გენერალური კონფერენცია
ერთი პროცენტით გაუმჯობესება
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ერთი პროცენტით გაუმჯობესება

ცვლილებისკენ მიმართულ ყოველ მცდელობას, რაც არ უნდა მცირედ მოგვეჩვენოს იგი, შეუძლია დიდად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

ერთ საუკუნეზე მეტ ხანს დიდი ბრიტანეთის ველორბოლის ეროვნული გუნდი ველოსამყაროს დასაცინი იყო. საშუალო მდგომარეობაში გაჭედილმა ბრიტანელმა მრბოლელებმა ოლიმპიურ შეჯიბრებებზე 100 წლის მანძილზე სულ რამდენიმე ოქროს მედალი მოიპოვეს, ველოსპორტის დამქანცველ 3 კვირიან ტურ დე ფრანსში, კიდევ უფრო დამამცირებელი შედეგი აჩვენეს - 110 წლის მანძილზე არცერთ ბრიტანელ მრბოლელს არ გაუმარჯვია. იმდენად სავალალო იყო ბრიტანელი მრბოლელების მდგომარეობა, რომ ზოგიერთმა პრესტიჟულმა ველოსიპედის მწარმოებელმა უარი თქვა ბრიტანელებისთვის ველოსიპედების გაყიდვაზე იმის შიშით, რომ ეს სამუდამოდ შელახავდა კომპანიის მიერ დიდი შრომის შედეგად მოპოვებულ რეპუტაციას. მიუხედავად იმისა, რომ უახლეს ტექნოლოგიებზე და ვარჯიშების ახალ რეჟიმზე უზარმაზარი რესურსები იხარჯებოდა, შედეგი მაინც არ იყო.

გამოსახულება
ბრიტანელი ველომრბოლელები

არანაირი, 2003 წლამდე, როცა პატარა, შეუჩნეველი ცვლილება მოხდა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ბრიტანული ველოსპორტის ტრაექტორია. ამ შეცვლილმა მიდგომამ ასევე გამოავლინა მარადიული პრინციპი - დაპირებით - ჩვენი უკეთესობისკენ შეცვლის მუდმივ და ხშირად დამაბნეველ მიწიერ ძიებასთან მიმართებაში. აბა, რა მოხდა ბრიტანულ ველორბოლაში, რასაც შეეძლო გავლენის მოხდენა ჩვენს პირად მისწრაფებაზე, ვიყოთ ღვთის უკეთესი ვაჟები და ასულები?

2003 წელს დაიქირავეს პიროვნება სახელად სერ დეივ ბრაილსფორდი. წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ, დრამატული, ერთ დღეში მიღებული შედეგის მიღწევას, სერ ბრაილსფორდი ბეჯითად მიჰყვებოდა სტრატეგიას, რომელსაც იგი მოიხსენიებდა, როგორც „ზღვრული მიღწევების გაერთიანებას“. ეს გულისხმობდა მცირე გაუმჯობესების განხორციელებას ყველაფერში, რაც კეთდება. ეს ნიშნავდა მუდმივ ძირითადი სტატისტიკური მონაცემების მონიტორინგს და კონკრეტული სისუსტეების აღმოფხვრას.

ეს გარკვეულწილად ჰგავს იმას, რასაც წინასწარმეტყველმა ლამანიელმა სამუელმა უწოდა „წინდახედულად [სიარული]“.1 ასეთი გაფართოებული, ყოვლისმომცველი ხედვით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ახლომხედველობის ხაფანგში მოქცევას, როცა მხოლოდ აშკარა პრობლემასა თუ ცოდვას ვხედავთ. ბრაილსფორდმა თქვა: „მთელი პრინციპი წარმოიშვა იმ იდეიდან, რომ თუ ყველაფერს, რის მოფიქრებასაც კი შეძლებთ ველოსიპედით სიარულთან დაკავშირებით, შემადგენელ ნაწილებად დაყოფთ და შემდეგ ყოველივე მათგანს ერთი პროცენტით გააუმჯობესებთ, როდესაც ყველაფერს ერთად ააწყობთ, თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან ზრდას“.2

როგორც ჩანს, მისი მიდგომა ემთხვევა უფლისას, რომელმაც ასევე გვასწავლა 1 პროცენტის მნიშვნელობა - თუნდაც 99 პროცენტის ხარჯზე. რა თქმა უნდა, იგი ასწავლიდა სახარების მთავარ ბრძანებას - გასაჭირში მყოფი ცალკეული პირების მოძებნა. მაგრამ იგივე პრინციპი სახარების ტკბილ-მწარე მეორე პრინციპს, მონანიებას, რომ მოვარგოთ? იმის ნაცვლად, რომ განაწყენებულნი ვიყოთ რუტინული, დრამატული ნახტომების გამო ცოდვასა და მონანიებას შორის, რა მოხდება, თუ ჩვენი მიდგომა იქნება - ყურადღების ფოკუსის შევიწროვება, თუნდაც თუ უკვე მოვასწარით მისი გაფართოვება? ნაცვლად იმისა, რომ შეეცადოთ ყველაფრის სრულყოფას, შეეცადოთ ერთი რამის გაუმჯობესება?

მაგალითდ, რა მოხდება, თუ თქვენს ახალ გაფართოებულ ხედვაში აღმოაჩენთ, რომ ყოველდღიურად არ კითხულობთ მორმონის წიგნს? იმის ნაცვლად, რომ სასოწარკვეთილმა ეცადოთ 531 გვერდის წაკითხვა ერთ ღამეში, რა იქნება, თუ აიღებთ ვალდებულებას, წაიკითხოთ მოცულობის ერთი პროცენტი ანუ ხუთი გვერდი ან იმდენი, რაც ამჟამინდელ სიტუაციაში მისაღები იქნება თქვენთვის? შესაძლებელია, რომ ჩვენს ცხოვრებაში მცირე, მაგრამ სტაბილური ზღვრული მიღწევების გაერთიანება საბოლოოდ გახდეს ჩვენს ყველაზე დამღუპველ პირად ნაკლოვანებებზე გამარჯვებისკენ მიმავალი გზა? ნუთუ მართლა მუშაობს ლუკმა-ლუკმა ზომის ნაკლოვანებების მიმართ მიდგომა?

ბესტ-სელერის ავტორი ჯეიმს ქლიარი ამბობს, რომ ასეთი მიდგომა მათემატიკას პირდაპირ ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. ის ამტკიცებს, რომ „ჩვევები არის თვითგანვითარების“ რთული პროცენტული სარგებელი. თუ თქვენ რაიმეში ყოველ დღე ერთი პროცენტით გაუმჯობესებას მიაღწევთ, წლის ბოლოს თქვენ 37 ჯერ გააუმჯობესებთ შედეგს.3

ბრაილსფორდის მცირე გაუმჯობესებები იწყება აშკარა ნივთებიდან, როგორებიცაა ველო აღჭურვილობა, ქსოვილი და სავარჯიშო მოდელები. მაგრამ მისი გუნდი ამაზე არ გაჩერებულა. ისინი აგრძელებდნენ ერთი პროცენტით გაუმჯობესებას გამორჩენილ და მოულოდნელ სფეროებში, როგორიცაა კვება, ძილი და ველოსიპედის მოვლაც კი. დროთა განმავლობაში ეს და უამრავი სხვა მიკრო გაუმჯობესება გაერთიანდა და მოიტანა საოცარი შედეგი, რომელიც იმაზე სწრაფად გამოვლინდა, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. ჭეშმარიტად, ისინი მარადიულ პრინციპს იყენებდნენ: „სტრიქონი სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ“.4

პატარა ცვლილებები მოახდენს თქვენთვის სასურველ იმ „ძლიერ ცვლილებებს“?5 თუ სწორად განახორციელებთ, 99% დარწმუნებული ვარ, რომ კი! მაგრამ ამ მიდგომის ერთადერთი გაფრთხილება არის ის, რომ მცირე სარგებლის დასაჯამებლად საჭიროა თანმიმდევრული, ყოველდღიური მცდელობები. და მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებას ალბათ ვერ მივაღწევთ, ჩვენ დაჟინებით უნდა ვავლენდეთ მოთმინებას. მოიქეცით ასე და გაზრდილი სამართლიანობის ტკბილი ჯილდო მოგიტანთ სიხარულსა და სიმშვიდეს, რომელსაც ეძიებთ. როგორც პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლის: „არაფერია უფრო გამათავისუფლებელი, უფრო გამამხნევებელი და უფრო გადამწყვეტი ჩვენი ინდივიდუალური პროგრესისთვის, ვიდრე მონანიებაზე გაკეთებული რეგულარული, ყოველდღიური აქცენტი. მონანიება არ არის მოვლენა; ეს პროცესია. ეს არის ბედნიერების გასაღები და გონების სიმშვიდე. რწმენასთან შერწყმული მონანიებით ჩვენ ხელი მიგვიწვდება იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე“.6

გამოსახულება
მდოგვის მარცვალი
გამოსახულება
მდოგვის ხე

რწმენის ამ წინაპირობაზე წმინდა წერილში გარკვეულად წერია. თავიდან საჭირო ერთადერთი რამ - „მცირეოდენი რწმენა“.7 და თუ ჩვენ გონებით ავითვისებთ ამ „მდოგვის მარცვლის“8 პრინციპს ჩვენც შეგვეძლება, ველოდოთ მოულოდნელ და საოცარ გაუმჯობესებებს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ გახსოვდეთ: ჩვენ არ შევეცდებით, ატილა ჰუნიდან დედა ტერეზად ვიქცეთ ერთ ღამეში და ზუსტად ასე ჩვენი გაუმჯობესებაც ნელ-ნელა მოხდება. მაშინაც კი, როცა თქვენს ცხოვრებაში მასიური ცვლილებებია მოსახდენი, დაიწყეთ მცირე მასშტაბით. ეს განსაკუთრებით ჭეშმარიტია, როცა მონანიების გამო გულგატეხილი ან დამძიმებული ხართ.

გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი ყოველთვის არ სრულდება თანმიმდევრული დაგეგმილი ნაბიჯებით. ყველაზე მონდომებულთა შორისაც კი შეიძლება იყოს ჩავარდნები. რადგან საკუთარ ცხოვრებაში გამოვცადე ეს, ვიცი, რომ ზოგჯერ ისეთი გრძნობა გაქვთ, თითქოს 1 პროცენტით წინ მიიწევთ და 2 პროცენტით უკან იხევთ. თუ ჩვენ ბეჯითად გავაგრძელებთ მცდელობებს, შევინარჩუნოთ მიღწევების ეს 1 პროცენტი, ის, ვინც „იტვირთა ჩვენი სნეულებანი“ ჩვენც გვიტვირთავს.9

ცხადია, თუ მძიმე ცოდვებს ჩავდივართ, უფალი ნათელია და ცალსახა: უნდა შევჩერდეთ, მივიღოთ დახმარება ჩვენი ეპისკოპოსისგან და დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ მსგავსი პრაქტიკა. მაგრამ, როგორც უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა გვასწავლა: „მცირე, სტაბილური, თანდათანობითი სულიერი გაუმჯობესება არის ის ნაბიჯები, რომლების გადადგმასაც უფალი გვთხოვს. ღმერთის წინაშე უდანაშაულოდ სიარულისთვის მზადება არის მიწიერი ცხოვრების ერთ -ერთი მთავარი მიზანი და ჩვენი ცხოვრების მისწრაფება; ის არ წარმოადგენს ინტენსიური სულიერი ერთჯერადი აქტივობების შედეგს“.10

გამოსახულება
ბრიტანელი ველომრბოლელები

ეს მცირე დოზით მიდგომა მონანიებისა და რეალური ცვლილებების მიმართ ნამდვილად მუშაობს? მტკიცებულება პედლების ტრიალშია, ასე რომ ვთქვათ? რა მოხდა ბრიტანულ ველოსპორტში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ამ ფილოსოფიის გამოყენებით? ბრიტანელმა ველოსიპედისტებმა უკვე ექვსჯერ მოიგეს ისტორიული ტურ დე ფრანსი. ბოლო ოთხი ოლიმპიური თამაშის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთი იყო ყველაზე წარმატებული ქვეყანა ველოსპორტის ყველა დისციპლინაში. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ ზაფხულს დიდმა ბრიტანეთმა ველოსპორტში სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი ოქროს მედალი მოიგო.

გამოსახულება
ოლიმპიური ჩემპიონები

ბრიტანელი ველომრბოლელების სურათები (საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, მარცხენა ზედა კუთხიდან დაწყებული) ფრიდემან ვოგელი, ჯონ გილსი და გრეგ ბეიქერიგეტი იმიჯიზ

მაგრამ ვერცხლზე და ოქროზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ძვირფასი დაპირება მარადისობისკენ მიმავალ გზაზე, რომ ჩვენ ნამდვილად „ძლევ[ა] გვ[ენიჭება] ქრისტეში“.11 და როდესაც ვიღებთ ვალდებულებას მცირე, მაგრამ სტაბილურ გაუმჯობესებაზე, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ „დიდების უჭკნობი გვირგვინი“ იქნება ჩვენი.12 იმისათვის, რომ თქვენც ისიამოვნოთ ამ ჩაუქრობელი ბრწყინვალებით გიწვევთ, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, რათა დაინახოთ, რა გწევთ უკან ან თუნდაც სტატიკურად გაჩერებთ აღთქმის გზაზე. შემდეგ გააფართოვეთ მხედველობის არე. ეძიეთ დამატებითი მცირე შესწორებები ცხოვრებაში, რის შედეგადაც შესაძლოა, უკეთესობისკენ თუნდაც მცირე შეცვლის ტკბილი სიხარული განიცადოთ.

გახსოვდეთ, დავითმა მხოლოდ ერთი პატარა ქვა გამოიყენა ერთი შეხედვით უძლეველი გიგანტის დასამხობად. მაგრამ მას ოთხი სხვა ქვა მზად ჰქონდა. ანალოგიურად ალმა უმცროსის ბოროტი განწყობა და მარადიული დანიშნულება შეიცვალა მხოლოდ ერთი უბრალო, თვალსაჩინო აზრით - მხსნელი იესო ქრისტეს მადლის შესახებ მისი მამების სწავლების გახსენებით. ასე ხდება მაცხოვრის შემთხვევაშიც, რომელმაც თუმცა უმანკომ „თავიდან არ მიიღო სისავსის, მაგრამ გააგრძელა მადლიდან მადლამდე, სანამ არ მიიღო სისავსე“.13

გამოსახულება
იესო ქრისტე

ის არის, რომელმაც იცის, როდის დაეცემა ბეღურა, რომელიც ორიენტირებულია წუთზეც და მნიშვნელოვან მომენტებზეც ჩვენს ცხოვრებაში და რომელიც მზად არის, დაგეხმაროთ იმ ერთი პროცენტით გაუმჯობესებიკენ მცდელობაში, რომელსაც ამ კონფერენციიდან გამოიტანთ. რადგანაც ყოველმა მონანიების მცდელობამ, რაც არ უნდა მცირედ მოგვეჩვენოს, შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ცვლილება თქვენს ცხოვრებაში.

ამასთან დაკავშირებით უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა გვასწავლა: „სამართლიანი სურვილის თითოეული მტკიცება, თითოეული მსახურება და ღვთის თაყვანისცემის ყოველგვარი მოქმედება, თუმცა მცირე და მზარდი, ჩვენს სულიერ იმპულსს ზრდის“.14 მართლაც, მცირე, უბრალო და დიახ, თუნდაც ერთ პროცენტსაც კი, შეუძლია დიადი შედეგის მოტანა.15 საბოლოო გამარჯვება არის 100 პროცენტით გარანტირებული „მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია“,16 ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს ძალით, დამსახურებითა და წყალობით. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა