გენერალური კონფერენცია
პირადი სიმშვიდე გამოწვევებით სავსე დროში
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


პირადი სიმშვიდე გამოწვევებით სავსე დროში

არასოდეს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი პირადი სიმშვიდის ძიება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მე ისტორიული ნაწილის - ნავუს მიძღვნის დავალება მივიღე. ამ დავალების ფარგლებში შევძელი მისურიში ლიბერთის ციხის მონახულება. ციხის დათვალიერებისას წარმოვიდგინე ის მოვლენები, რომლების გამოც იგი ეკლესიის ისტორიის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. წმინდანთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა მისურის გუბერნატორის მიერ გაცემული მათი განადგურების ბრძანების გამო. ამის გარდა, წინასწარეტყველი ჯოზეფი და მისი რამდენიმე რჩეული თანამოაზრე უსამართლოდ დააპატიმრეს ლიბერთის ციხეში. ჩვენი წევრების მიმართ ძალადობრივი წინააღმდეგობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათი უმრავლესობა მონობის წინააღმდეგი იყო.1 ჯოზეფ სმითისა და მისი მიმდევრების ეს მკაცრი დევნა წარმოადგენს არასამართლიანი თავისუფალი არჩევანის განხორციელების უკიდურეს მაგალითს, რომელსაც შეუძლია მართალ ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ჯოზეფის მიერ ლიბერთის ციხეში გატარებული დრო ცხადყოფს, რომ უბედურება არ არის არც უფლის უკმაყოფილების და არც მისი კურთხევის მოხსნის მტკიცებულება.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წინასწარეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ ლიბერთის ციხეში გაკეთებულმა განცხადებამ: „ო ღმერთო, სად ხარ? და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს“?2 ჯოზეფი ეკითხებოდა უფალს, რამდენ ხანს მოუწევდა მათ „[ეტანჯათ] ამ უსამართლობითა და არაკანონიერი დევნით“.3

გამოსახულება
უხუცესი კუკი ლიბერთის ციხეში

როცა ლიბერთის ციხეში ვიდექი, გული ამიჩუყდა უფლის მიერ გაცემული პასუხის გამო: „შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს; შენი გასაჭირი და ტანჯვა ხანმოკლე იქნება; და შემდეგ, თუ მას კარგად გაუძლებ, ღმერთი აგამაღლებს სიმაღლეებში“.4 ცხადია, რომ წინააღმდეგობას შეუძლია, განგვწმინდოს მარადიული, ცელესტიალური დანიშნულებისთვის.5

მხსნელის ძვირფასი სიტყვები: „შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს“6 ჩემში პირად გამოძახილს პოულობს და დღევანდელ ცხოვრებაში მათ დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი მახსენებს უფლის მიწიერი მსახურებისას თავისი მოწაფეებისთვის გაზიარებულ სწავლებას.

ქრისტემ, გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე ტანჯვამდე, უბრძანა თავის მოციქულებს: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“7 და შემდგომ ანუგეშა ისინი ამ სიტყვებით: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“.8

ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი წოდებაა „მთავარი მშვიდობისა“.9 მისი სასუფეველი საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მასთან ერთად - სიმშვიდე და სიყვარული.10 ჩვენ მოუთმენლად ველით მესიას ათასწლეულ მეფობას.

ათასწლიანი მეფობის ამ ხედვის მიუხედავად ჩვენ ვიცით, რომ საყოველთაო მშვიდობა და ჰარმონია არ ჭარბობს დღეს მსოფლიოში.11 მთელი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს თავაზიანობის ამაზე დიდი ნაკლებობა. ჩვენ გვბომბავენ ბრაზიანი, სადაო გამონათქვამებითა და პროვოკაციული, საზიანო ქმედებებით, რაც ანგრევს მშვიდობასა და სიმშვიდეს.

არავინ არ გვპირდება და არ გვაძლევს მსოფლიოში მშვიდობის გარანტიას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. მხსნელი მოძღვრავდა თავის მოციქულებს, რომ მისი მიწიერი მისია არ მოიტანდა საყოველთაო მშვიდობას. იგი ასწავლიდა: „ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი“.12 საყოველთაო მშვიდობა არ იყო მხსნელის მიწიერი მსახურების თავდაპირველი შემადგენელი ნაწილი. საყოველთაო მშვიდობა დღეს არ არსებობს.

თუმცა, შესაძლოა პირადი სიმშვიდის მოპოვება, მიუხედავად წყრომის, კამათისა და განხეთქილების, რაც ასე ანგრევს და აფუჭებს დღევანდელ სამყაროს. არასოდეს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი პირადი სიმშვიდის ძიება. ძმა ნიკ დეის მიერ დღევანდელი ახალგაზრდებისათვის დაწერილი ლამაზი, საყვარელი ახალი ჰიმნი სახელწოდებით „მშვიდობა ქრისტეში“ აცხადებს: „როდესაც დედამიწაზე არ არის მშვიდობა, იგი ქრისტეშია“.13 ჩვენ დალოცვილნი ვართ, რომ ეს ჰიმნი მივიღეთ COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

ეს ჰიმნი მშვენივრად ასახავს მშვიდობისკენ სწრაფვას და სათანადოდ ხაზს უსვამს იმას, რომ მშვიდობა დაფუძნებულია იესო ქრისტეს ცხოვრებასა და მისიაზე. პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა თქვა: „მსოფლიოში არასოდეს დამყარდება მშვიდობისა და სიყვარულის სული… სანამ კაცობრიობა არ მიიღებს ღვთის ჭეშმარიტებას და ღვთის გზავნილს… და არ აღიარებს მის ღვთაებრივ ცოდნასა და ძალას“.14

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დავიხევთ უკან საყოველთაო მშვიდობის მიღწევის მცდელობებისგან, ჩვენ დავრწმუნდით, რომ შეგვიძლია, ვიქონიოთ პირადი მშვიდობა, როგორც ქრისტე გვასწავლის. ეს პრინციპი ჩამოყალიბებულია მოძღვრებასა და აღთქმებში: „მაგრამ იცოდეთ, რომ ვინც აკეთებს სამართლიან საქმეს, მიიღებს ჯილდოს, მშვიდობას ამასოფელში და მარადიულ სიცოცხლეს იმქვეყნად“.15

„სამართლიანი საქმის“ რომელი მაგალითი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ უთანხმოებას, შევამციროთ კამათი და ვიპოვოთ მშვიდობა ამქვეყნად? ქრისტეს ყველა სწავლება ამ მიმართულებისკენ მიგვითითებს. მე მხოლოდ რამდენიმეს მოგახსენებთ, რომლებიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პირველი: გიყვარდეს ღმერთი, იცხოვრე მისი მცნებებით და მიუტევე ყველას

პრეზიდენტი ჯორჯ ალბერტ სმითი ეკლესიის პრეზიდენტი 1945 წ. გახდა. იგი თავისი მოციქულობის მსახურების წლებში ცნობილია, როგორც მშვიდობის მოყვარე ხელმძღვანელი. მის პრეზიდენტობამდე 15 წლით ადრე მსოფლიოში სუფევდა მასიური დეპრესიასთან დაკავშირებული გამოწვევები და განსაცდელი, ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლი და ნგრევა ანუ იყო ყველაფერი, გარდა მშვიდობისა.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე, პრეზიდენტმა სმითმა (პირველად პრეზიდენტის როლში) შეახსენა წმინდანებს მხსნელის მოწვევა: გიყვარდეთ მოყვასი თქვენი და მიუტევეთ მტერს და შემდეგ დამოძღვრა ისინი: „ყოველმა უკანასკნელ დღეთა წმინდანი უნდა ეძიოს ეს სული, თუკი იმედი აქვს, რომ ერთ დღეს დადგება უფლის გარემოცვაში და მიიღებს მისგან დიდებულ შინ დაბრუნების მოწვევას“.16

მეორე: ეძიეთ სულის ნაყოფი

პავლე მოციქული თავის წერილში გალატელებთან გვიჩვენებს სხვაობას სამართლიან საქმესა, რომელიც გვხდის ღირსად, გავხდეთ ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი და იმ საქმეებს შორის, რომელნიც მონანიების გარეშე არ გვაღირსებენ ამ მემკვიდრეობას. ღირსეულ საქმეთა შორის აღინიშნება სულიწმინდის ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე [და] თავშეკავება“.17 პავლე მოციქული ასევე მოიხსენიებს ერთმანეთის ტვირთის ზიდვას და დაუღალავად სიკეთის კეთებას.18 არამართალ საქმეთა შორის იგი აღნიშნავს სიძულვილს, წყრომასა და კამათს.19

ძველი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი უკავშირდება მამა აბრამს. აბრამი და ლოტი, მისი ძმისშვილი, ორივენი მდიდრები იყვნენ, მაგრამ ერთად ყოფნა არ შეეძლოთ. კამათის შემცირების მიზნით აბრამმა ლოტს შესთავაზა, აერჩია მისთვის სასურველი მიწა. ლოტმა იორდანის ველი აირჩია, რომელიც კარგად ირწყვებოდა და მშვენიერიც იყო. აბრამმა აიღო ნაკლებად მოსავლიანი ველი - მამრე. წმინდა წერილი გვიამბობს, რომ აბრამმა შემდეგ დადგა თავისი კარავი და აუშენა „სამსხვერპლო უფალს“.20 ლოტმა კი პირიქით, „გაშალა თავისი [კარავი] სოდომამდე“.21 გაკვეთილი ნათელია - მშვიდობიანი ურთიერთობისთვის მზად უნდა ვიყოთ კომპრომისებისთვის და აღმოვფხვრათ უთანხმოება იმ საკითხებში, რომლებიც არ უკავშირდება სიმართლეს. როგორც მეფე ბენჯამინი გვასწავლიდა: „ერთმანეთისათვის ზიანის მიყენება კი არა, არამედ მშვიდობიანად ცხოვრება გექნებათ ჩაფიქრებული“.22 მაგრამ იმ საკითხებში, რაც სიმართლესა და დოქტრინას ეხება, ჩვენ მყარად და მტკიცედ უნდა ვიდგეთ.

თუ გვსურს სამართლიანი საქმის ჯილდო - სიმშვიდე, კარავი საეროს მიმართულებით არ უნდა გავშალოთ. ჩვენ ჩვენი კარვები ტაძრისკენ უნდა გავშალოთ.

მესამე: გამოიყენეთ თავისუფალი არჩევანი სიმართლის ასარჩევად

მშვიდობა და თავისუფალი არჩევანი ერთმანეთშია ჩაქსოვილი, როგორც ხსნის გეგმის აუცილებელი ელემენტები. როგორც ეს აღწერილია სახარების საკითხში სათაურით „თავისუფალი არჩევანი და პასუხისმგებლობა“, „თავისუფალი არჩევანი არის ღვთის მიერ მოცემული შესაძლებლობა და პრივილეგია, გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი და ვიმოქმედოთ“.23 ასე რომ, თავისუფალი არჩევანი არის პირადი ზრდისა და გამოცდილების შუაგული, რომელიც გვლოცავს, თუკი მხსნელის კვალს მივყვებით.24

თავისუფალი არჩევანი იყო მთავარი საკითხი ზეციურ წინამიწიერ საბჭოზე და უთანხმოების საფუძველი მათ შორის, ვინც არჩია, გამხდარიყო ქრისტეს ან სატანის მიმდევარი.25 სიამაყისა და კონტროლის დათმობა და მხსნელის არჩევა მოგვცემს საშუალებას, ვიქონიოთ მისი სინათლე და მშვიდობა. მაგრამ პირად მშვიდობას საფრთხე შეექმნება, თუ ადამიანები თავიანთ ნებას ახორციელებენ მავნე და მტკივნეული ხერხით.

დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობის შეგრძნება, რომელიც გულში ვიგრძენით, გაძლიერდა იმის ცოდნით, რასაც სამყაროს მხსნელი გააკეთებდა ჩვენთვის. ეს ლამაზად არის ნათქვამი იქადაგე ჩემი სახარება-ში: “როცა იესო ქრისტეს გამოსყიდვას ვეყრდნობით მას შეუძლია, დაგვეხმაროს, გავუძლოთ განსაცდელს, ავადმყოფობასა და ტკივილს. ჩვენ შეგვიძლია, აღვივსოთ სიხარულით, სიმშვიდითადა ნუგეშით. ყოველივე უსამართლო ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“.26

მეოთხე: ავაშენოთ ჩვენს გულებში და სახლებში სიონი

ჩვენ ვართ ღვთის შვილები და მისი ოჯახის ნაწილი. ჩვენ ასევე იმ ოჯახის ნაწილი ვართ, რომელშიც დავიბადეთ. ოჯახი არის ბედნიერებისა და სიმშვიდის საძირკველი. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა და ჩვენც ვისწავლეთ ამ პანდემიის დროს, რომ ოჯახზე ორიენტირებულ, ეკლესიის მხარდაჭერით რელიგიურ ცხოვრებას „შეუძლია, გამოანთავისუფლოს ოჯახების ძალა … და გარდაქმას ჩვენი ოჯახები რწმენის თავშესაფრად“.27 თუ ოჯახში რელიგიური ცხოვრებით ვიცხოვრებთ, ჩვენ მხსნელის სიმშვიდეც გვექნება.28 ჩვენ ვიცით, რომ მრავალ თქვენგანს არ აქვს მართალი ოჯახის დალოცვა და გამუდმებით გიწევთ კამათი მათთან, ვინც არჩია უსამართლობა. მხსნელს შეუძლია, უზრუნველყოს თქვენთვის მშვიდობა, დაგიცვათ, წინ გაგიძღვეთ უსაფრთხოებისკენ და შეგიფაროთ ცხოვრებისეული ქარიშხლების დროს.

გარწმუნებთ, რომ მართალ ოჯახებში არსებულ სიხარულს, სიყვარულსა და მიღწევებს მოაქვს როგორც სიმშვედე ისე ბედნიერება. სიყვარული და სიკეთე არის ჩვენს გულში და ოჯახში არსებული სიონის შუაგული.29

მეხუთე: მიჰყევით ჩვენი ამჟამინდელი წინასწარმეტყველის რჩევებს

ჩვენი მშვიდობა ძლიერ იზრდება, როცა მივყვებით უფლის წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს. ჩვენ მალე გვექნება მისი მოსმენის საშუალება. იგი თავისი მოწოდებისთვის მომზადებულ იქნა ქვეყნის დასაბამიდან. მისი პირადი მომზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.30

მან გვასწავლა, რომ „შეგვიძლია, ვიქონიოთ მარადიული სიხარული და სიმშვიდე მღელვარების ჟამს“ თუკი ვეცდებით, უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს.32 მან მოგვცა რჩევა, „ყოველდღიურად მოვინანიოთ“, მივიღოთ უფლის „განმწმენდი, სამკურნალო და გამაძლიერებელი ძალა“.32 მე პირადად ვარ მოწმე იმისა, რომ ჩვენი საყვარელი წინასწარეტყველი იღებდა და იღებს გამოცხადებებს ზეციდან.

როცა ჩვენ მას პატივს მივაგებთ და მხარს ვუჭერთ, როგორც წინასწარმეტყველს, ჩვენ მამაზეციერსა და ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს ვცემთ ამით თაყვანს. ჩვენზე სულიწმინდა მზრუნველობს.

მე ვმოწმობ და მომყავს მოციქულის პირადი დამოწმება, რომ იესო ქრისტე, სამყაროს მხსნელი და გამომსყიდველი, უდგას სათავეში და მართავს თავის აღდგენილ ეკლესიას. მისი ცხოვრება და გამოსყიდვის მისია ჭეშმარიტი სიმშვიდის წყაროა. იგი არის „მთავარი მშვიდობისა“. მე საზეიმოდ და უყოყმანოდ ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. “ადამიანებს ინდიფენდენსში არ მოსწონათ, რას უქადაგებდნენ წმინდანები ინდიელებს და რომ არ იწონებდნენ მონობას” (Saints: The Story of the Church of Jesus Christ in the Latter Days, vol. 1, The Standard of Truth, 1815–1846 [2018], 172).

  2. მოძღვრება და აღთქმები 121:1.

  3. მოძღვრება და აღთქმები 121:3.

  4. მოძღვრება და აღთქმები 121:7-8.

  5. იხ. 2 ნეფი 2:11-15.

  6. მოძღვრება და აღთქმები 121:7.

  7. იოანე 13:34.

  8. იოანე 14:27.

  9. ესაია 9:6; 2 ნეფი 19:6. მხსნელი თავის ნეტარების მცნებებში ასევე ასწავლიდა: „და ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი: ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“.(მათე 5:9).

  10. „რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამდაუსრულებლად“ (იხ. ესაია 9:6–7; 2 ნეფი 19:6–7; იხ. ასევე გალატელთა 5:22).

  11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:35. პრეზიდენტი ვილფორდ ვუდრაფი აცხადებს ამას 1894 წ და შემდგომ ისევ 1896 წ. (0ხ. The Discourses of Wilford Woodruff, sel. G. Homer Durham [1946], 251–52; see also Marion G. Romney, in Conference Report, Apr. 1967, 79–82; Ezra Taft Benson, “The Power of the Word,” Ensign, May 1986, 79–80; Dallin H. Oaks, “Preparation for the Second Coming,” Liahona, May 2004, 9).

  12. მათე 10:34.

  13. Nik Day, “Peace in Christ,” 2018 Mutual theme song, Liahona, Jan. 2018, 54–55; New Era, Jan. 2018, 24–25. ჰიმნი „მშვიდობა ქრისტეში“ გვასწავლის:

    როცა მის მსგავსად ვიცხოვრებთ,

    ქრისტეში სიმშვიდეა.

    იგი იმედს გვაძლევს

    როცა იმედი არსად არ არის.

    იგი ძალას გვაძლევს

    როცა სიარული აღარ შეგვიძლია.

    იგი თვშესაფარს გვაძლევს

    ცხოვრებისეულქარიშხლებში.

    როცა დედამიწაზე მშვიდობა არ არის,

    ქრისტეშია სიმშვიდე.

  14. Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith (1998), 400.

  15. მოძღვრება და აღთქმები 59:23.

  16. See George Albert Smith, in Conference Report, Oct. 1945, 169–70.

  17. გალატელთა 5:22-23.

  18. იხ. გალატელთა 6:2, 9.

  19. იხ. გალატელთა 5:20.

  20. დაბადება 13:18.

  21. დაბადება 13:12.

  22. მოსია 4:13.

  23. Gospel Topics, “Agency and Accountability,” topics.ChurchofJesusChrist.org.

  24. ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი - „ავირჩიოთ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე, ყოველი ადამიანის დიდი ქომაგის მეშვეობით“.(2 ნეფი 2:27). თავისუფალი არჩევნის გამო ასევე შესაძლებელი ხდება, სხვების დამანგრეველმა ავმა არჩევანმა მოგვაყენოს ტკივილი, ტანჯვა და ზოგჯერ გამოიწვიოს სიკვდილიც კი. წმინდა წერილში ნათლად წერია, რომ უფალმა ღმერთმა მოგვცა თავისუფალი არჩევანი, რათა ადამიანს შეეძლო კეთილისა და ავის შორის არჩევნის გაკეთება.(იხ. 2 ნეფი 2:16).

  25. See Gospel Topics, “Agency and Accountability,” topics.ChurchofJesusChrist.org.

  26. Preach My Gospel: A Guide to Missionary Service (2019), 52, ChurchofJesusChrist.org; emphasis added.

  27. Russell M. Nelson, “Becoming Exemplary Latter-day Saints,” Liahona, Nov. 2018, 113.

  28. იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:23.

  29. მე გამიმართლა - ისეთ სახლში ვიზრდებოდი, სადაც სიმშვიდე სუფევდა. ეს ძირითადად დედაჩემის დამსახურება იყო, რომელიც ეკლესიის ერთგული წევრი იყო. მამაჩემი ყველანაირად არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, აგრამ ნაკლებად აქტიური წევრი. დედა პატივს სცემდა მამას და კამათს თავს არიდებდა. მან ბავშვობიდანვე გვასწავლა ლოცვა და ეკლესიაში სიარული. მან ასევე გვასწავლა ერთმანეთის სიყვარულ იდა მსახურება (იხ. მოსია 4:14-15). ასეთ სახლში ყოფნა სიმშვიდის მომგვრელი იყო და ჩემი ცხოვრების დიდი დალოცვა გახდა.

  30. რასელ მ. ნელსონმა წარჩინებით დაამთავრა იუტას უნივერსიტეტის სამედიცინო სასწავლებელი 22 წლის ასაკში. მას დიდი ხანია უნდოდა, ქირურგი გამხდარიყო; მან გაიარა საუკეთესო ტრენინგი მთავარ სამედიცინო დაწესებულებებში. მან პატიოსნად მოიხადა სამხედრო ვალდებულება კორეასა და იაპონიაში. მრავალი წლის განავლობაში იგი ღია გულზე ოპერაციების პიონერი იყო და მთელ მსოფლიოში იყო აღიარებული. პრეზიდენტ ნელსონის სამედიცინო უნარების გარდა, რომლებითაც მან უამრავი ხალხი დალოცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი სულიერი მომზადება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. იგი მრავალშვილიანი ოჯახის მამა, პაპა და დიდი პაპაა. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ოჯახსა და ეკლესიას.

  31. See Russell M. Nelson, “Opening Message,” Liahona, May 2020, 6; see also Russell M. Nelson, “Joy and Spiritual Survival,” Liahona, Nov. 2016, 81–84.

  32. Russell M. Nelson, “Opening Message,” 6.

ამობეჭდვა