გენერალური კონფერენცია
ქრისტეში რწმენით ჩვენი სულიერი ქარიშხლების მოგერიება
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ქრისტეში რწმენით ჩვენი სულიერი ქარიშხლების მოგერიება

ჩვენ ყველაზე კარგად ვუმკლავდებით სულიერ ქარიშხლებს, როცა გვაქვს რწმენა ქრისტეში და ვიცავთ მის მცნებებს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მე, ჩემს ძვირაფას მეუღლესთან, ანასთან ერთად, ტეხასში, გალფ ქოუსტის მახლობლად ვცხოვრობდი. ეს ის ადგილია, სადაც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ ქარიშხლებს ჰქონდა ადგილი, რამაც გამოიწვია დიდი მასშტაბის ნგრევები და ადამიანების სიცოცხლეც კი იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაშიც მსგავსი მოვლენები უცხო არ ყოფილა. ჩვენ ვუგზავნით ლოცვებსა და სიყვარულს ყველას, ვინც ამის გამო დაზარალდა. 2017 წელს ჩვენ პირადად გავხდით ქარიშხალ „ჰარვის“ მოწმენი, რომლის შედეგადაც ნალექმა რეკორდულ მაჩვნებელს, 150 სანტიმეტრს, მიაღწია.

ქარიშხალი წარმოიქმნება ბუნების კანონის ძალით. ოკეანის ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 27 გრადუსს ცელსიუსის სკალით, ოკეანის ზედაპირიდან 50 მეტრის სიღრმეზე. ქარი, ოკეანის თბილ წყალთან შეხებისას, აორთქლებს წყალს, რომელიც ატმოსფეროში ადის და შემდეგ სითხედ გადაიქცევა. ამის შედეგად ჩნდება ღრუბლები, ქარი კი ოკეანის ზედაპირზე იწყებს სპირალურად მოძრაობას.

გამოსახულება
ქარიშხალი

ქარიშხლები კოლოსალური ზომისაა, ისინი ატმოსფეროში 15240 მეტრს აღწევენ და მოიცავენ არანაკლებ 200 კილომეტრის ფართობს. საინტერესოა, რომ ქარიშხალი, ხმელეთთან შეხვედრისას, იწყებს შესუსტებას, რადგან მას აღარ ხვდება თბილი წყლის ზედაპირი, რაც საჭიროა მისი სიძლიერის შესანარჩუნებლად.1

შესაძლოა, თქვენ არასოდეს არ აღმოჩნდებით დამანგრეველი ფიზიკური ქარიშხლის წინაშე. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს მოუწია და მოუწევს სულიერი ქარიშხლების მოგერიება, რომლებიც უტევს ჩვენს სიმშვიდეს და ცდის ჩვენს რწმენას. დღევანდელ სამყაროში, როგორც ჩანს, მათი სიხშირე და ინტენსიურობა მატულობს. საბედნიეროდ, უფალმა მოგვცა საიმედო გზა მათ სიხარულით დასაძლევად. იესო ქრისტეს სახარების მიერ ცხოვრებით ჩვენ იმის გარანტია გვაქვს, რომ „როცა გასაჭირის წუთები გვიახლოვდება, გვამწუხრებს, იმედის ნაპერწკალი ღვივის, ის ყოველ წუთს გვაიმედებს“.2

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აგვიხსნა:

„წმინდანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი ნებისმიერ ვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული მაშინაც კი, როცა ცუდი დღე, კვირა ან წელიწადი გვქონდა!

„… სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს.

„როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, … ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, რა ხდება და არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში“.3

ზუსტად ისე, როგორც ბუნების კანონები მართავს ფიზიკურ ქარიშხალს, ღვთიური კანონები მართავს სულიერი ქარიშხლის დროს სიხარულის განცდის პროცესს. სიხარული ან უბედურება, რომელსაც ვგრძნობთ, როცა ვებრძვით ცხოვრების ქარიშხლებს, უკავშირდება ღმერთის მიერ დადგენილ კანონებს. პრეზიდენტმა ნელსონმა გაგვიზიარა შემდეგი: „მათ ეწოდება მცნებები, მაგრამ ისინი ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც აწევის, გრავიატაციის ძალა და კანონი, რომელიც მართავს გულისცემას“.

პრეზიდენტი ნელსონი აგრძელებს: „ფორმულა მარტივია: თუ გინდა, ბედნიერი იყო, დაიცავი მცნებები“.4

ეჭვი რწმენისა და სიხარულის მტერია. ზუსტად ისე, როგორც ოკეანის თბილი წყალი ქარიშხლის მკვებავი ძალაა, ეჭვი სულიერი ქარიშხლის მკვებავია. რწმენა ისეთივე არჩევანია, როგორიც ეჭვი. როცა ეჭვს ვირჩევთ, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენზე იმოქმედონ, მოწინააღმდეგეს ვაბარებთ ძალას და შესაბამისად, ვსუსტდებით და დაუცველნი ვხდებით.5

სატანა ეძიებს, დაგვიყვანოს ეჭვის დონემდე. იგი ეძიებს, გაგვიქვავოს გული, რათა რწმენა წაგვართვას.6 ეჭვის ნიადაგი შესაძლოა, მოგვეჩვენოს მიმზიდველად, რადგან ის შედარებით მშვიდია; თბილი წყალი არ მოითხოვს ჩვენგან, ვიცხოვროთ „ყოველი სიტყვის შესაბამისად, რომელიც მოდის ღმერთის ბაგიდან“.7 ასეთ წყალში სატანა გვაცდუნებს, მოვადუნოთ ჩვენი სულიერი სიფხიზლე. ასეთ უყურადღებობას შეუძლია, გამოიწვიოს სულიერი დაჯერებულობის ნაკლებობა, სადაც ჩვენ ვხდებით „არც ცივი არც ცხელი“.8 თუ ფესვები ქრისტეში არ გავიდგით, ეჭვი და მისი მიმზიდველობა მიგვიყვანს აპათიამდე, სადაც ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც სასწაულებს, ვერც ბედნიერებას და ვერც „სულის სიმშვიდეს“.9

ზუსტად ისე, როგორც ქარიშხალი სუსტდება მიწის ზედაპირზე, ისე ეჭვს ჩაანაცვლებს რწმენა, თუკი ჩვენი საძირკველი ქრისტეზეა აგებული. მაშინ შევძლებთ, ვიხილოთ სულიერი ქარიშხლები მთელი პოტენციალით და გაიზრდება ჩვენ მიერ მათთან გამკლავების ძალა. შემდეგ, „როდესაც ეშმაკი მოავლენს თავის ძლიერ ქარებს, დიახ, გრიგალში თავის ისრებს, … მას არ ექნება ძალა , … [ჩაგვითრიოს] უბედურებისა და მარადიული ვარამის უფსკრულში, იმ კლდის მადლით, რომელზეც აგებულნი [ვ]ართ, რომელიც არის მყარი საძირკველი“.10

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„რწმენა იესო ქრისტეში არის სარწმუნოების საფუძველი და ღვთიური ძალის გამტარი. . …

„უფალი არ ითხოვს ჩვენგან სრულყოფილ რწმენას იმისთვის, რომ მისი სრულყოფილი ძალა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მაგრამ იგი გვთხოვს, გვწამდეს“.11

დაწყებული აპრილის გენერალური კონფერენციიდან მე ოჯახთან ერთად ვეძიებდი იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის რწმენის გაძლიერებას, რათა დაგვეხმაროს, „გამოწვევები უპრეცედენტო ზრდისა და შესაძლებლობების წყაროდ [ვ]აქციოთ“.12

ჩვენი შვილიშვილი, რუბი, დალოცვილია ძლიერი ნებისყოფით. დაბადებისას მისი საყლაპავი მილი არ იყო დაკავშირებული კუჭთან. ჩვილი რუბი, მშობლების დახმარებით, არაჩვეულებრივი შეუპოვრობით დახვდა ამ განსაცდელს. ახლა რუბი ხუთი წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, იგი ძლიერი მაგალითია იმისა, როგორ არ დართო ნება ვითარებას, განაპირობოს შენი ბედნიერება. იგი ყოველთვის ბედნიერია.

გასულ მაისს რუბი ისევ დადგა თავის ცხოვრებაში რწმენის ქარიშხლის წინაშე. მას დაბადებისას ასევი ხელიც არ ჰქონდა სრულად ჩამოყალიბებული და ეს ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდა. ამ საკმაოდ რთულ ოპერაციამდე ჩვენ ვეწვიეთ მას და გადავეცით ლამაზი სურათი, რომელზეც ბავშვის ხელს ნაზად უკავია მხსნელის ხელი. როცა ვკითხეთ, ნერვიულობდა თუ არა, მან უყოყმანოდ გვიპასუხა: „არა. ბედნიერი ვარ“!

გამოსახულება
რუბი მხსნელის ხელის სურათთან

ჩვენ ვკითხეთ: „რუბი, რატომ“?

რუბიმ დარწმუნებულად გვიპასუხა: „რადგან ვიცი, რომ იესოს ჩემი ხელი ეჭირება“.

რუბის გამოჯანმრთელება სასწაული იყო, და იგი ახლაც ბედნიერია. რამხელა კონტრასტია ბავშვის სუფთა რწმენისა და სულელური ეჭვის შორის, რომელიც ასე ხშირად გვაცდუნებს ასაკის მატებასთან ერთად!13 მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია, დავემსგავსოთ პატარებს და გავაკეთოთ არჩევანი - გვერდზე გადავდოთ ჩვენი ურწმუნოება. ეს ხომ მარტივი არჩევანია.

მზრუნველი მამა ბეჯითად ევედრებოდა მხსნელს, ამბობდა რა: „თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ“.14

იესომ უთხრა მას:

„თუკი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.

„ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“15

ამ თავმდაბალმა მამამ ბრძნულად არჩია, დაუჯეროს ქრისტეს და არა ეჭვს. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „მხოლოდ თქვენი ურწმუნოება თუ შეუშლის ხელს ღმერთს, დაგლოცოთ მთების გადაადგილების სასწაულებით თქვენს ცხოვრებაში“.16

რაოდენ მოწყალეა ღმერთი, რომელმაც ჩვენთვის სწორება გააკეთა არა ცოდნაზე არამედ რწმენაზე!

ალმა გვასწავლის:

„კურთხეული არის ის, ვისაც სწამს ღვთის სიყტვა“.17

„ღმერთი მოწყალეა ყველას მიმართ, ვისაც სწამს მისი სახელი; ამიტომ, მას სურს, პირველ რიგში, რომ თქვენ იწამოთ“.18

დიახ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს სურს, გვწამდეს მისი.

ჩვენ ყველაზე კარგად ვუმკლავდებით სულიერ ქარიშხლებს, როცა გვაქვს რწმენა ქრისტეში და ვიცავთ მის მცნებებს. ჩვენი რწმენა და მორჩილება გვაკავშირებს ძალასთან, რომელიც ჩვენს საკუთარ ძალებს აღემატება, რათა დავძლიოთ ყველაფერი, რაც ხდება და არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში“.19 დიახ, ღმერთი „დაუყოვნებლივ გვაკურთხებს“ ჩვენი რწმენისა და დაჯერებულობის გამო.20 ფაქტობრივად დროთა განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა იცვლება ბედნიერებით და „გაგვაცოცხლებს ქრისტეში“, როცა ვავლენთ რწმენას მასში და ვიცავთ მის მცნებებს.21

დებო და ძმებო, დაე, გავაკეთოთ დღეს არჩევანი: „ნუ იჭოჭმანებთ არამედ იყავით მორწმუნენი“.22 „სწორი ხერხია - გვწამდეს ქრისტე“.23 ჩვენ „მის ხელისგულებზე ვართ ამოტვიფრულნი“.24 იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, რომელიც კართან დგას და აკაკუნებს.25 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა