენი გრძნობენ სიყვარულსა და ნდობას ღმერთისა და ერთმანეთის მიმართ. ამ ძმას, უკვე გაძლიერებულს, შეუძლია, მოინანიოს და შეიცვალოს.

ჩვენი ვითარება განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ სახარების პრინციპები და სულიწმინდა დაგვეხმარება, გავიგოთ, სად და როგორ შეგვიძლია, კვლავ ვენდოთ სხვებს. როცა ნდობა დაიკარგა ან მას უღალატეს, გულგატეხილობა და იმედგაცრუება რეალური ხდება; ასევე ჩნდება გამჭრიახობის საჭიროება, რათა ვიცოდეთ, როდის არის საჭირო რწმენა და გამბედაობა იმისთვის, რომ კვლავ ვიქონიოთ ნდობა ადამიანურ ურთიერთობებში.

მაგრამ მაინც, ღმერთის მიმართ პატივისცემით და პირადი გამოცხადებით, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვარწმუნებს: „არ უნდა ფიქრობდეთ, ვის შეგიძლიათ უსაფრთხოდ ენდოთ“.6 ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ვენდოთ ღმერთს. უფალი უკეთ გვიცნობს და ვუყვარვართ იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს ან გვიყვარს საკუთარი თავი. მისი უსასრულო სიყვარული და წარსულის, აწმყოსა და მომავლის სრულყოფილი ცოდნა ხდის მის აღთქმებსა და დაპირებებს მარადიულსა და აშკარას.

ენდეთ იმას, რასაც წმინდა წერილი ეძახის „დროთა განმავლობაში“.7 ღვთის დალოცვით, დროთა განმავლობაში, უწყვეტი რწმენითა და მორჩილებით ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ გამოსავალი და სიმშვიდე.

უფალი გვანუგეშებს:

„ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება“.8

„მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ენდე მის უწყვეტ ზრუნვას“.9

„არ არსებობს დედამიწაზე ისეთი მწუხარება, რომლის განკურნება ზეცას არ შეეძლოს“.10

ენდეთ ღმერთსა11 და მის სასწაულებს. ჩვენ და ჩვენი ურთიერთობები შეიცვლება. უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, გადავდოთ გვერდზე ჩვენი ეგოისტური ბუნება და გავხდეთ ღვთის შვილი, მორჩილი, თავმდაბალი,12 რწმენით სავსე და შესაფერისი ნდობით. როცა ვინანიებთ, ვაღიარებთ ცოდვებს და უარს ვამბობთ მათზე, უფალი გვეუბნება, რომ აღარ ახსოვს ისინი.13 მას კი არ ავიწყდება, არამედ შეგნებულად ირჩევს, არ იხსენებდეს მათ და არც ჩვენ უნდა ვიხსენებდეთ.

ენდეთ ღვთის შთაგონებას ბრძნული გამჭრიახობისთვის. ჩვენ შეგვიძლია, მივუტევოთ სხვებს შესაფერის დროს და ისე, როგორც უფალი გვეუბნება ამას,14 და ამ დროს ვიყოთ „გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“.15

ზოგჯერ ზუსტად ყველაზე გულგატეხილი და მომნანიებელი გულით ჩვენ ყველაზე მეტად ვიხსნებით სულიწმინდის ნუგეშისა და მითითებებისთვის.16 როგორც გმობა ისე მიტევება იწყება შეცდომის აღიარებით. ხშირად გმობა წარსულზეა აგებული. მიტევება კი გულუხვად მომავლისკენ იხედება. „რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ“.17

პავლე მოციქული გვეკითხება: „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს“? იგი გვპასუხობს: „ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, … ვერც სიმაღლე, და ვერც სიღრმე… ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“.18 მაგრამ არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია, ჩამოგვაშოროს ღმერთსა და იესო ქრისტეს და ეს ვიღაც ვართ ჩვენ. როგორც ესაია ამბობს: „თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან“.19

ღვთიური სიყვარულითა და ღვთიური კანონით ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენს არჩევანსა და მის შედეგებზე. მაგრამ ჩვენი მხსნელის გამომსყიდველი სიყვარული „არის უსაზღვრო და მარადიული“.20 როცა მზად ვართ შინ მისასვლელად, გინდაც „ჯერ კიდევ შორს“,21 ღმერთი მზადაა, მოგვესალმოს დიდი თანაგრძნობით და სიხარულით შემოგვთავაზოს საუკეთესო, რაც მას გააჩნია.22

პრეზიდენტმა ჯ. რუბენ კლარკმა თქვა: „მჯერა, რომ მამაზეციერს სურს ყოველი თავისი შვილის გადარჩენა, … რომ თავისი სამართლიანობითა და წყალობით იგი მაქსიმალურად დაგვაჯილდოებს ჩვენი ქმედებებისთვის, მოგვცემს ყველაფერს, რისი მოცემაც შეუძლია და ამის ნაცვლად მწამს, რომ დაგვიწესებს მინიმალურ სასჯელს, რომლის დაკისრებაც შესაძლებელია“.23

ჯვარზეც კი, ჩვენი მხსნელის გულმოწყალე ვედრება მამისადმი იყო არა უპირობო „მამაო, მიუტევე მათ“ არამედ „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“24 ჩვენს თავისუფალ არჩევანსა და ზოგადად თავისუფლებას აქვს მნიშვნელობა, რადგან პასუხისმგებელნი ვართ ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე იმის გამო, რანი ვართ, რა ვიცით და რას ვჩადივართ. საბედნიეროდ, შეგვიძლია ვენდოთ ღვთის სრულყოფილ სამართალს და სრულყოფილ წყალობას, რომლითაც სრულყოფილად განისჯება ჩვენი ზრახვები და ქმედებები.

ჩვენ ვასრულებთ იმით, რითიც დავიწყეთ - ღვთის თანაგრძნობით, როცა ვბრუნდებით შინ, მასთან და ერთმანეთთან.

გახსოვთ იესო ქრისტეს იგავი მამაკაცისა და ორი შვილის შესახებ?25 ერთი შვილი სახლიდან წავიდა და მემკვიდრეობა გაფლანგა. როცა გონს მოეგო, შინ დაბრუნება მოინდომა. მეორე ვაჟს, რომელიც, როგორც თავად ამბობს: „რამდენი წელი“26 იცავდა მცნებებს, არ გაუხარდა ძმის დაბრუნება სახლში.

დებო და ძმებო, იფიქრებთ იესოზე, თითქოს იგი გვთხოვს, გავხსნათ გული, გონება, გამოვავლინოთ თანაგრძნობა და მორჩილება, რათა ორივე ძმის ადგილას ვიხილოთ საკუთარი თავი?

ჩვენ, როგორც პირველ ვაჟს ან ქალიშვილს, შესაძლოა, გზა აგვებნას და ვეძიებდეთ შინ დაბრუნებას. ღმერთს სურს, მიგვიღოს.

და ჩვენც, მეორე ვაჟის ან ქალიშვილის მსგავსად, ღმერთი რბილად გვემუდარება, ერთად გავიხაროთ, როცა სათითაოდ ვბრუნდებით შინ, მასთან. იგი გვიწვევს, გავხადოთ ჩვენი მრევლი, ქვორუმი, კლასი თუ ღონისძიება ღია, გულწრფელი, უსაფრთხო ანუ სახლი ერთმანეთისთვის. სიკეთით, გაგებითა და ერთობლივი პატივისცემით ჩვენ მორჩილად ვეძიებთ უფალს, ვლოცულობთ და მივესალმებით მისი აღდგენილი სახარების დალოცვებს ყველასთვის.

ჩვენი ცხოვრების მოგზაურობა ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, კვლავ მივიდეთ ღმერთთან, ჩვენს მამასთან და მის საყვარელ ძესთან, ღვთის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის მიმართ ნდობით.27 იესო გვიხმობს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“.28 დაე, ჩვენც, წინასწარმეტყველ ჯოზეფის მსგავსად, უყოყმანოდ მივენდოთ ჩვენი მამაზეციერის ზრუნვას.29 ძვირფასო ძმა, ძვირფასო და, ძვირფასო მეგობარო, გთხოვთ, კვლავ ეძიეთ რწმენა და ნდობა - სასწაული, რომელსაც იგი დღეს გპირდებათ. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა