გენერალური კონფერენცია
თანმიმდევრული წესრიგის სახლი
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


თანმიმდევრული წესრიგის სახლი

„თანმიმდევრული წესრიგი“ არის უბრალო, ბუნებრივი და ეფექტური ხერხი, რომლითაც უფალი გვასწავლის მნიშვნელოვან პრინციპებს ჩვენ, თავის შვილებს.

ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში და ეკლესიაში მსახურების დროს მე ეს ათასჯერ გამიკეთებია, თუმცა არა ჩემს ზურგს უკან მსხდომი 15 კაცის წინაშე. მე ვგრძნობ თქვენსა და მათ ლოცვებს.

დებო და ძმებო, მე წარმოშობით ტონგას სამეფოდან ვარ, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკაში გავიზარდე. პანდემიის გამო ასობით, შეიძლება ათასობით ახალგაზრდა ტონგელი მისიონერი, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში მსახურობდნენ, ვერ ბრუნდებოდნენ საყვარელ სამშობლოში ჩაკეტილი საზღვრების გამო. ზოგიერთ ტონგელ მისიონერ უხუცესს მოუწია სამი წლის განმავლობაში მისიაში მსახურება, დას კი - ორ წელზე მეტი ხნით! ისინი რწმენით, მოთმინებით ელოდებიან და ზუსტად ამით არიან ისინი ცნობილი. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, თუ ზოგიერთი მათგანი, ვინც თქვენს მეურვეობასა თუ პალოში მსახურობს, უფრო და უფრო მე დამემსგავსება - ასაკითა და ჭაღარით. ჩვენ მადლიერნი ვართ მისიონერებისთვის ყველა კუთხეში, მათი თავდადებული მსახურებისთვის, თუნდაც იგი პანდემიის გამო იმაზე ხანმოკლე ან გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო.

ერთხელ კვირას, როცა დიაკვანი ვიყავი, ფოიეში ვიდექი და ზიარებაზე წყალს ვარიგებდი, როცა შენობაში ქალბატონი შემოვიდა. მე მას მოწიწებით მივუახლოვდი და წყალი გავუწოდე. მან თავი დამიკრა, გამიღიმა და წყალი აიღო. მან პურის დარიგებას ვერ მოუსწრო. ამ შემთხვევიდან მალევე ჩემმა შინა მასწავლებელმა, ნედ ბრიმლიმ, მასწავლა, რომ ჩვენ თანმიმდევრულად გვეძლევა იესო ქრისტეს სახარების მრავალი ასპექტი და დალოცვა.

მოგვიანებით იმავე კვირას, ნედი და მისი მეწყვილე შინ მეწვივნენ შთამბეჭდავი გაკვეთილით. ნედმა შეგვახსენა, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა გარკვეული წესრიგის მიხედვით. უფალმა დიდი ზრუნვით უამბო მოსეს წესრიგის შესახებ, რომლის მიხედვითაც მან შექმნა დედამიწა. პირველი - მან გამიჯნა სინათლე და სიბნელე, შემდეგ წყალი და მიწა. სანამ ახალშექმნილ პლანეტას თავის უდიდეს ქმნილებას - კაცობრიობას გააცნობდა, რომელიც ადამითა და ევათი დაიწყო, მან უკვე არსებულს მცენარეები და ცხოვრელები დაამატა.

„და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად ­ ღვთის ხატად შექმნა იგი; და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. . …

„და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31).

უფალმა ეს მოიწონა. და მეშვიდე დღეს მან დაისვენა.

თანმიმდევრული წესრიგი, რომლითაც დედამიწა შეიქმნა, არა მხოლოდ იმის ხედვას გვაძლევს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთისთვის, არამედ რატომ და ვისთვის შექმნა მან დედამიწა.

გამოსახულება
ნედ ბრიმლი ოჯახთან ერთად

ნედ ბრიმლიმ გააკეთა აქცენტი თავის შთაგონებულ გაკვეთილზე უბრალო წინადადებით: „ვაი, ღვთის სახლი წესრიგის სახლია. იგი მოელის შენგან, რომ იცხოვრებ წესრიგის მიხედვით. სათანადო თანმიმდევრობით. მას სურს, დაქორწინებამდე მისიაში იმსახურო“. დღემდეც ეკლესიის ხელმძღვანელები ასწავლიან, რომ „უფალი ყოველი ახალგაზრდა მამაკაცისგან ელის, მოემზადოს მსახურებისთვის. … ახალგაზრდა ქალები, … რომლებსაც მსახურების სურვილი აქვთ, ასევე უნდა მოემზადონ“ (General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 24.0, ChurchofJesusChrist.org). ძმა ბრიმლიმ გააგრძელა: „ღმერთს სურს, ჯერ დაქორწინდე და შემდეგ შვილები იყოლიო. და მას სურს, გააგრძელო შენი სხვადასხვა ნიჭის განვითარება განათლების მიღების პერიოდში“. თუ აირჩევ იმას, რომ იცხოვრო წესრიგის გარეშე, აღმოაჩენ, რომ ცხოვრება უფრო რთული და ქაოტურია.

ძმა ბრიმლიმ ასევე გვასწავლა, რომ მხსნელი, თავისი გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით, გვეხმარება წესრიგის აღდგენაში ცხოვრებაში, რომელიც ჩვენი ან სხვების ცუდი არჩევნის გამო გახდა ქაოტური ან არათანმიმდევრული.

იმ დროიდან მოვიხიბლე „თანმიმდევრული წესრიგით“. გამოვიმუშავე ჩვევა, ვეძიო თანმიმდევრული მაგალითები ცხოვრებასა და სახარებაში.

უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა გვასწავლა ეს პრინციპი: „როცა იესო ქრისტეს სახარებას ვეცნობით, ვსწავლობთ და ვცხოვრობთ მის მიხედვით, წესრიგი ხშირად ჭკუის სასწავლებელია. მაგალითად, განიხილეთ გაკვეთილები, რომლებიც გვასწავლის სულიერი პრიორიტეტების შესახებ იმ ძირითადი მოვლენების წესრიგიდან, რომლებიც მოხდა მხსნელის სახარების სისრულის აღდგენასთან ერთად“.

უხუცესმა ბედნარმა ახსენა პირველი ხილვა და მორონის უშუალო გამოცხადება ჯოზეფ სმითის წინაშე, რათა პირველ რიგში ესწავლებინა წინასწარმეტყველი ბიჭუნასთვის ღვთის ბუნება და ხასიათი, შემდეგ მორმონის წიგნისა და ილიას როლი ისრაელის შეკრებაში საბურველის ორივე მხარეს ამ ბოლო წყობაში.

უხუცესმა ბედნარმა დაასრულა: „ეს შთამაგონებელი თანმიმდევრობა ჭკუას გვასწავლის ღვთაების ყველაზე მაღალი პრიორიტეტბის შესახებ სულიერ საკითხებში“ (“The Hearts of the Children Shall Turn,” Liahona, Nov. 2011, 24).

დავაკვირდი ასეთ რამეს: „თანმიმდევრული წესრიგი“ არის უბრალო, ბუნებრივი და ეფექტური ხერხი, რომლითაც უფალი გვასწავლის მნიშვნელოვან პრინციპებს ჩვენ, თავის შვილებს.

ჩვენ მოვედით დედამიწაზე, რათა ვისწავლოთ და მივიღოთ გამოცდილება, რომელსაც სხვაგვარად ვერ მივიღებდით. ჩვენი ზრდა ყოველი ჩვენგანის შემთხვევაში განუმეორებელია და შეადგენს მამაზეციერის გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენი ფიზიკური და სულიერი ზრდა იწყება ეტაპობრივად და ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენ მიერ თანმიმდევრულად გამოცდილების მიღებასთან ერთად.

ალმა გვაძლევს ძლიერ ქადაგებას რწმენაზე - მას მოჰყავს ანალოგია თესლთან, რომელიც, კარგი მოვლის შემთხვევაში, პატარა წამონაზარდიდან სრულად განვითარებულ ხედ იქცევა და გემრიელ ნაყოფსაც მოისხამს (იხ. ალმა 32:28-43). გაკვეთილი კი ისაა, რომ თქვენი რწმენა გაიზრდება, როცა თესლისთვის ანუ ღვთის სიტყვისთვის გულში ადგილს გამონახავთ და მას მოუვლით. თქვენი რწმენა გაიზრდება „თქვენს მკერდში“ ღვთის სიტყვის „გაღვივებასთან“ ერთად (მუხლი 28). რათა იგი „ღვივდება და აღმოცენდება და იყწებს ზრდას“ (მუხლი 30) რაც ვიზუალურიც და ჭკუის სასწავლებელიც არის. და ესაც თანმიმდევრულია.

უფალი ინდივიდუალურად გვასწავლის, შესაბამისად ჩვენი სწავლის შესაძლებლობებისა. ჩვენი ზრდა მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე, ბუნებრივ ცნობისმოყვარეობაზე, რწმენის დონესა და წვდომაზე.

ნეფის ასწავლეს, რაც ჯოზეფ სმითმა 2 300 წლის შემდეგ ისწავლა კირტლანდში, ოჰაიო: „რადგან, აჰა, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე მივცემ ადამიანთა შვილებს სტრიქონს სტრიქონზე, სწავლებას სწავლებაზე, ცოტას აქ და ცოტას იქ; და კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც ისმენენ ჩემს სწავლებებს და ყურს უგდებენ ჩემს რჩევას, რადგან ჩაწვდებიან სიბრძნეს“ (2 ნეფი 28:30).

რათა ვისწავლოთ „სტრიქონი სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ“ და ესაც თანმიმდევრულია.

დაუკვირდით გამონათქვამებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვესმის ცხოვრებაში „თავდაპირველად ის გააკეთე, რაც პირველ რიგშია გასაკეთებელი“ ან „ჯერ რძე და მერე ხორცი“. ან „ჯერ სიარული ისწავლე და მერე სირბილი“. ყოველი ეს აქსიომა აღწერს ისეთ რამეს, რაც თანმიმდევრულია.

სასწაულები ხდება თანმიმდევრული წესრიგის თანახმად. სასწაულები ხდება, როცა პირველად გამოვავლენთ რწმენას. რწმენა წინ უძღვის სასწაულს.

ახალგაზრდა მამაკაცებს აარონის მღვდლობის წოდებები ასევე ენიჭება თანმიმდევრულად, ასაკის მიხედვით: დიაკვანი, მასწავლებელი და შემდგომ მღვდელი.

ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებებიც ასევე თანმიმდევრულია თავისი ბუნებით. სულიწმინდის ძღვენის მიღებამდე ჩვენ ვინათლებით. სატაძრო წეს-ჩვეულებებიც ასევე თანმიმდევრულია. რა თქმა უნდა, როგორც ჩემმა მეგობარმა, ნედ ბრიმლიმ ასე ბრძნულად მასწავლა, ზიარებაც თანმიმდევრულია - იგი იწყება პურით, შემდეგ მოდის წყალი.

„როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.

„აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან.

„ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.“ (მათ 26:26-28).

იერუსალიმში და ამერიკის კონტინენტზე მხსნელმა ზუსტად იმავე თანმიმდევრობით დააწესა ზიარება.

„აჰა, ჩემი სახლი არის წესრიგის სახლი, -- ამბობს უფალი ღმერთი -- და არა სახლი არეულობისა“ (მოძღვრება და აღთქმები 132:8).

მონანიება თანმიმდევრულია. იგი იწყება რწმენით იესო ქრისტეში, თუნდაც ერთი ნამცეცის ოდენით. რწმენა მოითხოვს მორჩლებას, რაც „მოდრეკილი გულისა და მომნანიებელი სულის“ აუცილებელი ელემენტია.(2 ნეფი 2:7).

ჭეშმარიტად, სახარების პირველი ოთხი პრინციპი თანმიმდევრულია. „ჩვენ გვწამს, რომ სახარების უპირველესი პრინციპები და კანონებია: პირველი - რწმენა უფალ იესო ქრისტეში; მეორე - მონანიება; მესამე - წყალში ნათლობა ცოდვების მოსანანიებლად; მეოთხე - ხელდასხმა სული წმინდის მისაღებად“.(რწმენის სიმბოლოები 1:4).

მეფე ბენჯამინი ასწავლიდა თავის ხალხს მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: „და იყავით ყურადღებით, რათა ყოველივე ეს კეთდებოდეს სიბრძნითა და წესისამებრ, რადგან არ არის საჭირო, რომ ადამიანი გარბოდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე მას შესწევს ძალა. და კვლავ, საჭიროა, რომ იყოს ბეჯითი, რათა ამგვარად მიიღოს ჯილდო, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესისამებრ“.(მოსია 4:27).

დაე, გვქონდეს ცხოვრებაში წესრიგი და ვეძიოთ, მივყვეთ იმ წესრიგს, რომელიც უფალმა დაგვიწესა. ჩვენ დალოცვილნი ვიქნებით, თუ ვეძიებთ და მივყვებით იმ მაგალითებსა და თანმიმდევრობას, რომლის მიხედვითაც უფალი ასწავლის იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა