გენერალური კონფერენცია
უფლისადმი სიწმინდის გაღება
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


უფლისადმი სიწმინდის მიგება

მსხვერპლი ნაკლებად „დათმობას“ და უფრო „უფლისთვის გაღებას“ ნიშნავს.

შარშან, როცა აზიის ჩრდილოეთ რეგიონის პრეზიდენტობაში ვმსახურობდი, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა დამირეკა და შემომთავაზა, მემსახურა თავმჯდომარე ეპისკპოსობის მეორე მრჩევლად. მან დიდსულოვნად მოიპატიჟა ჩემი მეუღლე, ლორი, რათა დასწრებოდა ჩვენს საუბარს. საუბრის დამთავრების შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდით მომხდარს, ჩემმა მეუღემ კი იკითხა: „რას აკეთებს თავმჯდომარე ეპისკოპოსობა“? რაღაც მომენტით შევყოვნდი და შემდეგ ვუპასუხე: „ზუსტად არც ვიცი“!

ერთი წლის შემდეგ, მორჩილებისა და მადლიერების გრძნობებით აღვსილმა, შემიძლია ვუპასუხო ჩემი მეუღლის შეკითხვას უფრო ღრმა წვდომით. თავმჯდომარე ეპისკოპოსობა, მრავალი სხვა დავალების გარდა, ზედამხედველობს ეკლესიის კეთილდღეობისა და ჰუმანიტარული საქმიანობის საკითხებს. ეს სამუშაო ახლა მთელ მსოფლიოს მოიცავს და იმაზე მეტ ღვთის შვილს ლოცავს, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ეპისკოპოსობას, გვეხმარება ეკლესიის შესანიშნავი პერსონალი და სხვა ადამიანები, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის ჩათვლით, რომელიც ჩვენთან ერთად მსახურობს ეკლესიის კეთილდღეობისა და თვითუზრუნველყოფის აღმასრულებელ კომიტეტში. ვართ რა ამ კომიტეტის წევრები, პირველმა პრეზიდენტობამ მთხოვა მე, ასევე და შერონ იუბენკს, რომელმაც გუშინ საღამოს სიტყვით მოგვმართა, გაგვეზიარებინა თქვენთვის ეკლესიის ჰუმანიტარული საქმიანობის ბოლო ამბები. მათ ასევე ხაზგასმით მთხოვეს, გამოგვეხატა მათი ღრმა მადლიერება, რადგან, დებო და ძმებო, თქვენი წყალობით ხდება შესაძლებელი ეს ჰუმანიტარული საქმიანობა.

გამოსახულება
ჰუმანიტარული შემოწირულობანი
გამოსახულება
დამატებითი ჰუმანიტარული შემოწირულობანი

როცა ასე შეწუხებულები ვაკვირდებოდით COVID-19-ს გამო მთელ მსოფლიოში დაწყებულ კრიზისს ეკონომიკაში, ადვილი იყო წმინდანთა ფულადი შემოწირულობების შემცირების პროგნოზირება. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი წევრები თავად არ იყვნენ დაზღვეულნი პანდემიით გამოწვეული ჩავარდნებისგან. წარმოიდგინეთ ჩვენი გრძნობები, როცა საპირისპირო ეფექტი ვიხილეთ! 2020 წელს ჰუმანიტარული შემოწირულობების ზღვარი არნახულად მაღალი იყო, წელს კი უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით. ჩვენი გულუხვობის შედეგად ეკლესიამ შეძლო, ეპასუხა ყველაზე მასშტაბური გამოძახილით ჰუმანიტარული ფონდის შექმნის დღიდან, განახორციელა რა 1 500-ზე მეტი COVID სიტუაციის შემსუბუქებასთან დაკავშირებული პროექტი 150 მეტ ქვეყანაში. ეს შემოწირულობები, რომლებიც ასე უანგაროდ მიაგეთ უფალს, მოხმარდა საკვებს, ჟანგბადს, სამედიცინო აღჭურვილობას, ვაქციანაციას მათთვის, ვინც სხვაგვარად ვერ მიიღებდა მას.

გამოსახულება
ლტოლვილები
გამოსახულება
ლტოლვილები
გამოსახულება
ლტოლვილები

მატერიალურთან ერთად ეკლესიის წევრებმა არანაკლებ მნიშვნელოვანი დროისა და ენერგიის შემოწირულობა გაიღეს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის. პანდემიის მძვინვარების დროსაც კი არ წყდება სტიქიური უბედურებები, სამოქალაქო კონფლიქტები, ეკონომიკური არასტაბილურობა და მილიონობით ადამიანი იძულებულია, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი. გაერო იუწყება, რომ დღეს მსოფლიოში 82 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია.1 დაამატეთ ამას მილიონობით სხვა ადამიანი, რომელმაც არჩია, გაექცეს სიღარიბესა და შევიწროებას და უკეთეს მომავალს ეძებს საკუთარი თავისთვისა და შვილებისთვის და ამით შეგექმნებათ წარმოდგენა ამ გლობალური მდგომარეობის მასშტაბზე.

სიამოვნებით გატყობინებთ, რომ ამდენი მოხალისის დროისა და ნიჭის წყალობით ეკლესიამ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ბევრგან აამუშავა ლტოლვილთა და იმიგრანტთა ცენტრები. მადლობა თქვენს შემოწირულობებს, რომლებითაც ვახერხებთ სურსათით, დაფინანსებითა და მოხალისეებით იმ პროგრამების დახმარებას, რომლებსაც სხვა ორგანიზაციები გვთავაზობენ მთელ მსოფლიოში.

მინდა გულითადი მადლიერება გამოვხატო იმ წმინდანთა მიმართ, რომლების დახმარებითაც მივაწოდეთ ლტოლვილებს საკვები, ტანსაცმელი, დავუმეგობრდით მათ და დავეხმარეთ, დამკვიდრებულიყვნენ და გამხდარიყვნენ თვითუზრუნველყოფილნი.

გუშინ საღამოს და იუბენკმა გაგიზიარათ რამდენიმე წმინდანის შესანიშნავი ძალისხმევა ამ მიმართულებით. როცა ამ მცდელობებზე ვფიქრობ, გონება ხშირად მსხვერპლის კანონისკენ და პირდაპირი კავშირისკენ ორ დიდ მცნებასთან მიჰქრის: გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი შენი.

თანამედროვე ხმარებაში ტერმინი მსხვერპლი გადმოსცემს უფლისთვისა და მისი სასუფევლისთვის რაღაცის „დათმობას“. თუმცა, ძველ დროში სიტყვა მსხვერპლი უფრო უკავშირდებოდა ორ ლათინურ ფუძეს: sacerმნიშვნელობით წმინდაანუ განწმენდილი და facere,მნიშვნელობით „კეთება“.2 ასე რომ, ძველად მსხვერპლი ნიშნავდა ვინმეს ან რაიმეს განწმენდას“.7 ასეთი გაგებით მსხვერპლი ნიშნავს განწმენდისა და ღვთის შეცნობის პროცესს და არა უფლისთვის რაიმეს რიტუალურ „დათმობას“.

უფალმა თქვა: „რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა აღსავლენი“.4 უფალს სურს, განვიწმინდოთ,5 ვიქონიოთ მოწყალება6 და შევიცნოთ იგი.7 როგორც პავლე მოციქული გვასწავლიდა: „მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები“.8 საბოლოო ჯამში, უფალს სჭირდება ჩვენი გული; მას სურს, გავხდეთ ახალი ქმნილება ქრისტეში.9 როგორც მან ნეფიელები დამოძღვრა: „და მომიტანთ მსხვერპლშესაწირად მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს“.10

გამოსახულება
სიწმინდე უფალს

მსხვერპლი ნაკლებად „ დათმობას“ და უფრო „უფლისთვის გაღებას“ ნიშნავს. ყოველ ჩვენს ტაძრის შესასვლელზე ამოტვიფრულია სიტყვები: „სიწმინდე უფალს; უფლის სახლი“. როცა ვიცავთ აღთქმებს მსხვერპლშეწირვით, ჩვენ იესო ქრისტეს მადლით განვიწმინდებით და წმინდა ტაძრის საკურთხეველზე, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, უფალს ჩვენს სიწმინდეს ვთავაზობთ. უხუცესი ნილ ა. მაქსველი გვასწავლიდა: „პიროვნების ნების [ან გულის11] დათმობა რეალურად არის ერთადერთი უნიკალური რამ, რაც უნდა ღვთის საკურთხეველზე დავდოთ. … თუმცა, როცა მე და თქვენ საბოლოო ჯამში საკუთარ თავს ვთმობთ და ჩვენი პირადი ნება ღვთის ნებაში შთაითქმება, ამ შემთხვევაში ჩვენ მართლაც გავიღებთ უფლისთვის “!12

როცა ჩვენი სხვებისთვის გაღებული მსხვერპლი განიხილება, როგორც „დათმობა“, შესაძლოა, ჩვენ ამას როგორც ტვირთს შევხედოთ და გულგატეხილობა ვიგრძნოთ, როცა ჩვენს მსხვერპლს არ აღიარებენ ან არ აფასებენ. თუმცა, როცა ამას „უფლისთვის გაცემის“ პერსპექტივით ვუყურებთ, ჩვენი სხვებისთვის გაღებული მსხვერპლი ხდება ძღვენი და უხვად გაცემის სიხარული ხდება მისი თანმხვედრი ჯილდო. ჩვენი მსხვერპლი, როცა იგი თავისუფალია სიყვარულის, მოწონების ან მადლიერების გრძნობის მიღებისგან, ხდება ჩვენი უფლისადმი და მოყვასისადმი მადლიერების ყველაზე სუფთა და ღრმა გამოხატვა . თავგანწირვის ნებისმიერი ამაყი გრძნობა ადგილს უთმობს მადლიერების, გულუხვობის, კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობებს.13

რაღაც - არის ეს ჩვენი ცხოვრება, ქონება, დრო ან ნიჭი, ხდება წმინდა - არა უბრალოდ დათმობით, არამედ მიძღვნით14 უფლისადმი. ამნაირი ძღვენია ეკლესიის ჰუმანიტარული სამუშაო. ეს არის წმინდანების კოლექტიური,მიძღვნითი მსხვერპლი, ჩვენი ღვთისადმი და მისი შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენა.15

გამოსახულება
და კენფილდი და ისინი, ვისაც ის ემსახურება

სტივი და ანიტა კენფილდები გახლავთ უკანსკნელ დღეთა წმინდანთა წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს უფლისადმი გაღების შედეგად გარდაქმნის დალოცვების მიღება. კენფილდებს, როგორც კეთილდღეობისა და თვითუზრუნველყოფის დარგის მისიონერებს, სთხოვეს, დახმარებოდნენ მთელი ევროპის დევნილთა ბანაკებს და იმიგრანტთა ცენტრებს. და კენფილდი, პროფესიით მსოფლიო კლასის ინტერიერის დიზაინერი, ასრულებდა მდიდარი კლიენტების შეკვეთებს - ალამაზებდა მათ მდიდრულ სახლებს. უეცრად იგი აღმოჩნდა სრულიად საპირისპირო სამყაროში, რადგან მსახურობდა იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც დაკარგეს თითქმის ყველაფერი, რაც მიწიერ ქონებად განიხილება. მისი სიტყვებით, მან „მარმარილოს შესასვლელი ჭუჭყიანი იატაკით შეცვალა“ მაგრამ ამით განუზომელი კმაყოფილება მიიღო, რადგან იგი მეუღლესთან ერთად ჯერ უმეგობრდებოდა, შემდეგ კი იყვარებდა და გულში იხუტებდა მათ, ვისაც მათი ზრუნვა ესაჭიროებოდათ.

კენფილდებმა აღნიშნეს: „ჩვენ სულაც არ გვქონია „ყველაფრის დათმობის“ შეგრძნება იმისთვის, რომ უფლისთვის გვემსახურა. ჩვენი სურვილი იყო უბრალოდ „გავიღოთ“ უფლისთვის ჩვენი დრო და ენერგია, რათა მას დაელოცა თავისი შვილები ჩვენი მეშვეობით იმგვარად, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. როცა ჩვენი დებისა და ძმების გვერდით ვმუშაობდით, ქრებოდა ყოველივე გარეგნული - ნებისმიერი სხვაობა მატერიალურში ან წარმოშობაში, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის გულებს ვხედავდით. არ არსებობს კარიერაში ან მატერიალურ სფეროში ისეთი მიღწევები, რომლებიც გაუტოლდებოდა ამ ღვთის უმორჩილეს შვილებს შორის მსახურების გამოცდილებას, რამაც ასე გაგვამდიდრა ჩვენ“.

კენფილდების და მრავალი სხვა ადამიანის მსგავსი ისტორია დამეხმარა, დამეფასებინა დაწყებითი საზოგადოების უბრალო, თუმცა ღრმა შინაარსის სიმღერა.

„გაეცი“ - თქვა პატარა ნაკადულმა,

როცა გორაკიდან მოედინებოდა;

„მე პატარა ვარ, ვიცი, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე

მინდვრები უფრო გამწვანდება“.

დიახ, ყოველი ჩვენგანი პატარაა, მაგრამ ერთად, როცა ვცდილობთ ღმერთისთვის და მოყვასისთვის გაცემას, სადაც არ უნდა წავიდეთ, ცხოვრება უფრო მდიდარი და დალოცვილი გახდება.

ამ სიმღერის მესამე კუპლეტი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ასეთ საყვარელ მოწვევას მოიცავს:

მაშ, გაეცი იესოს მსგავსად,

ყველას შეუძლია რაიმეს გაცემა.

ნაკადულისა და ყვავილის მსგავსად მოიქეცით:

ღმერთისთვის და სხვებისთვის იცხოვრეთ.16

ძვირფასო დებო და ძმებო, როცა ღვთისთვის და სხვებისთვის ვცხოვრობთ და გავცემთ ჩვენს რესურსებსა და დროს, დიახ, საკუთარ თავსაც კი, ჩვენ სამყაროს ცოტათი უფრო მეტად ვამწვანებთ, ღვთის შვილებს ვაბედნიერებთ და ამ პროცესში ცოტა მეტად განვიწმინდებით.

დაე, უხვად დაგლოცოთ უფალმა იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც ასე თავისუფლად გაიღებთ მისთვის.

მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ცოცხალია. „ადამიანი სიწმინდისა არის მისი სახელი“.17 იესო ქრისტე არის მისი ძე და ყოველივე კეთილის მომცემი.18 დაე, მისი მადლის წყალობითა და მსხვერპლის გაღების საშუალებით ჩვენი აღთქმების დაცვით, განვიწინდოთ და გავიღოთ მეტი სიყვარული და სიწმინდე უფლისადმი.19 იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა